პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"გაყინული ტბა გადაიარა, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და.." - "ვაგნერის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილმა მეთაურმა ნორვეგიას თავშესაფარი სთხოვა
"გაყინული ტბა გადაიარა, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და.." - "ვაგნერის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილმა მეთაურმა ნორვეგიას თავშესაფარი სთხოვა

რუ­სე­თის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი რაზ­მის, "ვაგ­ნე­რის" ერთ-ერთი ქვე­და­ნა­ყო­ფის ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა, ან­დრეი მედ­ვე­დევ­მა ნორ­ვე­გი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა. ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ფონ­დის, "Gulagu.net-ის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვლა­დი­მერ ოშე­ჩკინ­მა გა­ნა­ცხა­და.

მედ­ვე­დე­ვი ამ­ბობს, რომ რუ­სე­თის სა­ზღვა­რი ნორ­ვე­გი­ას­თან, მურ­მანსკის ოლ­ქის სო­ფელ ნი­კელ­თან გა­დაკ­ვე­თა. მისი თქმით, სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბულ ორ ღო­ბე­ზე გა­დაძ­ვრა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ძაღ­ლე­ბის ყე­ფი­სა და მე­სა­ზღვრე­ე­ბის სრო­ლის ქვეშ, გა­ყი­ნუ­ლი ტბა ფე­ხით გა­და­ირ­ბი­ნა. მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერთ სა­სა­ზღვრო ქა­ლაქს მი­აღ­წია, პირ­ვე­ლი­ვე სახ­ლის კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა და მო­სახ­ლე­ო­ბას პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა სთხო­ვა.

გაქ­ცე­უ­ლი მებ­რძო­ლი ნორ­ვე­გი­ის დე­და­ქა­ლაქ ოს­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის მიგ­რა­ცი­ის კა­ნო­ნე­ბის დამ­რღვევ­თა ცენ­ტრში შე­ა­სახ­ლეს. ოსე­ჩკინ­მა გან­მარ­ტა, რომ თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რა უკვე და­წყე­ბუ­ლია. ნორ­ვე­გი­ა­ში მედ­ვე­დე­ვი "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და დამ­ფი­ნან­სებ­ლის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას აპი­რებს.

  • ოსე­ჩკინ­მა ასე­ვე გა­ავ­რცე­ლა ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც მედ­ვე­დე­ვი ყვე­ბო­და გაქ­ცე­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ”უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის და­წყე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, ვაგ­ნე­რის PMC-ის ერთ-ერთი ქვე­და­ნა­ყო­ფის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი გა­იქ­ცა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ევ­რო­პა­ში. ის თა­ნახ­მაა, რომ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს”, - წერს ოსე­ჩკი­ნი.

2022 წლის ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში, მედ­ვე­დევ­მა, რო­მე­ლიც ტომ­სკის რე­გი­ო­ნი­დან გახ­ლავთ, ხელი მო­ა­წე­რა ოთხთვი­ან კონ­ტრაქტს "ვაგ­ნერ­თან." თავ­და­პირ­ვე­ლად, მებ­რძო­ლი სალ­სკში გაგ­ზავ­ნეს, იქი­დან კი ლუ­განსკში, სა­დაც და­ქი­რა­ვე­ბულ­თა ერთ-ერთი ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რად და­ი­ნიშ­ნა.

მედ­ვე­დე­ვის თქმით, ის ბახ­მუ­ტის მახ­ლობ­ლად გა­მარ­თულ ბრძო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მის ოცე­ულ­ში მსა­ხუ­რობ­და ევ­გე­ნი ნუ­ჟი­ნი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, "ვაგ­ნე­რე­ლებ­მა" მას შემ­დეგ მოკ­ლეს, რაც უკ­რა­ი­ნელ­თა ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავს დე­ზერ­ტირ ან­დრეი მედ­ვე­დე­ვად წა­რად­გენ­და, სა­უბ­რობ­და "ვაგ­ნე­რის" მებ­რძო­ლე­ბის მიერ ერ­თმა­ნე­თის და­ში­ნე­ბა­ზე. მან მო­ი­თხო­ვა, რომ FSB-ს შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი და ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი.

"ჩემი წას­ვლის შემ­დეგ ვაგ­ნე­რის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო ჩემი დევ­ნა. ვში­შობ, რომ ჩემი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა საფრ­თხე­შია", - თქვა მედ­ვე­დევ­მა.

მაროკო
12

ივლისში მოაწერა 4 თვიან კონტრაქტს ხელი და დეკემბერში დეზერტირი როგორ გამოდის კონტრაქტის ვადა გასული აქვს უკვე. მემგონი ორმაგი თუ სამმაგი აგენტის როლს თამაშობს ეგ ანდრიუშა და თან საკმაოდ საშიშიც ჩანს. 

ავტორი:

"გაყინული ტბა გადაიარა, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და.." - "ვაგნერის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილმა მეთაურმა ნორვეგიას თავშესაფარი სთხოვა

"გაყინული ტბა გადაიარა, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და.." - "ვაგნერის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილმა მეთაურმა ნორვეგიას თავშესაფარი სთხოვა

რუსეთის დაქირავებული რაზმის, "ვაგნერის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილმა მეთაურმა, ანდრეი მედვედევმა ნორვეგიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ფონდის, "Gulagu.net-ის" დამფუძნებელმა ვლადიმერ ოშეჩკინმა განაცხადა.

მედვედევი ამბობს, რომ რუსეთის საზღვარი ნორვეგიასთან, მურმანსკის ოლქის სოფელ ნიკელთან გადაკვეთა. მისი თქმით, საზღვარზე არსებულ ორ ღობეზე გადაძვრა, მოგვიანებით კი, ძაღლების ყეფისა და მესაზღვრეების სროლის ქვეშ, გაყინული ტბა ფეხით გადაირბინა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქს მიაღწია, პირველივე სახლის კარზე დააკაკუნა და მოსახლეობას პოლიციის გამოძახება სთხოვა.

გაქცეული მებრძოლი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გადაიყვანეს, სადაც ის მიგრაციის კანონების დამრღვევთა ცენტრში შეასახლეს. ოსეჩკინმა განმარტა, რომ თავშესაფრის მიღების პროცედურა უკვე დაწყებულია. ნორვეგიაში მედვედევი "ვაგნერის" დამფუძნებლისა და დამფინანსებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აპირებს.

  • ოსეჩკინმა ასევე გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც მედვედევი ყვებოდა გაქცევის გარემოებების შესახებ. ”უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პირველად, ვაგნერის PMC-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილი მეთაური გაიქცა რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში. ის თანახმაა, რომ ჩვენება მისცეს”, - წერს ოსეჩკინი.

2022 წლის ივლისის დასაწყისში, მედვედევმა, რომელიც ტომსკის რეგიონიდან გახლავთ, ხელი მოაწერა ოთხთვიან კონტრაქტს "ვაგნერთან." თავდაპირველად, მებრძოლი სალსკში გაგზავნეს, იქიდან კი ლუგანსკში, სადაც დაქირავებულთა ერთ-ერთი ოცეულის მეთაურად დაინიშნა.

მედვედევის თქმით, ის ბახმუტის მახლობლად გამართულ ბრძოლებში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მის ოცეულში მსახურობდა ევგენი ნუჟინი, რომელიც სავარაუდოდ, "ვაგნერელებმა" მას შემდეგ მოკლეს, რაც უკრაინელთა ტყვეობიდან გათავისუფლდა.

დეკემბრის შუა რიცხვებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა ადამიანი, რომელიც თავს დეზერტირ ანდრეი მედვედევად წარადგენდა, საუბრობდა "ვაგნერის" მებრძოლების მიერ ერთმანეთის დაშინებაზე. მან მოითხოვა, რომ FSB-ს შეემოწმებინა დაქირავებულები და ევგენი პრიგოჟინი.

"ჩემი წასვლის შემდეგ ვაგნერის უშიშროების სამსახურმა დაიწყო ჩემი დევნა. ვშიშობ, რომ ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია", - თქვა მედვედევმა.