ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი პოლონეთის პრემიერ-მინიტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ ჩეჩნეთი იმსახურებს დამოუკიდებლობას.
კადიროვმა საპასუხოდ ევროპული ქვეყნები დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს, სათანადოდ მხარი არ დაუჭირეს იჩქერიის რესპუბლიკას.
"სად იყავით როცა ჩვენ იჩქერიისთვის ვიბრძოდით, როცა დამოუკიდებლობის ინტერესს ვიცავდით?! რატომ არ გვიჭერდნენ მაშინ მხარს ევროპული სახელმწიფოები, მათ შორის უკრაინა?! დღეს კი უცებ გადაწყვიტეთ მხარი დაუჭიროთ არარსებულ სახელმწიფოს?“, - აცხადებს კადიროვი.
მანვე დასძინა, რომ "გულმხურვალე იჩქერიელი იყო,“ მაგრამ თითქოს ევროპა არ აძლევდა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეებს "საკუთარი სახელმწიფოს აშენების საშუალებას.“
ამის შემდეგ კადიროვმა იჩქერიის ამჟამინდელ მომხრეებს მოღალატეები უწოდა, ასევე ამართლებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას, ხოლო პოლონეთის ხელისუფლებას მუქარით მიმართა: "დაიჩოქეთ, ჩვენ თქვენთან მოვდივართ“, - თქვა კადიროვმა.
რ დამბლოკოთ!
დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში სუფევს ორმაგი სტანდარტები, რომლებსაც ატარებენ ძლიერი სახელმწიფოები. ქართული ანდაზისა არ იყოს „ძალა აღმართს ხნავს!“.
ეს ქვეყნები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და აკეთებენ ისე, როგორც მოესურვებათ ანუ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევით.
როცა უნდათ მხარს უჭერენ სეპარატიზმს, როცა უნდათ - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას!
მოვიყვანოთ ორმაგი სტანდარტების რამოდენიმე მკაფიო და კლასიკური მაგალითები:
1. კოსოვო, რომელიც დღესდღეობით ცნობილია კოსოვოს რესპუბლიკად და რომელიც ნაწილობრივ აღიარებული და ნაწილობრივ არაღიარებული ქვეყანაა.
დაუჭირეს რა მხარი კოსოვოში ჩასახლებულ ალბანელებს აშშ-ისა და „ნატო“-ს ქვეყნების სამხედრო ჩარევის შედეგად სერბეთს ეს ისტორიული მხარე ძალადობრივი გზებით უბრალოდ წაართვეს...
2. ავიღოთ მხოლოდ 14 ქვეყნის მიერ ნაწილობრივ აღიარებული ე.წ. „ჩინეთის რესპუბლიკა“ ანუ ტაივანი, რომელიც „გაერო“-ს მიერ ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილია.
აშშ-ს ტაივანის აღიარება არ მოუხდენია, მაგრამ ყველაფერს აკეთებს მისი სეპარატიზმის მხარდასაჭერად იქნება ეს პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიური და რაც მთავარია რეალურად ახორციელებს მის ეფექტურ მართვასა და კონტროლს.
3. კატალონია, რომელიც შედის ესპანეთის შემადგენლობაში. კატალონიელებს სურთ შექმნან საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ესპანეთი ყველანაირად ეწინააღმდეგება ამ მიზნის განხორციელებაში....
4. შოტლანდია, დიდი ბრიტანეთის ერთერთი შემადგენელი ნაწილი. კატალონიელების მსგავსად მათაც სურთ შექმნან საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ყველანაირად ეწინააღმდეგება ამ მიზნის განხორციელებაში....
მოკლედ, დღესდღეობით მსოფლიოში ცნობილია 30-მდე ისეთი ტერიტორია, სადაც თვითგამორკვევის უფლებასა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს შორის წარმოშობილია კონფლიქტები.
ყველაზე საინტერესო და უცნაური ისაა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია („გაერო“) ცნობს როგორც ხალხების (ერების) თვითგამორკვევის უფლებას, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას!
რაც გინდათ ის თქვით და რაცგინდათ ის წერეთ,ამ ფუნთუშამ ჩეჩნები გაქრობას გადაარჩინა და მთლიანობაში ჩეჩნები ბევრად უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე როდესმე...ესაა ფაქტი,წადით და მიჩივლეთ :)))