პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დღეს მსოფლიოში მეორე არ არსებობს - ნებისმიერ დროს შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა" - შალვა ხაჭაპურიძე
"სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დღეს მსოფლიოში მეორე არ არსებობს - ნებისმიერ დროს შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა" - შალვა ხაჭაპურიძე

"ევ­რო­კავ­ში­რის კონ­სი­ლი­უმს ჩვენ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. არ ვი­ცით, ვინ არი­ან შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. მათ აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მი­მო­წე­რა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას მა­ლავს, სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ში "აბურ­თა­ვებს“ , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კატ­მა, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ევ­რო­კავ­ში­რის კონ­სი­ლი­უ­მის შეს­ვლის ნე­ბარ­თვის უფ­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის, რო­გორც პა­ტიმ­რის, უფ­ლე­ბე­ბი ამ­ჯე­რა­დაც შე­ლა­ხუ­ლია.

"ესე­ნი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად აკე­თე­ბენ ერთ გან­ცხა­დე­ბას, რომ ვინც უნდა მო­იწ­ვი­ონ, აგერ ვართ და ჩვენ ყვე­ლა­ნა­ირ ნე­ბარ­თვას გავ­ცემთ, თუმ­ცა პრაქ­ტი­კა­ში ვხე­დავთ, რომ ხან სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გვე­უბ­ნე­ბი­ან, ხან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ხან იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და თავი და ბოლო ვერ გა­უ­გი­ათ. ჩვენ არ ვი­ცით, ვინ არი­ან ისი­ნი [ევ­რო­კავ­ში­რის კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბი]. რა შე­მად­გენ­ლო­ბაა. ჩვენ­თან მათ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ. მათ აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მი­მო­წე­რა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას მა­ლავს. სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ში აბურ­თა­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა აღ­ნიშ­ნა, ევ­რო­კავ­ში­რის კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რებ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ მო­ი­ნა­ხუ­ლონ, "უსუ­სუ­რი მითი“, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ ჭამს, და­ინ­გრე­ვა.

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ა­ნი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გყავ­დეს, რო­მელ­ზეც უკვე ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ერ დი­ლით შე­იძ­ლე­ბა გა­ვიღ­ვი­ძო და გვი­თხრან, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ტი­მა­რი დღეს და­მერ­წმუ­ნეთ, მსოფ­ლი­ო­ში ალ­ბათ, მე­ო­რე არ არ­სე­ბობს. არ ვიცი რუ­სეთ­ში თუ ჰყავთ, მაგ­რამ ვიცი, რომ ნა­ვალ­ნი ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში არ ჰყავთ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას - რო­გორც ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, სა­ჩივ­რის შე­სა­ტა­ნად დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და შემ­დეგ, თა­ვად სა­ა­კაშ­ვილ­მა და ოჯახ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს, სარ­ჩე­ლი გა­იგ­ზავ­ნე­ბა თუ არა.

"სე­რი­ო­ზუ­ლად სჭირ­დე­ბა ამას მომ­ზა­დე­ბა [დო­კუ­მენ­ტე­ბის კუ­თხით] და ამის შემ­დეგ თა­ვად ოჯა­ხი და სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­იგ­ზავ­ნოს, არ გა­იგ­ზავ­ნოს თუ რო­დის გა­იგ­ზავ­ნოს. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში არის, რომ გა­ვამ­ზა­დოთ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი, მაგ­რამ ჯერ არ არის ბევ­რი პა­სუ­ხი მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
0

როცა ეგ მოხდება, (რაც მალე, მით უკეთესი) პირდაპირ არ გვაჯახოთ - რაღაც გზებით შემოგვაპარეთ - ცოდოა ხალხი !

ზიზი
2

ამ ტიპმა რეალობის შეგრძნებაც დაკარგა სირცხვილის გრძნობის დაკარგვასთან ერთად??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დღეს მსოფლიოში მეორე არ არსებობს - ნებისმიერ დროს შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა" - შალვა ხაჭაპურიძე

"სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დღეს მსოფლიოში მეორე არ არსებობს - ნებისმიერ დროს შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა" - შალვა ხაჭაპურიძე

"ევროკავშირის კონსილიუმს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ ვიცით, ვინ არიან შემადგენლობაში. მათ აქვთ ხელისუფლებასთან მიმოწერა, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს, სხვადასხვა უწყებაში "აბურთავებს“ , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის კონსილიუმის შესვლის ნებართვის უფლებას არ იძლევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებები ამჯერადაც შელახულია.

"ესენი დეკლარირებულად აკეთებენ ერთ განცხადებას, რომ ვინც უნდა მოიწვიონ, აგერ ვართ და ჩვენ ყველანაირ ნებართვას გავცემთ, თუმცა პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ხან საგარეო საქმეთა სამინისტროს გვეუბნებიან, ხან ჯანდაცვის სამინისტროს, ხან იუსტიციის სამინისტროს და თავი და ბოლო ვერ გაუგიათ. ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ისინი [ევროკავშირის კონსილიუმის წევრები]. რა შემადგენლობაა. ჩვენთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. მათ აქვთ ხელისუფლებასთან მიმოწერა, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს. სხვადასხვა უწყებაში აბურთავებს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ევროკავშირის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი რომ მოინახულონ, "უსუსური მითი“, რომ სააკაშვილი არ ჭამს, დაინგრევა.

"წარმოუდგენელია ადამიანი ასეთ სიტუაციაში და ასეთ მდგომარეობაში გყავდეს, რომელზეც უკვე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დილით შეიძლება გავიღვიძო და გვითხრან, რომ გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დღეს დამერწმუნეთ, მსოფლიოში ალბათ, მეორე არ არსებობს. არ ვიცი რუსეთში თუ ჰყავთ, მაგრამ ვიცი, რომ ნავალნი ასეთ ვითარებაში არ ჰყავთ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას - როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, საჩივრის შესატანად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს და შემდეგ, თავად სააკაშვილმა და ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, სარჩელი გაიგზავნება თუ არა.

"სერიოზულად სჭირდება ამას მომზადება [დოკუმენტების კუთხით] და ამის შემდეგ თავად ოჯახი და სააკაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას გაიგზავნოს, არ გაიგზავნოს თუ როდის გაიგზავნოს. ჩვენი მოვალეობა ამ შემთხვევაში არის, რომ გავამზადოთ ეს დოკუმენტები, მაგრამ ჯერ არ არის ბევრი პასუხი მიღებული, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ადვოკატმა.