Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები მგლებივით იბრძვიან“ - რას ჰყვება 29 წლის "აზოველი" მებრძოლი?
"ქართველები მგლებივით იბრძვიან“ - რას ჰყვება 29 წლის "აზოველი" მებრძოლი?

ერთ წელ­ზე მე­ტია უკ­რა­ი­ნა მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს დახ­მა­რე­ბით რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას გმი­რუ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი დიდი სის­ხლის ფა­სად ყო­ველ­დღე ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. ამ ომში გმი­რო­ბის უდი­დე­სი ის­ტო­რია და­წე­რა ლე­გენ­და­რულ­მა "აზო­ვის" ბა­ტა­ლი­ონ­მა. 29 წლის "აზო­ვე­ლი" რუს­ლან რო­მა­ნო­ვი, რო­მე­ლიც 9 წე­ლია ამ ბა­ტა­ლი­ო­ნის წევ­რია, უკ­რა­ი­ნის ომის პირ­ველ დღე­ებ­სა და სირ­თუ­ლე­ებ­ზე გვე­სა­უბ­რა:

- 29 წლის ვარ, წარ­მო­შო­ბით ლვო­ვე­ლი. ჩემი სამ­ხედ­რო გზა 2015 წელს და­ი­წყო. მა­ნამ­დე ჩემს თავს პანკრო­კერს ვუ­წო­დებ­დი. 16 წლის ასაკ­ში შევ­ქმე­ნი პირ­ვე­ლი რო­კჯ­გუ­ფი, თუმ­ცა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არა მაქვს, სპე­ცი­ა­ლო­ბით პა­რიკ­მა­ხერ-სტი­ლის­ტი ვარ და ომამ­დე ვმუ­შა­ობ­დი. 2015 წელს იმ დრო­ის­თვის ცნო­ბილ "აზო­ვის" ბა­ტა­ლი­ონ­ში შე­ვე­დი. იქ ჩემ­სა­ვით ხე­ლო­ვა­ნე­ბიც იყ­ვნენ და სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ი­სა თუ ასა­კის მებ­რძო­ლე­ბი...

გა­სუ­ლი წელი უკ­რა­ი­ნის­თვის უმ­ძი­მე­სი იყო. 2022 წელ­საც ვე­ლო­დე­ბო­დით რუ­სე­თის­გან თავ­დას­ხმას, მაგ­რამ არა ასეთ მას­შტა­ბურს. რო­დე­საც რუ­სე­თი შე­მო­იჭ­რა, ლვო­ვი­დან კი­ევ­ში წა­ვე­დი დე­და­ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად. პირ­ველ თვე-ნა­ხე­ვარს მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მე­ბით ვიბ­რძო­დით, ია­რა­ღი თით­ქმის არ გვქონ­და. ქუ­ჩა­ში ვაგ­რო­ვებ­დით ყვე­ლა­ფერს, რაც ხელ­ში მოგ­ვხვდე­ბო­და. რუ­სე­ბი კი­ევ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში არა­ვის ინ­დობ­დნენ, ბავ­შვი, ქალი, მო­ხუ­ცი - სუ­ლერ­თი იყო, ყვე­ლას მხე­ცუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო გო­რენ­კა, ირ­პე­ნი, იქვე მო­შუ­ნა, რო­მე­ლიც კი­ე­ვის ოლქს ეკუთ­ვნის. ირ­პე­ნი-ბუ­ჩა­ზე უამ­რა­ვი და­ი­წე­რა და ით­ქვა, მაგ­რამ მე ვნა­ხე რუ­სუ­ლი ტყვი­ი­სა და ჭურ­ვე­ბის პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ინც იბ­რძოდ­ნენ ერ­თმა­ნე­თის გა­და­სარ­ჩე­ნად და მტრის წი­ნა­აღ­მდეგ. მე­გო­ნა, ჩემს ხალ­ხს ვიც­ნობ­დი, თურ­მე ვცდე­ბო­დი - უკ­რა­ი­ნე­ლი ერი გმი­რია. გა­ყი­ნუ­ლი, მში­ე­რი, წყურ­ვი­ლის­გან გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე მი­სუ­ლი ხალ­ხი აქეთ გვეხ­მა­რე­ბო­და - არ შე­ში­ნე­ბი­ათ, პი­რი­ქით, ბრა­ზი ახ­რჩობ­დათ. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "სლა­ვა უკ­რა­ი­ნის­თვის" რუსი ფა­შის­ტე­ბის დახ­ვრე­ტი­ლი, ხე­ლებ­ზე ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი ტი­მო­ფეი შა­დუ­რა ნახა, მე კი ასო­ბით და კი­დევ მეტი. მო­სახ­ლე­ო­ბა გვიყ­ვე­ბო­და, რო­გორ ეს­როდ­ნენ რუ­სე­ბი ხე­ლებ­შეკ­რულ, კე­დელ­თან მი­ყე­ნე­ბულ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­შის, სა­მა­ჯუ­რის, გულ­საბ­ნე­ვი­სა და სხვა ეროვ­ნუ­ლი ატ­რი­ბუ­ტი­კის გამო.

დე­და­ქა­ლა­ქის დაც­ვის შემ­დეგ ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლე­თით წა­ვე­დით, სა­ი­და­ნაც მტე­რი გვი­ტევ­და.

- შე­ი­ა­რა­ღე­ბის პრობ­ლე­მა გა­მოს­წორ­და?

- დიახ. აღ­მო­სავ­ლე­თით მე­ო­რე ბა­ტა­ლი­ო­ნის 1-ელ ასე­ულ­ში, რო­მე­ლიც ორი ბა­ტა­ლი­ო­ნის­გან შედ­გე­ბო­და, პირ­ვე­ლი შემ­ტე­ვი ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი. მა­ი­სის ბო­ლოს ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნაღ­მზე ავ­ფეთ­ქდი, რის შემ­დე­გაც ამ­დე­ნი თვეა ვმკურ­ნა­ლობ, ხელ­ჯო­ხის გა­რე­შე ვე­ღარ დავ­დი­ვარ, თუმ­ცა მა­ინც ვცდი­ლობ ჩემს ქვე­ყა­ნას და­ვეხ­მა­რო - საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია შუ­პპორტ Aზოვ-ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი.

- ქარ­თველ მო­ხა­ლი­სე­ებ­სა და პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ხედ­რო­ებს თუ შეხ­ვედ­რი­ხართ?

- 2014 წლი­დან უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი იბ­რძვის უკ­რა­ი­ნა­ში. ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო გი­ორ­გი სა­რა­ლი­ძე, იგი­ვე "გი­ურ­ზა-2", რო­მე­ლიც დო­ნეც­კის აე­რო­პორტთან ბრძო­ლის დროს და­ი­ღუ­პა. მას ვიც­ნობ­დი, ნამ­დვი­ლი სამ­ხედ­რო იყო და უდი­დეს პა­ტივს ვცემ­დი. 57-ე ბრი­გა­და­ში მსა­ხუ­რობ­და, 31 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ღუ­პა, როცა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს საყ­რდენ პუნ­ქტ ოპიტ­ნის, დო­ნეც­კის ოლ­ქში. ვი­ცო­დი, რომ "გი­ურ­ზა" სა­ქარ­თვე­ლოს არ­მი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი იყო და 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში, მა­ნამ­დე კი, აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომე­ბის მო­ნა­წი­ლე იყო. დონ­ბას­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მო­ვი­და და აზო­ვის ბა­ტა­ლი­ონ­ში მო­ხა­ლი­სედ ჩა­ე­წე­რა. 2015 წელს მძი­მედ და­იჭ­რა, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ისევ ბრძო­ლის ხაზ­ზე დაბ­რუნ­და... შემ­დეგ კი მსა­ხუ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლა სა­დაზ­ვერ­ვო შე­ნა­ერ­თის მე­თა­უ­რად 92-ე და 57-ე ბრი­გა­დებ­ში. ზა­პო­რო­ჟი­ე­ში ჩვე­ნებ­მაც მი­ა­გეს პა­ტი­ვი მის ხსოვ­ნას მა­მა­ცო­ბი­სა და თავ­და­დე­ბის გამო. გი­ორ­გი პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე ჩვენ გვერ­დით იყო. აქ, ფრონ­ტის ხაზ­ზე, ყვე­ლა ერთი ოჯა­ხის წევ­რი ვხდე­ბით, ასე­თია ომის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი. ვა­მა­ყობ ქარ­თვე­ლე­ბით! მგლე­ბი­ვით იბ­რძვი­ან. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
35

რა გეტყობათ მგელივით ნაბრძოლების

ავტორი:

"ქართველები მგლებივით იბრძვიან“ - რას ჰყვება 29 წლის "აზოველი" მებრძოლი?

"ქართველები მგლებივით იბრძვიან“ - რას ჰყვება 29 წლის "აზოველი" მებრძოლი?

ერთ წელზე მეტია უკრაინა მთელი ცივილიზებული სამყაროს დახმარებით რუსეთის სამხედრო აგრესიას გმირულად ეწინააღმდეგება. უკრაინელები დიდი სისხლის ფასად ყოველდღე ამტკიცებენ, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას იმსახურებენ. ამ ომში გმირობის უდიდესი ისტორია დაწერა ლეგენდარულმა "აზოვის" ბატალიონმა. 29 წლის "აზოველი" რუსლან რომანოვი, რომელიც 9 წელია ამ ბატალიონის წევრია, უკრაინის ომის პირველ დღეებსა და სირთულეებზე გვესაუბრა:

- 29 წლის ვარ, წარმოშობით ლვოველი. ჩემი სამხედრო გზა 2015 წელს დაიწყო. მანამდე ჩემს თავს პანკროკერს ვუწოდებდი. 16 წლის ასაკში შევქმენი პირველი როკჯგუფი, თუმცა მუსიკალური განათლება არა მაქვს, სპეციალობით პარიკმახერ-სტილისტი ვარ და ომამდე ვმუშაობდი. 2015 წელს იმ დროისთვის ცნობილ "აზოვის" ბატალიონში შევედი. იქ ჩემსავით ხელოვანებიც იყვნენ და სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის მებრძოლები...

გასული წელი უკრაინისთვის უმძიმესი იყო. 2022 წელსაც ველოდებოდით რუსეთისგან თავდასხმას, მაგრამ არა ასეთ მასშტაბურს. როდესაც რუსეთი შემოიჭრა, ლვოვიდან კიევში წავედი დედაქალაქის დასაცავად. პირველ თვე-ნახევარს მე და ჩემი მეგობრები სამოქალაქო ფორმებით ვიბრძოდით, იარაღი თითქმის არ გვქონდა. ქუჩაში ვაგროვებდით ყველაფერს, რაც ხელში მოგვხვდებოდა. რუსები კიევსა და მის შემოგარენში არავის ინდობდნენ, ბავშვი, ქალი, მოხუცი - სულერთი იყო, ყველას მხეცურად უსწორდებოდნენ. ჩვენი მიმართულება იყო გორენკა, ირპენი, იქვე მოშუნა, რომელიც კიევის ოლქს ეკუთვნის. ირპენი-ბუჩაზე უამრავი დაიწერა და ითქვა, მაგრამ მე ვნახე რუსული ტყვიისა და ჭურვების პირისპირ დარჩენილი ადამიანები, რომლებიც მაინც იბრძოდნენ ერთმანეთის გადასარჩენად და მტრის წინააღმდეგ. მეგონა, ჩემს ხალხს ვიცნობდი, თურმე ვცდებოდი - უკრაინელი ერი გმირია. გაყინული, მშიერი, წყურვილისგან გონების დაკარგვამდე მისული ხალხი აქეთ გვეხმარებოდა - არ შეშინებიათ, პირიქით, ბრაზი ახრჩობდათ. საერთაშორისო საზოგადოებამ "სლავა უკრაინისთვის" რუსი ფაშისტების დახვრეტილი, ხელებზე ბორკილდადებული ტიმოფეი შადურა ნახა, მე კი ასობით და კიდევ მეტი. მოსახლეობა გვიყვებოდა, როგორ ესროდნენ რუსები ხელებშეკრულ, კედელთან მიყენებულ მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინული დროშის, სამაჯურის, გულსაბნევისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის გამო.

დედაქალაქის დაცვის შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთით წავედით, საიდანაც მტერი გვიტევდა.

- შეიარაღების პრობლემა გამოსწორდა?

- დიახ. აღმოსავლეთით მეორე ბატალიონის 1-ელ ასეულში, რომელიც ორი ბატალიონისგან შედგებოდა, პირველი შემტევი ოცეულის მეთაური ვიყავი. მაისის ბოლოს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე ავფეთქდი, რის შემდეგაც ამდენი თვეა ვმკურნალობ, ხელჯოხის გარეშე ვეღარ დავდივარ, თუმცა მაინც ვცდილობ ჩემს ქვეყანას დავეხმარო - საქველმოქმედო ორგანიზაცია შუპპორტ Aზოვ-ის საქმიანობაში აქტიურად ვარ ჩართული.

- ქართველ მოხალისეებსა და პროფესიონალ სამხედროებს თუ შეხვედრიხართ?

- 2014 წლიდან უამრავი ქართველი იბრძვის უკრაინაში. ერთ-ერთი მათგანი იყო გიორგი სარალიძე, იგივე "გიურზა-2", რომელიც დონეცკის აეროპორტთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მას ვიცნობდი, ნამდვილი სამხედრო იყო და უდიდეს პატივს ვცემდი. 57-ე ბრიგადაში მსახურობდა, 31 ოქტომბერს დაიღუპა, როცა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს საყრდენ პუნქტ ოპიტნის, დონეცკის ოლქში. ვიცოდი, რომ "გიურზა" საქართველოს არმიის ვიცე-პოლკოვნიკი იყო და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, მანამდე კი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო. დონბასში ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩამოვიდა და აზოვის ბატალიონში მოხალისედ ჩაეწერა. 2015 წელს მძიმედ დაიჭრა, თუმცა მკურნალობის შემდეგ ისევ ბრძოლის ხაზზე დაბრუნდა... შემდეგ კი მსახურება გააგრძელა სადაზვერვო შენაერთის მეთაურად 92-ე და 57-ე ბრიგადებში. ზაპოროჟიეში ჩვენებმაც მიაგეს პატივი მის ხსოვნას მამაცობისა და თავდადების გამო. გიორგი პირველი დღიდანვე ჩვენ გვერდით იყო. აქ, ფრონტის ხაზზე, ყველა ერთი ოჯახის წევრი ვხდებით, ასეთია ომის დაუწერელი კანონი. ვამაყობ ქართველებით! მგლებივით იბრძვიან. გააგრძელეთ კითხვა