პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუყურებდით და ვგულშემტკივრობდით აქედან... თქვენ ეს დაიმსახურეთ" - ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს
"ვუყურებდით და ვგულშემტკივრობდით აქედან... თქვენ ეს დაიმსახურეთ" - ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს

ჯორ­ჯი­ის შტა­ტის რაგ­ბის კავ­ში­რი ქარ­თუ­ლი რაგ­ბი­სა და ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ისი­ნი ქარ­თვე­ლე­ბის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მარ­ჯვე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან.

რა თქმა უნდა, არც "რაგ­ბი ევ­რო­პის" ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბა და­უ­ტო­ვე­ბი­ათ უყუ­რა­დღე­ბოდ.

"ვუ­ლო­ცავთ ჩვენს მე­გობ­რებს რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბას. შთამ­ბეჭ­და­ვი მატ­ჩი, შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მარ­ჯვე­ბა. შა­ბათ-კვი­რის სა­უ­კე­თე­სო თა­მა­ში. ჩვენ ვუ­ყუ­რებ­დით და ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით აქე­დან, აშშ-ს ჯორ­ჯი­ი­დან. იზე­ი­მეთ ხმა­მაღ­ლა, ამა­ყად, თქვენ ეს და­იმ­სა­ხუ­რეთ", - წერს ჯორ­ჯი­ის რაგ­ბის კავ­ში­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-ის გუნ­დი 2023 წლის რაგ­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ ითა­მა­შებს. ამე­რი­კე­ლებ­მა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი ვერ გა­და­ლა­ხეს. ამი­ტო­მაც, ჯორ­ჯი­ის შტა­ტის გუნ­დმა გა­და­წყვი­ტა, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს უქო­მა­გოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაგლოცათ უფალმაა !
1

მგლები ხართ , მგლებიი ! მაგრად გაგვახარეთ , სულ გამარჯვებულებს გევლოთ , თქვენ ბევრჯერასახელეთ საქართველო და კიდევაც ბევრჯერ გაიმეორებთ ამ სიხარულსა და ყოველთა ქართველთა აღმაფრენას !!! იხარეთ ! იხარეთ ! წინსვლა და წინსვლა .

გოჩა
4

ჯიგრები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვუყურებდით და ვგულშემტკივრობდით აქედან... თქვენ ეს დაიმსახურეთ" - ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს

"ვუყურებდით და ვგულშემტკივრობდით აქედან... თქვენ ეს დაიმსახურეთ" - ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს

ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი ქართული რაგბისა და ბორჯღალოსნების გულშემატკივარია. ისინი ქართველების ყველა მნიშვნელოვან გამარჯვებას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ეხმიანებიან.

რა თქმა უნდა, არც "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მოგება დაუტოვებიათ უყურადღებოდ.

"ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას. შთამბეჭდავი მატჩი, შთამბეჭდავი გამარჯვება. შაბათ-კვირის საუკეთესო თამაში. ჩვენ ვუყურებდით და ვგულშემატკივრობდით აქედან, აშშ-ს ჯორჯიიდან. იზეიმეთ ხმამაღლა, ამაყად, თქვენ ეს დაიმსახურეთ", - წერს ჯორჯიის რაგბის კავშირი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გუნდი 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამერიკელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს. ამიტომაც, ჯორჯიის შტატის გუნდმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უქომაგოს.