სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ... 15 წლიდან დავიწყე მუშაობა, "ფლაერებს" ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია" - ცნობილი მომღერლების უცნობი ცხოვრება
"1 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ... 15 წლიდან დავიწყე მუშაობა, "ფლაერებს" ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია" - ცნობილი მომღერლების უცნობი ცხოვრება

ბაბი კირ­კი­ტა­ძე და თათა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გო­გო­ნე­ბი არი­ან. თათა ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის, მაგ­რამ მი­აჩ­ნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სა­მო­მავ­ლოდ პრო­ფე­სია ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით აირ­ჩია, რა­საც დრო და ენერ­გი­აც და­უთ­მო, თუმ­ცა ჰობ­მა თავი ისევ შე­ახ­სე­ნა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპ­ზე, მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­აც არის... რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ბის, ისიც ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის და დღეს უკვე ცნო­ბი­ლი ბენ­დის წევ­რია.

ბაბი კირ­კი­ტა­ძე ერთი თვის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც გა­ირ­კვა, რომ კას­პის მე­რი­ამ ბაბი კირ­კი­ტა­ძეს 12 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა. მე­რი­ის ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" "ღა­მის შოუს ბენ­დის" მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო მი­ი­ღო... 23 ოქ­ტომ­ბერს ბენდმა კას­პში "კას­პო­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით იმ­ღე­რა, რის­თვი­საც მე­რი­ის­გან 12 ათა­სი ლარი მი­ი­ღო.

რო­გო­რია თა­თას და ბა­ბის ცხოვ­რე­ბა სცე­ნის მიღ­მა და რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შეხ­ვდათ ცხოვ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ მომ­ღერ­ლე­ბი თა­ვად ჰყვე­ბი­ან:

ბაბი კირ­კი­ტა­ძე:

- საკ­მა­ოდ ბევ­რი სირ­თუ­ლით იყო ჩემი ცხოვ­რე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი. "ფლა­ე­რე­ბიც" და­მი­რი­გე­ბია ქუ­ჩა­ში. ამა­ში არა­ფე­რი სა­თა­კი­ლო არ არის. პი­რი­ქით, მე სულ მქონ­და მო­ტი­ვა­ცია, რომ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შე­მექ­მნა რა­ღა­ცე­ბი. 16-17 წლის ვი­ყა­ვი, როცა სახ­ლი უკვე აღარ გვქონ­და. ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და ოჯახს. რა საქ­მეც მხვდე­ბო­და, არა­ფერ­ზე უარს არ ვამ­ბობ­დი. დე­და­ჩემს ჰქონ­და პა­ტა­რა მა­ღა­ზია და თა­ვი­დან ამ მა­ღა­ზი­ის­თვის და­ვი­წყე "ფლა­ე­რე­ბის" და­რი­გე­ბა, მიმ­ტა­ნო­ბაც მიც­დია, რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯე­რიც ვყო­ფილ­ვარ. ზო­გა­დად მზრუნ­ვე­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი გაზ­რდი­ლი და უცებ ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში რომ აღ­მოვ­ჩნდი, ჩემი მშობ­ლე­ბი ამას გა­ნიც­დიდ­ნენ. 18 წლის ვი­ყა­ვი რეს­ტო­რან­ში სიმ­ღე­რა რომ და­ვი­წყე.

შემ­დეგ უამ­რა­ვი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ვიც­ვა­ლე. ერთ დღე­საც ვნა­ხე გან­ცხა­დე­ბა, რომ შო­უს­თვის ეძებ­დნენ გო­გო­ნას, რო­მელ­საც სიმ­ღე­რა უნდა სცოდ­ნო­და. მე დე­დას­თან ერ­თად წა­ვე­დი კას­ტინგზე. ამის შემ­დეგ და­ი­წყო კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა. უკვე აღ­ვნიშ­ნე, რომ სახ­ლი არ გვქონ­და და ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მო­მი­წია ფიქ­რი იმა­ზე, რომ ყო­ვე­ლი თვი­დან ქირა იყო გა­და­სახ­დე­ლი. ასე გრძელ­დე­ბო­და 9 წელი და რო­გორც იქნა სახ­ლი ვი­ყი­დე. მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ვინც ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე შეხ­ვედ­რია. მად­ლო­ბა მე­გობ­რებს - რომ არა ისი­ნი ვერ შევ­ძლებ­დი ამ ბი­ნის ყიდ­ვას.

თათა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი:

ჩემი და ბა­ბის ის­ტო­რი­ე­ბი საკ­მა­ოდ მსგავ­სია. ისიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და მეც ასე­თი ვარ. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ოდ­ნავ მეტი სირ­თუ­ლე ის იყო, რომ 1 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა და მამა და­შორ­დნენ. მა­მას კი ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი ჩემ­თან, მაგ­რამ ძლი­ე­რი ზურ­გის აღ­ქმა მაკ­ლდა. ვცდი­ლობ­დი, ორ­მა­გად ძლი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან არა­ვის ეთ­ქვა, რომ ეს ბავ­შვი უმა­მოდ იზ­რდე­ბა და თავ­ზე ხელი აი­ღოო ან რამე მსგავ­სი. ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­უ­კე­თე­სო. 15 წლი­დან ბავ­შვებს ვამ­ზა­დებ­დი ინ­გლი­სურ­ში, "ფლა­ე­რებს" ვა­რი­გებ­დი, მიმ­ტა­ნა­დაც მი­მუ­შა­ვია, სა­ბავ­შვო ბაღ­შიც ვი­მუ­შა­ვე აღ­მზრდე­ლად.

ბევ­რგან ვცა­დე სა­კუ­თა­რი თავი. ამა­სო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტიც და­ვამ­თავ­რე, შე­ვი­ძი­ნე კარ­გი მე­გობ­რე­ბი. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში იყო ონი­სე ფუტ­კა­რა­ძეს­თან "ბე­ქებ­ში" რომ ვი­დე­ქი. მო­მე­წო­ნა და გა­ვა­კე­თეთ ბენ­დი "იე­ლოუ". ჩვე­ნი ნამ­ღე­რი მო­ის­მი­ნა გე­ლამ (გნო­ლი­ძემ) და შემ­დეგ მოგ­ვიყ­ვა­ნა "ღა­მის შო­უ­ში". მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი მსმე­ნე­ლის. მად­ლო­ბა მა­თაც ვი­საც არ სჯე­რო­დათ ჩემი და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩემ­გან არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. ამან უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა.

მომ­ღერ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა­ში "სი­კე­თე მარ­ტი­ვია" ისა­უბ­რეს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
9

რა იმღერეს ასეთი 12ატადი რომ აუღეს,რამდენი გაჭირვებულია,იმისთვის ნიეცათ ეგ ფული,ხალხი ნაგავში იქექება და ბაბუს ყროყინში ვინ გადაუხადა ამდენი ფული😡😡ეგეც არ მყავდეს პოპდივა

აბა ჰეეეე
21

რომელი ხართ მომღერალი ხომ ვერ გვეტყვით? ..ისე ყვებით ასეთი და ისეთი გზა გავიარეთო თითქოს ოსკარის დაჯილდოებაზე იყოთ მიწვეული....ერთი გასართობი გადაცემის მომღერლები ხართ....მთელს ხელფასს ესთეტიკურ ცენტრებში ხარჯავთ რომ როგორმე შორენას დაემსგავსოთ.....რა უხერხულიააააა.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"1 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ... 15 წლიდან დავიწყე მუშაობა, "ფლაერებს" ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია" - ცნობილი მომღერლების უცნობი ცხოვრება

"1 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ... 15 წლიდან დავიწყე მუშაობა, "ფლაერებს" ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია" - ცნობილი მომღერლების უცნობი ცხოვრება

ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოგონები არიან. თათა ბავშვობიდან მღერის, მაგრამ მიაჩნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სამომავლოდ პროფესია ბიზნესის მიმართულებით აირჩია, რასაც დრო და ენერგიაც დაუთმო, თუმცა ჰობმა თავი ისევ შეახსენა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპზე, მთავარი პროფესიაც არის... რაც შეეხება ბაბის, ისიც ბავშვობიდან მღერის და დღეს უკვე ცნობილი ბენდის წევრია.

ბაბი კირკიტაძე ერთი თვის წინ სკანდალში გაეხვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა. მერიის ფინანსური სამსახურის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მომღერალმა აღნიშნული თანხა ტელეკომპანია "იმედის" "ღამის შოუს ბენდის" მომსახურების გამო მიიღო... 23 ოქტომბერს ბენდმა კასპში "კასპობასთან" დაკავშირებით იმღერა, რისთვისაც მერიისგან 12 ათასი ლარი მიიღო.

როგორია თათას და ბაბის ცხოვრება სცენის მიღმა და რა სირთულეები შეხვდათ ცხოვრებაში, ამის შესახებ მომღერლები თავად ჰყვებიან:

ბაბი კირკიტაძე:

- საკმაოდ ბევრი სირთულით იყო ჩემი ცხოვრება დატვირთული. "ფლაერებიც" დამირიგებია ქუჩაში. ამაში არაფერი სათაკილო არ არის. პირიქით, მე სულ მქონდა მოტივაცია, რომ საკუთარი ძალებით შემექმნა რაღაცები. 16-17 წლის ვიყავი, როცა სახლი უკვე აღარ გვქონდა. ქირით ვცხოვრობდით. შესაბამისად, ჩემი დახმარება სჭირდებოდა ოჯახს. რა საქმეც მხვდებოდა, არაფერზე უარს არ ვამბობდი. დედაჩემს ჰქონდა პატარა მაღაზია და თავიდან ამ მაღაზიისთვის დავიწყე "ფლაერების" დარიგება, მიმტანობაც მიცდია, რესტორნის მენეჯერიც ვყოფილვარ. ზოგადად მზრუნველობაში ვიყავი გაზრდილი და უცებ ასეთ რეალობაში რომ აღმოვჩნდი, ჩემი მშობლები ამას განიცდიდნენ. 18 წლის ვიყავი რესტორანში სიმღერა რომ დავიწყე.

შემდეგ უამრავი სამსახური გამოვიცვალე. ერთ დღესაც ვნახე განცხადება, რომ შოუსთვის ეძებდნენ გოგონას, რომელსაც სიმღერა უნდა სცოდნოდა. მე დედასთან ერთად წავედი კასტინგზე. ამის შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება. უკვე აღვნიშნე, რომ სახლი არ გვქონდა და ადრეული ასაკიდან მომიწია ფიქრი იმაზე, რომ ყოველი თვიდან ქირა იყო გადასახდელი. ასე გრძელდებოდა 9 წელი და როგორც იქნა სახლი ვიყიდე. მადლიერი ვარ ყველა ადამიანის ვინც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეხვედრია. მადლობა მეგობრებს - რომ არა ისინი ვერ შევძლებდი ამ ბინის ყიდვას.

თათა გიორგობიანი:

ჩემი და ბაბის ისტორიები საკმაოდ მსგავსია. ისიც დამოუკიდებელია და მეც ასეთი ვარ. ჩემს შემთხვევაში ოდნავ მეტი სირთულე ის იყო, რომ 1 წლის ვიყავი, როცა დედა და მამა დაშორდნენ. მამას კი ჰქონდა კონტაქტი ჩემთან, მაგრამ ძლიერი ზურგის აღქმა მაკლდა. ვცდილობდი, ორმაგად ძლიერი ვყოფილიყავი, რადგან არავის ეთქვა, რომ ეს ბავშვი უმამოდ იზრდება და თავზე ხელი აიღოო ან რამე მსგავსი. ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ვყოფილიყავი საუკეთესო. 15 წლიდან ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურში, "ფლაერებს" ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია, საბავშვო ბაღშიც ვიმუშავე აღმზრდელად.

ბევრგან ვცადე საკუთარი თავი. ამასობაში უნივერსიტეტიც დავამთავრე, შევიძინე კარგი მეგობრები. პირველი ნაბიჯები მუსიკალურ სამყაროში იყო ონისე ფუტკარაძესთან "ბექებში" რომ ვიდექი. მომეწონა და გავაკეთეთ ბენდი "იელოუ". ჩვენი ნამღერი მოისმინა გელამ (გნოლიძემ) და შემდეგ მოგვიყვანა "ღამის შოუში". მადლიერი ვარ ჩემი მსმენელის. მადლობა მათაც ვისაც არ სჯეროდათ ჩემი და მეუბნებოდნენ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა. ამან უფრო გამაძლიერა.

მომღერლებმა საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაცემაში "სიკეთე მარტივია" ისაუბრეს.

ნახეთ ასევე: