პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები" - რას ამბობს პრეზიდენტი აშშ - ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე?
"თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები" - რას ამბობს პრეზიდენტი აშშ - ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე?

ვში­შობ აშშ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­პა­ში აღ­ქმუ­ლი არ იყოს, რო­გორც ნე­გა­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი, ამი­ტომ არც ნიშ­ნის მო­გე­ბის და გა­ხა­რე­ბის დროა, არც თა­ვის მარ­თლე­ბის - თუ არ გვინ­და 4 ადა­მი­ანს გა­და­ვა­ყო­ლოთ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი, სა­ჭი­როა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რაც მეტი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა გა­დად­გმუ­ლი სა­სა­მარ­თლოს კუ­თხით, მით უფრო სწრა­ფად აღ­დგე­ბა ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცია. პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით ეს ნა­ბი­ჯე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს სრუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვა ან არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის დრო­უ­ლი შერ­ჩე­ვა.

"მინ­და, უპირ­ვე­ლე­სად, მო­გი­ლო­ცოთ ხა­რე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი. მინ­და სა­ქარ­თვე­ლო ვნა­ხო მარ­თლაც გა­ხა­რე­ბუ­ლი და და­წყნა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა უნდა ვთქვა, რომ დღეს არ მი­ხა­რია. არ მი­ხა­რია და კი­დე­ვაც გან­ვიც­დი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. დღეს რო­გორც იცით, შევ­ხვდი აშშ-ის ელჩს და მა­საც გა­ვუ­ზი­ა­რე ჩემი გან­ცდე­ბი. არ მი­ხა­რია და ვერ გა­მი­ხარ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ცხა­დე­ბა სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში, რა­მე­თუ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე გა­საფრ­თხი­ლე­ბე­ლი სწო­რედ ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­აა, თუმ­ცა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ 4 პირს ეხე­ბა და ამ 4 პი­რის სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვებს, რო­გორც აზუს­ტებს ელჩი, ამა­ვე დროს გან­ცხა­დე­ბა ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას, ამის მი­უ­ხე­და­ვად გარ­კვე­ულ­წი­ლად ზი­ან­დე­ბა ქვეყ­ნის იმი­ჯი, სა­ქარ­თვე­ლომ და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა კარ­გად იცის, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მან­კი­ე­რი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ყვე­ლამ ვი­ცით და გვეს­მის, რა უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ამ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ისიც კარ­გად იცის, რა არ გა­კეთ­და და რა­ტომ. ამი­ტო­მაც, სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, ვი­ზი­ა­რებთ და მხარს ვუ­ჭერთ სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, ასე­ვე ვაც­ნო­ბი­ე­რებთ სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გამ­ყა­რე­ბი­სა და სის­ტე­მა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი კად­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას, ევ­რო­კო­მი­სი­ის 12 რე­კო­მენ­და­ცი­აც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ვწუხ­ვარ, რომ ქვე­ყა­ნა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იწე­რე­ბა სხვა სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბა, ვში­შობ აშშ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­პა­ში არ იყოს აღ­ქმუ­ლი, რო­გორც ნე­გა­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი, ამი­ტომ არც ნიშ­ნის მო­გე­ბის და გა­ხა­რე­ბის დროა, არც თა­ვის მარ­თლე­ბის. ჩვენ­ზე, ყვე­ლა­ზეა ქვეყ­ნის იმი­ჯის გა­მოს­წო­რე­ბა. თუ არ გვინ­და 4 ადა­მი­ანს გა­და­ვა­ყო­ლოთ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი, სა­ჭი­როა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი, ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა თუ გა­და­ხედ­ვა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბი­სა, ან კი­დევ არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის დრო­უ­ლი შერ­ჩე­ვა. რაც მეტი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა გა­დად­გმუ­ლი სა­სა­მარ­თლოს კუ­თხით, რა­საც ყვე­ლა პარტნი­ო­რი აკ­ვირ­დე­ბა, მით უფრო სწრა­ფად აღად­გენთ ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ას და მით უფრო ნდო­ბას. ქვე­ყა­ნა ამას არ იმ­სა­ხუ­რებს და არ იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ ეს სა­კი­თხი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
0

აშშ საქართველოში, ზოგადად, კავკასიაში პოზიციებს თმობს და მიზეზებს ეძებს, ეგ რომ გაამართლოს. ამ ეტაპზე თურქეთის, ირანის და რუსეთის ინტერესებს არ უპირისპირდება, რადგან სხვა პრობლემების ფონზე, კიდევ დამატებითი რესურსის დახარჯვა არ სურს. დაელოდებიან, მოვლენები უკრაინაში როგორ განვითარდება, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები როგორ ჩაივლის და შემდეგ გადაწყვეტენ, საერთოდ თუ უღირთ სამხრეთ კავკასიაზე გავლენისთვის ზრუნვა. 

ნნ
0

უდანაშაულობის პრეზუმფცია ერთ-ერთია იმ ინსტრუმენტებიდან, რისთვისაც წლების განმავლობაში ჩვენ დასავლეთისკენ ვეძებდით გზას, ახლა იქ ხდება სამართლებრივი სახელმწიფოს სახეცვლილება და ჩვენში ეს დაბნეულობას და იმედგაცრუებას იწვევს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები" - რას ამბობს პრეზიდენტი აშშ - ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე?

"თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები" - რას ამბობს პრეზიდენტი აშშ - ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე?

ვშიშობ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი, ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების - თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, მით უფრო სწრაფად აღდგება ქვეყნის რეპუტაცია. პრეზიდენტის განმარტებით ეს ნაბიჯები შეიძლება იყოს სრული გამოძიება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა.

"მინდა, უპირველესად, მოგილოცოთ ხარების დღესასწაული. მინდა საქართველო ვნახო მართლაც გახარებული და დაწყნარებული, თუმცა უნდა ვთქვა, რომ დღეს არ მიხარია. არ მიხარია და კიდევაც განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს როგორც იცით, შევხვდი აშშ-ის ელჩს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და ამ 4 პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს ელჩი, ამავე დროს განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი, საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში, ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ. ამიტომაც, სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას, ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას, ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება.

ვწუხვარ, რომ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული პირების ქვეყნების სიაში მაშინ, როდესაც საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება, ვშიშობ აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში არ იყოს აღქმული, როგორც ნეგატიური სიგნალი, ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზე, ყველაზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, ეს იქნება სრული გამოძიება თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლოს კუთხით, რასაც ყველა პარტნიორი აკვირდება, მით უფრო სწრაფად აღადგენთ ქვეყნის რეპუტაციას და მით უფრო ნდობას. ქვეყანა ამას არ იმსახურებს და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: