ავტორი:

რატომ არ ამუშავდა ამ დრომდე ამერიკული ლენდ-ლიზი უკრაინისთვის? - "ამჟამინდელი პროგრამა არსებითად განსხვავდება მე-2 მსოფლიო ომის დროს არსებული პროგრამისგან“

რატომ არ ამუშავდა ამ დრომდე ამერიკული ლენდ-ლიზი უკრაინისთვის? - "ამჟამინდელი პროგრამა არსებითად განსხვავდება მე-2 მსოფლიო ომის დროს არსებული პროგრამისგან“

"ლენდ-ლიზის შესახებ კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, ისევე, როგორც 77 წლის წინ", - საჯაროდ ასე გადაუხადა მადლობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს გასული წლის 9 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გამო, თუმცა ამ დღიდან ექვს თვეზე მეტი დრო გავიდა, კანონი კი ამ დრომდე არ ამოქმედებულა.

დოკუმენტი სახელწოდებით "სესხი-იჯარის აქტი 2022 წელს უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად“ აშშ-ს კონგრესს ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2022 წლის იანვარში წარედგინა.

ამავე წლის 3 მაისს ის აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხმათა უმრავლესობით (417 მომხრე, 10 წინააღმდეგ) დამტკიცდა, მანამდე კი კანონპროექტი სენატმა განიხილა.

პუტინის რუსეთის უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 21 დეკემბერს, ზელენსკიმ პირველად დატოვა უკრაინა და აშშ-ში სპეციალური ვიზიტით გაემგზავრა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის ხელმძღვანელს საჯაროდ არ დაუყენებია ლენდ-ლიზის საკითხი.

ვარაუდობდნენ, რომ ეს კანონი იმუშავებდა ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც შეერთებული შტატები განუწყვეტლივ ეხმარებოდა თავის მოკავშირეებს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირს, იარაღს, სამხედრო აღჭურვილობას და საკვებს წინასწარი გადახდის გარეშე.

  • რა არის ლენდ-ლიზი?

პროგრამა 1941 წელს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის დროს "დაიბადა“ და ეს იყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები მე-2 მსოფლიო ომის დროს ამარაგებდა მოკავშირეებს (გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთსა და სხვ.) დიდი რაოდენობით შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამედიცინო საშუალებებით, სურსათითა და სტრატეგიული ნედლეულით, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეების გამარჯვებაში.

ამჯერად ამ პროგრამით აშშ-ს პრეზიდენტს შეუძლია მთავრობას მისცეს უფლებამოსილება, გასცეს ან იჯარით გადასცეს თავდაცვითი აქტივები უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, რათა დაეხმაროს ამ ქვეყნების თავდაცვის გაძლიერებას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას.

ეს ინოვაცია მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიუროკრატიულ პროცესს, რომელიც ჩვეულებრივ თან ახლავს იარაღის გაყიდვას: ამ შემთხვევაში ამერიკული იარაღის იჯარით გაცემა შესაძლებელია უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.

"სესხების იჯარის კანონის გარეშე, სამხედრო აღჭურვილობის დაქირავებისას, უკრაინამ უნდა დააბრუნოს შეერთებულ შტატებში ხუთი წლის განმავლობაში და გადაიხადოს ზარალი მისთვის მიყენებული ზიანისთვის“, განმარტა Defenceone-ს Cato Institute-ის პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ჯორდან კოენმა. კანონპროექტი კი ხსნის მსგავს შეზღუდვებს“.

თუმცა, ამ დროისთვის, უკრაინის ხელისუფლება ფაქტობრივად აღიარებს, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული სესხის იჯარის პროცედურის დაწყებით - ვინაიდან შეერთებული შტატები კვლავ აწვდის იარაღს მასში ფასის გადახდის და პირობების გარეშე.

უკრაიანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო განმარტავს, რომ ლენდ-ლიზი პროგრამის ფარგლებში მიწოდების მოცულობა პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის ფინანსურ შესაძლებლობებზე.

"ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იციან, რომ უკრაინელები დღეს იხდიან უმაღლეს ფასს, იცავენ არა მხოლოდ მათ თავისუფლებას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას. უკრაინის არაადეკვატური დახმარება ან მისი არაეფექტურობა საბედისწერო შედეგებს მოიტანს მთელ თავისუფალ დემოკრატიულ სამყაროზე", - თქვა მან.

თეთრი სახლი ადასტურებს ამ პოზიციას.

ჯონ კირბი, ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საბჭოს კოორდინატორი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის შეერთებული შტატების პრიორიტეტია "დახმარება, რომელშიც უკრაინელებს გადახდა არ მოუწევთ“.

23 დეკემბერს კონგრესმა 800 მილიონი დოლარი გამოყო USAI-სთვის - კიევისთვის იარაღის მიწოდების მთავარი პროგრამისთვის. მიმდინარე წელს კი ვაშინგტონი 45 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს უკრაინის მხარდასაჭერად.

ბევრია თუ ცოტა? შედარებისთვის, 2021-22 წლებში შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თითქმის 12 მილიარდი დოლარის იარაღი გამოყო.

  • რა დახმარებას იღებს უკრაინა აშშ-გან ამჟამად?

ვაშინგტონი ჯერ არ იყენებს ლენდ-ლიზს, აშშ-ის სამხედრო დახმარება ახლა უკრაინას სხვა პროგრამების ფარგლებში გადაეცემა.

"ამ ინსტრუმენტის უპირატესობა არის აშშ-ის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე, გამარტივებული პროცედურის მიხედვით, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე და უკრაინის დახმარების თითოეულ პაკეტზე ხმების საჭიროება აშშ-ის კონგრესში. მინუსი არის ის, რომ ამერიკული იარაღის მიწოდების მოცულობა ლენდ-ლიზის ფარგლებში პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის ფინანსურ შესაძლებლობებზე“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეჰ ნიკოლენკომ.

ნიკოლენკო აცხადებს, რომ ომის ამ ეტაპზე აშშ გადაწყვეტს უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს საკუთარი ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე, ვინაიდან დახმარების არასაკმარისი ან მისი არაეფექტიანი შედეგი "სასიკვდილო შედეგებს მოუტანს მთელს თავისუფალ დემოკრატიულ სამყაროს".

როგორც სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, კიევი ამჟამად იღებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის დახმარებას სამი პროგრამის ფარგლებში: უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა (USAI), საგარეო სამხედრო დაფინანსება (FMF) და მარაგის ამერიკული იარაღით შევსება.

პროგრამების ფარგლებში სამხედრო დახმარება უსასყიდლოდ ხორციელდება, ანუ მიმდინარე პროგრამები, ლენდ-ლიზისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს უკრაინისგან კომპენსაციას გადაცემული იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ღირებულებისთვის.

"აშშ-ის დახმარების ორმხრივი განზომილების გარდა, ამერიკული მხარე იყო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შექმნის ინიციატორი, რომლის მუშაობაში ამჟამად 50 ქვეყანა მონაწილეობს. ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ნატოს წევრებისა და სხვა პარტნიორების მიერ უკრაინის იარაღის მიწოდების მობილიზება 40 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით“, - განაცხადა ნიკოლენკომ.

40 მილიარდი დოლარიდან 19,3 მილიარდ დოლარზე მეტი აშშ-დან შემოვიდა.

ამჟამად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, მუშაობს მოკავშირეებისგან დახმარების მისაღებად საჰაერო საფრთხეებისგან უკეთესი დაცვის მიზნით.

  • რა ღირს დახმარება?

ნათელია, რომ მაშინ, როცა უკრაინისთვის სესხის იჯარის პროგრამა არ დაწყებულა, ფინანსური პროგნოზების გაკეთება ნაადრევია. ასევე ძნელი მისახვედრია, რა ტიპის იარაღს მიიღებს კიევი. უკრაინის ხელისუფლება სასურველ თვითმფრინავებს შორის უკვე ასახელებს F-16 ან F-15 თვითმფრინავებს, ასევე Abrams-ის ტანკებს.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ლენდ-ლიზით საბჭოთა კავშირს ყველაზე თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდა.

თვითმფრინავების გარდა, ამერიკა თავის მოკავშირეებს აწვდიდა: ტანკებს, გემებს, სატვირთო მანქანებს, იარაღს, გზის სამშენებლო მასალებს, ტანსაცმელს, საკვებს, რადიოსადგურებს, ჩარხებს, ვაგონებს, ნავთობპროდუქტებს, დენთს და სხვა საქონელს. საერთო ჯამში, ამერიკის ხელისუფლებამ სსრკ-ს თითქმის 15 000 თვითმფრინავი, 7 000 ტანკი და 13 1000 ტყვიამფრქვევი მიაწოდა.

ასეთი მნიშვნელოვანი მატერიალური მხარდაჭერა მრავალი თვალსაზრისით, საშუალებას აძლევდა მოკავშირეთა ძალებს შეეცვალათ ომის მიმდინარეობა გერმანიასთან.

რაც შეეხება ფულს: ომის ოთხი წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებს მიაწოდა თითქმის 50 მილიარდი დოლარის საქონელი და იარაღი, რაც მიმდინარე კურსით დაახლოებით 700 მილიარდი დოლარია.

ყველაზე მეტი - 31,4 მილიარდი დოლარი (დღევანდელი კურსით - 440 მილიარდი) დიდმა ბრიტანეთმა მიიღო, მეორე ადგილზე საბჭოთა კავშირი იყო - 11,4 მილიარდი დოლარი (დღევანდელი კურსით - 159 მილიარდი).

ვინაიდან lend-lease სიტყვასიტყვით ნიშნავს "გადახდილ ქირას“, საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა ტექნიკისა და იარაღის ნაწილის ფული მეიჯარესთვის პროცენტით დაებრუნებინა. ვაშინგტონმა მოსკოვს 2,7 მილიარდი დოლარის ინვოისი წარუდგინა. ეს არის ყველა მიწოდების ღირებულების მხოლოდ 20%. მაგრამ ეს თანხა არ აწყობდა საბჭოთა ხელისუფლებას.

ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების დროს ქვეყნებს შორის, რომლებიც ცივი ომის დროს რკინის ფარდის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდნენ, ეს თანხა 720 მილიონ დოლარამდე დაეცა. რუსეთმა საბოლოოდ ვალი 2006 წლის აგვისტოში დაფარა.

რაც შეეხება ლენდ-ლიზის მთავარ მიმღებს - დიდ ბრიტანეთს - აქ სიტუაცია გარკვეულწილად განსხვავებული იყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა თავად ჩამოწერა ვალი, მაგრამ 4,3 მილიარდი დოლარის სესხი მისცა განადგურებულ და თითქმის გაკოტრებულ მოკავშირეს.

ლონდონმა ამ ვალის ბოლო გადახდა 2006 წლის დეკემბერში შეასრულა.

ექსპერტი განმარტავს, რომ ამჟამინდელი ამერიკული პროგრამა არსებითად განსხვავდება მეორე მსოფლიო ომის დროს არსებული პროგრამისგან. ახლა ის არ არის მთავარი, მაგრამ დამხმარე ვარიანტია.

"ამჟამინდელ ვერსიაში საქმე გვაქვს "დაზღვევის პაკეტთან“, ანუ ეს იმ შემთხვევაში, თუ კონგრესს არ მოუნდება უკრაინის მხარდაჭერა ან უკრაინასთან თანამშრომლობა“, - ამბობს კრაევი.

საერთაშორისო იურისტი, Atlantist Notes პროექტის ხელმძღვანელი, ოლეკსანდრ კალინიჩენკო მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს შეგნებულად არ სურს სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის სრული სიმძლავრით გაშვება და ამჯობინებს კიევს იარაღი ამჟამინდელ რეჟიმში მიაწოდოს.

  • ვინ შეანელა ლენდ-ლიზის პროგრამა?

აღსანიშნავია, რომ ლენდ-ლიზის შესახებ კანონის ხელმოწერის ცერემონიას თეთრ სახლში უკრაინული წარმოშობის კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ესწრებოდა.

ახლა ეს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მხარესაა, მკაცრად აკრიტიკებს ბაიდენს და ასევე საჯაროდ შევიდა კონფლიქტში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გავლენიან ანდრეი ერმაკთან. 23 დეკემბერს მან მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას.

შესაძლებელია თუ არა, რომ ამან შეანელა ლენდ-ლიზის პროგრამა? ამერიკელი ალექსანდრე კრაევი დარწმუნებულია, რომ - არა.

კანონის ტექსტის მიხედვით, ლენდ-ლიზი შეეხება მხოლოდ 2022-23 ფინანსურ წლებს შეერთებულ შტატებში, ანუ ის მომავალი წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მაგრამ დოკუმენტი შეიძლება გაგრძელდეს, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი