პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ქართველები, რომლებიც საერთაშორისო თაღლითურ სქემაში კეზერაშვილთან ერთად ფიგურირებენ და რა აკავშირებთ მათ ექსმინისტრთან?
ვინ არიან ქართველები, რომლებიც საერთაშორისო თაღლითურ სქემაში კეზერაშვილთან ერთად ფიგურირებენ და რა აკავშირებთ მათ ექსმინისტრთან?

BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენ­ტრე­ბის“ შე­სა­ხებ მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და სკან­და­ლურ მა­სა­ლებს მი­აკ­ვლია.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი თაღ­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­პა­რა­ვენ ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნილ და­ნა­ზოგს", მოგ­ვი­თხრობს იმა­ზე, თუ რო­გორ ით­ვი­სე­ბენ თაღ­ლი­თუ­რი გზე­ბით სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­ზოგს. სა­ერ­თა­შო­რი­სო თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის საქ­მე­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და კი­დევ 5 პირი ფი­გუ­რი­რებს. ესე­ნი არი­ან: და­ვით თო­დუა, რატი ჭე­ლი­ძე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, იო­სებ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბე­ნი­მი­ნი, რომ­ლე­ბიც Milton Group-ის მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­ნი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­რე­ბი Panama Paper-ის დო­კუ­მენ­ტებ­შიც იძებ­ნე­ბა.

  • თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა ასე­თია:

ქოლ­ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად სა­პენ­სიო ასა­კის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ურე­კა­ვენ და სთა­ვა­ზო­ბენ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბას. ამის­თვის კი სთხო­ვენ ინ­ვეს­ტი­რე­ბას სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ში, ასე­ვე სთხო­ვენ მათ სა­ბან­კო ან­გა­რი­შის მო­ნა­ცე­მებს. რო­გორც კი მსხვერ­პლი მა­ხე­ში გა­ებ­მე­ბა, მოქ­მე­დე­ბას იწყებს თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა, რაც მსხვერ­პლებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის და­ნა­ზო­გის გა­რე­შე ტო­ვებს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ვინ არი­ან, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ და რა აკავ­ში­რებთ და­სა­ხე­ლე­ბულ პი­რებს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან.

  • იო­სებ მგე­ლა­ძე

იო­სებ მგე­ლა­ძე და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის კურ­სე­ლი, უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რია. მე­დი­ა­ში იძებ­ნე­ბა მა­სა­ლე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის კე­ზე­რაშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში ფი­გუ­რი­რებს, ძი­რი­თა­დად, რო­გორც დი­რექ­ტო­რი ან მე­წი­ლე.

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ე.წ. "ქოლ - ცენ­ტრე­ბის” საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა (ჩხრე­კა) ბიზ­ნეს­მენ იო­სებ მგე­ლა­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზეც კი ჩა­ტარ­და. ამის პა­სუ­ხად მგე­ლა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ა­ტა­რა, სა­დაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო რა­ი­მე სა­ხის კავ­ში­რი ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მეს­თან.

მა­შინ მგე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა მო­ი­ცავს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა­სა და გა­ქი­რა­ვე­ბას. მისი მტკი­ცე­ბით, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზეც გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­ო­ფი­სე ფარ­თი და მის უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში იჯა­რით შე­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე პა­სუ­ხი მის­თვის არ უნდა მო­ე­თხო­ვათ.

"ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის 37-ში მდე­ბა­რე კომ­პა­ნია არის შპს "თი&ემ ფრო­ფერ­თი“, რომ­ლის 50%-იანი წი­ლიც მე­კუთ­ვნის მე, სოსო მგე­ლა­ძეს. ფარ­თი შე­ვი­ძი­ნე და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ და გა­ვა­ქი­რა­ვეთ კომ­პა­ნია "ბი-ჯი-თი“-ზე. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით და კონ­ტრაქ­ტის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნია საქ­მი­ა­ნობს ონ­ლა­ინ­მარ­კე­ტინ­გი­სა და IT-მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში.

კომ­პა­ნი­ა­ში ჩხრე­კის შე­სა­ხებ ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 8 ნო­ემ­ბერს. არ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა რო­გორც კი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, მა­შინ­ვე დავ­ბრუნ­დი და მზად ვარ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღიად ვი­თა­ნამ­შრომ­ლო გა­მო­ძი­ე­ბას­თან და ყვე­ლა კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხო. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არ­ცერთ ჩემს კომ­პა­ნი­ას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ქოლ - ცენ­ტრებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და მგე­ლა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

აღ­ნიშ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მგე­ლა­ძემ კე­ზე­რაშ­ვილ­თან კავ­შირ­ზეც ილა­პა­რა­კა.

"დათო კე­ზე­რაშ­ვი­ლი ჩემი კურ­სე­ლია. პირ­ვე­ლი კურ­სი­დან ვმე­გობ­რობთ, დღემ­დე გრძელ­დე­ბა ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა. ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი მის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ა­ში, უფრო სწო­რად, არ ვიცი რამ­დე­ნად იყო მისი, მაგ­რამ იყო დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. კომ­პა­ნია იყო "უნი­ვერ­სალ კა­პი­ტალ გრუ­პი“, სა­დაც წლე­ბის წინ ვი­ყა­ვი დი­რექ­ტო­რი, და რა თქმა უნდა, კე­ზე­რაშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა დღეს პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მე დათო კე­ზე­რაშ­ვილ­თან არ მაქვს, მაგ­რამ არა­სო­დეს არ უარ­ვყოფ მას­თან მე­გობ­რო­ბას. ისე­ვე, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბევრ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან…დათო კე­ზე­რაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არის ჩემი მე­გო­ბა­რი, ვმე­გობ­რობთ. რომც მქონ­დეს ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა, ამა­შიც ვერ ვხე­დავ პრობ­ლე­მას, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ მაქვს“, - აცხა­დებ­და მგე­ლა­ძე გა­სულ წელს.

  • რატი ჭე­ლი­ძე

რატი ჭე­ლი­ძე პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. ის 2022 წელს გა­ემ­გზავ­რა კვიპ­როს­ში და მას შემ­დეგ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ე.წ. პა­ნა­მის დო­კუ­მენ­ტებ­ში მისი და კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ისი­ნი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

რატი ჭე­ლი­ძეს 2010 წელს გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი კავ­ში­რი ჰქონ­და “სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ას­თან” (2010 წელს ეს კომ­პა­ნია კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა იყო). გარ­და ამი­სა, ის 2017 წელს კე­ზე­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო­ში დაც­ვის მხა­რის მოწ­მე იყო და ჩვე­ნე­ბაც უნდა მი­ე­ცა, თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­სა­მარ­თლო­ში არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.

ცნო­ბი­ლია, რომ იგი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა უკ­რა­ი­ნა­ში.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უახ­ლე­სი ცნო­ბით, ჭე­ლი­ძე უკ­რა­ი­ნუ­ლი BTA Bank-ის აქ­ტი­ვე­ბის შეს­ყიდ­ვით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა მან ბან­კის შეს­ყიდ­ვის­თვის უფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან უნდა მი­ი­ღოს. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით კი ბანკს ნე­ბარ­თვა ჯერ არ გა­უ­ცია.

ინ­ტერ­ნეტ­ში ასე­ვე იძებ­ნე­ბა project.liga.net - ზე 2020 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ვინ აკონ­ტრო­ლებს მიკ­რო­საკ­რე­დი­ტო ბა­ზარს უკ­რა­ი­ნა­ში?“

კომ­პა­ნი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც "მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტის მე­ფე­ე­ბი“, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია AlexCredit- ი და CCLoan - ი, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა რატი ჭე­ლი­ძეს.

"უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­ფა­სე­ბით, ეს კომ­პა­ნი­ე­ბი შე­ვიდ­ნენ მიკ­რო­საკ­რე­დი­ტო ბაზ­რის ტოპ-10 ლი­დერს შო­რის. ისი­ნი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის არი­ან - პირ­ვე­ლი ეკუთ­ვნის ქარ­თულ - ის­რა­ე­ლურ Emma’s Credit - ს, რო­მე­ლიც ბა­ზი­რე­ბუ­ლია თბი­ლის­ში, მაგ­რამ მი­ე­კუთ­ვნე­ბა ის­რა­ე­ლურ ჯგუფს. მე­ო­რე წარ­მო­ად­გენს ჰოლ­დინგ Continental City Credit - ის ნა­წილს, რო­მელ­საც ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე რატი ჭე­ლი­ძე. ის ასე­ვე ფლობს ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას EQFin (ონ­ლა­ინ-საკ­რე­დი­ტო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის გარ­და, წარ­მოდ­გე­ნი­ლია ეს­პა­ნეთ­სა და კვიპ­როს­ში). ჭე­ლი­ძეს კომ­პა­ნია CCLoan-თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნა­ში ასე­ვე ეკუთ­ვნის ბრენ­დი Mister Cash“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

  • და­ვით თო­დუა

BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, "მილ­ტონ ჯგუ­ფის“ მიერ მსხვერ­პლე­ბის­გან თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბუ­ლი ფული უმე­ტე­სად კვიპ­როს­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იმ კომ­პა­ნი­ის ხელ­ში გა­და­დი­ო­და, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც და­ვით თო­დუაა.

და­ვით თო­დუა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ბიზ­ნეს­მე­ნია. "პა­ნა­მას დო­კუ­მენ­ტე­ბის" თა­ნახ­მად, მისი სა­ხე­ლიც, ისე­ვე რო­გორც ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი პი­რე­ბის, პირ­და­პირ კავ­შირ­შია და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­თან.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტურ მოკ­ვლე­ვა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რია ჰორ­ბა­ნი და­ვით თო­დუ­ას შე­სა­ხებ ამ­ბობს:

"და­ვით თო­დუ­ას შე­სა­ხებ ჩვენ­მა წყა­რომ გვი­ამ­ბო. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ის კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი არ იყო. მაგ­რამ ხში­რად მი­დი­ო­და ოფის­ში დაც­ვის თან­ხლე­ბით. ეს­წრე­ბო­და ყვე­ლა კორ­პო­რა­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას - საქ­მი­ან­სა თუ სა­დღე­სას­წა­უ­ლოს. მო­ვი­პო­ვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბიც. ერთ-ერ­თზე და­ვით თო­დუა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ამ­ბობ­და, რომ წელს 65 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­მო­ი­მუ­შა­ვეს, რომ კარ­გად მუ­შა­ო­ბენ და ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღე­ბი არი­ან. ყვე­ლამ იცო­და კომ­პა­ნი­ა­ში, რომ ის იყო მათი რე­ა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლიც და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც. და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი კი მისი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი იყო, მარ­თა­ლია არა "მილ­ტონ გრუპ­ში“, მაგ­რამ სხვა კომ­პა­ნი­ებ­ში. რაც რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა. თო­დუ­ას კი­დევ აქვს ბიზ­ნე­სე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში და მა­გა­ლი­თად, "პრო­ჯექტ პარტნერსს“ ის და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან ერ­თად ფლობს“.

  • გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი

რაც შე­ე­ხე­ბა BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა­ში ნახ­სე­ნებ კი­დევ ერთ პირს, გუ­რამ გო­გეშ­ვილს, გარ­და იმი­სა, რომ მისი და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლე­ბი პა­ნა­მას დო­კუ­მენ­ტებ­ში სა­ერ­თო ბიზ­ნეს­ში ფი­გუ­რი­რებს, სხვა ინ­ფორ­მა­ცია რთუ­ლად იძებ­ნე­ბა. ის უკ­რა­ი­ნულ წყა­რო­ებ­ში ასე­ვე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რატი ჭე­ლი­ძის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რად.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუ
1

თქვენ თუ არ გჯერავთ მოსამართლეების კორუმპირებულობის მე რატო უნდა დავიჯერო სტატიის

კეკე
3

ამ ადამიანებს შვილები ჰყავთ და შვილებს წართმეული ფულით აჭმევენ???? 

ავტორი:

ვინ არიან ქართველები, რომლებიც საერთაშორისო თაღლითურ სქემაში კეზერაშვილთან ერთად ფიგურირებენ და რა აკავშირებთ მათ ექსმინისტრთან?

ვინ არიან ქართველები, რომლებიც საერთაშორისო თაღლითურ სქემაში კეზერაშვილთან ერთად ფიგურირებენ და რა აკავშირებთ მათ ექსმინისტრთან?

BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ შესახებ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და სკანდალურ მასალებს მიაკვლია.

საგამოძიებო სტატია, სათაურით: "მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს", მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ითვისებენ თაღლითური გზებით საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგს. საერთაშორისო თაღლითური სქემის საქმეში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და კიდევ 5 პირი ფიგურირებს. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება.

  • თაღლითური სქემა ასეთია:

ქოლცენტრის თანამშრომლები ძირითადად საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს ურეკავენ და სთავაზობენ დამატებითი შემოსავლის მიღებას. ამისთვის კი სთხოვენ ინვესტირებას სხვადასხვა კომპანიებში, ასევე სთხოვენ მათ საბანკო ანგარიშის მონაცემებს. როგორც კი მსხვერპლი მახეში გაებმება, მოქმედებას იწყებს თაღლითური სქემა, რაც მსხვერპლებს მთელი ცხოვრების დანაზოგის გარეშე ტოვებს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ არიან, რას საქმიანობენ და რა აკავშირებთ დასახელებულ პირებს დავით კეზერაშვილთან.

  • იოსებ მგელაძე

იოსებ მგელაძე დავით კეზერაშვილის კურსელი, უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორია. მედიაში იძებნება მასალები, რომლის მიხედვითაც, ის კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების უმეტეს ნაწილში ფიგურირებს, ძირითადად, როგორც დირექტორი ან მეწილე.

გასული წლის ნოემბერში ე.წ. "ქოლ - ცენტრების” საქმეზე საგამოძიებო მოქმედება (ჩხრეკა) ბიზნესმენ იოსებ მგელაძის საცხოვრებელ მისამართზეც კი ჩატარდა. ამის პასუხად მგელაძემ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც კატეგორიულად უარყო რაიმე სახის კავშირი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან.

მაშინ მგელაძემ აღნიშნა, რომ მისი ბიზნესსაქმიანობა მოიცავს უძრავი ქონების შეძენასა და გაქირავებას. მისი მტკიცებით, ჭავჭავაძის გამზირზეც გაქირავებული ჰქონდა საოფისე ფართი და მის უძრავ ქონებაში იჯარით შესული კომპანიის საქმიანობაზე პასუხი მისთვის არ უნდა მოეთხოვათ.

"ილია ჭავჭავაძის 37-ში მდებარე კომპანია არის შპს "თი&ემ ფროფერთი“, რომლის 50%-იანი წილიც მეკუთვნის მე, სოსო მგელაძეს. ფართი შევიძინე დაახლოებით 2 წლის წინ და გავაქირავეთ კომპანია "ბი-ჯი-თი“-ზე. ჩვენი ინფორმაციით და კონტრაქტის მიხედვით, კომპანია საქმიანობს ონლაინმარკეტინგისა და IT-მომსახურების სფეროში.

კომპანიაში ჩხრეკის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა 8 ნოემბერს. არ ვიმყოფებოდი საქართველოში, თუმცა როგორც კი ინფორმაცია მივიღე, მაშინვე დავბრუნდი და მზად ვარ, აბსოლუტურად ღიად ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ყველა კითხვას ვუპასუხო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ ჩემს კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს ქოლ - ცენტრებთან“, - განაცხადა მგელაძემ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნულ კონფერენციაზე მგელაძემ კეზერაშვილთან კავშირზეც ილაპარაკა.

"დათო კეზერაშვილი ჩემი კურსელია. პირველი კურსიდან ვმეგობრობთ, დღემდე გრძელდება ჩვენი მეგობრობა. ნამდვილად ვიყავი მის საინვესტიციო კომპანიაში, უფრო სწორად, არ ვიცი რამდენად იყო მისი, მაგრამ იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია იყო "უნივერსალ კაპიტალ გრუპი“, სადაც წლების წინ ვიყავი დირექტორი, და რა თქმა უნდა, კეზერაშვილთან ვიყავი ანგარიშვალდებული. თუმცა დღეს პარტნიორული ურთიერთობა მე დათო კეზერაშვილთან არ მაქვს, მაგრამ არასოდეს არ უარვყოფ მასთან მეგობრობას. ისევე, როგორც "ქართული ოცნების“ ბევრ მაღალჩინოსანთან…დათო კეზერაშვილი ნამდვილად არის ჩემი მეგობარი, ვმეგობრობთ. რომც მქონდეს ბიზნესსაქმიანობა, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს“, - აცხადებდა მგელაძე გასულ წელს.

  • რატი ჭელიძე

რატი ჭელიძე პროფესიით იურისტია. ის 2022 წელს გაემგზავრა კვიპროსში და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი და კეზერაშვილის სახელები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ისინი ბიზნესპარტნიორებად არიან მოხსენიებული.

რატი ჭელიძეს 2010 წელს გარკვეული ფინანსური კავშირი ჰქონდა “საქართველოს ლატარიის კომპანიასთან” (2010 წელს ეს კომპანია კეზერაშვილის საკუთრება იყო). გარდა ამისა, ის 2017 წელს კეზერაშვილის საქმეზე სასამართლოში დაცვის მხარის მოწმე იყო და ჩვენებაც უნდა მიეცა, თუმცა, როგორც ცნობილია, სასამართლოში არ გამოცხადებულა.

