საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არის დადგმული სცენარი - თუ არ მივიღებთ შესაბამის კალორაჟს, ჩვენც დავსუსტდებით" - კალაძე სააკაშვილზე
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არის დადგმული სცენარი - თუ არ მივიღებთ შესაბამის კალორაჟს, ჩვენც დავსუსტდებით" - კალაძე სააკაშვილზე

სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს ე.წ. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ცდი­ლობს ცი­ხეს თავი და­აღ­წი­ოს. ვი­თომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა დად­გმუ­ლი სცე­ნა­რია, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ცი­ხი­დან დახ­სნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.“

"ის, რაც ხდე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ში მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის ჩარ­თუ­ლი. ამა­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან ე.წ. ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი. მისი შე­მოყ­ვა­ნის დღი­დან და­გეგ­მი­ლი იყო ქვე­ყა­ნა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა, რე­ვო­ლუ­ცია. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­წე­რი­ლი იყო, მაგ­რამ ჩა­უფ­ლავ­დათ. სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს ე.წ. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ცდი­ლობს ცი­ხეს თავი და­აღ­წი­ოს. ის ყვე­ლა­ფე­რი რაც კეთ­დე­ბა, ვი­თომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ეს არის დად­გმუ­ლი სცე­ნა­რი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ იღებს საკ­ვებს, ცხა­დია, და­სუს­ტდე­ბა... პი­რა­დად მე, ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლებს რა­ტომ უნდა გა­უ­ხარ­დეთ სა­ა­კაშ­ვი­ლის ან ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის სიკ­ვდი­ლი, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი თვით­და­ზი­ა­ნე­ბის რე­ჟიმ­შია. თუ არ მი­ვი­ღებთ შე­სა­ბა­მის კა­ლო­რაჟს, ჩვენც დავ­სუს­ტდე­ბით“, - აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­დეს სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბა და ევ­რო­პულ ოჯახ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა.

"ჩემ­თვის, რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის­თვის, რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა იცოდ­ნენ სი­მარ­თლე, რე­ა­ლო­ბა. ჩვენ ერთი წა­მით არ გა­დაგ­ვიხ­ვე­ვია იმ გზი­დან, რა­საც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია ჰქვია, მაგ­რამ რო­დე­საც ვის­მენთ ასეთ აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბებს, რო­დე­საც ვის­მენთ აბ­სურ­დულ რე­ზო­ლუ­ცი­ებს, ამას ჩვე­ნი მხრი­დან ექ­ნე­ბა რე­ა­გი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხე­ბი, რად­გან ყო­ველ­თვის ვი­ცავ­დით, ვი­ცავთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალა ატკატა-ს
0

გასაგებია, რომ ამდენი განათლება არ გაქვს და არ იცი, რომ არის მდგომარეობები, რომლებშიც ორგანიზმი ვერ ღებულობს საკვებს, და "ჭამოს და გასუქდება" ასეთ შემთხვევებში სრული სისულელეა, მაგრამ ის ხომ მაინც გაგეგება, რომ 3 თვე გადაბმულად რომ სიცხე აქვს ადამიანს , რასაც არც ვივამედი უარყოფს, სერიოზულ მდგომარეობაზე მიუთითებს და ვერანაირი თვითდაზიანება ვერ იქნება. მაგრამ გინდა რომ მოკვდეს, იმიტომ რომ გგონია, ეგ თუ მოკვდება, შენ სიცოცხლის ბოლომდე დარჩები ხელისუფლებაში და ვერავინ მოგკითხავს, ვერ "მილიონიან" ნაძვისხეს, ვერც "ათობითათასიან" ნაგვის ყუთებს და ვერც სხვა ატკატებს. ცდები, ვერც ხელისუფლებაში დარჩები მუდმივად და მოგეკითხება კიდევაც, კალьა, 

არ დაბლოკოთ.

ალექს
3

საცობების მიზეზი ბენზინგასამართი სადგურების დაკვეთაა, თუ სავალი ნაწილის დავიწროვების და უჭკუო შუქნიშნებით საჯარიმებელი მახეების დაგების საგზაო ნიშნულებთან ვიდეოკომბინაციით, ვერ გავარკვიეთ ჯერ, ისე, წითელ ზოლში ვართ, დეფიციტში გარღვევაა, სოსო მეტროშია , გივი მივლინებაში , კვერცხებს ისევ ყარაულობს იროდიონი და ყველაფერო ორ ორი გვაქვს-ზოგი საქეიფოდაა, ზოგი უქეიფოდ ! გზაჯვარედინზე ავტო და ფეხითმოსიარულეთა ერთდროულად გამწვანება ჭკვიანურია !? ზოგი შუქნიშანი ისეა დაჭკვინებული, რომ სულ წითელია და ყვითელი ჩვენი მასმედია პრესასავით სულაც არაა და მწვანეზე ისედაც დგახარ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არის დადგმული სცენარი - თუ არ მივიღებთ შესაბამის კალორაჟს, ჩვენც დავსუსტდებით" - კალაძე სააკაშვილზე

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არის დადგმული სცენარი - თუ არ მივიღებთ შესაბამის კალორაჟს, ჩვენც დავსუსტდებით" - კალაძე სააკაშვილზე

სააკაშვილი დღეს ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს ციხეს თავი დააღწიოს. ვითომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დადგმული სცენარია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის "ციხიდან დახსნა შეუძლებელია.“

"ის, რაც ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით, ამაში მხოლოდ სააკაშვილი არ არის ჩართული. ამაში ჩართული არიან ე.წ. ჩვენი მეგობრები. მისი შემოყვანის დღიდან დაგეგმილი იყო ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, დაპირისპირება, რევოლუცია. ეს ყველაფერი გაწერილი იყო, მაგრამ ჩაუფლავდათ. სააკაშვილი დღეს ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს ციხეს თავი დააღწიოს. ის ყველაფერი რაც კეთდება, ვითომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ეს არის დადგმული სცენარი. როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს, ცხადია, დასუსტდება... პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებს რატომ უნდა გაუხარდეთ სააკაშვილის ან ნებისმიერი პატიმრის სიკვდილი, მაგრამ ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია. თუ არ მივიღებთ შესაბამის კალორაჟს, ჩვენც დავსუსტდებით“, - აღნიშნავს კალაძე.

როგორც მან განმარტა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სტატუსის მონიჭება და ევროპულ ოჯახში გაწევრიანება.

"ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც "ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის, მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე, რეალობა. ჩვენ ერთი წამით არ გადაგვიხვევია იმ გზიდან, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია, მაგრამ როდესაც ვისმენთ ასეთ აბსურდულ განცხადებებს, როდესაც ვისმენთ აბსურდულ რეზოლუციებს, ამას ჩვენი მხრიდან ექნება რეაგირება და შესაბამისი პასუხები, რადგან ყოველთვის ვიცავდით, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ასევე: