საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ სპეციალურად წვრთნიან... ეს კარგად აწყობილი კრიმინალური ბიზნესია“ - თბილისში ბოშების ტურისტებზე თავდასხმის მორიგი კადრები ვრცელდება: ვინ არიან ეს ბავშვები და საიდან შემოდიან საქართველოში?
"მათ სპეციალურად წვრთნიან... ეს კარგად აწყობილი კრიმინალური ბიზნესია“ - თბილისში ბოშების ტურისტებზე თავდასხმის მორიგი კადრები ვრცელდება: ვინ არიან ეს ბავშვები და საიდან შემოდიან საქართველოში?

"ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი" Expats in Tbilisi ავ­რცე­ლებს ვი­დე­ო­კად­რებს თბი­ლი­სი­დან, რო­მელ­შიც ჩანს, თუ რო­გორ ეს­ხმი­ან თავს ბოშა ბავ­შვე­ბი ჯგუ­ფუ­რად უცხო­ე­ლებს და აი­ძუ­ლე­ბენ მო­წყა­ლე­ბის გა­ღე­ბას, თუმც ეს უფრო ძარ­ცვას ჰგავს...

გთა­ვა­ზობთ ამ თე­მა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რის" მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "ბავ­შვებს სპე­ცი­ა­ლუ­რად წვრთნი­ან - ეს კარ­გად აწყო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ბიზ­ნე­სია":

მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბა ამ­ჯე­რად ერთ პრობ­ლე­მა­ზე გვინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ, რისი მსხვერ­პლი თუ არა, შემ­სწრე ერთხელ მა­ინც გახ­დე­ბო­დით.

  • "აღ­მა­შე­ნებ­ლის პროს­პექ­ტზე ვსე­ირ­ნობ­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ამ დროს ერთი ქალი მოგ­ვი­ახ­ლოვ­და და გვი­თხრა, ფრთხი­ლად იყა­ვით, გო­გო­ე­ბო, ღა­მეა და აქ ხალ­ხს ტე­ლე­ფო­ნებს აც­ლი­ა­ნო. ზუს­ტად რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბო­შებ­მა ჩვენ თვალ­წინ ორ ტუ­რისტს თავ­ში ურტყეს ხე­ლე­ბი, მი­ა­ფურ­თხეს და ჩან­თა წა­არ­თვეს. ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დით, მათ­თან მი­ვე­დით და ვუ­თხა­რით, შე­ე­წყვი­ტათ თავ­დას­ხმა. გარ­შე­მო ბევ­რი გამ­ვლე­ლი იყო, თუმ­ცა არა­ვინ არა­ფე­რი შე­იმ­ჩნია. ბო­შებ­მა ჩვენ­კე­ნაც გა­მო­ი­წი­ეს და დაგ­ვე­მუქრნენ. 10 მო­ზარ­დი იყო, და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლამ­დე ასა­კის. მათი ნა­წი­ლი იმ ტუ­რისტს ეჩხუ­ბე­ბო­და, ნა­წილ­მა ჩვენ­კენ გა­მო­ი­წია და ჩან­თა­ზე გვე­ქა­ჩე­ბოდ­ნენ, გვა­გი­ნეს კი­დეც. ვუ­თხა­რი, რომ პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კავ­დი… და გა­იქ­ცნენ. ამა­სო­ბა­ში პო­ლი­ცია გა­მოჩ­ნდა, დაგ­ვკი­თხეს, მო­ნა­ცე­მე­ბი ჩა­ი­ნიშ­ნეს. მათ გარ­და კი­დევ ორი ეკი­პა­ჟი მო­ვი­და. შემ­დეგ წაგ­ვიყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და მე ჩა­მო­მარ­თვეს ჩვე­ნე­ბა, რად­გან ზა­რის ინი­ცი­ა­ტო­რი ვი­ყა­ვი", - ეს მა­რი­ამ შე­რო­ზი­ას ნა­ამ­ბო­ბია.
  • ლია პა­ტუ­რაშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ მსგავს ვი­თა­რე­ბას ავ­ლაბ­რის მეტ­როს­თან შე­ეს­წრო: "ორი ასა­კო­ვა­ნი ია­პო­ნე­ლი მი­დი­ო­და. უეც­რად ბავ­შვე­ბის ჯგუ­ფი და­ეს­ხა თავს, ქა­ლის­თვის ჩან­თის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­დნენ. იყო ხმა­უ­რი და გნი­ა­სი, რამ­დე­ნი­მე კაცი ჩა­ვე­რი­ეთ და რო­გორც იქნა, მო­ვა­შო­რეთ იმ ხალ­ხს ბოშა ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კი 10-11 წელი თუ იქ­ნე­ბო­და".
  • კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე ამ­ბობს, რომ ნახა, რო­გორ და­ეს­ხა ბოშა ბავ­შვი თავს ბალ­ტი­ის­პი­რელ გო­გოს მას შემ­დეგ, რაც მან მო­წყა­ლე­ბა­ზე უარი უთხრა.
  • 26 ივ­ლისს ბუ­და­პეშ­ტის ქუ­ჩა­ზე თავს და­ესხნენ შუ­ახ­ნის წყვილს, ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს. არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი შე­ტე­ვა­ზე მას შემ­დეგ გა­და­ვიდ­ნენ, რაც შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის მძღოლ­მა მათ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, გა­ეწ­მინ­დათ მან­ქა­ნის მი­ნე­ბი, უარი უთხრა. ვი­თა­რე­ბა ისე და­ი­ძა­ბა, ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლამ­დე მი­ვი­და.

ტე­რო­რიზ­მის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტი ბად­რი ნა­ჭყე­ბია პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ სა­კი­თხის კვლე­ვა­ში:

- და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­ზარ­დთა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის და ახლა უკვე ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში და­თა­რე­შო­ბენ და ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს თუ ტუ­რის­ტებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ატე­რო­რე­ბენ, კლა­სი­კურ ბო­შებ­თან კავ­შირ­ში არ არი­ან... გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ რა­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი ამ სა­კი­თხით. საქ­მე ის არის, რომ პი­რა­დად მომ­მარ­თა აღ­მა­შე­ნებ­ლის პროს­პექ­ტის ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა, მთე­ლი უბა­ნი ტე­რორ­ში ვართ და ზო­მე­ბია მი­სა­ღე­ბიო. თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­ფიქ­რე, რომ აზ­ვი­ა­დებ­და, თუმ­ცა როცა შემ­თხვე­ვე­ბი შე­ვის­წავ­ლე, მივ­ხვდი, საქ­მე მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლად იყო. უფრო ღრმად რომ და­ვი­წყეთ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ საქ­მე გვაქვს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­ულ­თან, უფრო სწო­რად, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფ­თან, რო­მე­ლიც ბავ­შვებს იყე­ნებს კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. უნდა გაგ­ვერ­კვია, ვინ არი­ან ისი­ნი და რა ტი­პის და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ან.

თბი­ლის­ში და უკვე ბა­თუმ­შიც ძა­ლი­ან გახ­შირ­და ტუ­რის­ტებ­ზე თავ­დას­ხმა ახა­ლი ელე­მენ­ტით, კლა­სი­კუ­რი ტი­პის ძარ­ცვით - მო­ზარ­დე­ბი ძარ­ცვა­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ უცხო­ე­ლებს. ამის­თვის იყე­ნე­ბენ ძარ­ცვის თით­ქმის ერთ ტექ­ნი­კას - ტუ­რის­ტთან მი­დის 1 ან 2 ბავ­შვი, ითხო­ვენ მო­წყა­ლე­ბას და უცებ მათ­თან ჩნდე­ბა შე­და­რე­ბით მოზ­რდი­ლე­ბის გუნ­დი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს მსხვერ­პლს ჩან­თა წა­არ­თვას. ასე­თი­ვე ჯგუ­ფებ­მა თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­აც გა­ძარ­ცვეს.

სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ცია სა­თა­ნა­დო ზო­მებს არ იღებს ამ და­ნა­შა­უ­ლის აღ­საკ­ვე­თად, გარ­კვე­ულ­წი­ლად ხელ-ფე­ხიც შეკ­რუ­ლი აქვთ, რად­გან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ ასა­კის მო­ზარ­დე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან ლო­ი­ა­ლუ­რია. გარ­და ამი­სა, რო­გორც წესი, არა აქვთ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატას კნუტი
5

ეს როგორ მშვიდობის ქალაქში ხდება სადაც ყველაფერი ბრჭყვიალებს და ოცნებები ხდება :) უნდა ყველაფერს მოკლებული და ქუჩისთვის განწირული ეს ბავშვები ამ საახალწლო დღეებზე მაინც შეუსახლონ ჩვენს პრემიერს და მინისტრებს რომ იგრძნობოდეს ქვეყანაში განცდა მაინც მშვიდობის,სოლიდარობის, ზრუნვა სახელმწიფოსგან! მაგრამ ესენი ლუკმას ჩვენი ბავშვების,ხანაზმულებისთვის არ იმეტებენ და რას უნდა ელოდო ადამიანი ?!

2021
1

რისთვის არსებობს პოლიცია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მათ სპეციალურად წვრთნიან... ეს კარგად აწყობილი კრიმინალური ბიზნესია“ - თბილისში ბოშების ტურისტებზე თავდასხმის მორიგი კადრები ვრცელდება: ვინ არიან ეს ბავშვები და საიდან შემოდიან საქართველოში?

"მათ სპეციალურად წვრთნიან... ეს კარგად აწყობილი კრიმინალური ბიზნესია“ - თბილისში ბოშების ტურისტებზე თავდასხმის მორიგი კადრები ვრცელდება: ვინ არიან ეს ბავშვები და საიდან შემოდიან საქართველოში?

"ფეისბუქგვერდი" Expats in Tbilisi ავრცელებს ვიდეოკადრებს თბილისიდან, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ბოშა ბავშვები ჯგუფურად უცხოელებს და აიძულებენ მოწყალების გაღებას, თუმც ეს უფრო ძარცვას ჰგავს...

გთავაზობთ ამ თემაზე "კვირის პალიტრის" მიერ მომზადებულ სტატიას, სათაურით: "ბავშვებს სპეციალურად წვრთნიან - ეს კარგად აწყობილი კრიმინალური ბიზნესია":

მკითხველის ყურადღება ამჯერად ერთ პრობლემაზე გვინდა გავამახვილოთ, რისი მსხვერპლი თუ არა, შემსწრე ერთხელ მაინც გახდებოდით.

  • "აღმაშენებლის პროსპექტზე ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად, ამ დროს ერთი ქალი მოგვიახლოვდა და გვითხრა, ფრთხილად იყავით, გოგოებო, ღამეა და აქ ხალხს ტელეფონებს აცლიანო. ზუსტად რამდენიმე წუთში ბოშებმა ჩვენ თვალწინ ორ ტურისტს თავში ურტყეს ხელები, მიაფურთხეს და ჩანთა წაართვეს. ძალიან გავბრაზდით, მათთან მივედით და ვუთხარით, შეეწყვიტათ თავდასხმა. გარშემო ბევრი გამვლელი იყო, თუმცა არავინ არაფერი შეიმჩნია. ბოშებმა ჩვენკენაც გამოიწიეს და დაგვემუქრნენ. 10 მოზარდი იყო, დაახლოებით 14 წლამდე ასაკის. მათი ნაწილი იმ ტურისტს ეჩხუბებოდა, ნაწილმა ჩვენკენ გამოიწია და ჩანთაზე გვექაჩებოდნენ, გვაგინეს კიდეც. ვუთხარი, რომ პოლიციაში დავრეკავდი… და გაიქცნენ. ამასობაში პოლიცია გამოჩნდა, დაგვკითხეს, მონაცემები ჩაინიშნეს. მათ გარდა კიდევ ორი ეკიპაჟი მოვიდა. შემდეგ წაგვიყვანეს განყოფილებაში და მე ჩამომართვეს ჩვენება, რადგან ზარის ინიციატორი ვიყავი", - ეს მარიამ შეროზიას ნაამბობია.
  • ლია პატურაშვილი გვიყვება, რომ მსგავს ვითარებას ავლაბრის მეტროსთან შეესწრო: "ორი ასაკოვანი იაპონელი მიდიოდა. უეცრად ბავშვების ჯგუფი დაესხა თავს, ქალისთვის ჩანთის წართმევას ცდილობდნენ. იყო ხმაური და გნიასი, რამდენიმე კაცი ჩავერიეთ და როგორც იქნა, მოვაშორეთ იმ ხალხს ბოშა ბავშვები, რომელთა საშუალო ასაკი 10-11 წელი თუ იქნებოდა".
  • კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ნახა, როგორ დაესხა ბოშა ბავშვი თავს ბალტიისპირელ გოგოს მას შემდეგ, რაც მან მოწყალებაზე უარი უთხრა.
  • 26 ივლისს ბუდაპეშტის ქუჩაზე თავს დაესხნენ შუახნის წყვილს, ამჯერად საქართველოს მოქალაქეებს. არასრულწლოვანი მოძალადეები შეტევაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შუქნიშანზე გაჩერებული მანქანის მძღოლმა მათ მომსახურებაზე, გაეწმინდათ მანქანის მინები, უარი უთხრა. ვითარება ისე დაიძაბა, ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა.

ტერორიზმის საკითხებში ექსპერტი ბადრი ნაჭყებია პირადად მონაწილეობდა ამ საკითხის კვლევაში:

- დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მოზარდთა ჯგუფები, რომლებიც თბილისის და ახლა უკვე ბათუმის ქუჩებში დათარეშობენ და ჩვენს მოქალაქეებს თუ ტურისტებს, ფაქტობრივად, ატერორებენ, კლასიკურ ბოშებთან კავშირში არ არიან... გაგიკვირდებათ, თუ რატომ დავინტერესდი ამ საკითხით. საქმე ის არის, რომ პირადად მომმართა აღმაშენებლის პროსპექტის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, მთელი უბანი ტერორში ვართ და ზომებია მისაღებიო. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ აზვიადებდა, თუმცა როცა შემთხვევები შევისწავლე, მივხვდი, საქმე მართლაც სერიოზულად იყო. უფრო ღრმად რომ დავიწყეთ საკითხის შესწავლა, აღმოვაჩინეთ, რომ საქმე გვაქვს, ფაქტობრივად, საერთაშორისო დანაშაულთან, უფრო სწორად, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელიც ბავშვებს იყენებს კრიმინალური საქმიანობისთვის. უნდა გაგვერკვია, ვინ არიან ისინი და რა ტიპის დანაშაულს სჩადიან.

თბილისში და უკვე ბათუმშიც ძალიან გახშირდა ტურისტებზე თავდასხმა ახალი ელემენტით, კლასიკური ტიპის ძარცვით - მოზარდები ძარცვავენ საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს. ამისთვის იყენებენ ძარცვის თითქმის ერთ ტექნიკას - ტურისტთან მიდის 1 ან 2 ბავშვი, ითხოვენ მოწყალებას და უცებ მათთან ჩნდება შედარებით მოზრდილების გუნდი, რომელიც ცდილობს მსხვერპლს ჩანთა წაართვას. ასეთივე ჯგუფებმა თბილისში რამდენიმე მაღაზიაც გაძარცვეს.

სამწუხაროდ, პოლიცია სათანადო ზომებს არ იღებს ამ დანაშაულის აღსაკვეთად, გარკვეულწილად ხელ-ფეხიც შეკრული აქვთ, რადგან კანონმდებლობა ამ ასაკის მოზარდების მიმართ ძალიან ლოიალურია. გარდა ამისა, როგორც წესი, არა აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გააგრძელეთ კითხვა