ცნობილია, რომ იგი ბიზნესსაქმიანობას ეწევა უკრაინაში.

მედიაში გავრცელებული უახლესი ცნობით, ჭელიძე უკრაინული BTA Bank-ის აქტივების შესყიდვით იყო დაინტერესებული. თუმცა მან ბანკის შესყიდვისთვის უფლება უკრაინის ეროვნული ბანკისგან უნდა მიიღოს. დღევანდელი მონაცემებით კი ბანკს ნებართვა ჯერ არ გაუცია.

ინტერნეტში ასევე იძებნება project.liga.net - ზე 2020 წელს გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: "ვინ აკონტროლებს მიკროსაკრედიტო ბაზარს უკრაინაში?“

კომპანიებში, რომლებიც მოხსენიებულია, როგორც "მაღალი პროცენტის მეფეები“, დასახელებულია AlexCredit- ი და CCLoan - ი, რომლებიც უკავშირდება რატი ჭელიძეს.

"უკრაინის ეროვნული ბანკის შეფასებით, ეს კომპანიები შევიდნენ მიკროსაკრედიტო ბაზრის ტოპ-10 ლიდერს შორის. ისინი ქართული წარმოშობის არიან - პირველი ეკუთვნის ქართულ - ისრაელურ Emma’s Credit - ს, რომელიც ბაზირებულია თბილისში, მაგრამ მიეკუთვნება ისრაელურ ჯგუფს. მეორე წარმოადგენს ჰოლდინგ Continental City Credit - ის ნაწილს, რომელსაც ფლობს საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე. ის ასევე ფლობს ქართულ კომპანიას EQFin (ონლაინ-საკრედიტო ჯგუფი, რომელიც საქართველოს და უკრაინის გარდა, წარმოდგენილია ესპანეთსა და კვიპროსში). ჭელიძეს კომპანია CCLoan-თან ერთად, უკრაინაში ასევე ეკუთვნის ბრენდი Mister Cash“, - ვკითხულობთ სტატიაში.

  • დავით თოდუა

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, "მილტონ ჯგუფის“ მიერ მსხვერპლებისგან თაღლითურად მითვისებული ფული უმეტესად კვიპროსში დაფუძნებული იმ კომპანიის ხელში გადადიოდა, რომლის მფლობელიც დავით თოდუაა.

დავით თოდუა საქართველოში დაბადებული და ისრაელის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენია. "პანამას დოკუმენტების" თანახმად, მისი სახელიც, ისევე როგორც ზემოთ ნახსენები პირების, პირდაპირ კავშირშია დავით კეზერაშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებთან.

ტელეკომპანია "იმედის" მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ მოკვლევაში უკრაინელი ჟურნალისტი მარია ჰორბანი დავით თოდუას შესახებ ამბობს:

"დავით თოდუას შესახებ ჩვენმა წყარომ გვიამბო. ოფიციალურად ის კომპანიის მფლობელი არ იყო. მაგრამ ხშირად მიდიოდა ოფისში დაცვის თანხლებით. ესწრებოდა ყველა კორპორაციულ ღონისძიებას - საქმიანსა თუ სადღესასწაულოს. მოვიპოვეთ ღონისძიებების ჩანაწერებიც. ერთ-ერთზე დავით თოდუა სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ წელს 65 მილიონი ევრო გამოიმუშავეს, რომ კარგად მუშაობენ და ყველანი ძალიან ყოჩაღები არიან. ყველამ იცოდა კომპანიაში, რომ ის იყო მათი რეალური ხელმძღვანელიც და დამფუძნებელიც. დავით კეზერაშვილი კი მისი ბიზნესპარტნიორი იყო, მართალია არა "მილტონ გრუპში“, მაგრამ სხვა კომპანიებში. რაც რეესტრის მონაცემებითაც დასტურდება. თოდუას კიდევ აქვს ბიზნესები უკრაინაში და მაგალითად, "პროჯექტ პარტნერსს“ ის დავით კეზერაშვილთან ერთად ფლობს“.

  • გურამ გოგეშვილი

რაც შეეხება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენებ კიდევ ერთ პირს, გურამ გოგეშვილს, გარდა იმისა, რომ მისი და დავით კეზერაშვილის სახელები პანამას დოკუმენტებში საერთო ბიზნესში ფიგურირებს, სხვა ინფორმაცია რთულად იძებნება. ის უკრაინულ წყაროებში ასევე მოხსენიებულია რატი ჭელიძის ბიზნესპარტნიორად.

ასევე იხილეთ: