გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზზე ჩავიდა.
მანამდე მან შეხვედრები გამართა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
"ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, - ამის შესახებ ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს.
"ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის. თქვენ ეს ბევრად უკეთ იცით. არიან აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულები იმით, რომ რომელიმე ქვეყანას ევროპის კავშირის წევრობა უნდა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც სახელმწიფოები რუსეთის სამეზობლოში ღიად საუბრობდნენ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთი ამას ტაშს არ უკრავდა, არ იყო ამით აღფრთოვანებული.
"როგორც საქართველოს მეგობარი, მე მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რაც რთულია მხარდასაჭერად. მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგი ამინდი, რომლის ფონზეც დაჯდები და რაღაც გაგიხარდება. იმ შემთხვევაში, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება, მაშინაც უნდა მოხდეს ეს. ევროკავშირი, საქართველო და გერმანია ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო ევროკავშირამდე მივიდეს. გზა ევროპის კავშირისკენ ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას. ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის." - განაცხადა ბერბოკმა.
ასევე იხილეთ;