პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ" - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული
"არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ" - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული

ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 9 პი­რი­დან ბრალს არ­ცერ­თი აღი­ა­რებს. მო­სა­მარ­თლე თა­მარ მჭედ­ლიშ­ვი­ლის კი­თხვა­ზე, ცნობს თუ არა თავს დამ­ნა­შა­ვედ, "გრინ­სერ­ვის+“-ის და­კა­ვე­ბულ­მა დი­რექ­ტორ­მა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

"არც მე და არც სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს არ ვცნობთ დამ­ნა­შა­ვედ",- გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

  • მო­სა­მარ­თლის აღ­ნიშ­ნულ კი­თხვა­ზე და­ნარ­ჩენ­მა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მაც იგი­ვე პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რეს, ერ­თმა, გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვილ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს.

ამას­თან, დაც­ვის მხა­რემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, რომ მო­სა­მარ­თლეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა არ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა და არც მათი ში­ნა­არ­სი გა­ეჟ­ღე­რე­ბი­ნა. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლებს გა­ნუ­მარ­ტა, რომ დღე­ვან­დე­ლი სხდო­მა ამას არც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

ცნო­ბის­თვის, 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად, 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი მო­ზარ­დი - ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძე კი და­შავ­და. მე­ფა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე 9 პი­რია ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ნა­წილ მათ­განს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა და­უმ­ძი­მა. კერ­ძოდ, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ - "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის დი­რექ­ტორს, ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს უხა­რის­ხო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და ორი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 251-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლი), ასე­ვე ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტი)."გრინ­სერ­ვი­სი+“-ის თა­ნამ­შრო­მელს დევი კა­ხო­ი­ძეს - ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 25,362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტი) და "მშენ-ექ­სპერ­ტი“-ს დი­რექ­ტორს ნუგ­ზარ ქი­ტი­აშ­ვილ­სა და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ექ­სპერტს და­ვით თუ­შიშ­ვილს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტი).

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
2

თქვენი არა, ფარადეის ბრალია, დენი რომ გამოიგონა.

დათო
0

გრინსერვის+ იყო ტენდერში გამარჯვებული,ე.ი.პასუხისმგებელიც.არადა ტენდერებს ახუტებენ მერიაში ჯერ დაბალ ფასად,მერე ხელახალ გადათვლას აკეთებენ და უმატებენ მილიონებს და გემრიელადაც აბრუნებს ,,ატკატებს,, და ამ დროს მუშახელი და სპეციალისტები არ ყავთ და ზოგს ელიავადან ქირაობენ და ზოგს დასაქმების საიტებიდან.ასეთ კომპანიას აძლევენ ტენდერებს?რატომ ალბათ იმიტომ რომ გაყოფა კარგად იციან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ" - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული

"არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ" - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, "გრინსერვის+“-ის დაკავებულმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

"არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ",- განაცხადა ფურცხვანიძემ.

  • მოსამართლის აღნიშნულ კითხვაზე დანარჩენმა ბრალდებულებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს, ერთმა, გიორგი ვახტანგაშვილმა კი აღნიშნა, რომ ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

ამასთან, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ მოსამართლეს ბრალდებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება არ გაეზიარებინა და არც მათი შინაარსი გაეჟღერებინა. მოსამართლემ ბრალდებულებს განუმარტა, რომ დღევანდელი სხდომა ამას არც ითვალისწინებდა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).