პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სომეხი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - რას ამბობს რუბენ ვარდანიანი ივანიშვილზე, რუსეთიდან წასვლასა და ქველმოქმედებაზე?
სომეხი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - რას ამბობს რუბენ ვარდანიანი ივანიშვილზე, რუსეთიდან წასვლასა და ქველმოქმედებაზე?

მი­ლი­არ­დე­რი რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია "ვარ­და­ნი­ა­ნი, ბრო­იტ­მა­ნი და პარტნი­ო­რე­ბის“ ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლია. ის ასე­ვე სკოლ­კო­ვოს ბიზ­ნეს სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კის მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რი გახ­ლავთ. ვარ­და­ნი­ან­მა Meduza-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმა­ზე, ომის დროს და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე და სა­კუ­თარ ქო­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

  • რუ­ბენ ვარ­და­ნი­ანს სო­მეხ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა მას ეს შე­და­რე­ბა არ სი­ა­მოვ­ნებს. ამ­ბობს, რომ ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კარ­გად იც­ნობს და პა­ტივს სცემს.

"კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი. სოფ­ლებ­ში სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის აღ­დგე­ნის ერთ-ერთი შე­მომ­წირ­ვე­ლი იყო. დიახ, მე მას პი­რა­დად კარ­გად ვიც­ნობ და პა­ტივს ვცემ...“ - ივა­ნიშ­ვილ­ზე ვარ­და­ნი­ან­მა 2021 წელს, Forbes Talks-ში გი­ორ­გი ისა­კა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

Meduza-სთან ინ­ტერ­ვი­უს ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კის სატ­რან­სპორ­ტო ბლო­კა­დას და­ეთ­მო. 12 დე­კემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­კე­ტა ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი - ერ­თა­დერ­თი გზა, რო­მე­ლიც აკავ­ში­რებს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კას სომ­ხეთ­თან, ანუ გარე სამ­ყა­როს­თან. ვარ­და­ნი­ა­ნის თქმით, ამის გამო ყა­რა­ბაღ­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა ათე­უ­ლო­ბით მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის, რო­მელ­თა გა­დაყ­ვა­ნაც სამ­შვი­დო­ბო­ებ­მა სა­ჰა­ე­რო გზით ვერ შეძ­ლეს (აზერ­ბა­ი­ჯან­მა ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა). 21 იან­ვარს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ სომ­ხე­თი­დან ყა­რა­ბა­ღის­კენ მი­მა­ვა­ლი გაზ­სა­დე­ნიც გა­და­კე­ტა, რის შე­დე­გა­დაც გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­წყდა.

  • უარი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე

"თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აქვს სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ის­ტო­რია. ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ 2020 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო (ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის და­სა­წყი­სი. - რედ.) - ეს გა­ცი­ლე­ბით ად­რეა, ვიდ­რე "სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია". მა­შინ ჩემს გან­ცხა­დე­ბას 10 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა უყუ­რა. გა­მოს­ვლი­სას შავი პე­რან­გი მეც­ვა და ვამ­ბობ­დი, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომის შე­წყვე­ტა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად იყო სა­ჭი­რო. მივ­მარ­თე აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ, ქარ­თველ, სომ­ხურ და რუს ელი­ტას და პი­რა­დად რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს. მე ჩემი პო­ზი­ცია 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალ­ზე ბევ­რად ადრე და­ვა­ფიქ­სი­რე.

ჩემ­თვის წი­თე­ლი ხაზი ჯერ კი­დევ 2020 წელს არ­ცახ­მა (ყა­რა­ბა­ღის სომ­ხუ­რი სა­ხე­ლი - რედ.) გა­ავ­ლო.

მა­ნამ­დე არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ოდეს­მე სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ვი­კა­ვებ­დი, გა­და­ვი­დო­დი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მაგ­რამ ეს იყო შეგ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 2020 წლის 9 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ (რო­დე­საც დას­რულ­და ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომი, რო­მე­ლიც სომ­ხეთ­მა წა­ა­გო. - რედ.), ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა. ეს და­მარ­ცხე­ბა არის უზარ­მა­ზა­რი ჭრი­ლო­ბა, რო­მელ­საც სხე­უ­ლით ვა­ტა­რებ.

ახ­ლა­ხან მივ­ხვდი, რომ ნაკ­ლე­ბი შან­სია გა­რე­დან არ­ცახს და­ვეხ­მა­რო. მე აქ ვარ და ჩემს ხალ­ხზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ პა­თო­სის და გმი­რო­ბის გა­რე­შე", - აცხა­დებს მი­ლი­არ­დე­რი.

რუ­ბენ ვარ­და­ნი­ა­ნი 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის შე­დე­გად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე აღარ არის, რის მე­რეც მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში გა­და­სახ­ლდა და არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ე­რი გახ­და.

  • ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ

"2008 წელს მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ვთქვით, რომ მთელ ჩვენს მემ­კვიდ­რე­ო­ბას ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში დავ­ხარ­ჯავ­დით. მე­ტიც, 2012 წელს გავ­ყი­დე ბიზ­ნე­სი, ახლა არ მაქვს მოქ­მე­დი ბიზ­ნე­სი. ჩემს მიერ და­არ­სე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია Aurora- სთვის და ყვე­ლა სხვა პრო­ექ­ტის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი თან­ხა ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. და ეს ბევ­რად უფრო ადრე იყო, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში რა­ი­მე მოვ­ლე­ნა და­ი­წყე­ბო­და. ჯერ არც სან­ქცი­ე­ბი ყო­ფი­ლა და არც არა­ფე­რი.

დიდი ხნის წინ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მცი­რე რე­ზერ­ვე­ბი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის, ჩემი ცო­ლი­სა და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, რათა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა ისე, რო­გორც ვცხოვ­რობთ: თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და იახ­ტე­ბის გა­რე­შე.

Financial Times-ს უკვე ვუ­თხა­რი, სან­ქცი­ებს რომ გავ­ქცე­ო­დი, ურუგ­ვა­ი­ში წა­ვი­დო­დი: კარ­გი ამინ­დია, კარ­გი ხორ­ცია, ხილი, სომ­ხებს ძა­ლი­ან კარ­გად ეპყრო­ბი­ან და კლი­მა­ტი მშვე­ნი­ე­რია. მე მშვი­დად ვი­ცხოვ­რებ­დი ფერ­მა­ში... და მერე, ხომ იცით, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია სან­ქცი­ე­ბის­გან გაქ­ცე­ვა ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მოგ­კლან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სო­მე­ხი ხარ.

შე­ხე­დეთ, ჩვენ გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ვართ ათი მი­ლი­ო­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლით, პლუს კი­დევ 80 მი­ლი­ო­ნი ცხოვ­რობს მის მო­კავ­ში­რე თურ­ქეთ­ში. 120 ათა­სი ვართ აქ, არ­ცახ­ში. ჩვენს გვერ­დით კი ორი ათა­სი რუსი ჯა­რის­კა­ცია. და გინ­და, რომ მათ ქვა ვეს­რო­ლო? ეს სი­გი­ჟეა თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტის თვალ­საზ­რი­სით!

მირ­ჩევ­ნია, რომ აქ 20 ათა­სი რუსი ჯა­რის­კა­ცი იყოს, იმი­ტომ, რომ არ­ცა­ხის რეს­პუბ­ლი­კა­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის კონ­ტაქ­ტის ხაზი 540 კი­ლო­მეტ­რია. რთუ­ლი ამო­ცა­ნაა ნე­ბის­მი­ე­რი სამ­შვი­დო­ბოს­თვის.

ვი­სურ­ვებ­დი, რომ არა მარ­ტო რუ­სე­თი, არა­მედ ინ­გლი­სიც და საფ­რან­გე­თიც მკაც­რად მო­იქ­ცნენ! რა­ტომ იწ­ვე­ვენ ალი­ევს მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, მა­გა­ლი­თად, იგი­ვე და­ვოს­ში? მან 120 000 ადა­მი­ა­ნი ბლო­კა­და­ში მო­აქ­ცია, და­ვოს­ში კი ხელი ჩა­მო­არ­თვეს. ამ თვალ­საზ­რი­სით, მე მაქვს ბევ­რი კი­თხვა, ბევ­რი კი­თხვა მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მი­მართ.

სა­ჭი­როა სან­ქცი­ე­ბი არა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს, არა­მედ პი­რა­დად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც იქ ღე­ბუ­ლობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­თა შვი­ლე­ბიც ინ­გლის­ში ან საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლო­ბენ. მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც თავს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევს...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -70
9

მშვიდობა სომხეთს!

მშვიდობა აზერბაიჯანს!

მშვიდობა არ­ცახ­მას (ყა­რა­ბა­ღს)!

ძალზე ძნელია ისეთი სადაო საკითხების მშვიდობიანად მოგვარება, როდესაც დაპირისპირებული მხარეები თავიანთ ისტორიულ ტერიტორიებად თვლიან ყარაბაღის მიწას.

რომ მოუსმინო - ორივე მხარე მართალია, ვინაიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ დამაჯერებელი არგუმენტები თავიანთი პოზიციების გასამყარებლად და დასაცავად.

ამ ჩიხიდან გამოსავალი ალბათ არ არსებობს, ვინაიდან შეუძლებელია იმის დამტკიცება თუ ისტორიულად ვისი ტერიტორია იყო ეს მიწები!

მთავარია ეს კონფლიქტები ისევ არ გადაიზარდოს საბრძოლო მოქმედებებში!

პ.ს. სრული ჭეშმარიტებისათვის ვიტყვი, რომ ისტორიული (ანტიკური პერიოდი - ტიგრან დიდის მეფობის დრო) სომხეთის უზარმაზარი ტერიტორიები (სამხრეთ-დასავლეთი) დღეს შედის თურქეთის შემადგენლობაში...

ნნინიკო
3

ამას უნდა ივანიშვილი შეცვალოს?! ხალხმა ვერაფერი გაიგო

ავტორი:

სომეხი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - რას ამბობს რუბენ ვარდანიანი ივანიშვილზე, რუსეთიდან წასვლასა და ქველმოქმედებაზე?

სომეხი მილიარდერი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა - რას ამბობს რუბენ ვარდანიანი ივანიშვილზე, რუსეთიდან წასვლასა და ქველმოქმედებაზე?

მილიარდერი რუბენ ვარდანიანი საინვესტიციო კომპანია "ვარდანიანი, ბროიტმანი და პარტნიორების“ ყოფილი მფლობელია. ის ასევე სკოლკოვოს ბიზნეს სკოლის დამფუძნებელი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერი გახლავთ. ვარდანიანმა Meduza-სთან ინტერვიუში, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმაზე, ომის დროს დაწესებულ სანქციებზე და საკუთარ ქონებაზე ისაუბრა.

  • რუბენ ვარდანიანს სომეხ ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ, თუმცა მას ეს შედარება არ სიამოვნებს. ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს და პატივს სცემს.

"კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მადლობელი ვარ მისი. სოფლებში სომხური ეკლესიის აღდგენის ერთ-ერთი შემომწირველი იყო. დიახ, მე მას პირადად კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ...“ - ივანიშვილზე ვარდანიანმა 2021 წელს, Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

Meduza-სთან ინტერვიუს ძირითადი ნაწილი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სატრანსპორტო ბლოკადას დაეთმო. 12 დეკემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაკეტა ლაჩინის დერეფანი - ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას სომხეთთან, ანუ გარე სამყაროსთან. ვარდანიანის თქმით, ამის გამო ყარაბაღში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი შეიქმნა ათეულობით მძიმედ დაავადებული პაციენტისთვის, რომელთა გადაყვანაც სამშვიდობოებმა საჰაერო გზით ვერ შეძლეს (აზერბაიჯანმა ფრენები აკრძალა). 21 იანვარს აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალი გაზსადენიც გადაკეტა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეწყდა.

  • უარი რუსეთის მოქალაქეობაზე

"თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ინდივიდუალური ისტორია. ჩემთვის ყველაფერი ჯერ კიდევ 2020 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო (ყარაბაღის მეორე ომის დასაწყისი. - რედ.) - ეს გაცილებით ადრეა, ვიდრე "სპეციალური ოპერაცია". მაშინ ჩემს განცხადებას 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. გამოსვლისას შავი პერანგი მეცვა და ვამბობდი, რომ მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტა ნებისმიერ ფასად იყო საჭირო. მივმართე აზერბაიჯანელ, ქართველ, სომხურ და რუს ელიტას და პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მე ჩემი პოზიცია 2022 წლის 24 თებერვალზე ბევრად ადრე დავაფიქსირე.

ჩემთვის წითელი ხაზი ჯერ კიდევ 2020 წელს არცახმა (ყარაბაღის სომხური სახელი - რედ.) გაავლო.

მანამდე არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე საჯარო თანამდებობას დავიკავებდი, გადავიდოდი პოლიტიკურ საქმიანობაში. მაგრამ ეს იყო შეგნებული გადაწყვეტილება, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ (როდესაც დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც სომხეთმა წააგო. - რედ.), ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. ეს დამარცხება არის უზარმაზარი ჭრილობა, რომელსაც სხეულით ვატარებ.

ახლახან მივხვდი, რომ ნაკლები შანსია გარედან არცახს დავეხმარო. მე აქ ვარ და ჩემს ხალხზე პასუხისმგებლობას ვიღებ პათოსის და გმირობის გარეშე", - აცხადებს მილიარდერი.

რუბენ ვარდანიანი 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულების შედეგად, რუსეთის მოქალაქე აღარ არის, რის მერეც მთიან ყარაბაღში გადასახლდა და არაღიარებული რესპუბლიკის პრემიერი გახდა.

  • ქველმოქმედების შესახებ

"2008 წელს მე და ჩემმა მეუღლემ ვთქვით, რომ მთელ ჩვენს მემკვიდრეობას ქველმოქმედებაში დავხარჯავდით. მეტიც, 2012 წელს გავყიდე ბიზნესი, ახლა არ მაქვს მოქმედი ბიზნესი. ჩემს მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Aurora- სთვის და ყველა სხვა პროექტისთვის გადაცემული თანხა ასობით მილიონი დოლარია. და ეს ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე უკრაინაში რაიმე მოვლენა დაიწყებოდა. ჯერ არც სანქციები ყოფილა და არც არაფერი.

დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ მცირე რეზერვები საკმარისი იქნებოდა ჩემთვის, ჩემი ცოლისა და ჩვენი შვილებისთვის, რათა გაგვეგრძელებინა ცხოვრება ისე, როგორც ვცხოვრობთ: თვითმფრინავებისა და იახტების გარეშე.

Financial Times-ს უკვე ვუთხარი, სანქციებს რომ გავქცეოდი, ურუგვაიში წავიდოდი: კარგი ამინდია, კარგი ხორცია, ხილი, სომხებს ძალიან კარგად ეპყრობიან და კლიმატი მშვენიერია. მე მშვიდად ვიცხოვრებდი ფერმაში... და მერე, ხომ იცით, ძალიან უცნაურია სანქციებისგან გაქცევა ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება მოგკლან მხოლოდ იმიტომ, რომ სომეხი ხარ.

შეხედეთ, ჩვენ გარშემორტყმული ვართ ათი მილიონი აზერბაიჯანელით, პლუს კიდევ 80 მილიონი ცხოვრობს მის მოკავშირე თურქეთში. 120 ათასი ვართ აქ, არცახში. ჩვენს გვერდით კი ორი ათასი რუსი ჯარისკაცია. და გინდა, რომ მათ ქვა ვესროლო? ეს სიგიჟეა თვითგადარჩენის ინსტინქტის თვალსაზრისით!

მირჩევნია, რომ აქ 20 ათასი რუსი ჯარისკაცი იყოს, იმიტომ, რომ არცახის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის კონტაქტის ხაზი 540 კილომეტრია. რთული ამოცანაა ნებისმიერი სამშვიდობოსთვის.

ვისურვებდი, რომ არა მარტო რუსეთი, არამედ ინგლისიც და საფრანგეთიც მკაცრად მოიქცნენ! რატომ იწვევენ ალიევს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მაგალითად, იგივე დავოსში? მან 120 000 ადამიანი ბლოკადაში მოაქცია, დავოსში კი ხელი ჩამოართვეს. ამ თვალსაზრისით, მე მაქვს ბევრი კითხვა, ბევრი კითხვა მრავალი ქვეყნის მიმართ.

საჭიროა სანქციები არა აზერბაიჯანის სახელმწიფოს, არამედ პირადად იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქ ღებულობს გადაწყვეტილებებს. იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა შვილებიც ინგლისში ან საფრანგეთში სწავლობენ. მათ წინააღმდეგ, ვინც თავს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიიჩნევს...

იხილეთ ასევე: