საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექსპერტიზამ დაადგინა რომ..." - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
"ექსპერტიზამ დაადგინა რომ..." - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის და სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის და გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, "ექ­სპერ­ტი­ზა, მშე­ნებ­ლო­ბა, დი­ზა­ი­ნის“ სპე­ცი­ა­ლისტს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

  • ასე­ვე აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა სამ იუ­რი­დი­ულ პირს -“გრინ­სერ­ვის +”-ს, "ექ­სპერ­ტი­ზა, მშე­ნებ­ლო­ბა, დი­ზა­ინს“ და "მშე­ნექ­სპერტს“.

სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბის მი­ღე­ბამ საქ­მე­ში უკვე არ­სე­ბულ სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად ცალ­სა­ხად და­ა­დას­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ სი­სიხ­ლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი ცხრა პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბაც. კერ­ძოდ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბით დად­გინ­და, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც "გრინ­სერ­ვის+“-ის დი­რექ­ტორ­მა მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში წა­რად­გი­ნა იყო უხა­რის­ხო, ვი­ნა­ი­დან მას­ში არ იყო და­ცუ­ლი ელექტრო­და­ნად­გარ­თა მო­წყო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი. ტუმ­ბო­ე­ბის მო­წყო­ბის ინ­სტრუქ­ცი­ა­ში არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ტუმ­ბო­ე­ბი უნდა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი­ყო დამ­ცა­ვი გა­თიშ­ვის მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე­ვე პრო­ექ­ტში არ იყო ასა­ხუ­ლი ელექტრო ტუმ­ბოს და­ხურ­ვის მე­თო­დი ისე, რომ ელექტრო ტუმ­ბო ყო­ფი­ლი­ყო მი­უწ­ვდო­მე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებს, მას­ში ტუმ­ბო­ე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო შად­რევ­ნის აუ­ზის გა­რეთ, ხოლო კო­რექ­ტი­რე­ბულ პრო­ექ­ტში ტუმ­ბო­ე­ბი შე­ტა­ნი­ლია შად­რევ­ნის აუზ­ში.

  • ექ­სპერ­ტი­ზამ ასე­ვე და­ა­გი­ნა, რომ თუ სა­მუ­შა­ო­ე­ბი შეს­რულ­დე­ბო­და თავ­და­პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტით და ტუმ­ბოს ძრა­ვის მკვე­ბა­ვი კა­ბე­ლე­ბი არ გან­თავ­სდე­ბო­და შად­რევ­ნის აუზ­ში, უშუ­ა­ლოდ ძრა­ვე­ბის მკვე­ბა­ვი კა­ბე­ლი­დან ელექტრო დე­ნის გა­ჟონ­ვა ვერ მოხ­დე­ბო­და.

ექ­სპერ­ტი­ზე­ბით ასე­ვე და­დას­ტურ­და, რომ "გრინ­სერ­ვის+“-მა ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი უხა­რის­ხოდ შე­ას­რუ­ლა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს. კერ­ძოდ, შად­რევ­ნის შიდა აუზ­ში მო­წყო­ბი­ლი იყო 220 ვოლტ ძაბ­ვა­ზე მო­მუ­შა­ვე მარ­თვის აპა­რა­ტუ­რა, სა­კა­ბე­ლო ხა­ზე­ბი არ იყო მო­წყო­ბი­ლი შე­სა­ბა­მი­სი დაც­ვის მქო­ნე მი­ლებ­ში. ამას­თან, არ იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი რელე, რო­მე­ლიც დე­ნის გა­ჟონ­ვის შემ­თხვე­ვა­ში კვე­ბის წყა­როს ავ­ტო­მა­ტურ გა­თიშ­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, ასე­ვე არ იყო და­მი­წე­ბუ­ლი ტუმ­ბოს დამ­ცა­ვი ხუფი (ცხა­უ­რი).

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი დად­გინ­და. კერ­ძოდ, 2021 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­სა და შპს "გრინ­სერ­ვი­სი +“-ს შო­რის თბი­ლის­ში, ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შად­რევ­ნე­ბი­სა და კას­კა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­წო­დე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის გა­ფორ­მე­ბამ­დე წა­რედ­გი­ნა ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ან აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი პი­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნა, ფაქ­ტი­უ­რად მო­წყო­ბი­ლი ელ.ქსე­ლის სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ნა­ხა­ზი, და­მი­წე­ბის კონ­ტუ­რე­ბის გა­ზომ­ვის და უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში "გრინ­სერ­ვის+“-მა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი წა­რად­გი­ნა, სა­დაც არ იყო და­ცუ­ლი ელექტრო­და­ნად­გარ­თა მო­წყო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი. აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბებს თან არ ახ­ლდა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლი­თაც და­დას­ტურ­დე­ბო­და მათი შე­სა­ბა­მი­სო­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­თან, მოქ­მედ სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მებ­თან და წე­სებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგ­ვის­ტოს, მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­სა და შპს "გრინ­სერ­ვის+“-ის დი­რექ­ტორს შო­რის გა­ფორმ­და შე­თან­ხმე­ბე­ბი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გა­რე­შე უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი შე­იც­ვა­ლა.

  • სა­ბო­ლო­ოდ, შპს "გრინ­სერ­ვის+“-მა ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი უხა­რის­ხოდ შე­ას­რუ­ლა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შპს "გრინ­სერ­ვის+“-ს მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის­თვის არ ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო დო­კუ­მენ­ტა­ცია, მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გულ­გრი­ლად მო­ე­კი­და მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღო.

2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­სულ მო­ზარ­დებს, თა­მა­შის დროს შად­რევ­ნის აუზ­ში ბურ­თი გა­და­უ­ვარ­დათ. ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად წყალ­ში ჩა­სულ­მა ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძემ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ბე­ლი­დან წყალ­ზე გა­და­სუ­ლი ელექტრო­დე­ნის­გან ელექტროტ­რავ­მა მი­ი­ღეს, რის შე­დე­გა­დაც შე­უძ­ლოდ გახ­დნენ და აუზ­ში წა­იქ­ცნენ. მე­გობ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად აუზ­ში მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი ჩა­ვი­და, რო­მელ­მაც ასე­ვე ელექტროტ­რავ­მა მი­ი­ღო, რის შე­დე­გა­დაც შე­უძ­ლოდ გახ­და. სა­ბო­ლო­ოდ ბავ­შვე­ბი აუ­ზი­დან იქვე მყოფ­მა ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღემ დევი მე­ზურ­ნიშ­ვილ­მა ამო­იყ­ვა­ნა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ელექტრო ტრავ­მის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძემ კი, მი­ი­ღეს ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ეპი­ზოდს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, ასე­ვე რომ 2020 წლის 18 მა­ისს, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­სა და შპს "LMC“-ს შო­რის გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შად­რევ­ნე­ბი­სა და კას­კა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბის საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შედ­გე­ნის მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე. პრო­ექ­ტის შედ­გე­ნის შემ­დგომ, შპს "LMC“-მ სა­თა­ნა­დო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გა­ცე­მის მიზ­ნით, რაც ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შად­რევ­ნე­ბი­სა და კას­კა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის საპ­რო­ექ­ტო-სა­ხარჯთაღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მოქ­მე­დი ტექ­ნი­კუ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის დო­კუ­მენ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნას მო­ი­ცავ­და, შპს "ექ­სპერ­ტი­ზა, მშე­ნებ­ლო­ბა და­ზი­ან“-ს მი­მარ­თა.

2020 წლის 15 სექ­ტემ­ბერს და 2021 წლის 2 ივ­ნისს, შპს "ექ­სპერ­ტი­ზა, მშე­ნებ­ლო­ბა და­ზი­ა­ნი“-ს ინ­ჟი­ნერ-კონ­სტრუქ­ტორ­მა და­ამ­ზა­და ყალ­ბი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ან­გა­რი­ში, რომ­ლის თა­ნახ­მად პრო­ექ­ტი თით­ქოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო სამ­შე­ნებ­ლო და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვით. მან, ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჩამ­ტა­რე­ბელ ექ­სპერ­ტე­ბად ან­გა­რიშ­ში მი­უ­თი­თა ისე­თი რვა პირი რომ­ლებ­საც შპს "ექ­სპერ­ტი­ზა, მშე­ნებ­ლო­ბა დი­ზა­ი­ან­ში“ არას­დროს უმუ­შა­ვი­ათ, შე­სა­ბა­მი­სად არც ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში მი­უ­ღი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რე­ა­ლუ­რად ხსე­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­ზე 8 ექ­სპერ­ტის ნაც­ვლად, ხელი მო­ა­წე­რა შპს "ექ­სპერ­ტი­ზა, მშე­ნებ­ლო­ბა და­ზი­ა­ნი“-ს ინ­ჟი­ნერ-კონ­სტრუქ­ტორ­მა და შპს "LMC“-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დას­კვნე­ბი გა­დას­ცა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი 9 პი­რის, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახას
6

კახა ამავე გაზეთში წერია სტატია სათაურით: "ვაკის პარკის ტრაგედიიდან სამი თვის თავზე, "გრინსერვის +"-მა 3 მილიონიანი ტენდერი მოიგო - რა სამუშაოებს განახორციელებს კომპანია დედაქალაქში?"

ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს შოუ დაუდგით პარლამენტში ქოცებს

ვახტანგი -71
0

როგორც მოსალოდნელი იყო დაშვებულია კრიტიკული შეცდომები და გადაცდომებები, როგორც ამ შადრევანის პროექტირებისას ასევე სამუშაოებების შესრულებისას.

ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს დამპროექტებლისა და უშუალოდ შემსრულებლების დაბალ კვალიფიკაციაზე.

ასევე აღსანიშნავია ჩატარებული ექსპერტიზის საკმაოდ მაღალი დონე.

სამწუხაროდ მოხდა უბედურება!!!

ახლა მთავარია, რომ ყველაფერი გაკეთდეს შემდგომში ასეთი ტრაგედიების გამორიცხვისათვის!

ამისათვის პირველ რიგში ყველა დონეზე სათანადო ცოდნის მისაღებად უნდა მოხდეს პერსონალის თეორიული და პრაქტიკული მომზადება-გადამზადება შესაბამისი სერტიფიკატების მისაღებად!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ექსპერტიზამ დაადგინა რომ..." - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

"ექსპერტიზამ დაადგინა რომ..." - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა.

  • ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და "მშენექსპერტს“.

საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც. კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც "გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. ტუმბოების მოწყობის ინსტრუქციაში არ იყო მითითებული, რომ ტუმბოები უნდა დამონტაჟებულიყო დამცავი გათიშვის მოწყობილობის გამოყენებით, ასევე პროექტში არ იყო ასახული ელექტრო ტუმბოს დახურვის მეთოდი ისე, რომ ელექტრო ტუმბო ყოფილიყო მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მასში ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის აუზის გარეთ, ხოლო კორექტირებულ პროექტში ტუმბოები შეტანილია შადრევნის აუზში.

  • ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტრო დენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა.

ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ "გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში. ამასთან, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური).

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი დადგინდა. კერძოდ, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს "გრინსერვისი +“-ს შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტიურად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში "გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. აღნიშნულ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს "გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა.

  • საბოლოოდ, შპს "გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ შპს "გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.

რაც შეეხება კიდევ ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ასევე რომ 2020 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს "LMC“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს "LMC“-მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს "ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიან“-ს მიმართა.

2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს, შპს "ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მან, ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი რომლებსაც შპს "ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაიანში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა შპს "ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანი“-ს ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს "LMC“-ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.