პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდომ მხოლოდ და მხოლოდ "რუსული ოცნება“ და კრემლი გაანაწყენა" - ლევან ხაბეიშვილი
"პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდომ მხოლოდ და მხოლოდ "რუსული ოცნება“ და კრემლი გაანაწყენა" - ლევან ხაბეიშვილი

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯილ­დომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა“ და კრემ­ლი გა­ა­ნა­წყე­ნა, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. ამით ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბებს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, შე­მოქ­მე­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­გში პრი­ზის გა­და­ცე­მა სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, მთავ­რო­ბის წევ­რებს არა თუ მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბაც არ აქვთ, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბი შე­ა­ფა­სონ.

"ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის, გიგა ფარ­ტე­ნა­ძის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის, ლუკა სი­რა­ძის, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის, შალ­ვა თა­თუ­ხაშ­ვი­ლის, სერ­გო უბი­ლა­ვას, ლე­ვან კორ­ტა­ვას, მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის, თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ წა­მე­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა­ზე. მა­ჯ­ლა­ჯუ­ნა წუ­ლუ­კი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენს გე­ლათს ანად­გუ­რებს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ჯვრის მო­ნას­ტრის ნგრე­ვას, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი ბოღ­მით, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის, მი­სი­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ და უამ­რა­ვი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი აქვს წა­გე­ბუ­ლი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ჩუ­ჩე­ლა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბავ­შვებს მი­უ­ვარ­დე­ბო­და ხოლ­მე სახ­ლში მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ბე­რას ცუდი კო­მენ­ტა­რი და­უ­ტო­ვეს და მერე ამ ბავ­შვე­ბის ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ღლი­ცი­ნებ­და მის­სა­ვე ბა­ტო­ნის შვილ­თან, ბე­რას­თან და ეს ხალ­ხი გვე­სა­უბ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, ნე­გა­ტი­ურ კონ­ტექ­სტში. ამ ადა­მი­ა­ნებს არა თუ მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბაც არ აქვთ რა­მე­ნა­ი­რად შე­ა­ფა­სონ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბი. ყვე­ლა­ნი კარ­გად ვხე­დავთ, რომ ეს ეწყი­ნათ, არ მო­ე­წო­ნათ და გაბ­რაზ­დნენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გაბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ კრემლშიც. ყვე­ლა და­ნარ­ჩენს კი, ნორ­მა­ლუ­რად, ადეკ­ვა­ტუ­რად მი­აჩ­ნი­ათ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ჯილ­დო. ბევ­რი ჯილ­დო მი­ი­ღო პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­მა და კი­დევ ბევ­რს მი­ი­ღებს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ავ­რცე­ლებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ბრძო­ლის საქ­მე­ში პრი­ზი გა­და­ე­ცა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ნორ­ვე­გი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
0

მოიდა ზურაბა

ალექს
0

ლევან, ასე ხეშეშები, ყრუ და ბრმა როგორა ხართ, თქვენი ცოცხალი ხლისტი რვაცოლნაცვალი ვივამედის ღმერთი ჩეკისტთა დინასტიურ ოჯახში კგბ-ს გენერლის თემურ ალასანიას მეთვალყურეობის ქვეშ გაიზარდა და დემოკრატიის ცისკრის ვარსკვლავი გახდა-ვის სჯერავს ამის, ამერიკას , ვინ გითხრათ რომ სჯერავთ?! ცეკას და კგბ ლიმიტით სასწავლებლად კგბ-ს მთარგმნელობით კურსებზე ისწავლა, ეფრეიტორი კგბ ჯარში იყო, ნახევარი საქართველო კრემლს შეაჭამა და დედამისს , ასევე საეჭვოდ დაახლოებულს კგბ-სთან , მარტო დაძმობით არა, საქმითაც! რა ნამუსით იჩუქნა ომის დროს უნამუსოსავე შვილისაგან საერთო სახალხო საკუთრების უმაღლესი სასწავლებელი, რა საშაურმე იყო?! ამან ვის რა უნდა ასწავლოს, ელემენტარული ცხოველური სექსუალური აღტყინებისგან თავშეკავება არ შეუძლია 70 წლის ქალს ? უზნეოა თავად და ასეთივე შვილი ყავს! გამომივიდა ღვთიშობელი! პუტინს ემტერება მიშა? რას ამბობ, პირველი ჩეკისტია ისტორიაში ჩეკისტს რომ მტრობს, ან ძმობს-მაგათ ერთმანეთი მეტი ყავთ ნახოცი, ვიდრე სხვები !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდომ მხოლოდ და მხოლოდ "რუსული ოცნება“ და კრემლი გაანაწყენა" - ლევან ხაბეიშვილი

"პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდომ მხოლოდ და მხოლოდ "რუსული ოცნება“ და კრემლი გაანაწყენა" - ლევან ხაბეიშვილი

პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდომ მხოლოდ და მხოლოდ "რუსული ოცნება“ და კრემლი გაანაწყენა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილისა და თეა წულუკიანის განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, შემოქმედი სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში პრიზის გადაცემა სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მთავრობის წევრებს არა თუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არ აქვთ, პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეები შეაფასონ.

"ბარბარე რაფალიანცის, გიგა ფარტენაძის, თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძის, ეროსი კიწმარიშვილის, ბესიკ ხარძიანის, შალვა თათუხაშვილის, სერგო უბილავას, ლევან კორტავას, მამუკა მიქაუტაძის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები საუბრობენ წამებაზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე. მაჯლაჯუნა წულუკიანი, რომელიც ჩვენს გელათს ანადგურებს, რომელიც ხელს უწყობს ჯვრის მონასტრის ნგრევას, რომელიც გამორჩეულია თავისი ბოღმით, არაადამიანური დამოკიდებულებებით, მათ შორის, მისივე თანამშრომლების მიმართ და უამრავი სასამართლო პროცესი აქვს წაგებული და ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბავშვებს მიუვარდებოდა ხოლმე სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ ბერას ცუდი კომენტარი დაუტოვეს და მერე ამ ბავშვების ცუდ მდგომარეობაზე ღლიცინებდა მისსავე ბატონის შვილთან, ბერასთან და ეს ხალხი გვესაუბრება ადამიანის უფლებებზე და პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნეგატიურ კონტექსტში. ამ ადამიანებს არა თუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არ აქვთ რამენაირად შეაფასონ პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეები. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს ეწყინათ, არ მოეწონათ და გაბრაზდნენ. დარწმუნებული ვარ, გაბრაზდებოდნენ კრემლშიც. ყველა დანარჩენს კი, ნორმალურად, ადეკვატურად მიაჩნიათ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჯილდო. ბევრი ჯილდო მიიღო პრეზიდენტ სააკაშვილმა და კიდევ ბევრს მიიღებს დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარს "ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.