პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათთან კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლაზე: "ნებისმიერი ფაქტი, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმას უკავშირდება, პოლიტიკურია"
რას აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათთან კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლაზე: "ნებისმიერი ფაქტი, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმას უკავშირდება, პოლიტიკურია"

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს­თან მე­მო­რან­დუ­მი პრე­ზი­დენ­ტის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე გვაქვს - რაც შე­ე­ხე­ბა ნა­მუ­შევ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას, ვერ დგინ­დე­ბა, ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სად იქნა მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ჩვენ­თან თუ ჩვენს სა­სახ­ლე­ში უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა კონ­სტან­ტი­ნე ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა დღეს, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის კუთ­ვნი­ლი 5 ნა­მუ­შევ­რის უკან დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეს­ვლას.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში დრო­ე­ბით გან­თავ­სე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ექ­სპო­ნა­ტე­ბის გან­თავ­სე­ბის ვა­დე­ბიც და­არ­ღვია, კონ­სტან­ტი­ნე ნაც­ვლიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბას უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის ახა­ლი არაა.

"სვი­მონ და­დი­ა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, პრე­ზი­დენ­ტის ერთ - ერ­თმა უახ­ლო­ეს­მა ოჯახ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჩუქ­რად გად­მოს­ცა. ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 30 ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ინა­ხე­ბა. ამ ნა­მუ­შევ­რე­ბის ნა­წი­ლი ექ­სპო­ნი­რე­ბუ­ლი იყო ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნი გახ­ლავთ, რომ ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იქ­მნას ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ულ კულ­ტუ­რა­სა და დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. ამი­ტომ ყო­ველ მსგავს ფაქტს, რაც ძველ ემიგ­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე უცხო­ეთ­ში მყოფ ქარ­თველ ხე­ლო­ვა­ნებს, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით ვე­კი­დე­ბით და ვცდი­ლობთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა ან დრო­ე­ბი­თი ექ­სპო­ნი­რე­ბა მოხ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ნა­მუ­შევ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას - ამ ნა­მუ­შევ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლომ­დე ძა­ლი­ან დიდი გზა გა­მო­ი­ა­რა. თა­ვის დრო­ზე და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი იყო ამე­რი­კა­ში, შემ­დეგ პა­რიზ­ში, სა­ი­და­ნაც ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში იყო ექ­სპო­ნი­რე­ბუ­ლი. ათე­უ­ლო­ბით ნა­მუ­შევ­რი­დან მხო­ლოდ 5 შე­ირ­ჩა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის მიერ ჩვენ­თან გა­მო­სა­ფე­ნად. ვერ დგინ­დე­ბა, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი (რაც არ ვფიქ­რობთ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს) სად იქნა მი­ყე­ნე­ბუ­ლი - ჩვენ­თან თუ ჩვენს სა­სახ­ლე­ში უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ვი­და. სა­ერ­თოდ, მსგავ­სი ბრალ­დე­ბებს, რა­საც თვალს ვა­დევ­ნებ­დით და სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან დღეს გაჟ­ღერ­და, მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ. ამი­ტომ ჩვენ­თვის ეს ახა­ლი არაა. ერ­თგუ­ლი ვრჩე­ბით იმ პო­ლი­ტი­კის, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ივ­სოს სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ზე­უ­მე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის ახა­ლი ნი­მუ­შე­ბით, მით უფრო სა­ქარ­თვე­ლოს ემიგ­რა­ცი­ი­დან“,- გა­ნა­ცხა­და კონ­სტან­ტი­ნე ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა და პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტ­ზე თავ­დას­ხმას ან ამის მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს, პო­ლი­ტი­კუ­რია.

"ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს­თან მე­მო­რან­დუ­მი გვაქვს და ვფიქ­რობ, ვა­დე­ბი და­ცუ­ლი იყო და დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა. ხან­გრძლი­ვი მე­მო­რან­დუ­მი გვაქვს. ჩვე­ნი მე­მო­რან­დუ­მი იყო პრე­ზი­დენ­ტის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე. ეს სა­სახ­ლე გახ­ლავთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამი­ტომ, ვერ ვხე­დავ რა­ი­მე საფრ­თხეს იმა­ში, თუ რა ვა­დით იქ­ნე­ბო­და ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში. ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა და წარ­მო­ად­გენს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტ­ზე თავ­დას­ხმას ან ამის მცდე­ლო­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რია“, - გა­ნა­ცხა­და კონ­სტან­ტი­ნე ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში დრო­ე­ბით გან­თავ­სე­ბუ­ლი 5 ნა­მუ­შევ­რის უკან დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით დღეს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში იყო შე­სუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას "რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ პრე­ზი­დენ­ტმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით უმწვა­ვე­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც მხატ­ვარ სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ას ეხე­ბო­და.

"20 პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა ცის­ფე­რი გა­ლე­რი­ის უკა­ნა ეზო­ში... მხატ­ვა­რი ესო­დენ საფრ­თხეს უქ­მნი­დეს სა­ხელ­მწი­ფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპო­ქას გვახ­სე­ნებს და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კი ნამ­დვი­ლად არ­ცხვენს!"- და­წე­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში 4 თე­ბერ­ვალს გახ­სნი­ლი გა­მო­ფე­ნის "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი სარ­კეს­თან“ მო­ნა­წი­ლე სან­დრო სუ­ლა­ბე­რი­ძემ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ჩა­მოხ­სნა და მის ად­გი­ლას სა­ღე­ბა­ვით კე­დელ­ზე და­წე­რა ფრა­ზა: "ხე­ლოვ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია!“.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის, მე­ო­რე ნა­წი­ლის, ა ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ქურ­დო­ბას, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოე
0

ნუ ბლუკუნებთ, ნახატების თქვენთან შემოტანისას შედგენილ დოკუმენტში დაზიანება აღნიშნული არაა ე.ი. არ იყო! 

mimino
27

რა სასაცილოები ხართ, ბიძინა გაებუტა სალომეს და წულუკიანი მიუგზავნა დასაჯელად....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რას აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათთან კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლაზე: "ნებისმიერი ფაქტი, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმას უკავშირდება, პოლიტიკურია"

რას აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათთან კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლაზე: "ნებისმიერი ფაქტი, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმას უკავშირდება, პოლიტიკურია"

ხელოვნების სასახლესთან მემორანდუმი პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე გვაქვს - რაც შეეხება ნამუშევრების დაზიანებას, ვერ დგინდება, ეს დაზიანებები სად იქნა მიყენებული, ჩვენთან თუ ჩვენს სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა, - ამის შესახებ განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს, ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების შესვლას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ორბელიანების სასახლეში დროებით განთავსებული ნამუშევრების ნაწილი დაზიანებულია და ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ექსპონატების განთავსების ვადებიც დაარღვია, კონსტანტინე ნაცვლიშვილი ბრალდებას უწოდებს და ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ახალი არაა.

"სვიმონ დადიანის ნამუშევრები პრეზიდენტის შუამდგომლობით, პრეზიდენტის ერთ - ერთმა უახლოესმა ოჯახმა საქართველოს საჩუქრად გადმოსცა. ეს არის დაახლოებით 30 ნამუშევარი, რომელიც ხელოვნების სასახლეში ინახება. ამ ნამუშევრების ნაწილი ექსპონირებული იყო ორბელიანების სასახლეში. ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ ერთობის საფუძველი შეიქმნას ქართულ ემიგრაციულ კულტურასა და დღევანდელ საქართველოს შორის. ამიტომ ყოველ მსგავს ფაქტს, რაც ძველ ემიგრაციას უკავშირდება, ასევე თანამედროვე უცხოეთში მყოფ ქართველ ხელოვანებს, გულისხმიერებით ვეკიდებით და ვცდილობთ, საქართველოში ამ ნამუშევრების გამოფენა ან დროებითი ექსპონირება მოხდეს.

რაც შეეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას - ამ ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარა. თავის დროზე დასაწყობებული იყო ამერიკაში, შემდეგ პარიზში, საიდანაც ჩამოვიდა საქართველოში. საქართველოში ორ სხვადასხვა სივრცეში იყო ექსპონირებული. ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ 5 შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად. ვერ დგინდება, დაზიანებები (რაც არ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს) სად იქნა მიყენებული - ჩვენთან თუ ჩვენს სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა. საერთოდ, მსგავსი ბრალდებებს, რასაც თვალს ვადევნებდით და სამინისტროს მხრიდან დღეს გაჟღერდა, მიჩვეულები ვართ. ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არაა. ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკის, რომ აუცილებლად უნდა შეივსოს საქართველოს მუზეუმები ხელოვნების ახალი ნიმუშებით, მით უფრო საქართველოს ემიგრაციიდან“,- განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება და პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმას ან ამის მცდელობას წარმოადგენს, პოლიტიკურია.

"ხელოვნების სასახლესთან მემორანდუმი გვაქვს და ვფიქრობ, ვადები დაცული იყო და დარღვევა არ ყოფილა. ხანგრძლივი მემორანდუმი გვაქვს. ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე. ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა საქართველოში, ამიტომ, ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს იმაში, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება და წარმოადგენს პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმას ან ამის მცდელობას, პოლიტიკურია“, - განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით განთავსებული 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით დღეს პრეზიდენტის სასახლეში იყო შესული. ინფორმაციას "რუსთავი 2“ ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტმა ხელისუფლების მისამართით უმწვავესი განცხადება გააკეთა "ფეისბუქში" გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით, რომელიც მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერ აქციას ეხებოდა.

"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში... მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!"- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ასევე იხილეთ: