საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იფიქრა სახლშიც არ მომადგნენ, შვილები მყავსო... ატენში მიდიოდა, რა დროსაც გზაზე გადაუდგნენ" - გორში დაკავებული პირი ამბობს, რომ მკვლელობა მოგერიების დროს ჩაიდინა
"იფიქრა სახლშიც არ მომადგნენ, შვილები მყავსო... ატენში მიდიოდა, რა დროსაც გზაზე გადაუდგნენ" - გორში დაკავებული პირი ამბობს, რომ მკვლელობა მოგერიების დროს ჩაიდინა
  • ფო­ტო­ზე: ნიკა სა­ბაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი კო­ბე­რი­ძე

გორ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის და მე­ო­რე პი­რის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 19-109-ე მუხ­ლე­ბით წა­ყე­ნე­ბულ ბრალს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოხ­და.

ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა სა­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ნო­დარ ცინ­ცა­ძის თქმით, დაც­ვის მხა­რე გეგ­მავს, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ა­ყე­ნოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ ბრალ­დე­ბულს სა­ერ­თოდ არ შე­ე­ფარ­დოს არა­ნა­ი­რი სა­ხის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა. და­კა­ვე­ბულ სა­ბაშ­ვილს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რუდ­გე­ნენ.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს შევ­ხვდი და ვე­სა­უბ­რე. იგი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, რაც შე­ე­ხე­ბა წარ­დგე­ნილ ბრალს, მომ­ხდარ ფაქტს ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა, აცხა­დებს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, არ ეთან­ხმე­ბა სსკ-ის 108-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და სსკ-ის 19-109-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) მუხ­ლე­ბით წარ­დგე­ნილ ბრალს. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, დე­ტა­ლუ­რად გა­მაც­ნო ვი­თა­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა მა­მას­თან და უმ­ცროს ძმას­თან ერ­თად კრე­დი­ტით გახ­სნა და თა­ვად მუ­შა­ობ­დნენ მღე­ბა­ვე­ბად. პრო­ფი­ლაქ­ტი­კის გახ­სნი­დან ცოტა ხან­ში, ობი­ექ­ტი გა­ი­ქურ­და, შე­სა­ბა­მი­სად, აქ და­ტო­ვი­ლი მან­ქა­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის­თვის თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­ბაშ­ვი­ლებს თა­ვად მო­უხ­დათ. სად­გუ­რის და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მათ­თან, შე­ა­ღე­ბი­ნეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, თუმ­ცა, თან­ხა არ გა­და­უ­ხა­დეს, შემ­დეგ სხვა პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­უთ­ვა­ლეს, რომ აქ ვერ იმუ­შა­ვებ­დნენ, თუ თან­ხას არ გა­და­იხ­დიდ­ნენ და მომ­ხდა­რი ქურ­დო­ბის ფაქ­ტიც გა­ახ­სე­ნეს, ბო­ლოს კი, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ძმას ღია ტექ­სტით თა­ვად­ვე უთხრეს, ოჯა­ხე­ბი გყავთ, ცო­ლე­ბი გყავთ, შვი­ლე­ბი გყავთ და ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბაო, მოს­თხო­ვეს ყო­ველ­თვი­უ­რად გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­და.

ამ­გვა­რი მუ­ქა­რის შემ­დგომ, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა იფიქ­რა, სახ­ლშიც რომ მო­მად­გნენ, ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი მყავს, შე­საძ­ლოა, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დონ და რამე უბე­დუ­რე­ბა არ მოხ­დე­სო, სწო­რედ ამის გამო, აიღო თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი "სა­ი­გა", რო­მე­ლიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის სა­ხელ­ზე და გა­და­წყვი­ტა, რომ სი­მამ­რთან შე­ე­ნა­ხა სახ­ლში, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ატენ­ში.

სწო­რედ ატენ­ში მი­დი­ო­და, როცა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი მან­ქა­ნით აე­დევ­ნენ, შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლი წინ გა­და­უ­ყე­ნეს და მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რე­ბი­ნეს, ორი მათ­გა­ნი კი მის­კენ წა­ვი­და მუ­ქა­რით და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა იფიქ­რა, რომ მას საფრ­თხე ელო­და, თავ­დაც­ვის და ამ პი­რე­ბის მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით, ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძლი­დან გად­მო­ი­ღო თოფი, რო­მე­ლიც და­ტე­ნი­ლი არ იყო, მათ თვალ­წინ შე­ა­ყე­ნა, თუმ­ცა, ამ ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ნიშ­ნულ პი­რებს უკან არ და­უ­ხე­ვი­ათ, მათ შო­რის მან­ძი­ლი მცირ­დე­ბო­და, მას შემ­დეგ კი, რაც ერთ-ერ­თმა ხელი ზურგსუ­კან წა­ი­ღო, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა მო­ახ­დი­ნა გას­რო­ლა, რამ­დე­ნი ტყვი­აც ჰქონ­და, ყვე­ლა გა­ის­რო­ლა, მერე კი დე­ტა­ლებს ვე­ღარ იხ­სე­ნებს, ახ­სოვს მხო­ლოდ ის, რომ მან­ქა­ნით უკან წა­მო­სუ­ლი მი­ვი­და პრო­ფი­ლაქ­ტი­კას­თან, სა­დაც პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავ­და შე­სა­კე­თებ­ლად მიყ­ვა­ნი­ლი, ას­წია ხე­ლე­ბი და უთხრა - და­მა­კა­ვეთ, მგო­ნი, კაცი მოვ­კა­ლიო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დაც­ვის მხა­რე გეგ­მავს, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ა­ყე­ნოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ ბრალ­დე­ბულს სა­ერ­თოდ არ შე­ე­ფარ­დოს არა­ნა­ი­რი სა­ხის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გორ­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შემ­თხვე­ვა 28 თე­ბერ­ვალს მოხ­და. სრო­ლის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, 34 წლის ირაკ­ლი კო­ბე­რი­ძე თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, 27 წლის ვანო ღვი­ნი­აშ­ვილს კი, რო­მელ­საც მრავ­ლო­ბი­თი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ურ­თუ­ლე­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და, პა­ცი­ენ­ტი ამ­ჟა­მად რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 83 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზო
2

იმედი მაქვს ეს ადამიანი ნაფიც მსაჯულებს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ გამართლდება. 

ნინო
7

მე მგონი ყველა მეორე ეგრე მოიქცეოდა,რას ქვია შვილებს ემუქრებოდნენ,ის მეორეც უნდა მიეყოლებინა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"იფიქრა სახლშიც არ მომადგნენ, შვილები მყავსო... ატენში მიდიოდა, რა დროსაც გზაზე გადაუდგნენ" - გორში დაკავებული პირი ამბობს, რომ მკვლელობა მოგერიების დროს ჩაიდინა

"იფიქრა სახლშიც არ მომადგნენ, შვილები მყავსო... ატენში მიდიოდა, რა დროსაც გზაზე გადაუდგნენ" - გორში დაკავებული პირი ამბობს, რომ მკვლელობა მოგერიების დროს ჩაიდინა
  • ფოტოზე: ნიკა საბაშვილი და ირაკლი კობერიძე

გორში მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ადამიანის მკვლელობის და მეორე პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოხდა.

ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ბრალდებული ნიკა საბაშვილის ადვოკატმა განუცხადა.

ნოდარ ცინცაძის თქმით, დაცვის მხარე გეგმავს, სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა, რომ ბრალდებულს საერთოდ არ შეეფარდოს არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიება. დაკავებულ საბაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი და ვესაუბრე. იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს, რაც შეეხება წარდგენილ ბრალს, მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაბამისად, არ ეთანხმება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით წარდგენილ ბრალს. რაც შეეხება მომხდარს, დეტალურად გამაცნო ვითარება.

აღნიშნული პროფილაქტიკა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად კრედიტით გახსნა და თავად მუშაობდნენ მღებავებად. პროფილაქტიკის გახსნიდან ცოტა ხანში, ობიექტი გაიქურდა, შესაბამისად, აქ დატოვილი მანქანების მეპატრონეებისთვის თანხის ანაზღაურება საბაშვილებს თავად მოუხდათ. სადგურის დასახლებაში მცხოვრები აღნიშნული პირები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მათთან, შეაღებინეს ავტომობილი, თუმცა, თანხა არ გადაუხადეს, შემდეგ სხვა პირების მეშვეობით შეუთვალეს, რომ აქ ვერ იმუშავებდნენ, თუ თანხას არ გადაიხდიდნენ და მომხდარი ქურდობის ფაქტიც გაახსენეს, ბოლოს კი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ძმას ღია ტექსტით თავადვე უთხრეს, ოჯახები გყავთ, ცოლები გყავთ, შვილები გყავთ და ცუდი ამბავი მოხდებაო, მოსთხოვეს ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა.

ამგვარი მუქარის შემდგომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იფიქრა, სახლშიც რომ მომადგნენ, ოთხი მცირეწლოვანი შვილი მყავს, შესაძლოა, იძულებული გამხადონ და რამე უბედურება არ მოხდესო, სწორედ ამის გამო, აიღო თავისი კუთვნილი სანადირო თოფი "საიგა", რომელიც რეგისტრირებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახელზე და გადაწყვიტა, რომ სიმამრთან შეენახა სახლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში.

სწორედ ატენში მიდიოდა, როცა აღნიშნული პირები მანქანით აედევნენ, შემდეგ ავტომობილი წინ გადაუყენეს და მანქანა გააჩერებინეს, ორი მათგანი კი მისკენ წავიდა მუქარით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იფიქრა, რომ მას საფრთხე ელოდა, თავდაცვის და ამ პირების მოგერიების მიზნით, ავტომობილის უკანა სავარძლიდან გადმოიღო თოფი, რომელიც დატენილი არ იყო, მათ თვალწინ შეაყენა, თუმცა, ამ ფაქტის მიუხედავად, აღნიშნულ პირებს უკან არ დაუხევიათ, მათ შორის მანძილი მცირდებოდა, მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთმა ხელი ზურგსუკან წაიღო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მოახდინა გასროლა, რამდენი ტყვიაც ჰქონდა, ყველა გაისროლა, მერე კი დეტალებს ვეღარ იხსენებს, ახსოვს მხოლოდ ის, რომ მანქანით უკან წამოსული მივიდა პროფილაქტიკასთან, სადაც პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს საკუთარი ავტომობილი ჰყავდა შესაკეთებლად მიყვანილი, ასწია ხელები და უთხრა - დამაკავეთ, მგონი, კაცი მოვკალიო.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე გეგმავს, სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა, რომ ბრალდებულს საერთოდ არ შეეფარდოს არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიება“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე შემთხვევა 28 თებერვალს მოხდა. სროლის შედეგად მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებებით, 34 წლის ირაკლი კობერიძე თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებით კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, 27 წლის ვანო ღვინიაშვილს კი, რომელსაც მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები აღენიშნება, სამხედრო ჰოსპიტალში ურთულესი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა, პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

ნახეთ ასევე: