Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვეტოს დავადებ! - ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს" - სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონზე
"ვეტოს დავადებ! - ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს" - სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აპი­რებს, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს, მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვეტო და­ა­დოს.

ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის ყო­ველ­წლი­ურ პო­ლი­ტი­კურ ფო­რუმ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პას­თან აშო­რებს.

"რად­გან აქ ბევ­რი არა­სამ­თავ­რო­ბოა, იმის­თვის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ერ­თად არ და­მე­სი­ონ, ვი­ტყვი, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ კა­ნო­ნის, რო­მე­ლიც ახლა გა­ნი­ხი­ლე­ბა. არ შე­ვალ ამ კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა­ში. ვე­ტოს და­ვა­დებ! მე სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ზი­ცია არ მაქვს, რომ ეს ან ის მუხ­ლი არ ვარ­გა. ეს კა­ნო­ნი არის იმის­თვის, რომ ევ­რო­პას­თან დაგ­ვა­შო­როს. ამ­დე­ნად, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტში "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ორი კა­ნონპ­რო­ექ­ტია ინი­ცი­რე­ბუ­ლი - "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" და "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“.

"უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი "ხალ­ხის ძა­ლის" დე­პუ­ტა­ტე­ბი: - სო­ზარ სუ­ბა­რი, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, დაჩი ბე­რა­ია და ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე არი­ან.

პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უცხო­ე­თის აგენ­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პირს ექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბას უცხო­ე­თი­დან იღებს. "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იწ­ვევს და იქ­ნე­ბა დას­ჯა­დი ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით - ვა­დით 5 წლამ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონპ­რო­ექტს "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ", ის უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად ისე­თი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბა (20%-ზე მეტი) უცხო­ე­თი­დან არის მი­ღე­ბუ­ლი. ამა­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ყვე­ლა, ვინც უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად მო­ი­აზ­რე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ბა­ზა­ში უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ორდე
0

 შენ არ დაგადონ ვეტო დროზე ადრე; სულ მეგონა რაღაცას ისწავლის-მეთქი, მაგრამ გაგიგონია? სულ უკან-უკან მიდიდ თოკის მგრეხავივით

მმმ
0

ახვა წარმოდგენა მქონდა თქვენს შესახებ, ძალიან რთული იყო ასეთ პოლარიზებულ სიტუაციაში თქვენი ყოფა. მაგრა გაკვირდებითა და რაღაც მართალი სიტყვა აღარისმის თქვენგან. ძალიან დაგვაბნიეთ ხალხი, ეს კანონი თუ ამერიკაში არის მიღებული და დღემდე მოქმედებს ჩვენ რას დაგვიშავებს? და ოი საოცრება ამერიკის ელჩიც რომ უარყოფს. რა ვქნათ დავიღალეთ სიცრუეში ცხოვრებით. 

ავტორი:

"ვეტოს დავადებ! - ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს" - სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონზე

"ვეტოს დავადებ! - ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს" - სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, "უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს.

"რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ვეტოს დავადებ! მე სამართლებრივი პოზიცია არ მაქვს, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში "ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენების შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

რაც შეეხება კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ის უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.