პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში!" - ხატია დეკანოიძე
"ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში!" - ხატია დეკანოიძე

ჩვენ­მა შვი­ლებ­მა შეძ­ლეს ეს! არას­დროს რუ­სეთ­ში! - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

აღ­ნიშ­ნუ­ლით ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს, „ხალ­ხის ძა­ლი­სა“ და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ „ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­იწ­ვი­ონ მათ მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი“.

"ჩვენ­მა შვი­ლებ­მა შეძ­ლეს ეს! არას­დროს რუ­სეთ­ში! შვი­ლე­ბო, თქვენ გე­ნაც­ვა­ლეთ,- წერს დე­კა­ნო­ი­ძე.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ე.წ. უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკან გა­იწ­ვია. ამის შე­სა­ხებ მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვინ­და ვაც­ნო­ბოთ, რომ გა­ი­მარ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს, „ხალ­ხის ძა­ლი­სა“ და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს შო­რის „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ვხე­დავთ, რომ მი­ღე­ბულ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. სიც­რუ­ის მან­ქა­ნამ შეძ­ლო კა­ნონპ­რო­ექ­ტის უარ­ყო­ფი­თად წარ­მო­ჩე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. კა­ნონპ­რო­ექტს მი­ა­კე­რეს „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ ყალ­ბი იარ­ლი­ყი, ხოლო მისი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის თვალ­ში ევ­რო­პუ­ლი კურ­სი­დან გა­დახ­ვე­ვად წარ­მო­ა­ჩი­ნეს.

გარ­და ამი­სა, რა­დი­კა­ლურ­მა ძა­ლებ­მა შეძ­ლეს ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში ჩა­ეთ­რი­ათ. მად­ლო­ბა გმირ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რომ­ლებ­მაც ძა­ლა­დო­ბას მოთ­მი­ნე­ბი­თა და უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტით უპა­სუ­ხეს.

ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ მშვი­დო­ბას, სიმ­შვი­დე­სა და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლას ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის ენერ­გია არა და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, არა­მედ ქვეყ­ნის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯოს.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა მმარ­თველ­მა ძა­ლამ, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უპი­რო­ბოდ, ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე გა­ვიწ­ვი­ოთ ჩვენს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი.ემო­ცი­უ­რი ფო­ნის ჩა­ცხრო­მას­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკეთ გან­ვუ­მარ­ტავთ, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და კა­ნონპ­რო­ექ­ტი და რა­ტომ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ამი­სათ­ვის, და­ვი­წყებთ შეხ­ვედ­რებს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვა­გე­ბი­ნებთ სი­მარ­თლეს სა­კი­თხის თი­თო­ე­ულ დე­ტალ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩვენ ვმოქ­მე­დებთ იმ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, რო­მე­ლიც, რო­გორც მმარ­თველ ძა­ლას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის წი­ნა­შე გვა­კის­რია.

სა­ქარ­თვე­ლო შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას და გა­ნაგ­რძობს სვლას ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კენ, რაც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

გირჩმა რომ გამოყარა ჯარიდან დახსნილი მავნებლები მათი იმედი დიდხანს ნუ გექნებათ ამას ხომ უკრაინიდან და ამერიკიდან ხემძღვანელობენ ესაა სიმართლე რომელიც აიცილა მთავრობამ დიდხანს ნუ იჯეჯილებ თქვენი გაწვევის დრც მოვა

ნინი
2

თქვენ უკვე წარმოაჩინეთ თქვენი თავი ვინც და რაც ბრძანდებით და თქვენ რომ ხალხი აგყვებათ კიდევ... თქვენი მიზანი არის როგორმე დაეუფლოთ ხელისუფლებას, როგორი გზით, ამას თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს .....თქვენ და თქვენი მიმდევრები ხართ გამწარებული ბრბო, რომელასც უნდა მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება და მეტი არაფერი, პოზიციასაც ეგ უნდა და ოპოზიციასაც მეტ-ნაკლები განსხვავებებით - აი ეს არის რეალური სინამდვილე....

ავტორი:

"ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში!" - ხატია დეკანოიძე

"ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში!" - ხატია დეკანოიძე

ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.

"ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში! შვილებო, თქვენ გენაცვალეთ,- წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში.