საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს... ეს უბედურება ჩაიდინეს ქართველებმა" - კალაძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც სააკაშვილთან ურთიერთობა დაეძაბა
"ჩემს ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს... ეს უბედურება ჩაიდინეს ქართველებმა" - კალაძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც სააკაშვილთან ურთიერთობა დაეძაბა

არა­ვის­თვის არა­ნა­ი­რი ჩუ­ქე­ბა არ მი­თხო­ვია - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის, ზვი­ად კუპ­რა­ვას შე­კი­თხვას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კახა კა­ლა­ძეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ მო­უ­ვი­და, რაც მას მა­ხ­ა­თას მთა არ აჩუ­ქეს.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, მა­ხ­ა­თას მთა­ზე „არ­სე­ნა­ლის“ პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მი­წის ნაკ­ვე­თი თა­ვის დრო­ზე 20 მი­ლი­ო­ნად შე­ის­ყი­და. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას კი, ხელი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომმა შე­უ­შა­ლა.

"რაც შე­ე­ხე­ბა მა­ხ­ა­თას მთას, აქ სა­უ­ბა­რია „არ­სე­ნა­ლის“ პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­მო­ვი­წყე და, რა თქმა უნდა, არა­ვის­თვის, არა­სო­დეს, არა­ნა­ი­რი ჩუ­ქე­ბა არ მი­თხო­ვია. თქვენ ვერ­ცერთ მა­გა­ლითს ვერ მო­იყ­ვანთ, რომ მე სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ბი­უ­ჯე­ტის­გან რა­ი­მე ერთი თეთ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ჩუქ­რად მი­მე­ღოს, ან რა­ღაც წა­მე­ღოს. გა­მო­რი­ცხუ­ლია ეგე­თი რამ! რაც შე­ე­ხე­ბა „არ­სე­ნა­ლის“ პრო­ექტს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ეს იყო ჩემი სურ­ვი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი. მინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ აღ­ნიშ­ნულ მი­წის ნაკ­ვეთ­ში 20 მი­ლი­ო­ნი მქონ­და გა­დახ­დი­ლი ბი­უ­ჯეტ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, 2008 წელს მოხ­და ის, რაც მოხ­და. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს აგ­ვის­ტოს ომი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა ჩემ ქვე­ყა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

  • დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­თან ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას, თუნ­დაც გა­ფუ­ჭე­ბას, იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი. მე ვცხოვ­რობ­დი იტა­ლი­ა­ში და რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ჩემს ქვე­ყა­ნას. ყო­ველ­თვის, როცა მეძ­ლე­ო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყო­ველ­თვის ჩა­მოვ­დი­ო­დი, აქ ვის­ვე­ნებ­დი, რად­გან აქ იყ­ვნენ ჩემი მშობ­ლე­ბი, ჩემი მე­გობ­რე­ბი და ყო­ველ­თვის მი­ხა­რო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს.

ეს ტრა­გე­დია მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს უბე­დუ­რე­ბა ჩა­ი­დი­ნეს ქარ­თვე­ლებ­მა. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, არა­სო­დეს გამ­ნე­ლე­ბია სიყ­ვა­რუ­ლი ჩემი ქვეყ­ნის და ხალ­ხის მი­მართ. ყო­ველ­თვის ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ჩემს ქვე­ყა­ნას, მი­ხა­რო­და კარ­გი, რაც კეთ­დე­ბო­და და არა­სო­დეს არ ვი­ხევ­დი უკან, მეთ­ქვა ის სი­მარ­თლე, რაც პრობ­ლე­მა იყო და რაც მი­მაჩ­ნდა არას­წო­რად. თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ, მგო­ნი, ამას ჩემი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა არ სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდან ჩაჩანიძე
6

მე კახი კალაძის ყოველთვის მჯერა.ის გულწრფელია.მახათას პროექტშიც,რომელშიც ფული გადახდილი აქვს,ხელი შეეშალა,რაღაცეების გამო.ხალხი დიდი იმედებით ელოდებოდა ამ პროექტს სხვათაშორის წლების წინ

დავით
18

ამ ყველაფერს სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან საერთო არაფერი აქვს!

არც პროფესიულ პოლიტიკასთან!

არც მამულიშვილობასთან!

ხვდებით ალბათ ყველანი რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში.

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩემს ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს... ეს უბედურება ჩაიდინეს ქართველებმა" - კალაძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც სააკაშვილთან ურთიერთობა დაეძაბა

"ჩემს ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს... ეს უბედურება ჩაიდინეს ქართველებმა" - კალაძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც სააკაშვილთან ურთიერთობა დაეძაბა

არავისთვის არანაირი ჩუქება არ მითხოვია - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას შეკითხვას, რომლის თანახმადაც, კახა კალაძეს მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტი მას შემდეგ მოუვიდა, რაც მას მახათას მთა არ აჩუქეს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მახათას მთაზე „არსენალის“ პროექტის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთი თავის დროზე 20 მილიონად შეისყიდა. პროექტის განხორციელებას კი, ხელი 2008 წლის აგვისტოს ომმა შეუშალა.

"რაც შეეხება მახათას მთას, აქ საუბარია „არსენალის“ პროექტზე, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვიწყე და, რა თქმა უნდა, არავისთვის, არასოდეს, არანაირი ჩუქება არ მითხოვია. თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ მე სახელმწიფოსგან, ბიუჯეტისგან რაიმე ერთი თეთრის ღირებულების საჩუქრად მიმეღოს, ან რაღაც წამეღოს. გამორიცხულია ეგეთი რამ! რაც შეეხება „არსენალის“ პროექტს, მეგობრებთან ერთად, ეს იყო ჩემი სურვილი, რომ საქართველოში განგვეხორციელებინა მასშტაბური პროექტი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთში 20 მილიონი მქონდა გადახდილი ბიუჯეტში. სამწუხაროდ, 2008 წელს მოხდა ის, რაც მოხდა. მხედველობაში მაქვს აგვისტოს ომი, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ჩემ ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

  • დედაქალაქის მერმა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

"რაც შეეხება სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობის დაძაბვას, თუნდაც გაფუჭებას, იყო ძალიან მარტივი. მე ვცხოვრობდი იტალიაში და რა თქმა უნდა, ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას. ყოველთვის, როცა მეძლეოდა შესაძლებლობა, ყოველთვის ჩამოვდიოდი, აქ ვისვენებდი, რადგან აქ იყვნენ ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები და ყოველთვის მიხაროდა საქართველოში ჩამოსვლა იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს.

ეს ტრაგედია მოხდა საქართველოში, ეს უბედურება ჩაიდინეს ქართველებმა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არასოდეს გამნელებია სიყვარული ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას, მიხაროდა კარგი, რაც კეთდებოდა და არასოდეს არ ვიხევდი უკან, მეთქვა ის სიმართლე, რაც პრობლემა იყო და რაც მიმაჩნდა არასწორად. თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრებების გამო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, მგონი, ამას ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნახეთ ასევე: