ვაზისუბანში სროლის საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ვაზისუბანში მომხმარებელს ჯერ მაღაზიის გამყიდველთან ჰქონდა სიტყვიერი შელაპარაკება, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან შენობის გარეთ გაისროლა.
და რატომ არ წერთ რა პროფესიისაა? თუ როცა ძალოვანი არაა მსგავსის ჩამდენი არ უნდა გაუსვათ ხაზი ამას :(