პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა... წულუკიანის სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - "ჯალა-თია“ - ლევან ხაბეიშვილი
"საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა... წულუკიანის სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - "ჯალა-თია“ - ლევან ხაბეიშვილი

გე­ლა­თი­დან ჯა­ლა­თე­ბიც, წუ­ლუ­კი­ა­ნე­ბიც, მა­ჯ­ლა­ჯუ­ნე­ბიც და ეშ­მა­კე­ბიც უნდა გავ­დევ­ნოთ, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ხა­ბე­იშ­ვი­ლი კულ­ტუ­რის მი­ნისტრს, თეა წუ­ლუ­კი­ანს მი­მარ­თავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი მზად არი­ან, მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნონ და გე­ლა­თი გა­და­არ­ჩი­ნონ.

"გე­ლა­თი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და ყვე­ლა­ზე დიდი ქარ­თვე­ლი მე­ფის, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ეპო­ქის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლოა. გე­ლა­თი არის სა­ქარ­თვე­ლოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პე­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო. გე­ლა­თი, სვე­ტი­ცხო­ველ­თან ერ­თად მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია და სწო­რედ გე­ლა­თი და სვე­ტი­ცხო­ვე­ლია მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ულ რუ­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლო. ის, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, მრა­ვა­ლი ასე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია და­ან­გრია, საბ­ჭო­თა ჯა­ლა­თია. ის, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლით მო­წყუ­რე­ბულ ომში რუ­სე­თი, ანუ ბო­რო­ტე­ბა გა­ი­მარ­ჯვებს და პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­გრევ გე­ლათს, საბ­ჭო­თა ჯა­ლა­თია. სამ­წუ­ხა­როდ, საბ­ჭო­თა ჯა­ლა­თო­ბა წუ­ლუ­კი­ა­ნე­ბის ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­აა, ძა­ლი­ან ცოტა დრო გრჩე­ბათ ქალ­ბა­ტო­ნო თეა, ჯა­ლა­თე­ბის დრო იწუ­რე­ბა, უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს, სა­ქარ­თვე­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და თქვენს სა­ხელს ასე და­ი­მახ­სოვ­რებს ის­ტო­რია - "ჯალა-თია“. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ამ ჯა­ლა­თის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბის გა­კე­თე­ბა კი­დევ ერთხელ გვი­წევს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა. ჩვენ მზად ვართ, გე­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მსოფ­ლიო სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, უზ­რუნ­ველ­ვყოთ ეს მათ შო­რის, ფი­ნან­სუ­რად და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ გე­ლა­თის ის ნა­წი­ლი, რაც ამ დრომ­დე ვერ გა­ა­ნად­გუ­რა ქალ­ბა­ტონ­მა "ჯალა-თიამ“. მო­ვუ­წო­დებ მათ შო­რის, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გმირ თა­ნამ­შრომ­ლებს, ვინც კრი­ტი­კულ დას­კვნებს წე­რენ, არ შე­გე­შინ­დეთ, თქვენ გვერ­დით ვარ ყვე­ლა­ნა­ი­რად. იცით ჩვე­ნი კონ­ტაქ­ტი, ჩვე­ნი მი­სა­მარ­თი, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის გვერ­დით დავ­დგე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს ქურ­დო­ბას, კრი­მი­ნალს, ჯა­ლა­თო­ბას არ აწერთ და პირ­და­პირ და ღიად სა­უბ­რობთ გე­ლათ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, გე­ლა­თი­დან უნდა გავ­დევ­ნოთ ჯა­ლა­თე­ბიც, წუ­ლუ­კი­ა­ნე­ბიც, მა­ჯ­ლა­ჯუ­ნე­ბიც და ეშ­მა­კე­ბიც. ჩვენ მზად ვართ, მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა უზ­რუნ­ველ­ვყოთ იმის­თვის, რომ გე­ლა­თი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!:)
3

"ჯალა-თია“ - თქვა ენამოსწრებულმა ხაბემ და თავისი 5 ცხვარი ოფისში შელალა.

თამარი
38

წულუკიანი არ ვიცი, მაგრამ ეს კი დარჩება "კურკულუმ ვაითად". 

ავტორი:

"საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა... წულუკიანის სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - "ჯალა-თია“ - ლევან ხაბეიშვილი

"საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა... წულუკიანის სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - "ჯალა-თია“ - ლევან ხაბეიშვილი

გელათიდან ჯალათებიც, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც უნდა გავდევნოთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტები ჩამოიყვანონ და გელათი გადაარჩინონ.

"გელათი საქართველოს გაერთიანების და ყველაზე დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ეპოქის მთავარი სიმბოლოა. გელათი არის საქართველოს ქრისტიანული კულტურის, ანუ საქართველოს ევროპელობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. გელათი, სვეტიცხოველთან ერთად მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სწორედ გელათი და სვეტიცხოველია მსოფლიო ისტორიულ რუკაზე საქართველო. ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მრავალი ასეული ქართული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია. ის, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი, ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და პარალელურად საქართველოში ანგრევ გელათს, საბჭოთა ჯალათია. სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - "ჯალა-თია“. შესაბამისად, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ჯალათისთვის შეთავაზების გაკეთება კიდევ ერთხელ გვიწევს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩვენი შეთავაზება. ჩვენ მზად ვართ, გელათთან დაკავშირებით, მსოფლიო საუკეთესო სპეციალისტები, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ საქართველოში, უზრუნველვყოთ ეს მათ შორის, ფინანსურად და გადავარჩინოთ გელათის ის ნაწილი, რაც ამ დრომდე ვერ გაანადგურა ქალბატონმა "ჯალა-თიამ“. მოვუწოდებ მათ შორის, კულტურის სამინისტროს გმირ თანამშრომლებს, ვინც კრიტიკულ დასკვნებს წერენ, არ შეგეშინდეთ, თქვენ გვერდით ვარ ყველანაირად. იცით ჩვენი კონტაქტი, ჩვენი მისამართი, თითოეული თქვენგანის გვერდით დავდგები, რომლებიც ხელს ქურდობას, კრიმინალს, ჯალათობას არ აწერთ და პირდაპირ და ღიად საუბრობთ გელათში განვითარებულ მოვლენებზე. შესაბამისად, გელათიდან უნდა გავდევნოთ ჯალათებიც, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც. ჩვენ მზად ვართ, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანა უზრუნველვყოთ იმისთვის, რომ გელათი გადავარჩინოთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე იხილეთ: