ავტორი:

"მღვდლობისთვის ვემზადებოდი, როცა გია ჭანტურია გავიცანი და..." - დიზაინერობიდან ადვოკატობამდე: შალვა ხაჭაპურიძის მრავალფეროვანი პროფესიები და პირადი ცხოვრება

"მღვდლობისთვის ვემზადებოდი, როცა გია ჭანტურია გავიცანი და..." - დიზაინერობიდან ადვოკატობამდე: შალვა ხაჭაპურიძის მრავალფეროვანი პროფესიები და პირადი ცხოვრება

არაერთი ხმაურიანი საქმის ადვოკატი ახლა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის იბრძვის. ამ საქმეში მისი მონაწილეობა ბევრისთვის გასაკვირი იყო და ეს დიდი განსჯის საგანი გახდა. მას ძველი განცხადებები შეახსენეს კიდეც, როცა იმ რეჟიმს ებრძოდა და პირადად სააკაშვილის დასჯას ითხოვდა. დღეს კი თვლის, რომ ამ საქმეში მისი ჩართვა სწორი ნაბიჯი იყო და ამ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის დაცვაზე უარს ვერ იტყოდა.

ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილ ბიჭს ძალზე საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი. ალბათ ბევრმა არც იცის, რომ შალვა ხაჭაპურიძის პირველი პროფესია მოდისა და დიზაინის სპეციალობა იყო. მას შემდეგ პროფესია ბევრჯერ შეიცვალა და საბოლოოდ არჩევანი იურისტობაზე შეაჩერა.

- საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ, სამოდელო სასწავლებელიც დაგიმთავრებიათ.

- ქუთაისელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. ქუთაისის პირველი გიმნაზია წარჩინებით დავამთავრე, რომელიც ფაქტობრივად სკოლა-მუზეუმია. აკაკი წერეთლის მერხთან ვიჯექი. ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოდისა და დიზაინის სასწავლებელში ჩავაბარე და ისიც წარჩინებით დავამთავრე. დედაჩემი მოდის თემით იყო დაინტერესებული, ამ პროფესიით მუშაობდა და მეც დამაინტერესა. სწავლის პარალელურად პრაქტიკასაც გავდიოდი, საინტერესო ადამიანებიც გავიცანი. ჩემი ბევრი კურსელი დღეს საზღვარგარეთ მუშაობს... შემდეგ სამხედრო აკადემიაში ჩავაბარე, ერთი წელი ვიყავი იქ და მერე წამოვედი. გია ყარყარაშვილი და ბევრი ცნობილი გენერალი გახლდათ ჩემი კურსელი.

შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რუსეთში წავედი. იქაც ბევრი მეგობარი გავიჩინე, გადასარევი ქართველები. მერე მოსკოვში, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, სადაც ვისოცკი, ვიქტორ ცოი და ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი, რომლებიც დისიდენტებად ითვლებოდნენ. სამსახიობო დიდად არ მომეწონა... საქართველოში რომ დავბრუნდი, სასულიერო სემინარიაში ჩაბარება გადავწყვიტე. ჩემი წინაპრები ყველანი სასულიერო პირები იყვნენ, ბაბუა მღვდელი გახლდათ, მეც ამისთვის ვემზადებოდი და ამ დროს ცხონებული გია ჭანტურია გავიცანი, დავმეგობრდი მამუკა გიორგაძესთან და ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ იურისტები არ მიდიოდნენ პოლიტიკაში, ძალოვან სტრუქტურებში იყვნენ. გია ჭანტურიამ მითხრა, იურისტი არ მყავს და მოდი, იურიდიულზე ჩააბარეო. ასეც მოვიქეცი. მესამე კურსზე ვიყავი, როცა შევარდნაძე ჩამოვიდა საქართველოში და იურიდიული ფაკულტეტის დეკანს სთხოვა, ახალგაზრდა იურისტი კონსულტანტი მჭირდება, ჩემთან რომ იმუშაოსო და მე გამიწიეს რეკომენდაცია - ასე აღმოვჩნდი სახელმწიფო მეთაურის იურისტ-კონსულტანტად.

- როგორ გაიხსენებთ შევარდნაძესთან მუშაობის წლებს?

- იურისტ-ექსპერტად ვიყავი იმელის შენობაში და ეს დიდი გამოცდილება იყო. პოლიტიკოსების უმეტესობა იქ გავიცანი. შევარდნაძესთან მიწევდა ურთიერთობა. ძალიან ყურადღებიანი იყო, შენს აზრს ისმენდა და ანალიზსაც ძალიან სწრაფად აკეთებდა. ჩვენ კანონებზე ვმუშაობდით, ჯგუფი იყო შექმნილი და ვამუშავებდით სხვადასხვა საკითხს. ამ წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო ადამიანთან მქონია ურთიერთობა. ვიცნობდი თემურ ქორიძეს, ზვიად გამსახურდიას... ბევრი ნიჭიერი ადამიანი იყო ჩვენ გვერდით. აფხაზეთში ჩასვლამ ომის დროს მომიწია, სადაც მეგობარი დაგვეღუპა. დიდი მეომარი არ ვიყავი, უფრო იურიდიულ საკითხებში ვეხმარებოდი ეროვნულ- დემოკრატიულ პარტიას.

შალვა ხაჭაპურიძე მეუღლესთან ერთად

- მერე სამუშაოდ ქუთაისის პროკურატურაში წახვედით.

- უნივერსიტეტში სწავლისას ძალიან მომწონდა ჩემი მასწავლებელი თამაზ ჭუმბურიძე, რომელიც ქუთაისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გახლდათ. მსგავსი პრაქტიკოსი იურისტი არ მინახავს. მისი სკოლა მინდოდა გამევლო და ქუთაისში წავედი. ჯამლეთ ბაბილაშვილი იყო მაშინ გენერალური პროკურორი და გაუკვირდა, ქუთაისი რომ ავირჩიე, თბილისში დარჩენას მთავაზობდა... ერთი წლის დანიშნული ვიყავი, 30-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელობა რომ ჩამაბარეს. გამოვიძიე სამანიშვილების ბანდის ხმაურიანი საქმე. გააგრძელეთ კითხვა

ნახეთ ასევე: