Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"გზავნილი გვაქვს "ქართული ოცნებისთვის" - მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით" - კუბილიუსი
"გზავნილი გვაქვს "ქართული ოცნებისთვის" - მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით" - კუბილიუსი

ჩვენ გზავ­ნი­ლი გვაქვს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ - ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ვამ­ბობთ, რომ თქვენ ვერ მი­ი­ღებთ ამ სტა­ტუსს, თუ არ ითა­მა­შებთ ჩვე­ნი წე­სე­ბით , - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა გა­ნა­ცხა­და.

კუ­ბი­ლი­უს­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლია ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და თუკი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­აგ­რძე­ლებს იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ, აშ­კა­რა იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არ ას­რუ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რაც გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ სტა­ტუს­ზე.

"ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ არის გა­მო­ხა­ტუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პო­ზი­ცია. ეს არ არის ცალ­კე­უ­ლი წევ­რე­ბის რე­ზო­ლუ­ცია. ამა­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლია ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა რე­ზო­ლუ­ცია შე­ე­ხე­ბა ჩვენს წუ­ხილს და შეშ­ფო­თე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ხდე­ბა.

ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის ყოლა, რო­გო­რიც არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, არის ტეს­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის, რა მოხ­დე­ბა მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ჩვენ გზავ­ნი­ლი გვაქვს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, თუ ისი­ნი გა­აგ­რძე­ლე­ბენ ამ პო­ზი­ცი­ას და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ, ჩვენ­თვის იქე­ბა აშ­კა­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არ ას­რუ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ მე­ხუ­თე პუნ­ქტი, სა­დაც ხაზ­გას­მუ­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რომ თუ გაგ­რძელ­დე­ბა მთავ­რო­ბის მიერ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ეს გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ სტა­ტუს­ზე. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და მმარ­თვე­ლი პარ­ტია გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რა შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა, თუ ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ას არ მი­ი­ღე­ბენ მხედ­ვე­ლო­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პო­ზი­ცი­ას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა. ეს იქ­ნე­ბა გზავ­ნი­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი­სა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­მართ და მე მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი მი­ი­ღოს ამ სა­კი­თხის გა­და­საჭ­რე­ლად" , - აცხა­დებს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ზე "ზე­წო­ლას გა­აგ­რძე­ლე­ბენ".

"ეს არის ძა­ლი­ან მკა­ფიო ენა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის და თუ არი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღოს ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ტუ­სი, მა­შინ ჩვენ მო­საზ­რე­ბას უნდა მო­უს­მი­ნონ და მი­ი­ღონ ზო­მე­ბი ამის შე­საც­ვლე­ლად. ჩვენ ვი­ცით, რომ აქ ლა­პა­რა­კი არის კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე, ვი­ცით, რომ ვთქვათ, უნ­გრეთ­ში ძა­ლი­ან მწვა­ვედ დგას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხი, ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სა­კი­თხი, რის გა­მოც უნ­გრე­თი ვერ მი­ი­ღებს ევ­რო­კავ­ში­რის­გან იმ დიდ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, რა­ზეც მას ჰქონ­და პრე­ტენ­ზია, იგი­ვე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს - აქ ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ვამ­ბობთ, რომ თქვენ ვერ მი­ი­ღებთ ამ სტა­ტუსს, თუ არ ითა­მა­შებთ ჩვე­ნი წე­სე­ბით" , - ამ­ბობს კუ­ბი­ლი­უ­სი “მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას კენ­ჭს 15 თე­ბერ­ვალს უყ­რი­ან.

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
7

მეტის ღირსები ვართ ამათ რომ აყვა ქვეყანა მაგ სტატუსის მოლოდინში დაიკარგა 30 წელი და კიდე თითს გვიქნევენ და ყურს გვიწევენ როგორც გიკარნახებთ ისე მოიქეცითო. 

ლარგო
4

კუბილიუსი кгб აგენტი 

ავტორი:

"გზავნილი გვაქვს "ქართული ოცნებისთვის" - მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით" - კუბილიუსი

"გზავნილი გვაქვს "ქართული ოცნებისთვის" - მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით" - კუბილიუსი

ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ - ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ რეზოლუციაზე შეთანხმებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და თუკი "ქართული ოცნება" გააგრძელებს იგივე დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს, რაც გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე.

"ამ რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტის პოზიცია. ეს არ არის ცალკეული წევრების რეზოლუცია. ამაზე შეთანხმებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ევროპული პარლამენტის უდიდესი უმრავლესობა. უპირველეს ყოვლისა რეზოლუცია შეეხება ჩვენს წუხილს და შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც სააკაშვილთან მიმართებაში ხდება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, არის ტესტი საქართველოს მთავრობისთვის, რა მოხდება მასთან მიმართებაში. ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, თუ ისინი გააგრძელებენ ამ პოზიციას და დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, ჩვენთვის იქება აშკარა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეხუთე პუნქტი, სადაც ხაზგასმულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომ თუ გაგრძელდება მთავრობის მიერ ასეთი დამოკიდებულება, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია გააცნობიერებს, რა შედეგები ექნება, თუ ევროპული პარლამენტის რეზოლუციას არ მიიღებენ მხედველობაში, ისევე როგორც ევროპარლამენტის პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს იქნება გზავნილი ევროპარლამენტისა საქართველოს მთავრობის მიმართ და მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, სათანადო ზომები მიიღოს ამ საკითხის გადასაჭრელად" , - აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობაზე "ზეწოლას გააგრძელებენ".

"ეს არის ძალიან მკაფიო ენა ევროპარლამენტის და თუ არიან მონდომებულები, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი, მაშინ ჩვენ მოსაზრებას უნდა მოუსმინონ და მიიღონ ზომები ამის შესაცვლელად. ჩვენ ვიცით, რომ აქ ლაპარაკი არის კანონის უზენაესობაზე, ვიცით, რომ ვთქვათ, უნგრეთში ძალიან მწვავედ დგას ადამიანის უფლებების საკითხი, ევროპული ფასეულობების საკითხი, რის გამოც უნგრეთი ვერ მიიღებს ევროკავშირისგან იმ დიდ ფინანსურ დახმარებას, რაზეც მას ჰქონდა პრეტენზია, იგივე ეხება საქართველოს - აქ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით" , - ამბობს კუბილიუსი “მთავარი არხის“ ეთერში.

ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს უყრიან.