პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკის პარკის ტრაგედიიდან სამი თვის თავზე, "გრინსერვის +"-მა 3 მილიონიანი ტენდერი მოიგო - რა სამუშაოებს განახორციელებს კომპანია დედაქალაქში?
ვაკის პარკის ტრაგედიიდან სამი თვის თავზე, "გრინსერვის +"-მა 3 მილიონიანი ტენდერი მოიგო - რა სამუშაოებს განახორციელებს კომპანია დედაქალაქში?

ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ი­დან 3 თვის შემ­დეგ, შპს "გინ­სერ­ვის +" - თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი 3.1 მლნ-იანი ტენ­დე­რი მო­ი­გო.

მე­რი­ამ ტენ­დე­რი გა­სუ­ლი წლის 12 დე­კემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და და ის დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ებს შე­ე­ხე­ბა. მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბად მე­რი­ამ 3 499 966 ლარი და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ მი­თი­თე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უფრო ია­ფად, 3 145 000 ლა­რად შეს­თა­ვა­ზა.

სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ სამშნებ­ლო სხვა სა­მუ­შა­ო­ებ­თან ერ­თად, "გინ­სერ­ვის +"-ს ევა­ლე­ბა ელექტრო სა­დე­ნე­ბით სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტის გა­მარ­თვა, სწო­რედ ის საქ­მე, რა­შიც კომ­პა­ნი­ამ სა­ბე­დის­წრეო შეც­დო­მა და­უშ­ვა და 3 თვის წინ ამას 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

მა­რი­ტას ორი თა­ნა­ტო­ლი დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად და­შავ­და, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათი გა­დარ­ჩე­ნა დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ილ­მა მო­ა­ხერ­ხა.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და თბი­ლი­სის მე­რი­ას, სა­დაც გვი­თხრეს, რომ ჩვენს კი­თხვებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით უპა­სუ­ხე­ბენ.

სამი თვის წინ მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. მა­შინ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სა­ჯა­როდ დადო პი­რო­ბა, რომ და­ის­ჯე­ბო­და ყვე­ლა, ვი­საც ამ ტრა­გე­დი­ა­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვო­და.

ამ ეტაპ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 9 პირი. მათ შო­რი­სა მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, გრინ­სერ­ვი­სის და მშე­ნექ­სპერ­ტის დი­რექ­ტო­რე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ორი კერ­ძო ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ ბრალ­დე­ბულ­თა წრე გა­ფარ­თოვ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, ვა­კის ტრა­გე­დი­ა­ში ბრა­ლი მი­უ­ძღვის რო­გორც სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ას, "გრინ­სერ­ვისს", ისე თბი­ლი­სის მე­რი­ას.

კერ­ძოდ, პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "გრინ­სერ­ვის +” ვალ­დე­ბუ­ლი იყო წარ­მო­ედ­გი­ნა ინ­სპექ­ტი­რე­ბის ან­გა­რი­ში, ხოლო მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა მი­ე­ღო მხო­ლოდ ინ­სპექ­ტი­რე­ბის ან­გა­რი­შის და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­სა­ბა­მი­სად.

"2021 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს, ქ.თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­სა და "გრინ­სერ­ვი­სი +“-ს შო­რის გა­ფორმ­და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­გან­საც წარ­მო­ად­გენ­და თბი­ლის­ში, ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შად­რევ­ნე­ბის და კას­კა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 2022 წლის 26 აგ­ვის­ტოს, მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი, რომ­ლი­თაც მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა ჩა­ი­ბა­რა ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, "გრინ­სერ­ვი­სი +“-ის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერს სი­ტყვი­ე­რად მოს­თხო­ვა, რომ ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­ზე და­მა­ტე­ბით ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, კერ­ძოდ უჟან­გა­ვი თეთ­რი ფე­რის თუ­ნუ­ქის მა­სა­ლით შე­ე­ფუ­თათ ელექტრო ძრავ­ზე და­ერ­თე­ბუ­ლი შავი ფე­რის წყლის მი­ლე­ბი.

გრინ­სერ­ვი­სი +“-ის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და "გრინ­სერ­ვი­სი +“-ის დი­რექ­ტორს, რომ­ლის მი­თი­თე­ბი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შაო ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი ფირ­მის "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნი“-ს წარ­მო­მად­გე­ნელს შე­უკ­ვე­თეს. ამ უკა­ნას­კნელ­მა თა­ვის მხრივ, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნი“-ს მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ ორ ხე­ლო­სანს და­ა­ვა­ლა.

სა­მუ­შა­ოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და კონ­ტრო­ლი კი, "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის სა­მუ­შა­ო­თა მწარ­მო­ე­ბელს უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა.22 სექ­ტემ­ბერს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ხე­ლოს­ნე­ბი მი­ვიდ­ნენ ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­თან, მი­ი­ტა­ნეს შე­სა­ფუ­თი თუ­ნუ­ქის მა­სა­ლა და და­ი­წყეს სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ხე­ლოს­ნებ­მა და­არ­ღვი­ეს სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, კერ­ძოდ წყლის მი­ლებ­ზე უჟან­გა­ვი თუ­ნუ­ქის მორ­გე­ბის მიზ­ნით, მოხ­სნეს ელექტრო ძრა­ვის შე­სა­ფუ­თი ლი­თო­ნის ცხა­უ­რი, რომ­ლის უკან და­მაგ­რე­ბი­სას ბე­ტო­ნის ზე­და­პირ­სა და ლი­თო­ნის ცხა­ურს შო­რის მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო კა­ბე­ლი მო­ა­ყო­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, და­ზი­ან­და ელექტრო კა­ბე­ლის იზო­ლა­ცია და მოხ­და დე­ნის წყალ­ში გა­ჟონ­ვა.

"გრინ სერ­ვის+"-ის დი­რექ­ტორ­მა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შე­სა­ბა­მი­სი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე წა­რუდ­გი­ნა მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს, ხოლო მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შე.თა­ვის მხრივ, "გრინ სერ­ვის +"-ის ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი ფირ­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა არ გა­და­ა­მოწ­მა მის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ხე­ლოს­ნე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო. ხოლო, "გრინ სერ­ვის +"-ის სა­მუ­შა­ო­თა მწარ­მო­ე­ბელ­მა არ გა­უ­წია შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტრო­ლი აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბას. აღ­ნიშ­ნულ პირ­თა მიერ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბის ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მოვ­ლე­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და ელექტრო სა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი და თა­ვი­დან იქ­ნე­ბო­და აცი­ლე­ბუ­ლი დამ­დგა­რი შე­დე­გი" - მი­იჩ­ნევს პრო­კუ­რა­ტუ­რა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღევანდელობის ოქროს წესი
5

,,მეგობრებისთვის ყველაფერი, დანარჩენებისთვის კანონი'' ბენიტო მუსოლონი

!!
7

"სადგური გოცირიძე გაივლის გაუჩერებლად".2030წ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ვაკის პარკის ტრაგედიიდან სამი თვის თავზე, "გრინსერვის +"-მა 3 მილიონიანი ტენდერი მოიგო - რა სამუშაოებს განახორციელებს კომპანია დედაქალაქში?

ვაკის პარკის ტრაგედიიდან სამი თვის თავზე, "გრინსერვის +"-მა 3 მილიონიანი ტენდერი მოიგო - რა სამუშაოებს განახორციელებს კომპანია დედაქალაქში?

ვაკის პარკის ტრაგედიიდან 3 თვის შემდეგ, შპს "გინსერვის +" - თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული 3.1 მლნ-იანი ტენდერი მოიგო.

მერიამ ტენდერი გასული წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა და ის დედაქალაქის მასშტაბით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს შეეხება. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად მერიამ 3 499 966 ლარი დაასახელა, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ მითითებული სამუშაოების ჩატარება უფრო იაფად, 3 145 000 ლარად შესთავაზა.

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სამშნებლო სხვა სამუშაოებთან ერთად, "გინსერვის +"-ს ევალება ელექტრო სადენებით სხვადასხვა ობიექტის გამართვა, სწორედ ის საქმე, რაშიც კომპანიამ საბედისწრეო შეცდომა დაუშვა და 3 თვის წინ ამას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მარიტას ორი თანატოლი დენის დარტყმის შედეგად დაშავდა, თუმცა, საბედნიეროდ, მათი გადარჩენა დევი მეზურნიშვიილმა მოახერხა.

AMBEBI.GE დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებს მოგვიანებით უპასუხებენ.

სამი თვის წინ მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მაშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ საჯაროდ დადო პირობა, რომ დაისჯებოდა ყველა, ვისაც ამ ტრაგედიაში წვლილი მიუძღვოდა.

ამ ეტაპზე დაკავებულია 9 პირი. მათ შორისა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გრინსერვისის და მშენექსპერტის დირექტორები, თანამშრომლები და ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდება. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, ვაკის ტრაგედიაში ბრალი მიუძღვის როგორც სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას, "გრინსერვისს", ისე თბილისის მერიას.

კერძოდ, პროკურორის ინფორმაციით, "გრინსერვის +” ვალდებული იყო წარმოედგინა ინსპექტირების ანგარიში, ხოლო მერიის საქალაქო სამსახურს სამუშაოები უნდა მიეღო მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშის და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.

"2021 წლის 22 ოქტომბერს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და "გრინსერვისი +“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022 წლის 26 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ცენტრალურ შადრევანზე შესრულებული სამუშაოები.

აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, "გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები.

გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა "გრინსერვისი +“-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა.

სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, "გრინსერვისი+“-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა.22 სექტემბერს, დილის საათებში, ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა.

"გრინ სერვის+"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.თავის მხრივ, "გრინ სერვის +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, "გრინ სერვის +"-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი" - მიიჩნევს პროკურატურა.

ასევე იხილეთ: