პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის არ დაიხარა და... სნაიპერის ტყვია მოხვდა" - მარად ჭაბუკად დარჩენილი ირაკლი ამირეჯიბის ბრძოლა და სიკვდილი
"ის არ დაიხარა და... სნაიპერის ტყვია მოხვდა" - მარად ჭაბუკად დარჩენილი ირაკლი ამირეჯიბის ბრძოლა და სიკვდილი

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე მაია ფან­ჩუ­ლი­ძე-ბა­თი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ვაჟის ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის აფხა­ზე­თის ომში და­ღუპ­ვის ამ­ბავს იხ­სე­ნებს.

"ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბი ბრძო­ლა­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა სნა­ი­პერ­მა. არ­სე­ბობს კად­რე­ბი, სა­დაც ის­მის კი­დეც მე­ომ­რის ხმა, რო­მე­ლიც ირაკ­ლის სთხოვს, და­ი­ხა­როს, მაგ­რამ ის არ და­ი­ხა­რა. მას სნა­ი­პე­რის ტყვია მოხ­ვდა. მის­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა ის ტა­მი­შის "გაის" შე­ნო­ბის უკან ბუჩ­ქებ­ში და­ას­ვე­ნეს, რად­გან ვერ გა­მოჰ­ყავ­დათ. ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის ცხე­და­რის გა­მოყ­ვა­ნა ორმა ჯგუფ­მა სცა­და, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო, ოპე­რა­ცი­ის დროს ჯერ ერთ ჯგუფს და­ე­ღუ­პა მე­ო­მა­რი და უკან დაბ­რუნ­და, მერე მე­ო­რე ჯგუფს და­ე­ღუ­პა მე­ო­მა­რი და ეს ჯგუ­ფიც უკან დაბ­რუნ­და.

ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის ცხე­და­რი ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა ჩემ­მა ძმამ, თა­მაზ ფან­ჩუ­ლი­ძემ, რო­მელ­მაც თა­ვის 50-კა­ცი­ან ჯგუფ­თან ერ­თად და­გეგ­მა ეს ოპე­რა­ცია და ბრძო­ლით შეძ­ლო ირაკ­ლის ცხედ­რის გა­მოყ­ვა­ნა. ის, რომ თურ­მე ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის ცხე­დარ­თან პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად მი­ვიდ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, არის ტყუ­ი­ლი. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ით­ქვას, რომ ცხე­დარ­თან მის­ვლა ბრძო­ლა-ბრძო­ლით მო­უ­წი­ათ თა­მა­ზის და მის ჯგუფს და იქი­დან გა­მოყ­ვა­ნაც ურ­თუ­ლე­სი იყო, მაგ­რამ უკვე ნა­ხე­ვა­რი გზა რომ გავ­ლი­ლი ჰქონ­დათ, აფხა­ზებ­მა ეტყო­ბა და­ი­ნა­ხეს, რომ ჩვენ ბი­ჭებს ცხე­და­რი მოჰ­ყავ­დათ ტანკზე და­დე­ბუ­ლი და შე­ა­ჩე­რეს სრო­ლა, მაგ­რამ ჩვენს მე­ომ­რებს უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზა უკვე ნა­ხე­ვა­რი დიდი ბრძო­ლის შე­დე­გად გავ­ლი­ლი ჰქონ­დათ.

ამ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის დროს თა­მაზ ფან­ჩუ­ლი­ძეს მხო­ლოდ ერთი მე­ო­მა­რი და­ეჭ­რა.

ჩემი მე­უღ­ლეც და ძმაც აფხა­ზე­თის ომში წინა ხაზ­ზე იბ­რძოდ­ნენ. მე ვთვლი, რომ ეს ომი არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ეს დიდი შეც­დო­მა იყო, მაგ­რამ უნდა ხმა­მაღ­ლა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის გმი­რუ­ლი ბრძო­ლა და თავ­და­დე­ბა არ­ნა­ხუ­ლი იყო აფხა­ზე­თის ომის დროს!

ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს ირაკ­ლის, უში­შა­რი, ულა­მა­ზე­სი სული!" - წერს ის.

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის უფ­რო­სი ვა­ჟის, ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის შე­სა­ხებ, ახალ­მა თა­ო­ბამ ნაკ­ლე­ბად იცის. ირაკ­ლი ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ექ­ვსი­დან ერთ-ერთი შვი­ლი და უფ­რო­სი ვაჟი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის ბიჭი, მთელ თბი­ლისს უყ­ვარ­და... აფხა­ზე­თის ომმა იმ­სხვერ­პლა, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 29 წლის ასაკ­ში. ის სნა­ი­პერ­მა მოკ­ლა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ქალი იყო.

ambebi.ge -ს არ­ქივ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია სტა­ტია, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ იმ სა­დე­სან­ტო-სა­დი­ვერ­სიო ბა­ტა­ლი­ო­ნის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის მიხო მორ­ჩი­ლა­ძის კო­მენ­ტარს, რო­მელ­შიც ირაკ­ლი ირი­ცხე­ბო­და.

"ირაკ­ლი ლა­მა­ზად იბ­რძო­და, გახ­სნი­ლად… თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ზე ზრუ­ნავ­და მუ­დამ. ეს ერთი შე­ხედ­ვით ელე­მენ­ტა­რუ­ლი ამ­ბა­ვია, ეს ასეც უნდა იყოს ყო­ველ­თვის, მაგ­რამ ირაკ­ლის სულ­ში ყვე­ლა ეს თვი­სე­ბა ერ­თგვა­რი წეს­რი­გით იყო თავ­მოყ­რი­ლი. ირაკ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სა­რა­ინ­დო წიგ­ნე­ბი­დან ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ზუს­ტით გად­მო­სუ­ლი ის მა­მა­ცი მებ­რძო­ლი იყო, რო­მელ­მაც მთე­ლი ფრონ­ტის ხაზ­ზე გა­საკ­ვირ­ვე­ლი სა­ხე­ლი და­ი­დო სულ მოკ­ლე ხან­ში. ირაკ­ლი გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს შე­ე­წი­რა, - ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტი უკვე უსაფრ­თხო ად­გი­ლას ჰყავ­და გაყ­ვა­ნი­ლი... ის, რაც ირაკ­ლიმ გა­ა­კე­თა - გმი­რო­ბაა… მოკ­ვდა ლა­მა­ზი და სუფ­თა სიკ­ვდი­ლით…"

რო­გორც ყვე­ბი­ან, ტა­მიშ­თან უცხო­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს, ირაკ­ლიმ მან­ქა­ნი­დან და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი გად­მო­იყ­ვა­ნა და სწო­რედ მა­შინ ეს­რო­ლა სნა­ი­პერ­მა. ყვე­ლა ამ­ბობს, ერთხელ და­ხა­რა თავი და მა­შინ მოკ­ლე­სო. ეს მოხ­და ტა­მიშ­თან, 17 ნო­ემ­ბერს. ირაკ­ლის ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ას არა­ერ­თი ბიჭი შე­ე­წი­რა.

ამა­ვე სტა­ტი­ა­ში ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბის და ანი მე­ნაბ­დე ყვე­ბა:

"ლიტ­ვა­ში მი­ი­ღო სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და. აფხა­ზე­თის ომის დროს თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ით ნახა რა ხდე­ბო­და აფხა­ზეთ­ში, მა­შინ გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ომში და­ი­ღუ­პა მისი მე­გო­ბა­რი ლე­ვან აბა­ში­ძეც, ეს რომ გა­ი­გო, იმ დღეს­ვე წა­ვი­და ომში საბ­რძოლ­ვე­ლად. გას­ვლის წინ დე­დას უკი­თხავს, არ გე­ში­ნი­აო, რა­ზეც თურ­მე უპა­სუ­ხა: "ომის ყვე­ლას ეში­ნია, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბა ის არის, შიშს რომ აჯო­ბე­ბო". ირაკ­ლი ომში აფხა­ზებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არ წა­სუ­ლა, ყვე­ლამ ვი­ცით, ეს რა ომიც იყო...

დე­დას­თა­ნაც, მა­მას­თა­ნაც და ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მა­მის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის მხრი­დან აფხა­ზუ­რი სის­ხლი ჰქონ­და, ჭა­ბუა შერ­ვა­ში­ძე­ე­ბი-და­დი­ა­ნე­ბის შტოს შთა­მო­მა­ვა­ლი იყო. ჩვე­ნი დედა, მა­რი­ნა მხე­ი­ძე ნი­კო­ლოზ მხე­ი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც რუ­სე­თის კარ­ზე მეფე ნი­კო­ლო­ზის ადი­უ­ტან­ტი იყო. ირაკ­ლის ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი მებ­რძო­ლი სის­ხლი ჰქონ­და, ღირ­სე­უ­ლი ბიჭი იყო, ვაჟ­კა­ცი. ჭა­ბუ­ას და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი დღით ადრე მოკ­ლეს ომში. მა­მა­მისს მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კეს, შვი­ლის სიკ­ვდი­ლით "მი­უ­ლო­ცეს" და­ბა­დე­ბის დღე... ქარ­თვე­ლე­ბი მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ, რომ ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის მხარ­დამ­ჭე­რია, მაგ­რამ ასე­თი სი­ბო­რო­ტე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემ­თვის. ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ირაკ­ლის სიკ­ვდილ­მა გა­ა­ნად­გუ­რა...

ირაკ­ლის ჰყავ­და ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მალე და­ენგრა, ერთ წე­ლი­წად­ში კი ომში წა­ვი­და და მოკ­ლეს. სამ­წუ­ხა­როდ, შთა­მო­მავ­ლო­ბა არ დარ­ჩა. ოჯა­ხი მის­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო, შვილ­ზე ოც­ნე­ბობ­და... პი­როვ­ნუ­ლად შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­უ­მარ­თლა და ამის გამო, თით­ქოს თავს აღარ ზო­გავ­და, თით­ქოს არა­ფე­რი ჰქონ­და და­სა­კარ­გი..."

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
0

ნათელში იყოს ამ უმაგრესი და ულამაზესი ბიჭის სული.....

დგ
34

რომელი ჭაბუასი იმის ხომ არა დათა თუთაშხია რომ დაწერა ციხეში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ის არ დაიხარა და... სნაიპერის ტყვია მოხვდა" - მარად ჭაბუკად დარჩენილი ირაკლი ამირეჯიბის ბრძოლა და სიკვდილი

"ის არ დაიხარა და... სნაიპერის ტყვია მოხვდა" - მარად ჭაბუკად დარჩენილი ირაკლი ამირეჯიბის ბრძოლა და სიკვდილი

ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ფანჩულიძე-ბათიაშვილი სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის ირაკლი ამირეჯიბის აფხაზეთის ომში დაღუპვის ამბავს იხსენებს.

"ირაკლი ამირეჯიბი ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრა სნაიპერმა. არსებობს კადრები, სადაც ისმის კიდეც მეომრის ხმა, რომელიც ირაკლის სთხოვს, დაიხაროს, მაგრამ ის არ დაიხარა. მას სნაიპერის ტყვია მოხვდა. მისმა თანამებრძოლებმა ის ტამიშის "გაის" შენობის უკან ბუჩქებში დაასვენეს, რადგან ვერ გამოჰყავდათ. ირაკლი ამირეჯიბის ცხედარის გამოყვანა ორმა ჯგუფმა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ოპერაციის დროს ჯერ ერთ ჯგუფს დაეღუპა მეომარი და უკან დაბრუნდა, მერე მეორე ჯგუფს დაეღუპა მეომარი და ეს ჯგუფიც უკან დაბრუნდა.

ირაკლი ამირეჯიბის ცხედარი ბრძოლის ველიდან გამოიყვანა ჩემმა ძმამ, თამაზ ფანჩულიძემ, რომელმაც თავის 50-კაციან ჯგუფთან ერთად დაგეგმა ეს ოპერაცია და ბრძოლით შეძლო ირაკლის ცხედრის გამოყვანა. ის, რომ თურმე ირაკლი ამირეჯიბის ცხედართან პატივისცემის ნიშნად მივიდნენ მოწინააღმდეგეები, არის ტყუილი. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ცხედართან მისვლა ბრძოლა-ბრძოლით მოუწიათ თამაზის და მის ჯგუფს და იქიდან გამოყვანაც ურთულესი იყო, მაგრამ უკვე ნახევარი გზა რომ გავლილი ჰქონდათ, აფხაზებმა ეტყობა დაინახეს, რომ ჩვენ ბიჭებს ცხედარი მოჰყავდათ ტანკზე დადებული და შეაჩერეს სროლა, მაგრამ ჩვენს მეომრებს უკან დასაბრუნებელი გზა უკვე ნახევარი დიდი ბრძოლის შედეგად გავლილი ჰქონდათ.

ამ სამხედრო ოპერაციის დროს თამაზ ფანჩულიძეს მხოლოდ ერთი მეომარი დაეჭრა.

ჩემი მეუღლეც და ძმაც აფხაზეთის ომში წინა ხაზზე იბრძოდნენ. მე ვთვლი, რომ ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ უნდა ხმამაღლა ითქვას, რომ ჩვენი ბიჭების გმირული ბრძოლა და თავდადება არნახული იყო აფხაზეთის ომის დროს!

ღმერთმა გაანათლოს ირაკლის, უშიშარი, ულამაზესი სული!" - წერს ის.

ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის, ირაკლი ამირეჯიბის შესახებ, ახალმა თაობამ ნაკლებად იცის. ირაკლი ცნობილი მწერლის ექვსიდან ერთ-ერთი შვილი და უფროსი ვაჟი იყო. გამორჩეული სილამაზის ბიჭი, მთელ თბილისს უყვარდა... აფხაზეთის ომმა იმსხვერპლა, სრულიად ახალგაზრდა, 29 წლის ასაკში. ის სნაიპერმა მოკლა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, ქალი იყო.

ambebi.ge -ს არქივში შემორჩენილია სტატია, რომელშიც ვკითხულობთ იმ სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაურის მიხო მორჩილაძის კომენტარს, რომელშიც ირაკლი ირიცხებოდა.

"ირაკლი ლამაზად იბრძოდა, გახსნილად… თანამებრძოლებზე ზრუნავდა მუდამ. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ეს ასეც უნდა იყოს ყოველთვის, მაგრამ ირაკლის სულში ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი. ირაკლი ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული ის მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე გასაკვირველი სახელი დაიდო სულ მოკლე ხანში. ირაკლი განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა, - ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი... ის, რაც ირაკლიმ გააკეთა - გმირობაა… მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით…"

როგორც ყვებიან, ტამიშთან უცხოელების მანქანა ააფეთქეს, ირაკლიმ მანქანიდან დაშავებული ქალი გადმოიყვანა და სწორედ მაშინ ესროლა სნაიპერმა. ყველა ამბობს, ერთხელ დახარა თავი და მაშინ მოკლესო. ეს მოხდა ტამიშთან, 17 ნოემბერს. ირაკლის ბრძოლის ველიდან გამოყვანის ოპერაციას არაერთი ბიჭი შეეწირა.

ამავე სტატიაში ირაკლი ამირეჯიბის და ანი მენაბდე ყვება:

"ლიტვაში მიიღო სამხედრო განათლება, საზღვარგარეთ მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში დაბრუნდა. ტელევიზიით ნახა რა ხდებოდა აფხაზეთში, მაშინ გამოაცხადეს, რომ ომში დაიღუპა მისი მეგობარი ლევან აბაშიძეც, ეს რომ გაიგო, იმ დღესვე წავიდა ომში საბრძოლველად. გასვლის წინ დედას უკითხავს, არ გეშინიაო, რაზეც თურმე უპასუხა: "ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებო". ირაკლი ომში აფხაზებთან საბრძოლველად არ წასულა, ყველამ ვიცით, ეს რა ომიც იყო...

დედასთანაც, მამასთანაც და ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამის, ჭაბუა ამირეჯიბის მხრიდან აფხაზური სისხლი ჰქონდა, ჭაბუა შერვაშიძეები-დადიანების შტოს შთამომავალი იყო. ჩვენი დედა, მარინა მხეიძე ნიკოლოზ მხეიძის შვილიშვილი გახლდათ, რომელიც რუსეთის კარზე მეფე ნიკოლოზის ადიუტანტი იყო. ირაკლის ქართულ-აფხაზური მებრძოლი სისხლი ჰქონდა, ღირსეული ბიჭი იყო, ვაჟკაცი. ჭაბუას დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე მოკლეს ომში. მამამისს მეორე დღეს ტელეფონზე დაურეკეს, შვილის სიკვდილით "მიულოცეს" დაბადების დღე... ქართველები მიჩვეულები ვართ, რომ ვიღაცა ვიღაცის მხარდამჭერია, მაგრამ ასეთი სიბოროტე წარმოუდგენელია ჩემთვის. ჭაბუა ამირეჯიბი ირაკლის სიკვდილმა გაანადგურა...

ირაკლის ჰყავდა ოჯახი, რომელიც მალე დაენგრა, ერთ წელიწადში კი ომში წავიდა და მოკლეს. სამწუხაროდ, შთამომავლობა არ დარჩა. ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარი იყო, შვილზე ოცნებობდა... პიროვნულად შემდგარი ადამიანი იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა და ამის გამო, თითქოს თავს აღარ ზოგავდა, თითქოს არაფერი ჰქონდა დასაკარგი..."

იხილეთ ვიდეო