პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩავარდა "ოცნების“ მცდელობები ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინა" - ელენე ხოშტარია
"ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩავარდა "ოცნების“ მცდელობები ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინა" - ელენე ხოშტარია

ყვე­ლა ქარ­თველს, ყვე­ლა დევ­ნილს, ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რს, ჩვე­ნი გმი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რს, მათ შო­რის, დღეს უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბის, ყვე­ლას მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ის, რომ ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­სდგა და მთე­ლი მსოფ­ლიო აღი­ა­რებს, რომ 2008 წელ­საც რუ­სე­თი იყო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე დამ­ნა­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "დრო­ას“ ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩა­ვარ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი ომის და­წყე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა.

"სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის ეპი­ზოდ­ში და ცხინ­ვა­ლის ეპი­ზოდ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს არა­ნა­ი­რი ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ აქვს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ომის და­წყე­ბის ის ვერ­სია, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ერ­თად მოგ­ვახ­ვი­ეს თავს, არის უბ­რა­ლოდ დამ­სხვრე­უ­ლი.

ამას­თან, ჩვენ არა­ნა­ი­რი ილუ­ზია არ გვაქვს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ი­წყებს იმ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას პო­ლი­ტი­კუ­რად და სა­მარ­თლებ­რი­ვად, რო­მე­ლიც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან. ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა მო­ვი­შო­როთ იმის­თვის, რომ ამ პა­რა­დიგ­მა­ში მთლი­ა­ნად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჩაჯ­დეს და ვი­მუ­შა­ოთ, მაგ­რამ მათ მო­ცი­ლე­ბამ­დე ჩვენ ვა­პი­რებთ ვი­პო­ვოთ პარტნი­ო­რე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით და ქვეყ­ნის გა­რეთ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ვი­მუ­შა­ოთ. ერთი ადა­მი­ა­ნი უკვე გარ­დაც­ვლი­ლია, და­ნარ­ჩე­ნი ორი უნდა სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბით უნდა და­ი­სა­ჯოს და უნდა იყოს გა­მო­წე­რი­ლი ორ­დე­რი მათ და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, რე­პა­რა­ცი­ებ­თან, ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გრძე­ლი პრო­ცე­სი, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა­ნა­ი­რი კონ­ტექ­სტი შექ­მნი­ლია, რომ ეს ასე მოხ­დეს. ამას­თან, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, იქ­ნე­ბა ეს ევ­რო­საბ­ჭო თუ გა­ე­რო, კონ­კრე­ტუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი უნდა და­ა­ი­ნი­ცი­რონ, ჩვენ უნდა ვნა­ხოთ მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო გამ­ყარ­დეს ეს ახა­ლი რე­ა­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რის, კა­რიმ ხა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აგ­ვის­ტოს ომის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ეტა­პი და­ას­რუ­ლა, თუმ­ცა კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბის: მი­ხა­ილ მინ­ძა­ე­ვის, გამ­ლეტ გუჩ­მა­ზო­ვი­სა და და­ვიდ სა­ნა­კო­ე­ვის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­სად­გე­ნად.

"დღეს შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გარ­და, ჩემი ოფი­სი აღარ გა­აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სხვა პირ­თა სა­ვა­რა­უ­დო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან ან სხვა ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ნა­ი­დან გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ­სე­ბი­თად არ შეც­ვლი­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის ეტა­პი დას­რულ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მე უკვე ვაც­ნო­ბე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რის ოფი­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტფუუ
0

ქალბატონო ხოშტარიავ, საქართველოს დაუძინებელი მტრები ხართ, როგორც ჩანს გენებში გაქვთ. გაიმარჯვებს საქართველო ,საცოდავი უკრაინის იმედი გქონდათ, მაგრამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მზ.......ში, საიდანაც კარგად ხანი ვერ ამოვა.....დროა.,წახვიდე, სასტვენი აიღო და იბრძოლო უკრაინაში, იქნებ დააფრთხო რუსები.

ნინი
0

უჭკუოვ,ოცნებამ თვითონ გააკეთა ყველაფერი , რომ ჰააგას ადამიანების წამების და ომის დანაშაულებების შესახებ საქართველოს ბრალი არ წარსდგომოდა...დაწყება არდაწყება და სხვა საკითხები. ტალიავინის დასკვნაში ნახე და მოსახლეობაში იკითხე."შევდივარ ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგგენად"_ეს მიშას სიტყვებია ტელევიზიით 7_ში საღამოს რომ გამოგვიცხადა.შემდეგ რა ხდებოდა ფრონტის ხაზზე ან გორში როგორ და რატომ დაიღუპა ორი რეზერვისტი.....ჰკითხე კომპეტენტურ ხალხს.

 

ავტორი:

"ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩავარდა "ოცნების“ მცდელობები ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინა" - ელენე ხოშტარია

"ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩავარდა "ოცნების“ მცდელობები ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინა" - ელენე ხოშტარია

ყველა ქართველს, ყველა დევნილს, ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრს, ჩვენი გმირების ოჯახის წევრს, მათ შორის, დღეს უკრაინაში გარდაცვლილების, ყველას მინდა მივულოცო ის, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგა და მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ 2008 წელსაც რუსეთი იყო თავიდან ბოლომდე დამნაშავე საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე,- ამის შესახებ პარტია "დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩავარდა "ქართული ოცნების“ მიზანმიმართული მცდელობები ომის დაწყებაში საქართველო დაედანაშაულებინა.

"სამშვიდობოების ეპიზოდში და ცხინვალის ეპიზოდშიც საქართველოს არანაირი ბრალეულობა არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსეთმა და "ქართულმა ოცნებამ“ ერთად მოგვახვიეს თავს, არის უბრალოდ დამსხვრეული.

ამასთან, ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ "ქართული ოცნება“ დაიწყებს იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას პოლიტიკურად და სამართლებრივად, რომელიც გამომდინარეობს ამ გადაწყვეტილებიდან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ იმისთვის, რომ ამ პარადიგმაში მთლიანად ჩვენი ქვეყანა ჩაჯდეს და ვიმუშაოთ, მაგრამ მათ მოცილებამდე ჩვენ ვაპირებთ ვიპოვოთ პარტნიორები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშაოთ. ერთი ადამიანი უკვე გარდაცვლილია, დანარჩენი ორი უნდა საერთაშორისო სანქციებით უნდა დაისაჯოს და უნდა იყოს გამოწერილი ორდერი მათ დაკავებასთან დაკავშირებით. ასევე, რეპარაციებთან, ანაზღაურებასთან დაკავშირებით ეს შეიძლება იყოს გრძელი პროცესი, მაგრამ დღეს ყველანაირი კონტექსტი შექმნილია, რომ ეს ასე მოხდეს. ამასთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, იქნება ეს ევროსაბჭო თუ გაერო, კონკრეტული რეზოლუციები უნდა დააინიცირონ, ჩვენ უნდა ვნახოთ მეგობრები, რომლებიც ამას გააკეთებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამყარდეს ეს ახალი რეალობა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

"დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას”,- აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.