Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ქალთა გაძლიერების კამპანიას უერთდება
"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ქალთა გაძლიერების კამპანიას უერთდება

აქვთ თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­მა­მად აირ­ჩი­ონ ის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონთ? არ­ჩე­ვა­ნი, ერთი შე­ხედ­ვით, შე­უ­ზღუ­და­ვია, თუმ­ცა, მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში ან ნა­ვი­გა­ცი­ა­ში ცოტა ქა­ლია. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას ქა­ლე­ბი თით­ქმის ყო­ველ­თვის გა­ნიც­დი­ან გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გავ­ლე­ნას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს არ­სე­ბობს „ქა­ლუ­რი“ და „კა­ცუ­რი“ პრო­ფე­სი­ე­ბი. სწო­რედ ამ გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვას ისა­ხავს მიზ­ნად გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო „ვო­თერ­გან­ზი­სა“ და ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კამ­პა­ნია, სა­ხელ­წო­დე­ბით - „ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბო­ბენ“, რო­მელ­საც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტაც“ შე­უ­ერ­თდა.

კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. 2022 წელს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა“ „გა­ე­როს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბის“ ხელ­მომ­წე­რი გახ­და. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კომ­პა­ნი­ამ და­ა­დას­ტუ­რა მზა­ო­ბა, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში, იზ­რუ­ნოს ქალ­თა მხარ­და­ჭე­რა­ზე და სა­მუ­შაო სივ­რცე­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა უფ­ლე­ბე­ბის თა­ნა­ბარ დაც­ვა­ზე.

მა­რი­ამ მე­ლი­აშ­ვი­ლი, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა“ სის­ტე­მა­ტუ­რად უჭერს მხარს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტებს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქა­ლებს უპი­რო­ბოდ უნდა ჰქონ­დეთ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­უ­ზღუ­და­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა - იქ­ნე­ბა ეს მე­ქა­ნი­კო­სო­ბა თუ მფრი­ნა­ვო­ბა. მათ მიზ­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ვერ უნდა აფერ­ხებ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ავ­ტოს­ფე­როც მა­მა­კა­ცურ სფე­რო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, ამი­ტომ ამ ფონ­ზე კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ქა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას. გვინ­და, კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ ქა­ლებს, რომ პრო­ფე­სი­ას არ აქვს სქე­სი, ყვე­ლა­ფე­რი მათ ხელ­შია - მხო­ლოდ სურ­ვი­ლი და მიზ­ნის­კენ მტკი­ცედ სვლაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი“.

„ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბო­ბენ“ - კამ­პა­ნი­ის იდე­ი­სა და შეს­რუ­ლე­ბის ავ­ტო­რი კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო „ვო­თერ­გან­ზია“. პრო­ექ­ტი გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მისი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნია „ბოდი შო­პია“, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა“ არი­ან.

კამ­პა­ნია რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლის მო­ი­ცავს. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიმ­ბო­ლუ­რად იმ არარ­სე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ახ­სე­ნებს, რო­მელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ოც­ნე­ბე­ბიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გამო ვერ ას­რულ­და. კამ­პა­ნი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კი ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი www.unstereotype.ge, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელს პრო­ფე­სი­ე­ბის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ამ­ბავს უყ­ვე­ბა.

„ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არ­სე­ბო­ბენ“ იმ ქა­ლებს ეძღვნე­ბა, რომ­ლებ­მაც პრო­ფე­სი­ულ ოც­ნე­ბა­ზე უარი თქვეს. კამ­პა­ნია მიზ­ნად ისა­ხავს, მხა­რი და­უ­ჭი­როს ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ას ახლა ირ­ჩე­ვენ და ამ პრო­ცეს­ში გენ­დერულ სტე­რე­ო­ტი­პებს აწყდე­ბი­ან.

კამ­პა­ნია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და პრო­ექ­ტის „კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა“ „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა და სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 2014 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია მო­ნობ­რენ­დუ­ლია და მისი მომ­სა­ხუ­რე­ბა სრუ­ლი­ად ტო­ი­ო­ტას ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ტო­ი­ო­ტას უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ორი­გი­ნალ ავ­ტო­სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებს, აქ­სე­სუ­ა­რებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას. სერ­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი­თა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლით.

NS

ავტორი:

"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ქალთა გაძლიერების კამპანიას უერთდება

"ქალები, რომლებიც არ არსებობენ" - "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ქალთა გაძლიერების კამპანიას უერთდება

აქვთ თუ არა საქართველოში ქალებს შესაძლებლობა, თამამად აირჩიონ ის პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ? არჩევანი, ერთი შეხედვით, შეუზღუდავია, თუმცა, მაგალითად, ავტოინდუსტრიაში ან ნავიგაციაში ცოტა ქალია. პროფესიის არჩევისას ქალები თითქმის ყოველთვის განიცდიან გენდერული სტერეოტიპების გავლენას იმასთან დაკავშირებით, თითქოს არსებობს „ქალური“ და „კაცური“ პროფესიები. სწორედ ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ისახავს მიზნად გაეროს ქალთა ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზისა“ და ბიზნესკომპანიების ერთობლივი კამპანია, სახელწოდებით - „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“ შეუერთდა.

კომპანიისათვის ქალების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2022 წელს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სისტემატურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების პროექტებს. მიგვაჩნია, რომ ქალებს უპირობოდ უნდა ჰქონდეთ პროფესიული არჩევანის შეუზღუდავი შესაძლებლობა - იქნება ეს მექანიკოსობა თუ მფრინავობა. მათ მიზნებს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპები ვერ უნდა აფერხებდეს. მოგეხსენებათ, ავტოსფეროც მამაკაცურ სფეროდაა მიჩნეული, ამიტომ ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ქალების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას. გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქალებს, რომ პროფესიას არ აქვს სქესი, ყველაფერი მათ ხელშია - მხოლოდ სურვილი და მიზნისკენ მტკიცედ სვლაა აუცილებელი“.

„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - კამპანიის იდეისა და შესრულების ავტორი კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზია“. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება, მისი მთავარი პარტნიორი კომპანია „ბოდი შოპია“, მხარდამჭერები კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არიან.

კამპანია რამდენიმე ნაწილის მოიცავს. თბილისის ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო დაფები საზოგადოებას სიმბოლურად იმ არარსებული ქალების შესახებ შეახსენებს, რომელთა პროფესიული ოცნებებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო ვერ ასრულდა. კამპანიის ძირითადი ნაწილი კი ონლაინსივრცეში მიმდინარეობს. შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.unstereotype.ge, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პროფესიების ირგვლივ არსებული მცდარი წარმოდგენების შესახებ სხვადასხვა ამბავს უყვება.

„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ იმ ქალებს ეძღვნება, რომლებმაც პროფესიულ ოცნებაზე უარი თქვეს. კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიას ახლა ირჩევენ და ამ პროცესში გენდერულ სტერეოტიპებს აწყდებიან.

კამპანია თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

NS