პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეისონ არდაის დაუჯერებელი ისტორია - ბიჭი, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია
ჯეისონ არდაის დაუჯერებელი ისტორია - ბიჭი, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია

ჯე­ი­სონ არ­და­იმ, ბიჭ­მა, რო­მელ­საც 18 წლამ­დე წერა-კი­თხვა არ შე­ეძ­ლო, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და ახლა კემ­ბრი­ჯის პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია. ის რა­სის, უთა­ნას­წო­რო­ბის და გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვა­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ფე­რად­კა­ნი­ა­ნი, აზი­ე­ლი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით.

ჯე­ი­სონს 3 წლის ასაკ­ში გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის და აუ­ტიზ­მის სპექტრის აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. მას 11 წლამ­დე ლა­პა­რა­კი არ შე­ეძ­ლო, წერა-კი­თხვა კი 18 წლის ასაკ­ში ის­წავ­ლა.

ჯე­ი­სონს თე­რა­პევ­ტებ­მა უთხრეს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დამ­ხმა­რეს­თან ერ­თად უნდა ეცხოვ­რა, თუმ­ცა ბიჭი არ და­ნებ­და. არ­და­იმ დე­და­მი­სის სა­ძი­ნებ­ლის კე­დელ­ზე სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი ჩა­მო­წე­რა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თის მი­ხედ­ვით, მას ოქსფორ­დის ან კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა ემუ­შა­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად და­უნ­დო­ბე­ლი წი­ნა­ღო­ბე­ბი­სა, 37 წლის არ­და­ის ახლა მსოფ­ლი­ოს რი­გით მე­ო­რე სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია. ამავდრო­უ­ლად, ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფე­რად­კა­ნი­ა­ნი პრო­ფე­სო­რია.

არ­დაი, ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზის შემ­დეგ, სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ, ჟეს­ტე­ბის ენას იყე­ნებ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მან გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ას­პი­რან­ტუ­რის სერ­თი­ფი­კატ­თან ერ­თად, ორი სა­მა­გის­ტრო კვა­ლი­ფი­კა­ცია და ლი­ვერ­პუ­ლის ჯონ მურ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რის წო­დე­ბა მო­ი­პო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის­მა მე­გო­ბარ­მა და მენ­ტორ­მა, სან­დრო სან­დიმ ურ­ჩია, რომ აკა­დე­მი­უ­რი კა­რი­ე­რა წა­მო­ე­წყო: "მგო­ნია, რომ შენ ამას შეძ­ლებ. ვფიქ­რობ, შეგ­ვიძ­ლია მსოფ­ლი­ოს შე­ვებ­რძო­ლოთ და გა­ვი­მარ­ჯვოთ.“

"ბევ­რი აკა­დე­მი­კო­სი ამ­ბობს, რომ ისი­ნი ამ სფე­რო­ში "შემ­თხვე­ვით" მოხ­ვდნენ, მაგ­რამ მე იმ კონ­კრე­ტუ­ლი მო­მენ­ტი­დან და­ვი­სა­ხე მიზ­ნად ეს საქ­მი­ა­ნო­ბა. ეს ის იყო, რისი გა­კე­თე­ბაც მინ­დო­და“, - ამ­ბობს არ­დაი The Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ოპ­ტი­მის­ტუ­რი ხა­სი­ა­თი­სა, ბო­ლომ­დე ბევ­რი რამ ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა. როცა აკა­დე­მი­უ­რი ნაშ­რო­მე­ბის წერა და­ვი­წყე, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რას ვა­კე­თებ­დი. მენ­ტო­რი არ მყო­ლია და არა­ვის უს­წავ­ლე­ბია, რო­გორ უნდა და­მე­წე­რა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც წარ­ვად­გი­ნე, მტკი­ცედ უარ­ყვეს. თა­ნა­ტოლ­თა შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი იმ­დე­ნად სას­ტი­კი იყო, რომ თით­ქმის სა­სა­ცი­ლოც კი გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე ამას, რო­გორც სწავ­ლის პრო­ცესს, ისე აღ­ვიქ­ვამ­დი და რომ გა­მოვ­ტყდე, სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც კი ვი­ღებ­დი“.

პირ­ვე­ლი ნაშ­რო­მი ჯე­ი­სონ არ­და­იმ 2018 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რის შემ­დე­გაც ინ­გლი­სის ორ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ი­პო­ვა ად­გი­ლი. შე­დე­გად, როცა მან გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლა­ში მო­ი­პო­ვა სამ­სა­ხუ­რი, არ­დაი ინ­გლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სო­რი გახ­და. ჯე­ი­სო­ნი 6 მარ­ტი­დან კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნათ­ლე­ბის სო­ცი­ო­ლო­გი­ის პრო­ფეს­ო­რა­დაც და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას.

"ჩემი ნაშ­რო­მი ძი­რი­თა­დად იმა­ზეა, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია რე­ა­ლუ­რად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გავ­ხა­დოთ გა­ნათ­ლე­ბა და კარი გა­ვუ­ღოთ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი­დან მო­დი­ან", - ამ­ბობს არ­დაი და დას­ძენს: "იმე­დი მაქვს, რომ კემ­ბრი­ჯი სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს ეს დღის წეს­რი­გი ეროვ­ნულ და გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე გან­ვავ­რცო“.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
2

ინგლისის მომავალი პრემიერი გაიჩითა, ყველა თვისება აქ რაც საჭიროა; ფერადკანიანია, არაინგლისელი, აშკარად სექს უმცირრესობა და თან შშმ, ასეთ კანდიდატთან რიში სუნაკაი ჭიჭვეიშვილია

შეიძლება
13

შეიძლება 18 წლის მერე გახდა ტრანსგენდერი და თავის გამოცდილებას უზიარებს სტუდენტობას, დარწმუნებული ვარ არ გაუჭირდებოდა.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ჯეისონ არდაის დაუჯერებელი ისტორია - ბიჭი, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია

ჯეისონ არდაის დაუჯერებელი ისტორია - ბიჭი, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია

ჯეისონ არდაიმ, ბიჭმა, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, წარმოუდგენელი ოცნება აისრულა და ახლა კემბრიჯის პრესტიჟული უნივერსიტეტის პროფესორია. ის რასის, უთანასწორობის და განათლების მკვლევარია. განსაკუთრებით დაინტერესებულია განათლების სფეროში ფერადკანიანი, აზიელი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის გაუმჯობესებით.

ჯეისონს 3 წლის ასაკში განვითარების შეფერხების და აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. მას 11 წლამდე ლაპარაკი არ შეეძლო, წერა-კითხვა კი 18 წლის ასაკში ისწავლა.

ჯეისონს თერაპევტებმა უთხრეს, რომ მთელი ცხოვრება დამხმარესთან ერთად უნდა ეცხოვრა, თუმცა ბიჭი არ დანებდა. არდაიმ დედამისის საძინებლის კედელზე სამომავლო მიზნები ჩამოწერა, რომელთაგან ერთ-ერთის მიხედვით, მას ოქსფორდის ან კემბრიჯის უნივერსიტეტში უნდა ემუშავა.

მიუხედავად დაუნდობელი წინაღობებისა, 37 წლის არდაის ახლა მსოფლიოს რიგით მეორე საუკეთესო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობა უკავია. ამავდროულად, ის უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა ფერადკანიანი პროფესორია.

არდაი, ადრეული დიაგნოზის შემდეგ, საკომუნიკაციოდ, ჟესტების ენას იყენებდა. ამის მიუხედავად, მან განათლების სფეროში ასპირანტურის სერთიფიკატთან ერთად, ორი სამაგისტრო კვალიფიკაცია და ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის დოქტორის წოდება მოიპოვა. მოგვიანებით, მისმა მეგობარმა და მენტორმა, სანდრო სანდიმ ურჩია, რომ აკადემიური კარიერა წამოეწყო: "მგონია, რომ შენ ამას შეძლებ. ვფიქრობ, შეგვიძლია მსოფლიოს შევებრძოლოთ და გავიმარჯვოთ.“

"ბევრი აკადემიკოსი ამბობს, რომ ისინი ამ სფეროში "შემთხვევით" მოხვდნენ, მაგრამ მე იმ კონკრეტული მომენტიდან დავისახე მიზნად ეს საქმიანობა. ეს ის იყო, რისი გაკეთებაც მინდოდა“, - ამბობს არდაი The Times-თან ინტერვიუში.

"მიუხედავად ჩემი ოპტიმისტური ხასიათისა, ბოლომდე ბევრი რამ ვერ წარმომედგინა. როცა აკადემიური ნაშრომების წერა დავიწყე, წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაკეთებდი. მენტორი არ მყოლია და არავის უსწავლებია, როგორ უნდა დამეწერა. ყველაფერი, რაც წარვადგინე, მტკიცედ უარყვეს. თანატოლთა შეფასების პროცესი იმდენად სასტიკი იყო, რომ თითქმის სასაცილოც კი გახდა. მიუხედავად ამისა, მე ამას, როგორც სწავლის პროცესს, ისე აღვიქვამდი და რომ გამოვტყდე, სიამოვნებასაც კი ვიღებდი“.

პირველი ნაშრომი ჯეისონ არდაიმ 2018 წელს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ინგლისის ორ უნივერსიტეტში მოიპოვა ადგილი. შედეგად, როცა მან გლაზგოს უნივერსიტეტის განათლების სკოლაში მოიპოვა სამსახური, არდაი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი გახდა. ჯეისონი 6 მარტიდან კემბრიჯის უნივერსიტეტში განათლების სოციოლოგიის პროფესორადაც დაიწყებს მუშაობას.

"ჩემი ნაშრომი ძირითადად იმაზეა, თუ როგორ შეგვიძლია რეალურად დემოკრატიული გავხადოთ განათლება და კარი გავუღოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არახელსაყრელი პირობებიდან მოდიან", - ამბობს არდაი და დასძენს: "იმედი მაქვს, რომ კემბრიჯი საშუალებას მომცემს ეს დღის წესრიგი ეროვნულ და გლობალურ დონეზე განვავრცო“.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა