Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
კვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
კვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

სე­რია A-ს მე-20 ტურ­ში "ნა­პო­ლიმ“ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე "რომა“ 2:1 და­ა­მარ­ცხა.

მცი­რე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია დაბ­რუნ­და, მწვრთნელ­მა ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტიმ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ა­ყე­ნა და დე­ბი­უ­ტში­ვე შექ­მნა მო­მენ­ტი, რო­დე­საც სა­ჯა­რი­მოს ხაზ­თან ორ მე­ტო­ქეს გას­ცდა, და­არ­ტყა კი­დეც, მაგ­რამ ბურ­თი მე­კა­რე რუი პატ­რი­სი­ომ მო­ი­გე­რია.

უპი­რა­ტე­სო­ბას მას­პინ­ძლე­ბი ფლობ­დნენ, სტუმ­რე­ბი კოტ­რი­ე­რი­შე­ბით პა­სუ­ხობ­დნენ, სა­ჯა­რი­მო­ში ჩა­წო­დე­ბულ ბურთზე კიმ ჯემ და მე­რეტ­მა შე­უ­თან­ხმებ­ლად იმოქ­მე­დეს და კო­რე­ელ­მა კი­ნა­ღამ ავ­ტო­გო­ლი გა­ი­ფორ­მა. შემ­დეგ ოსი­მენ­მა კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­და­ცე­მუ­ლი ბურ­თი მი­ი­ღო და რო­მა­ელ­თა კარ­ში მი­უ­ჩი­ნა ად­გი­ლი. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თა­მა­ში და­წყნარ­და, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ტა­ი­მის და­სას­რულს სპი­ნა­ცო­ლას ჰქონ­და მო­მენ­ტი, მაგ­რამ მას გა­ტა­ნა მე­რეტ­მა არ და­ა­ნე­ბა.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ქარ­თველს კი­დევ ერთი შან­სი მი­ე­ცა, თუმ­ცა რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ლო­სა­ნოს გა­და­ცე­მუ­ლი ბურ­თი ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა. თა­მა­ში კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და, ორ­მხრი­ვი შე­ტე­ვე­ბით: ჯერ კრის­ტან­ტეს თა­ვუ­რი მე­რეტ­მა, ცოტა ხან­ში კი ლო­სა­ნოს დარ­ტყმუ­ლი რუი პატ­რი­სი­ომ მო­ი­გე­რია. ხვი­ჩა 69-ე წუთ­ზე ელ­მა­სით შეც­ვა­ლეს და ელ შა­ა­რა­ვიმ ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. სპა­ლე­ტიმ მო­ე­დან­ზე ლო­სა­ნო­სა და ოსი­მე­ნის ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე სი­მე­ო­ნე და რას­პა­დო­რი შე­უშ­ვა და სი­მე­ო­ნემ ზი­ლენ­სკის პა­სით გა­მარ­ჯვე­ბის გოლი გა­ი­ტა­ნა.

"კვა­რას" ან­გა­რიშ­ზე მიმ­დი­ნა­რე ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 7 გოლი და 8 სა­გო­ლე გა­და­ცე­მაა, ხოლო ოსი­მე­ნი 14 გო­ლით ბომ­ბარ­დი­რია.

„ნა­პო­ლიმ“ ტურ­ნირ­ზე ბოლო 16 მატ­ჩი­დან 15 მო­ი­გო, 53 ქუ­ლით ლი­დე­რია, უახ­ლო­ეს მდე­ვარ „ინ­ტერს“ 13 ქუ­ლით უს­წრებს და 5 თე­ბერ­ვალს გას­ვლა­ზე „სპე­ცი­ას“ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

sportall.ge

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ვცდილობ ჩემი მეხსიერებიდან ამოვაგდო რომასთან თამაში (ლოზანოს პასი!!!)

გიორგი
5

მთელი მთავრობა ნაპოლში რომ დადიხართ თამაშის სანახავად თქვენი შვილებით, ხალხსაც მიეცით საშუალება ტელევიზორში მაინც უყუროს მათ ბავშვებსაც უნდათ ნახონ კვარას თამაში. რა გახდა რომ ერთმა უფასო არხმა აჩვენოს საქართველოს მშტაბით, მარტო ფულის კეთებაზე რომ ხართ გადასული. პროპაგანდული " ახალი ამბები" და თურქული სერიალებით რომ გამოულაყეთ ტვინი

ავტორი:

კვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

კვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე "რომა“ 2:1 დაამარცხა.

მცირე ავადმყოფობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა, მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და დებიუტშივე შექმნა მომენტი, როდესაც საჯარიმოს ხაზთან ორ მეტოქეს გასცდა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე რუი პატრისიომ მოიგერია.

უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები კოტრიერიშებით პასუხობდნენ, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე კიმ ჯემ და მერეტმა შეუთანხმებლად იმოქმედეს და კორეელმა კინაღამ ავტოგოლი გაიფორმა. შემდეგ ოსიმენმა კვარაცხელიას გადაცემული ბურთი მიიღო და რომაელთა კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული თამაში დაწყნარდა, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს სპინაცოლას ჰქონდა მომენტი, მაგრამ მას გატანა მერეტმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ ქართველს კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა რთულ სიტუაციაში ლოსანოს გადაცემული ბურთი ვერ დაიმორჩილა. თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივი შეტევებით: ჯერ კრისტანტეს თავური მერეტმა, ცოტა ხანში კი ლოსანოს დარტყმული რუი პატრისიომ მოიგერია. ხვიჩა 69-ე წუთზე ელმასით შეცვალეს და ელ შაარავიმ ანგარიში გაათანაბრა. სპალეტიმ მოედანზე ლოსანოსა და ოსიმენის ნაცვლად მოედანზე სიმეონე და რასპადორი შეუშვა და სიმეონემ ზილენსკის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.

"კვარას" ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, ხოლო ოსიმენი 14 გოლით ბომბარდირია.

„ნაპოლიმ“ ტურნირზე ბოლო 16 მატჩიდან 15 მოიგო, 53 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს და 5 თებერვალს გასვლაზე „სპეციას“ დაუპირისპირდება.

sportall.ge