საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჩავიდა ალსან ბჟანია პუტინთან - რა მოლოდინებია აფხაზეთში: "რუსეთი რეგიონში ახალი ნაბიჯებისთვის ემზადება"
რატომ ჩავიდა ალსან ბჟანია პუტინთან - რა მოლოდინებია აფხაზეთში: "რუსეთი რეგიონში ახალი ნაბიჯებისთვის ემზადება"

21 თე­ბერ­ვალს, შე­საძ­ლოა, პუ­ტინ­მა აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში, რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის მო­თხოვ­ნით, რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­დოს. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი, რუ­სულ მე­დი­ა­ში ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და. ამის გარ­შე­მო სა­უბ­რობ­დნენ რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რო­მელ­თა ერთი ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, სან­ქცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში ისე­დაც და­სუს­ტე­ბულ რუ­სეთს, კი­დევ და­მა­ტე­ბით ორი, ღა­რი­ბი რე­გი­ო­ნე­ბის "გა­მობ­მა" სა­სი­კე­თოს ვე­რა­ფერს მო­უ­ტანს.

რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მი­ი­ღეს, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში. ოსე­ბი და მათი ლი­დე­რი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თა­ვად ითხოვ­დნენ რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბას, რა­ზეც კრემ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა. აფხა­ზე­ბის თქმით კი, მათ არა­ერ­თხელ და­ა­ფიქ­სი­რეს თა­ვი­ან­თი პა­სუ­ხი, რო­მელ­შიც თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტეს - აფხა­ზე­თი რუ­სეთს აღიქ­ვამს რო­გორც პარტნი­ორს და მას­თან შე­ერ­თე­ბას არ გა­ნი­ხი­ლავს, არც არას­დროს გა­ნი­ხი­ლავ­და...

აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლი ში­შობს, რომ სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ას­ლან ბჟა­ნი­ას, სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გავ­რცელ­და ვერ­სი­ე­ბი, რომ რუ­სე­თი, მა­თი­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, რე­გი­ონ­ში ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

  • აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, შე­საძ­ლოა, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ზა­დე­ბა აფხა­ზე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია - მათ რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბა არ სურთ...

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა სერ­გეი შამ­ბა­მაც.

"რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­მიგ­ზავ­ნეს რა­ღაც გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ურ­კვე­ველ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით. სი­მარ­თლე გი­თხრათ, აქამ­დე ამის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია, თუმ­ცა ახლა ვგრძნობ, რა­ღაც პა­სუ­ხი მა­ინც სა­ჭი­როა. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ეს­მო­დეს, რომ ამას რე­ა­ლო­ბას­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო. მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი ასე არ წყდე­ბა, წა­ვი­და პრე­ზი­დენ­ტი, ჩა­მო­ვი­და და რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვართ?.. ის იქ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში ჰქონ­და შეხ­ვედ­რა. მსგავ­სი შეხ­ვედ­რა მეც მაქვს და­გეგ­მი­ლი, რად­გან ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ერ­თობ­ლივ გეგ­მას ვამ­ზა­დებთ. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ვერ წა­ვალთ, ეს არის ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გან­ხილ­ვა" - აცხა­დებს შამ­ბა.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე, შე­საძ­ლოა, ექ­სპერ­ტე­ბის დო­ნე­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს ახა­ლი ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის სა­კი­თხე­ბი, რაც არ ნიშ­ნავს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­კარ­გვას. თუმ­ცა, რუ­სე­თის მხრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა...

აფხა­ზე­ბის უარ­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სულ მე­დი­ა­ში, ინ­ტენ­სი­უ­რად ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი "ის­ტო­რი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტის პარ­ტია "სა­მარ­თლი­ა­ნი რუ­სე­თის" წევ­რის, დმიტ­რი კუზ­ნე­ცო­ვის კო­მენ­ტა­რი, სა­დაც ის იმე­დოვ­ნებს, რომ "ძა­ლი­ან მალე გა­და­წყდე­ბა რუ­სე­თის­თვის ბე­ლა­რუ­სის შე­ერ­თე­ბის, ასე­ვე რუ­სეთ­თან აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მი­ერ­თე­ბის სა­კი­თხი..."

ეკა­ტე­რინ­ბურ­გის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო URA.RU-ს მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში, ავ­ტო­რი ან­ტონ არ­ტე­მო­ვი წერს, რომ პუ­ტი­ნის გზავ­ნი­ლებ­ში სამი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ელო­დე­ბი­ან...

არ­ტე­მო­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ შეხ­ვედ­რის შე­დე­გად ელო­დე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი ამ სამი ქვეყ­ნის რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბით დას­რულ­დე­ბა... გა­ნი­ხი­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი, მათ შო­რის, ახა­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­არ­სე­ბა. სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბის თქმით, და­წყე­ბუ­ლია მზა­დე­ბა სამმხრი­ვი კავ­ში­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა, აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი...

აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სის, თენ­გიზ ჯო­პუ­ას თქმით, აფხა­ზე­თის ნე­ბის­მი­ერ, მსხვილ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, აფხა­ზურ ეთ­ნოსს აღ­რე­ვა ემუქ­რე­ბა.

"ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი უნდა იყოს... პი­რა­დად მე, წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, აფხა­ზე­თის სად­მე შეს­ვლის. საკ­მა­რი­სად მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან და არა­ვი­თა­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ დგას მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­დეთ" - ამ­ბობს ჯო­პუა.

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია სა­ხალ­ხო ერ­თი­ა­ნო­ბის ფო­რუ­მის ლი­დე­რის ას­ლან ბარ­ცი­ცის თქმით, აფხა­ზე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და სხვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტებ­ში არის პუნ­ქტი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

"ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ამ სის­ტე­მის დარ­ღვე­ვის ან შეც­ვლის­კენ, არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი. აფხა­ზეთ­მა გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი და ამის შეც­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა" - აცხა­დებს ბარ­ცი­ცი.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
4

ჯერ არა მაგრამ თუ რუსეთი ასეთ იდიოტურ ნაბიჯს გადადგავს,ყოველგვარ ურთიერთობაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება.

!!
27

"აბა ომი გინდათ"?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რატომ ჩავიდა ალსან ბჟანია პუტინთან - რა მოლოდინებია აფხაზეთში: "რუსეთი რეგიონში ახალი ნაბიჯებისთვის ემზადება"

რატომ ჩავიდა ალსან ბჟანია პუტინთან - რა მოლოდინებია აფხაზეთში: "რუსეთი რეგიონში ახალი ნაბიჯებისთვის ემზადება"

21 თებერვალს, შესაძლოა, პუტინმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთთან შეერთების მოთხოვნით, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გამოაცხადოს. ამის შესახებ ცნობები, რუსულ მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა. ამის გარშემო საუბრობდნენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები, რომელთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, სანქციების პირობებში ისედაც დასუსტებულ რუსეთს, კიდევ დამატებით ორი, ღარიბი რეგიონების "გამობმა" სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობები განსხვავებულად მიიღეს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ოსები და მათი ლიდერი, რამდენიმე თვის წინ, თავად ითხოვდნენ რუსეთთან შეერთებას, რაზეც კრემლის ადმინისტრაციამ უარყოფითი პასუხი გასცა. აფხაზების თქმით კი, მათ არაერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პასუხი, რომელშიც თავიანთი პოზიცია მკაფიოდ გამოხატეს - აფხაზეთი რუსეთს აღიქვამს როგორც პარტნიორს და მასთან შეერთებას არ განიხილავს, არც არასდროს განიხილავდა...

აფხაზების ნაწილი შიშობს, რომ სწორედ ამას ემსახურება ასლან ბჟანიას, სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გამგზავრება. მოსახლეობაში გავრცელდა ვერსიები, რომ რუსეთი, მათივე ხელმძღვანელობასთან ერთად, რეგიონში ახალი ნაბიჯებისთვის ემზადება.

  • აფხაზი პოლიტიკოსის თქმით, შესაძლოა, მიმდინარეობს მოსახლეობის შემზადება აფხაზეთის რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზეთის მოსახლეობის პოზიცია უცვლელია - მათ რუსეთთან შეერთება არ სურთ...

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამაც.

"რამდენჯერმე გამომიგზავნეს რაღაც განცხადებები გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით. სიმართლე გითხრათ, აქამდე ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ახლა ვგრძნობ, რაღაც პასუხი მაინც საჭიროა. ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ამას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. მსგავსი საკითხები ასე არ წყდება, წავიდა პრეზიდენტი, ჩამოვიდა და რუსეთის შემადგენლობაში ვართ?.. ის იქ სამუშაო ვიზიტით იმყოფება. უშიშროების საბჭოში ჰქონდა შეხვედრა. მსგავსი შეხვედრა მეც მაქვს დაგეგმილი, რადგან ღონისძიებების ერთობლივ გეგმას ვამზადებთ. ერთადერთი, რაზეც ვერ წავალთ, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის განხილვა" - აცხადებს შამბა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, შესაძლოა, ექსპერტების დონეზე განიხილებოდეს ახალი ევრაზიული კავშირის საკითხები, რაც არ ნიშნავს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვას. თუმცა, რუსეთის მხრიდან კონკრეტული ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა...

აფხაზების უარყოფის მიუხედავად, რუსულ მედიაში, ინტენსიურად ვრცელდება სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებები "ისტორიულ გადაწყვეტილებასთან" დაკავშირებით.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, არსებობს სახელმწიფო დუმის დეპუტატის პარტია "სამართლიანი რუსეთის" წევრის, დმიტრი კუზნეცოვის კომენტარი, სადაც ის იმედოვნებს, რომ "ძალიან მალე გადაწყდება რუსეთისთვის ბელარუსის შეერთების, ასევე რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხი..."

ეკატერინბურგის საინფორმაციო სააგენტო URA.RU-ს მიერ მომზადებულ სტატიაში, ავტორი ანტონ არტემოვი წერს, რომ პუტინის გზავნილებში სამი ქვეყნის გაერთიანებას ელოდებიან...

არტემოვი ირწმუნება, რომ პოლიტიკური ანალიტიკოსები ამ შეხვედრის შედეგად ელოდებიან, რომ ყველაფერი ამ სამი ქვეყნის რუსეთთან მიერთებით დასრულდება... განიხილება, რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ახალი საბჭოთა კავშირის დაარსება. სხვა პოლიტიკური მიმომხილველების თქმით, დაწყებულია მზადება სამმხრივი კავშირის შესახებ, რომელშიც იგულისხმება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი...

აფხაზი პოლიტიკოსის, თენგიზ ჯოპუას თქმით, აფხაზეთის ნებისმიერ, მსხვილ გაერთიანებაში შესვლის შემთხვევაში, აფხაზურ ეთნოსს აღრევა ემუქრება.

"ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულება დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს... პირადად მე, წინააღმდეგი ვარ, აფხაზეთის სადმე შესვლის. საკმარისად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და არავითარი აუცილებლობა არ დგას მოკავშირე სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდეთ" - ამბობს ჯოპუა.

პოლიტიკური პარტია სახალხო ერთიანობის ფორუმის ლიდერის ასლან ბარციცის თქმით, აფხაზეთის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში არის პუნქტი სახელმწიფო სისტემის ხელშეუხებლობის შესახებ.

"ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება ამ სისტემის დარღვევის ან შეცვლისკენ, არის სისხლის სამართლის დანაშაული. აფხაზეთმა გააკეთა არჩევანი და ამის შეცვლა არ შეიძლება" - აცხადებს ბარციცი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"