ავტორი:

საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით არაფერი გამოუვიდა, უზუსტო პასები და თამაშიდან თითქმის გამოთიშული კვარაცხელია - პირველი ტაიმი წავაგეთ

საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით არაფერი გამოუვიდა, უზუსტო პასები და თამაშიდან თითქმის გამოთიშული კვარაცხელია - პირველი ტაიმი წავაგეთ

დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ტურნირზე ნორვეგიას მასპინძლობს და პირველ ტაიმს აგებს ანგარიშით: 0:1.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით დაიწყეს მატჩი:

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე, კაკაბაძე, დავითაშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, აზაროვი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი, ეურსენსი, ბერგი, ედეგორი, სოლბაკენი, ელიუნუსი, სიორლოტი.

თამაში ქართველების შეტევით დაიწყო, პირველივე წუთებზე კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ აზაროვს შეეძლო კარში დარტყმა, თუმცა ბურთის დამუშავება ვერ შეძლო, თუმცა ინიციატივა შემდგომ სტუმრებმა იგდეს ხელთ, რაც მე-16 წუთზე გოლის გატანით გაგრძელდა. ბურთი ქართველების კარში სიორლოტმა გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველებს არაფერი გამოსდიოდათ, იყო ბევრი უზუსტო პასი, ამასთანავე სტუმრებმა, თამაშიდან თითქმის სრულად გამოთიშეს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. 38 -ე წუთზე "კვარამ" მაინც მოახერხა გაჰქცეოდა მცველებს, თუმცა ბურთი კარს ოდნავ ასცდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 33-ე წუთზე კიდევ ერთ გოლს მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.

იხილეთ ასევე: