პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროფესიას სქესი არ აქვს - უნდა აკეთო ის, რაც ძალიან გიყვარს" - მოსწავლე მექანიკოსი ქალი "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრიდან
"პროფესიას სქესი არ აქვს - უნდა აკეთო ის, რაც ძალიან გიყვარს" - მოსწავლე მექანიკოსი ქალი "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრიდან

„შენ გაქვს ძალა, გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი და აკე­თო ის, რაც შენი პი­როვ­ნე­ბის ნა­წი­ლია!“ - დიდი დრო დას­ჭირ­და, სა­ნამ დო­მი­ნი­კა ხარ­ხე­ლი ამას სა­კუ­თარ თავს ეტყო­და და იმ ინ­ტე­რესს გაჰ­ყვე­ბო­და, რო­მე­ლიც სულ იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში - მა­შინ, როცა თო­ჯი­ნე­ბით კი არა, მან­ქა­ნე­ბით თა­მა­შობ­და; როცა ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­კე­თე­ბი­სას ავ­ტო­ფა­რეხ­ში მა­მას გვერ­დით ედგა და მა­ში­ნაც, როცა სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მცი­რე ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო და ისიც ავ­ტო­მო­ბი­ლებს და­უ­კავ­ში­რა. ამ ყვე­ლაფ­რის მუდ­მი­ვად მე­ო­რე ად­გილ­ზე და­ყე­ნე­ბას კი სულ რა­ღაც აი­ძუ­ლებ­და. ეს არც რო­მე­ლი­მე ოჯა­ხის წევ­რი იყო, არც მე­ზო­ბე­ლი და არც ვინ­მე უც­ნო­ბი. ამის მი­ზე­ზი, ალ­ბათ, უფრო ის გან­წყო­ბა და აზრი იყო, რო­მე­ლიც თით­ქოს ჰა­ერ­ში ტრი­ა­ლებს - რომ „მან­ქა­ნა რა ქა­ლის საქ­მეა“ და ამ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლე­ბიც თით­ქოს თვით­ცენ­ზუ­რის კო­დით იბა­დე­ბი­ან.

დო­მი­ნი­კა უკვე სამი თვეა, „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სია დი­აგ­ნოს­ტი­კა-ელექტრო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ ინ­ტე­რესს სულ მალე რე­ა­ლურ პრო­ფე­სი­ად აქ­ცევს და სტე­რე­ო­ტი­პებ­თან ბრძო­ლის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვა - ცოდ­ნით, გა­მოც­დი­ლე­ბით, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბი­თა და სიმ­შვი­დით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი.

დო­მი­ნი­კა ხარ­ხე­ლი, „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სი: „პრო­ფე­სი­ას სქე­სი არ აქვს. სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ, რომ არ­სე­ბობს ქა­ლი­სა და კა­ცის პრო­ფე­სი­ე­ბი. ვინც ამ აზრს არ იზი­ა­რებს, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. რაკი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დი, ვი­ცო­დი, რომ ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­საც გა­და­ვა­წყდე­ბო­დი, ამი­ტომ ეს ჩემ­ზე გავ­ლე­ნას ვე­ღარ ახ­დენს. მით უმე­ტეს, რომ „თე­გე­ტა­ში“ ყვე­ლა­ფე­რი სულ სხვა­ნა­ი­რა­დაა. ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბით უხა­რია, რომ ამ საქ­მით ქა­ლე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რაც ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად მაგ­რძნო­ბი­ნებს თავს“.

ახლა „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, დი­აგ­ნოს­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იღებს ცოდ­ნას. ჰყავს მენ­ტო­რი, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც და ყო­ველ­დღი­ურ პრო­ცე­სებ­შიც უშუ­ა­ლო­დაა ჩარ­თუ­ლი. მუ­შა­ობს, რო­გორც ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­ო­რი და პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა.

დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­ში უკვე იყე­ნებს. აუქ­ცი­ონ­ზე შე­ძე­ნილ მან­ქა­ნებს გა­ყიდ­ვამ­დე პირ­ვე­ლად დი­აგ­ნოს­ტი­კას თა­ვად უკე­თებს და გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ელექტრუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­საც ახერ­ხებს. სა­მო­მავ­ლოდ სა­კუ­თა­რი მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ფიქ­რობს, მაგ­რამ მისი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია მა­ინც ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში ყვე­ლა­ზე მსხვილ კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვაა.

