საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარს ლურჯი თვალები უნდა ჰქონოდა, "ტანი ზომიერი", სახე თეთრყირმიზი - რას მოგვითხრობენ წყაროები მეფე თამარისა და მისი ბრწყინვალე კარის შესახებ
თამარს ლურჯი თვალები უნდა ჰქონოდა, "ტანი ზომიერი", სახე თეთრყირმიზი - რას მოგვითხრობენ წყაროები მეფე თამარისა და მისი ბრწყინვალე კარის შესახებ

თა­მარ მე­ფი­სა და მისი კა­რის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ამოკ­რე­ბი­ლია სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან თუ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რი გად­მო­ცე­მე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც შე­მოგ­ვი­ნა­ხეს რო­გორც ქარ­თველ­მა, ისე ევ­რო­პელ­მა და ახ­ლო­აღ­მო­სავ­ლელ­მა ავ­ტო­რებ­მა.

თა­მარ მეფე ვი­საც ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და, ერთი მისი თა­ნა­მედ­რო­ვის თქმით, და­ბა­დე­ბი­დან ბრმად უნდა ჩათ­ვლი­ლი­ყო...

წყა­რო­თა თა­ნახ­მად, თა­მარს ლურ­ჯი თვა­ლე­ბი ჰქონ­და, იყო “გრე­მან­თუ­ა­ლი­თა”, სა­ბას დროს გრე­მანს ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და - “[თუ­ალ­ნი] არც შავ­ნი და ცხო­ვარ­თა ფერი”, მაგ­რამ XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ის აღ­ნიშ­ნავ­და “თუ­ალ­სა­ზღუ­ებრ ლურჯსა”. ალ­ბათ ამი­ტომ წერს თა­მა­რის მე­ო­რე ის­ტო­რი­კო­სიც, რომ დე­დო­ფალს ჰქონ­და “თუ­ალ­ნი ტბა­თა­ებრ მზი­სა შემ­ცხრო­მელ­ნი”. ის არ­ცთუ ისე მა­ღა­ლი ტა­ნი­სა ყო­ფი­ლა (“ტანი ზო­მი­ე­რი”), ჰქო­ნია თეთ­რი პი­რი­სა­ხე, მაგ­რამ ღაწ­ვე­ბი ვარ­დის­ფრად შე­ფაკ­ლუ­ლი (“ღა­წუ­თა­ვარ­დებ­რივ ფე­როვ­ნე­ბა”, “ღა­წუ­ნი­ვარ­დო­ვან­ნი”), იმა­ვეს წერს ჩახ­რუ­ხა­ძეც (“ღაწვმწყა­ზა­რი”), თით­ქოს მორ­ცხვი გა­მო­ხედ­ვა ჰქონ­და, თუმ­ცა მხი­ა­რუ­ლი პი­რი­სა­ხე აღ­ბეჭ­დი­ლი იყო სი­ლა­ღით (იმა­ვეს წერს ჩახ­რუ­ხა­ძე - “მზე მცი­ნა­რი, სა­ჩი­ნა­რი”), მაგ­რამ მე­ფეს ურ­ყე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და მწყობ­რი სა­უ­ბა­რი სჩ­ვე­ო­და (“ზრახ­ვი­სა უჩუკ­ნო­ბა და სი­ტყვი­სა სი­ნარ­ნა­რე”, და­ახ­ლო­ე­ბით ამა­ვეს წერს ჩახ­რუ­ხა­ძეც), ეს სიმ­ტკი­ცე გა­აფ­თრე­ბა­დაც შე­იძ­ლე­ბა ქცე­უ­ლი­ყო და “მო­ეწ­ვა და მო­ე­ოხ­რე­ბი­ნა ურჩნი მე­ფო­ბი­სა მი­სი­სა” სა­კუთ­რივ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რო­გორც ეს ფხოვ­ში გა­ა­კე­თა, რის გა­მოც ბოლო დრომ­დე ფხო­ვურ/ხევ­სუ­რულ გად­მო­ცე­მებ­ში თა­მა­რი ლა­მის ეშ­მა­კე­ულ, ავ დე­და­კა­ცად მი­იჩ­ნე­ო­და. ამ უზა­დოდ მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი და­ხა­სი­ა­თე­ბით მე­ფე­ქა­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტორ­მა “ხატი თა­მა­რი­სი ზე­და­მი­წევ­ნუ­ლად აღ­ძეგ­ლა”. მე­ფე­ქა­ლის­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს მისი მომ­თენ­თა­ვი სი­ნა­ზის წი­ნა­შე მუხ­ლე­ბი ეკ­ვე­თე­ბო­დათ, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი დე­დო­ფა­ლი იყო “მგუ­ე­მელ კდე­მი­თა”, მისი ნაკ­ვთე­ბი­სა და მა­ნე­რე­ბის სი­ნა­ტი­ფე ორ­ლე­სუ­ლი მახ­ვი­ლი­ვით წა­მა­ხუ­ლი იყოო.

XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ში მუს­ლი­მი სულ­თნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ძლე­ვა­მო­სილ მე­ფე­ებს უამ­რავ ეგ­ზო­ტი­კურ სა­ჩუ­ქარს, მათ შო­რის ცხო­ვე­ლებ­საც ჩუქ­ნიდ­ნენ, სპი­ლო­ე­ბი­სა და ლო­მე­ბის ჩათ­ვლით (ალა-ად-დინი, აღ­სარ­თა­ნი). შამ­ქო­რის ომში კი დავ­ლად ქარ­თვე­ლებს ორ­მო­ცი ავა­ზაც დარ­ჩათ. თა­მარ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა შარ­ვან­შამ ლო­მის ბოკ­ვე­რი გა­მოგ­ზავ­ნა, პა­ტა­რა ბოკ­ვე­რი დე­დოფ­ლის კალ­თა­ში გა­ი­ზარ­და... დღე­საც ბევ­რს ჰყავს მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი ლომი, სა­ერ­თოდ ისი­ნი პატ­რო­ნი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ხოლ­მე.წყა­რო­ე­ბის გად­მო­ცე­მით, ბოკ­ვე­რი გაზ­რდის შემ­დეგ ისე­თი თავ­ზარ­დამ­ცე­მი გახ­და, რომ “შე­სა­ხე­და­დაც ზა­რია”, დე­დო­ფალს ფე­სუ­ედს (ფეს­ვე­დი - ქა­ლის გრძე­ლი სა­მო­სე­ლი) ულო­კავ­და და რო­დე­საც ჯაჭ­ვით უკან გა­ზი­დავ­დნენ, შემ­ზა­რა­ვად ღრი­ა­ლებ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი ამ შთამ­ბეჭ­დავ სა­ნა­ხა­ო­ბა­ში მრავ­ლის­მე­ტყველ სა­ხეს ხე­დავ­დნენ იმი­სას, თუ რო­გორ დნე­ბო­და დე­დოფ­ლის წი­ნა­შე უძ­რა­ვი გუ­ლიც, იდ­რი­კე­ბო­და ამ­პარ­ტა­ვა­ნი ქედი და მგლის მუხ­ლიც იჩო­ქებ­და.

თა­მარ მეფე. ყინ­წვი­სის ფრეს­კა­თა­მა­რის ოთხი ფრეს­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­დან პორ­ტრე­ტუ­ლი არც ერთი არ არის, ქა­ლის აქ გა­მო­სა­ხუ­ლი სახე - პირმრგვა­ლი, წარ­ბებ­გა­დაბ­მუ­ლი, პა­ტა­რა ტუ­ჩე­ბით, ერ­თგვა­რი კლი­შეა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აღ­მო­სავ­ლე­ლი ლა­მა­ზი ქა­ლი­სა და მისი სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცი­ის ნახ­ვა უამ­რავ ძველ ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ თა­მა­რის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი ნი­ჭი­ე­რი, ან­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და მხატ­ვრუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მცოდ­ნე, მხატ­ვრულ სი­ტყვას სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­უფ­ლე­ბუ­ლი ფარ­თო წარ­მო­სახ­ვი­სა და თვალ­სა­წი­ე­რის მქო­ნე ავ­ტო­რი წერ­და, მათ თა­მა­რის ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი და მას­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი სუ­ლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ნი­ჭი­ე­რად ასა­ხეს.ის იყო სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის, თეთ­რი სა­ხის, ლურჯთ­ვა­ლე­ბა, ღაწ­ვებ­შე­ფაკ­ლუ­ლი, მორ­ცხვი მზე­რის, მაგ­რამ სა­ხე­ნა­თე­ლი ქალი, შე­მო­სი­ლი იმ­დრო­ინ­დელ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის ქსო­ვი­ლის­გან (იბნ ის­ფან­დი­ა­რი) ნამ­ზა­დი, ყინ­წვი­სის ლაჟ­ვარ­დის­ფე­რი (თა­ვის თვა­ლე­ბი­ვით) სა­იმ­პე­რა­ტო­რო პორ­ფი­რით, ძვირ­ფა­სი თვლე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი ოფა­ზის, ანუ ბა­ჯაღ­ლო ოქ­როს მა­ღა­ლი გვირ­გვი­ნით. მას­ში ჩას­მუ­ლი ზმი­რი­სა (ზურ­მუხ­ტის) და სმა­რაგ­დის თვლე­ბი მწვა­ნე შუქს ღვრიდ­ნენ. აღ­ზე­ვე­ბუ­ლი­ყო მა­ღალ სა­მე­ფო ტახ­ტზე, რომ­ლის “კე­დელ-ყუ­რე­ნი” ფიქლით იყო შე­ძერ­წი­ლი, მას­ში ელ­ვა­რე სარ­დი­ო­ნი, ხუ­რუმ­ზი, ბივ­რი­ლი­ო­ნი და ლიგ­ვი­რი­ო­ნი იყო “ურ­თი­ერ­თს შთა­თხზი­ლი” (იო­ა­ნე შავ­თე­ლი), რო­მელ­თა გა­მოც ტახ­ტი ძვირ­ფა­სი ქვე­ბის წარმ­ტა­ცი ფე­რა­დოვ­ნე­ბით ცი­ა­ლებ­და.სარ­დი­ო­ნი და ბივ­რი­ლი­ო­ნი იყო “თუ­ა­ლი ნაკ­ვერ­ცხლის ფერი, რო­მელ­სა აქუნ­და ღამე ცე­ცხლებ­რი­ველ­ვა­რე­ბაი”. ამი­ტომ შავ­თე­ლი წერს, რომ მე­ფის იგავ­მი­უწ­ვდო­მე­ლი ტახ­ტი თვა­ლის­მომჭრე­ლად ელავ­და, მას­ზე დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ნა­თე­ლი დე­დოფ­ლის თვითმხილ­ვე­ლე­ბი გად­მოგ­ვცე­მენ:

გე­გუ­თის სა­სახ­ლეს­თან და­მონ­ტა­ჟე­ბულ მი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ძეგლი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით აღიქ­ვას“უგავს ელო­ბა კრო­ნოს ცი­ერ­სა”. ალ ჰუ­სა­ი­ნი სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს (“აბხა­ზის”) მე­ფის ოქ­როს მა­გი­დებ­ზე, სი­ნებ­ზე, თეფ­შებ­სა და ფი­ა­ლებ­ზე, რი­თაც მეფე სა­დი­ლობ­და (შავ­თე­ლი ახ­სე­ნებს უძ­ვირ­ფა­სე­სი ალის­ფე­რი ბა­დახ­შის სა­სა­დი­ლო ჭურ­ჭელ­საც), ვერ­ცხლის გე­ჯებ­ზე, რი­თაც მისი ცხე­ნე­ბი წყალს სვამ­დნენ, მე­ფის ხა­ზი­ნა­ზე - სავ­სე­ზე დი­დძა­ლი მარ­გა­ლი­ტით, სარ­დი­ო­ნი­თა და მარ­ჯნით, “რო­გორ­ზეც ალაჰ­მა ილა­პა­რა­კა ყუ­რან­ში და რო­გორ­საც მორ­წმუ­ნე­ებს შე­პირ­და სა­მო­თხე­ში”.მე­ფის სამ­ლოც­ვე­ლო სავ­სე ყო­ფი­ლა ბა­ჯაღ­ლო ოქ­როს, ძვირ­ფა­სი თვლე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი ჯვრე­ბით, ოქ­როსყდი­ა­ნი და ძვირ­ფას­თვლი­ა­ნი სა­ხა­რე­ბე­ბით, “რომ­ლის მსგავ­სიც არ­სად იყო და რომ­ლის ფა­სიც არა­ვინ იცო­და”. თა­მა­რის სა­ხა­რე­ბის მი­ნა­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, რომ დე­დოფ­ლის კა­რის ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ბაწ­მინ­დის შავმთუ­რი ტი­პი­კო­ნით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.აჯა იბ ად-დუ­ნი­ას აღ­წე­რით, კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­მე­ფო სა­სახ­ლეს მრა­ვა­ლი კოშ­კი ჰქონ­და და­ტა­ნე­ბუ­ლი, ძირს კი ძა­ლი­ან ახ­ლოს წყა­ლი ჩა­უ­დი­ო­და. შავ­თე­ლის ცნო­ბით, თა­ღე­ბით შემ­კულ დი­დე­ბულ სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში, რო­მე­ლიც “აზ­მა­თა” მი­ხედ­ვით “ყოვ­ლი­თურთ სა­მო­თხი­სა მსგავ­სია”, უამ­რა­ვი ბაღი (“მტილ-სა­მო­თხე­ნი”) და აუზი (ავა­ზა­ნი) იყო, აჯა იბ ად-დუ­ნია ქა­ლაქ­ში სხვა “სი­კე­თით სავ­სე ბა­ღებ­ზეც” ლა­პა­რა­კობს.სპარ­სე­ლი გე­ოგ­რა­ფის, ჰამ­დალ­ლაჰ ყაზ­ვი­ნის ცნო­ბით ირ­კვე­ვა, რომ აბხა­ზის (სა­ქარ­თვე­ლოს) მე­ფის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ნი­მუმ ორ­ჯერ მეტი იყო თა­ნად­რო­უ­ლი ინ­გლი­სი­სა და საფ­რან­გე­თის მე­ფის შე­მო­სა­ვალ­ზე.სა­ნამ რუ­მის სულ­თა­ნი რუქნ-ად-დინი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ლაშ­ქრებ­და, რუ­მის იმ­პე­რი­ა­ში იყო დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი.

იბნ ბიბი გად­მოგ­ვცემს, რომ ხალ­ხს სულ­თა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ზე ლაშ­ქრო­ბით აი­მე­დებ­და, რაც “ური­ცხვ ნა­დავლს” მო­ი­ტან­და:”ღმრთი­სა­გან აღ­თქმუ­ლი ური­ცხვი ნა­დავ­ლი(ს) (შოვ­ნა), აღ­სრულ­დე­ბა აბხა­ზის და­მორ­ჩი­ლე­ბით”. ასე, დიდი იმ­პე­რია ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლოს და­ლაშ­ქვრით გეგ­მავ­და, რომ­ლის სიმ­დიდ­რე­ზე ლე­გენ­დე­ბი არა მხო­ლოდ მახ­ლო­ბელ რუ­მამ­დე, შო­რე­ულ გერ­მა­ნი­ამ­დეც კი აღ­წევ­და. “პარ­ცი­ფალ­ში” (XII სა­უ­კუ­ნის სა­რა­ინ­დო რო­მა­ნი) ლა­პა­რა­კია კავ­კა­სი­ის დიდ სა­მე­ფო­ზე (“ტრი­ბა­ლი­ბო­თი”), ოქ­როს მთებ­ზე, დი­დე­ბულ ოქ­რო­ქ­სო­ვი­ლებ­სა და ბრწყინ­ვა­ლე დე­დო­ფალ­ზე.ერთი უც­ნო­ბი წყა­რო­დან, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან მო­ვი­პო­ვე, ირ­კვე­ვა, რომ ჯვა­როს­ნე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­დის და­უბ­რუ­ნებ­და ქრის­ტი­ა­ნებს მუს­ლიმ­თა­გან და­პყრო­ბილ იე­რუ­სა­ლიმს - ღე­გი­ნა Pოტენ­ტი­სი­მა თა­მარ (“დე­დო­ფა­ლი ძლე­ვა­მო­სი­ლი თა­მა­რი”), რო­გორც პრეს­ვი­ტერ იო­ა­ნეს მემ­კვიდ­რე. ამის მერე გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, თუ რა­ტომ მო­ი­თხოვ­და სა­ლა­დი­ნი “ფი­ცის წიგნ­ში” თა­მა­რის­გან პი­რო­ბას, რომ მის ტე­რი­ტო­რი­ებს არ და­ი­პყრობ­და. თეთრყირ­მი­ზი, ლურჯთ­ვა­ლე­ბა თა­მა­რი, ლურ­ჯი პორ­ფი­რი­თა და ზმი­რის­თვლი­ა­ნი ოფა­ზის მა­ღა­ლი გვირ­გვი­ნით, თა­ვი­სი მწიგ­ნობ­რე­ბი­სა და კა­რის ბრწყინ­ვა­ლე პო­ე­ტე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე­თა შე­ფა­სე­ბით “სწავ­ლის ებ­გუ­რია (გუ­შა­გი)”.გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
>
0

წარმოიდგინეთ რას გაუძლო ამ ქვეყანამ რომ იმ ძლიერების ეპოქაში როდესაც კულტურა და ეკონომიკა ყვაოდა როდესაც ევროპის დიდ ქვეყნებზე ბევრად წინ წაიწია საქართველომ დავიჯერო მხატვრობა ისე არ იყო განვითარებული რომ თამარის ნორმალურიო პორტრეტი შემოგვრჩენოდა, არა მხოლოდ ფრესკული არამედ როგორც ნახატი. მაგრამ დარწმუნებული ვარ შემოსევებმა და ავბედობამ გაანადგურა ყველაფერი ღირებული, თემურლენგის შემოსევისას უმდიოდრესი ბიბლიოთეკა წაუღიათ თბილისიდან და ვინ იცის რამდენი ნახატი და სხვა სიმდიდრეც თან გააყოლეს.

საფლავი რომ იყოს ნაპოვნი თავის ქალით აღადგენდნენ მის სახეს მაგრამ აბა ეგეც არ ჩანს ჯერ-ჯერობით.

 

ნოდარი
5

ქერაც ხომ არ იყო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თამარს ლურჯი თვალები უნდა ჰქონოდა, "ტანი ზომიერი", სახე თეთრყირმიზი - რას მოგვითხრობენ წყაროები მეფე თამარისა და მისი ბრწყინვალე კარის შესახებ

თამარს ლურჯი თვალები უნდა ჰქონოდა, "ტანი ზომიერი", სახე თეთრყირმიზი - რას მოგვითხრობენ წყაროები მეფე თამარისა და მისი ბრწყინვალე კარის შესახებ

თამარ მეფისა და მისი კარის შესახებ ცნობები ამოკრებილია სხვადასხვა წყაროდან თუ ზეპირსიტყვიერი გადმოცემებიდან, რომლებიც შემოგვინახეს როგორც ქართველმა, ისე ევროპელმა და ახლოაღმოსავლელმა ავტორებმა.

თამარ მეფე ვისაც ნანახი არ ჰყავდა, ერთი მისი თანამედროვის თქმით, დაბადებიდან ბრმად უნდა ჩათვლილიყო...

წყაროთა თანახმად, თამარს ლურჯი თვალები ჰქონდა, იყო “გრემანთუალითა”, საბას დროს გრემანს ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა - “[თუალნი] არც შავნი და ცხოვართა ფერი”, მაგრამ XII-XIII საუკუნეებში ის აღნიშნავდა “თუალსაზღუებრ ლურჯსა”. ალბათ ამიტომ წერს თამარის მეორე ისტორიკოსიც, რომ დედოფალს ჰქონდა “თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი”. ის არცთუ ისე მაღალი ტანისა ყოფილა (“ტანი ზომიერი”), ჰქონია თეთრი პირისახე, მაგრამ ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული (“ღაწუთავარდებრივ ფეროვნება”, “ღაწუნივარდოვანნი”), იმავეს წერს ჩახრუხაძეც (“ღაწვმწყაზარი”), თითქოს მორცხვი გამოხედვა ჰქონდა, თუმცა მხიარული პირისახე აღბეჭდილი იყო სილაღით (იმავეს წერს ჩახრუხაძე - “მზე მცინარი, საჩინარი”), მაგრამ მეფეს ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვეოდა (“ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე”, დაახლოებით ამავეს წერს ჩახრუხაძეც), ეს სიმტკიცე გააფთრებადაც შეიძლება ქცეულიყო და “მოეწვა და მოეოხრებინა ურჩნი მეფობისა მისისა” საკუთრივ საქართველოშიც, როგორც ეს ფხოვში გააკეთა, რის გამოც ბოლო დრომდე ფხოვურ/ხევსურულ გადმოცემებში თამარი ლამის ეშმაკეულ, ავ დედაკაცად მიიჩნეოდა. ამ უზადოდ მაღალმხატვრული დახასიათებით მეფექალის თანამედროვე ავტორმა “ხატი თამარისი ზედამიწევნულად აღძეგლა”. მეფექალისვე თანამედროვეებს მისი მომთენთავი სინაზის წინაშე მუხლები ეკვეთებოდათ, უმშვენიერესი დედოფალი იყო “მგუემელ კდემითა”, მისი ნაკვთებისა და მანერების სინატიფე ორლესული მახვილივით წამახული იყოო.

XII-XIII საუკუნეში მუსლიმი სულთნები საქართველოს ძლევამოსილ მეფეებს უამრავ ეგზოტიკურ საჩუქარს, მათ შორის ცხოველებსაც ჩუქნიდნენ, სპილოებისა და ლომების ჩათვლით (ალა-ად-დინი, აღსართანი). შამქორის ომში კი დავლად ქართველებს ორმოცი ავაზაც დარჩათ. თამარზე შეყვარებულმა შარვანშამ ლომის ბოკვერი გამოგზავნა, პატარა ბოკვერი დედოფლის კალთაში გაიზარდა... დღესაც ბევრს ჰყავს მოშინაურებული ლომი, საერთოდ ისინი პატრონისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევიან ხოლმე.წყაროების გადმოცემით, ბოკვერი გაზრდის შემდეგ ისეთი თავზარდამცემი გახდა, რომ “შესახედადაც ზარია”, დედოფალს ფესუედს (ფესვედი - ქალის გრძელი სამოსელი) ულოკავდა და როდესაც ჯაჭვით უკან გაზიდავდნენ, შემზარავად ღრიალებდა. თანამედროვეები ამ შთამბეჭდავ სანახაობაში მრავლისმეტყველ სახეს ხედავდნენ იმისას, თუ როგორ დნებოდა დედოფლის წინაშე უძრავი გულიც, იდრიკებოდა ამპარტავანი ქედი და მგლის მუხლიც იჩოქებდა.

თამარ მეფე. ყინწვისის ფრესკათამარის ოთხი ფრესკული გამოსახულებიდან პორტრეტული არც ერთი არ არის, ქალის აქ გამოსახული სახე - პირმრგვალი, წარბებგადაბმული, პატარა ტუჩებით, ერთგვარი კლიშეა შუა საუკუნეების აღმოსავლელი ლამაზი ქალისა და მისი სხვადასხვა ვარიაციის ნახვა უამრავ ძველ ქართულ ხელნაწერშია შესაძლებელი. მაგრამ თამარის თანამედროვე საქართველოში მრავალი ნიჭიერი, ანტიკური ფილოსოფიური და მხატვრული მემკვიდრეობის მცოდნე, მხატვრულ სიტყვას საფუძვლიანად დაუფლებული ფართო წარმოსახვისა და თვალსაწიერის მქონე ავტორი წერდა, მათ თამარის ფიზიკური თვისებები და მასში გამოხატული სულიერი მხარეები თავიანთ შემოქმედებაში ნიჭიერად ასახეს.ის იყო საშუალო სიმაღლის, თეთრი სახის, ლურჯთვალება, ღაწვებშეფაკლული, მორცხვი მზერის, მაგრამ სახენათელი ქალი, შემოსილი იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ქსოვილისგან (იბნ ისფანდიარი) ნამზადი, ყინწვისის ლაჟვარდისფერი (თავის თვალებივით) საიმპერატორო პორფირით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოფაზის, ანუ ბაჯაღლო ოქროს მაღალი გვირგვინით. მასში ჩასმული ზმირისა (ზურმუხტის) და სმარაგდის თვლები მწვანე შუქს ღვრიდნენ. აღზევებულიყო მაღალ სამეფო ტახტზე, რომლის “კედელ-ყურენი” ფიქლით იყო შეძერწილი, მასში ელვარე სარდიონი, ხურუმზი, ბივრილიონი და ლიგვირიონი იყო “ურთიერთს შთათხზილი” (იოანე შავთელი), რომელთა გამოც ტახტი ძვირფასი ქვების წარმტაცი ფერადოვნებით ციალებდა.სარდიონი და ბივრილიონი იყო “თუალი ნაკვერცხლის ფერი, რომელსა აქუნდა ღამე ცეცხლებრიველვარებაი”. ამიტომ შავთელი წერს, რომ მეფის იგავმიუწვდომელი ტახტი თვალისმომჭრელად ელავდა, მასზე დაბრძანებული სახენათელი დედოფლის თვითმხილველები გადმოგვცემენ:

გეგუთის სასახლესთან დამონტაჟებულ მინის კონსტრუქციაზე გრაფიკული გამოსახულებაა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით აღიქვას“უგავს ელობა კრონოს ციერსა”. ალ ჰუსაინი საუბრობს საქართველოს (“აბხაზის”) მეფის ოქროს მაგიდებზე, სინებზე, თეფშებსა და ფიალებზე, რითაც მეფე სადილობდა (შავთელი ახსენებს უძვირფასესი ალისფერი ბადახშის სასადილო ჭურჭელსაც), ვერცხლის გეჯებზე, რითაც მისი ცხენები წყალს სვამდნენ, მეფის ხაზინაზე - სავსეზე დიდძალი მარგალიტით, სარდიონითა და მარჯნით, “როგორზეც ალაჰმა ილაპარაკა ყურანში და როგორსაც მორწმუნეებს შეპირდა სამოთხეში”.მეფის სამლოცველო სავსე ყოფილა ბაჯაღლო ოქროს, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ჯვრებით, ოქროსყდიანი და ძვირფასთვლიანი სახარებებით, “რომლის მსგავსიც არსად იყო და რომლის ფასიც არავინ იცოდა”. თამარის სახარების მინაწერიდან ირკვევა, რომ დედოფლის კარის ეკლესიაში საბაწმინდის შავმთური ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.აჯა იბ ად-დუნიას აღწერით, კეთილმოწყობილ სამეფო სასახლეს მრავალი კოშკი ჰქონდა დატანებული, ძირს კი ძალიან ახლოს წყალი ჩაუდიოდა. შავთელის ცნობით, თაღებით შემკულ დიდებულ სამეფო სასახლეში, რომელიც “აზმათა” მიხედვით “ყოვლითურთ სამოთხისა მსგავსია”, უამრავი ბაღი (“მტილ-სამოთხენი”) და აუზი (ავაზანი) იყო, აჯა იბ ად-დუნია ქალაქში სხვა “სიკეთით სავსე ბაღებზეც” ლაპარაკობს.სპარსელი გეოგრაფის, ჰამდალლაჰ ყაზვინის ცნობით ირკვევა, რომ აბხაზის (საქართველოს) მეფის შემოსავალი მინიმუმ ორჯერ მეტი იყო თანადროული ინგლისისა და საფრანგეთის მეფის შემოსავალზე.სანამ რუმის სულთანი რუქნ-ად-დინი საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრებდა, რუმის იმპერიაში იყო დიდი ეკონომიკური კრიზისი.

იბნ ბიბი გადმოგვცემს, რომ ხალხს სულთანი საქართველოზე ლაშქრობით აიმედებდა, რაც “ურიცხვ ნადავლს” მოიტანდა:”ღმრთისაგან აღთქმული ურიცხვი ნადავლი(ს) (შოვნა), აღსრულდება აბხაზის დამორჩილებით”. ასე, დიდი იმპერია ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას საქართველოს დალაშქვრით გეგმავდა, რომლის სიმდიდრეზე ლეგენდები არა მხოლოდ მახლობელ რუმამდე, შორეულ გერმანიამდეც კი აღწევდა. “პარციფალში” (XII საუკუნის სარაინდო რომანი) ლაპარაკია კავკასიის დიდ სამეფოზე (“ტრიბალიბოთი”), ოქროს მთებზე, დიდებულ ოქროქსოვილებსა და ბრწყინვალე დედოფალზე.ერთი უცნობი წყაროდან, რომელიც ახლახან მოვიპოვე, ირკვევა, რომ ჯვაროსნები ელოდებოდნენ, როდის დაუბრუნებდა ქრისტიანებს მუსლიმთაგან დაპყრობილ იერუსალიმს - ღეგინა Pოტენტისიმა თამარ (“დედოფალი ძლევამოსილი თამარი”), როგორც პრესვიტერ იოანეს მემკვიდრე. ამის მერე გასაგები ხდება, თუ რატომ მოითხოვდა სალადინი “ფიცის წიგნში” თამარისგან პირობას, რომ მის ტერიტორიებს არ დაიპყრობდა. თეთრყირმიზი, ლურჯთვალება თამარი, ლურჯი პორფირითა და ზმირისთვლიანი ოფაზის მაღალი გვირგვინით, თავისი მწიგნობრებისა და კარის ბრწყინვალე პოეტების გარემოცვაში, თანამედროვეთა შეფასებით “სწავლის ებგურია (გუშაგი)”. გააგრძელეთ კითხვა