პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსეთისგან მართული ძალაა და მისი დღის წესრიგი ევროკავშირში შესვლა არ არის" - მარგველაშვილი
"ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსეთისგან მართული ძალაა და მისი დღის წესრიგი ევროკავშირში შესვლა არ არის" - მარგველაშვილი

"დად­გინ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რუ­სე­თის­გან მარ­თუ­ლი ძა­ლაა - ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბით წინ ვერ წა­ვალთ, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა უნდა იყოს იმა­ზე, რომ უკან არ წა­ვი­დეთ", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 12-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე ან სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მი­რე­ბა­ზე, რა­ღაც პო­ზი­ტი­უ­რი შე­ი­მუ­შა­ოს.

"მაქ­სი­მუ­მი ახლა ისაა, რომ მათ [ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ] რა­ღაც არ გა­ა­ფუ­ჭონ, კი­დევ არ შე­მო­ი­ტა­ნონ რა­ღაც ისე­თი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სპექ­ტი­ვას შე­ა­სუს­ტებს, თო­რემ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახა­ლა დაჯ­დეს და რა­ღაც პო­ზი­ტი­უ­რი და­წე­როს დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე და სა­სა­მარ­თლო­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბით მო­მა­ვა­ლი სვლა არა მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი, არა­მედ ზო­გა­დად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ ლუსტრა­ცია გა­უ­კე­თეს სა­კუ­თარ თავს, ზედ­მე­ტად გა­მო­ა­ჩი­ნეს, ვინც არი­ან. მარ­ტი­ვია - ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო წინ ვერ მი­დის. ამ ვი­თა­რე­ბა­ში მაქ­სი­მუ­მი მი­ზა­ნი არის ის, რომ რამე არ გა­ა­ფუ­ჭონ სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბით წინ ვერ წა­ვალთ, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა უნდა იყოს იმა­ზე, რომ უკან არ წა­ვი­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ახლა ქვე­ყა­ნა რე­ჟიმ­ში, რო­დე­საც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ რაც არ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს ეჭვი შე­აქვთ.

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ნათ­ლად გა­მოვ­ლინ­და და დად­გინ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პირ­და­პირ რუ­სე­თის­გან მარ­თუ­ლი ძა­ლაა და მისი დღის წეს­რი­გი ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა არაა, მე­ტიც - მისი დღის წეს­რი­გი აგე­ბუ­ლია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რას ეუბ­ნე­ბა რუ­სე­თი. ამა­ზე თან­ხმო­ბა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, ვინც მხარს უჭერს ან არ უჭერს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ასე­ვე ნა­თე­ლი გახ­და, რომ ეს არ არის მო­ლა­პა­რა­კე­ბის უნა­რის მქო­ნე ძალა. აქ­ცია ხე­ლით მარ­თვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი, რათა შე­ეყ­ვა­ნათ [პარ­ლა­მენ­ტში] დე­პუ­ტა­ტე­ბი და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ის, რა­საც მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სთხოვ­და. ამ ჯგუ­ფის ["ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“] ნდო­ბა აღა­რაა, რო­მელ­მაც თაღ­ლი­თუ­რი ბუ­ნე­ბა ბევ­რჯერ გა­მო­ავ­ლი­ნა. ამას­თან, ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა აქვთ პარტნი­ო­რებს. აღ­ვნიშ­ნავ­დი ხოლ­მე პარტნი­ო­რე­ბის შერ­ბი­ლე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი, ასე­თი რამ აღარ არის. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­მოჩ­ნდა, პარტნი­ო­რებ­მაც და­ი­ნა­ხეს. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის სრუ­ლი თან­ხვედ­რაა. გა­დავ­დი­ვართ რე­ჟიმ­ში, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და პარტნი­ო­რებს, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ რაც არ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ეჭვი შე­აქვთ. ეჭ­ვია, რომ ნე­ბის­მი­ერ კა­ნონს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ არა მისი არ­სობ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, არა­მედ არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი, ფა­რუ­ლი, მზაკ­ვრუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ნა­ი­რად წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში ხე­დავს ეჭვს, რომ არ რუ­სე­თის­კენ გა­დახ­ვე­ვაა ან რეპ­რე­სი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი. ყო­ველ წუ­თას სა­და­რა­ჯო­ზე უნდა ვი­ყოთ იმ ხალ­ხის, რო­მელ­საც ფორ­მა­ლუ­რი ბერ­კე­ტე­ბი აქვს ხელ­ში - პო­ლი­ტი­კუ­რად ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია“,- გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის კრი­ტი­კი­სა, რა­ტომ მო­უ­წო­დე­ბენ ისი­ნი ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის­კენ, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ "და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სხვა რი­ტო­რი­კას ვერ მი­მარ­თა­ვენ და ხალ­ხს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის­კენ ვერ მო­უ­წო­დე­ბენ“.

"ამ­ბო­ბენ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პრო­რუ­სუ­ლი, ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რია, მაგ­რამ მა­ინც ვერ იტყვი­ან, ქუ­ჩა­ში გა­მო­დი­თო, პო­ზი­ტი­უ­რი დღის წეს­რი­გი უნდა და­დონ. თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, ეს ნაკ­ლე­ბად პრობ­ლე­მუ­რია, მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს არა 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვის და­ნახ­ვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:/
0

და შემდეგ პრეზიდენტად ვინ უნდა გამოთხარონ?

ქუთაისელი
0

ამის მაგივრად ბიძინა ივანიშვილს ზებრა რომ დაეყენებინა პრეზიდენტობის კანდიდატად, იმასაც ხმას მივცემდი, იმდენად დიდი იყო ზიზღი, ნაცების საქციელების მიმართ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსეთისგან მართული ძალაა და მისი დღის წესრიგი ევროკავშირში შესვლა არ არის" - მარგველაშვილი

"ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსეთისგან მართული ძალაა და მისი დღის წესრიგი ევროკავშირში შესვლა არ არის" - მარგველაშვილი

"დადგინდა, რომ "ქართული ოცნება“ რუსეთისგან მართული ძალაა - ამ ხელისუფლებით წინ ვერ წავალთ, ჩვენი მუშაობა უნდა იყოს იმაზე, რომ უკან არ წავიდეთ", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმართულებით, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე ან სასამართლოს რეფორმირებაზე, რაღაც პოზიტიური შეიმუშაოს.

"მაქსიმუმი ახლა ისაა, რომ მათ [ხელისუფლებამ] რაღაც არ გააფუჭონ, კიდევ არ შემოიტანონ რაღაც ისეთი, რაც საქართველოს პერსპექტივას შეასუსტებს, თორემ ეს ხელისუფლება ახალა დაჯდეს და რაღაც პოზიტიური დაწეროს დეოლიგარქიზაციაზე და სასამართლოზე, შეუძლებელია. შეუძლებელია ამ ხელისუფლებით მომავალი სვლა არა მხოლოდ ევროპული, არამედ ზოგადად, დემოკრატიული მიმართულებით. მათ ლუსტრაცია გაუკეთეს საკუთარ თავს, ზედმეტად გამოაჩინეს, ვინც არიან. მარტივია - ამ ხელისუფლებით საქართველო წინ ვერ მიდის. ამ ვითარებაში მაქსიმუმი მიზანი არის ის, რომ რამე არ გააფუჭონ სანამ ხელისუფლებაში არიან. ამ ხელისუფლებით წინ ვერ წავალთ, ჩვენი მუშაობა უნდა იყოს იმაზე, რომ უკან არ წავიდეთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანა რეჟიმში, როდესაც "ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა განახორციელოს, საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ეჭვი შეაქვთ.

"მოქალაქეებისთვის ნათლად გამოვლინდა და დადგინდა, რომ "ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსეთისგან მართული ძალაა და მისი დღის წესრიგი ევროკავშირში შესვლა არაა, მეტიც - მისი დღის წესრიგი აგებულია იქიდან გამომდინარე, თუ რას ეუბნება რუსეთი. ამაზე თანხმობა მოხდა საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, ვინც მხარს უჭერს ან არ უჭერს "ქართულ ოცნებას“. ასევე ნათელი გახდა, რომ ეს არ არის მოლაპარაკების უნარის მქონე ძალა. აქცია ხელით მართვაზე იყო გადასული, რათა შეეყვანათ [პარლამენტში] დეპუტატები და გაეკეთებინათ ის, რასაც მათ საზოგადოება სთხოვდა. ამ ჯგუფის ["ქართული ოცნების“] ნდობა აღარაა, რომელმაც თაღლითური ბუნება ბევრჯერ გამოავლინა. ამასთან, ზუსტად იგივე განცდა აქვთ პარტნიორებს. აღვნიშნავდი ხოლმე პარტნიორების შერბილებული შეფასებები, ასეთი რამ აღარ არის. ჭეშმარიტება, რაც საზოგადოებისთვის გამოჩნდა, პარტნიორებმაც დაინახეს. შესაბამისად, დღეს საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების სრული თანხვედრაა. გადავდივართ რეჟიმში, რომ საზოგადოებას და პარტნიორებს, "ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა განახორციელოს, ეჭვი შეაქვთ. ეჭვია, რომ ნებისმიერ კანონს გამოიყენებენ არა მისი არსობრივი დანიშნულების, არამედ არადეკლარირებული, ფარული, მზაკვრული მიზნებისთვის. შესაბამისად, რანაირად წარმოგიდგენიათ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, როდესაც საზოგადოება ყველაფერში ხედავს ეჭვს, რომ არ რუსეთისკენ გადახვევაა ან რეპრესიების განხორციელების სურვილი. ყოველ წუთას სადარაჯოზე უნდა ვიყოთ იმ ხალხის, რომელსაც ფორმალური ბერკეტები აქვს ხელში - პოლიტიკურად ეს შეუძლებელია“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, მიუხედავად "ქართული ოცნების“ მიმართ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, რატომ მოუწოდებენ ისინი ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობისკენ, მარგველაშვილი ამბობს, რომ "დასავლელი პარტნიორები სხვა რიტორიკას ვერ მიმართავენ და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ ვერ მოუწოდებენ“.

"ამბობენ, რომ "ქართული ოცნება“ პრორუსული, ქართული კოშმარია, მაგრამ მაინც ვერ იტყვიან, ქუჩაში გამოდითო, პოზიტიური დღის წესრიგი უნდა დადონ. თუმცა, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ეს ნაკლებად პრობლემურია, მთავარ პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს არა 12 პუნქტის შესრულება, არამედ ხელისუფლების ცვლილების ალტერნატივის დანახვება საზოგადოებისა და პარტნიორებისთვის“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.