დო­მი­ნი­კა ხარ­ხე­ლი, „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სი: „ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, მომ­ხიბ­ვლე­ლი და ჩამ­თრე­ვი პრო­ფე­სი­აა. პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნა, გა­დაჭ­რის გზის გან­სა­ზღვრა და შემ­დეგ პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა სა­ოც­რად აზარ­ტუ­ლი პრო­ცე­სია. როცა ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ი­მარ­თე­ბა და რწმუნ­დე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გა­ა­კე­თე, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი მო­მენ­ტია. ზო­გა­დად დი­აგ­ნოს­ტი­კა დიდი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა. ყო­ველ ჯერ­ზე ურ­თუ­ლე­სი სქე­მე­ბია გა­სახ­სნე­ლი და წა­სა­კი­თხი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა მან­ქა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

ამ საქ­მე­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ის მომ­წონს, რომ მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დია. ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იხ­ვე­წე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რად გი­წევს ახა­ლი ნი­უ­ან­სე­ბის შეს­წავ­ლა. „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ მენ­ტო­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ნე­ბის­მი­ერ დროს მზად არი­ან, აგიხ­სნან და გას­წავ­ლონ. ეს კურ­სი თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნია და დიდი იმე­დით მი­ვის­წრაფ­ვი იმის­კენ, რომ ელექტრო­მე­ქა­ნი­კო­სი გავ­ხდე და „თე­გე­ტა­ში“ დავ­საქმდე. აქ მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა და მუდ­მი­ვად წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა“.

რო­გორც დო­მი­ნი­კა ამ­ბობს, ამ­ჯე­რად აზ­რის შეც­ვლას არა­ვის და არაფ­რის გამო აღარ აპი­რებს. ზუს­ტად იქაა, სა­დაც დიდი ხნის წინ უნდა მი­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ჯერ წი­ნაა. ახლა უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია. იმის­თვი­საც მზა­დაა, რომ შე­საძ­ლოა, სტე­რე­ო­ტი­პებ­მა ვინ­მეს მას­თან მან­ქა­ნის შე­სა­კე­თებ­ლად მის­ვლა­ზე, სქე­სის გამო, უარი ათ­ქმე­ვი­ნოს. თუმ­ცა იცის, რომ ეს გან­წყო­ბას ვე­ღარ გა­უ­ფუ­ჭებს და იმა­ზეც ხუმ­რობს, რომ ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქი­თაც მოხ­დეს.

დო­მი­ნი­კა ხარ­ხე­ლი, „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სი: „იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ოდეს­ღაც რა­ღაც პრო­ფე­სია აირ­ჩი­ეს და ვერ ბე­და­ვენ, რე­ა­ლურ ინ­ტე­რესს მიჰ­ყვნენ; რომ­ლებ­საც სტე­რე­ო­ტი­პე­ბით სავ­სე გა­რე­მო ხელს უშ­ლის, ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნონ, ვურ­ჩევ­დი, გა­ი­თა­ვი­სონ, რომ პრო­ფე­სი­ას სქე­სი არ აქვს. ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლა და ახა­ლი პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბა. ნუ მო­უს­მე­ნენ სხვის აზრს. აკე­თონ მხო­ლოდ ის, რაც მათ გულს უნდა და რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­ა­მოვ­ნებთ“.

--

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სქესიიი
1

მართალია! სქესი ყველას არა აქვს...

ადამიანი
2

ზუსტად მაგას ამბობდა კკარა ცეტკინი და კალანტაიც,ინათი იდეოლოგიაა ეგ-კომკავშირული. ქართველი კაცი ნძიმე სანყშაოს ყიველთვის თავის თავზე იღებდა ,მანდილოსანს როგორ აკადრებდა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"პროფესიას სქესი არ აქვს - უნდა აკეთო ის, რაც ძალიან გიყვარს" - მოსწავლე მექანიკოსი ქალი "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრიდან

"პროფესიას სქესი არ აქვს - უნდა აკეთო ის, რაც ძალიან გიყვარს" - მოსწავლე მექანიკოსი ქალი "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრიდან

„შენ გაქვს ძალა, გადადგა ეს ნაბიჯი და აკეთო ის, რაც შენი პიროვნების ნაწილია!“ - დიდი დრო დასჭირდა, სანამ დომინიკა ხარხელი ამას საკუთარ თავს ეტყოდა და იმ ინტერესს გაჰყვებოდა, რომელიც სულ იყო მის ცხოვრებაში - მაშინ, როცა თოჯინებით კი არა, მანქანებით თამაშობდა; როცა ავტომობილის შეკეთებისას ავტოფარეხში მამას გვერდით ედგა და მაშინაც, როცა სწავლის დასრულების შემდეგ მცირე ბიზნესი წამოიწყო და ისიც ავტომობილებს დაუკავშირა. ამ ყველაფრის მუდმივად მეორე ადგილზე დაყენებას კი სულ რაღაც აიძულებდა. ეს არც რომელიმე ოჯახის წევრი იყო, არც მეზობელი და არც ვინმე უცნობი. ამის მიზეზი, ალბათ, უფრო ის განწყობა და აზრი იყო, რომელიც თითქოს ჰაერში ტრიალებს - რომ „მანქანა რა ქალის საქმეა“ და ამ ქვეყანაში ქალებიც თითქოს თვითცენზურის კოდით იბადებიან.

დომინიკა უკვე სამი თვეა, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსია დიაგნოსტიკა-ელექტრობის მიმართულებით. ცხოვრების მთავარ ინტერესს სულ მალე რეალურ პროფესიად აქცევს და სტერეოტიპებთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავა - ცოდნით, გამოცდილებით, თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით შეიარაღებული.

დომინიკა ხარხელი, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსი: „პროფესიას სქესი არ აქვს. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ არსებობს ქალისა და კაცის პროფესიები. ვინც ამ აზრს არ იზიარებს, მათი დამოკიდებულება ნაკლებად მაინტერესებს. რაკი ეს გადაწყვეტილება მივიღე და ამ მიმართულებით წავედი, ვიცოდი, რომ ასეთ დამოკიდებულებებსაც გადავაწყდებოდი, ამიტომ ეს ჩემზე გავლენას ვეღარ ახდენს. მით უმეტეს, რომ „თეგეტაში“ ყველაფერი სულ სხვანაირადაა. ყველას განსაკუთრებით უხარია, რომ ამ საქმით ქალებიც ინტერესდებიან, რაც ძალიან კომფორტულად მაგრძნობინებს თავს“.

ახლა „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მიმართულებაში, დიაგნოსტიკის განყოფილებაში იღებს ცოდნას. ჰყავს მენტორი, რომლის საქმიანობაშიც და ყოველდღიურ პროცესებშიც უშუალოდაა ჩართული. მუშაობს, როგორც ანაზღაურებადი სტაჟიორი და პროფესიას ეუფლება.

დაგროვილ გამოცდილებას საკუთარ ბიზნესში უკვე იყენებს. აუქციონზე შეძენილ მანქანებს გაყიდვამდე პირველად დიაგნოსტიკას თავად უკეთებს და გარკვეული ტიპის ელექტრული პრობლემების მოგვარებასაც ახერხებს. სამომავლოდ საკუთარი მცირე ბიზნესის განვითარებაზეც ფიქრობს, მაგრამ მისი მთავარი მოტივაცია მაინც ავტოინდუსტრიაში ყველაზე მსხვილ კომპანიაში დასაქმების პერსპექტივაა.

დომინიკა ხარხელი, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსი: „ძალიან საინტერესო, მომხიბვლელი და ჩამთრევი პროფესიაა. პრობლემის აღმოჩენა, გადაჭრის გზის განსაზღვრა და შემდეგ პრობლემის აღმოფხვრა საოცრად აზარტული პროცესია. როცა ავტომობილი გაიმართება და რწმუნდები, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, ყველაზე მაგარი მომენტია. ზოგადად დიაგნოსტიკა დიდი და საინტერესო გამოწვევაა. ყოველ ჯერზე ურთულესი სქემებია გასახსნელი და წასაკითხი, რომლებიც ყველა მანქანის შემთხვევაში ინდივიდუალურია.

ამ საქმეში ყველაზე მეტად სწორედ ის მომწონს, რომ მუდმივად განვითარებადია. ყოველთვის ყველაფერი იხვეწება და ყოველდღიურად გიწევს ახალი ნიუანსების შესწავლა. „თეგეტა მოტორსის“ მენტორების დამოკიდებულებაც განსაკუთრებულია. ნებისმიერ დროს მზად არიან, აგიხსნან და გასწავლონ. ეს კურსი თითქმის ერთწლიანია და დიდი იმედით მივისწრაფვი იმისკენ, რომ ელექტრომექანიკოსი გავხდე და „თეგეტაში“ დავსაქმდე. აქ მუდმივი განვითარება და მუდმივად წინსვლის შესაძლებლობაა“.

როგორც დომინიკა ამბობს, ამჯერად აზრის შეცვლას არავის და არაფრის გამო აღარ აპირებს. ზუსტად იქაა, სადაც დიდი ხნის წინ უნდა მისულიყო, თუმცა ყველაფერი ჯერ წინაა. ახლა უფრო გაძლიერებული, ჩამოყალიბებული და თავდაჯერებულია. იმისთვისაც მზადაა, რომ შესაძლოა, სტერეოტიპებმა ვინმეს მასთან მანქანის შესაკეთებლად მისვლაზე, სქესის გამო, უარი ათქმევინოს. თუმცა იცის, რომ ეს განწყობას ვეღარ გაუფუჭებს და იმაზეც ხუმრობს, რომ ზოგჯერ შეიძლება პირიქითაც მოხდეს.

დომინიკა ხარხელი, „თეგეტა მოტორსის“ მოსწავლე მექანიკოსი: „იმ ადამიანებს, რომლებმაც ოდესღაც რაღაც პროფესია აირჩიეს და ვერ ბედავენ, რეალურ ინტერესს მიჰყვნენ; რომლებსაც სტერეოტიპებით სავსე გარემო ხელს უშლის, ოცნება აიხდინონ, ვურჩევდი, გაითავისონ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს. ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი პროფესიის ათვისება. ნუ მოუსმენენ სხვის აზრს. აკეთონ მხოლოდ ის, რაც მათ გულს უნდა და რაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ“.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS