საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფეხბურთო მოედანი, როგორც ბრძოლის ველი - რატომ არის მაროკოელებისთვის ფრანგებთან დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
საფეხბურთო მოედანი, როგორც ბრძოლის ველი - რატომ არის მაროკოელებისთვის ფრანგებთან დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მა­რო­კოს ფა­ნებ­მა არე­უ­ლო­ბა მო­ა­წყვეს. ყვე­ლა­ზე დიდი არე­უ­ლო­ბა კი პა­რიზ­ში იყო.

საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში 20 ათა­სამ­დე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­მო­ვი­და. მათი მშვი­დო­ბი­ა­ნი ნა­წი­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­მარ­ჯვე­ბას ზე­ი­მობ­და, ყვი­როდ­ნენ და საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სა­ხე­ლებს სკან­დი­რებ­დნენ, უფრო ექ­სტრე­მის­ტუ­ლად გან­წყო­ბი­ლე­ბი კი მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნებს ამ­სხვრევ­დნენ და პო­ლი­ცი­ას უტევ­დნენ. სა­პა­სუ­ხოდ ძა­ლოვ­ნებ­მა ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს. BFMTV-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, პო­ლი­ცი­ამ 42 დამ­ნა­შა­ვე და­ა­კა­ვა, Le Parisen-ი 70 და­კა­ვე­ბულ­ზე წერ­და.

შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ პა­რი­ზი მა­რო­კო­ე­ლი ფა­ნე­ბის გი­ჟუ­რი ზე­ი­მის ცენ­ტრად იქცა. საფ­რან­გეთ­ში მა­რო­კო­ე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი დი­ას­პო­რა ცხოვ­რობს. 2012 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ იქ მცხოვ­რებ 1.5 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს მა­რო­კო­დან აქვს ფეს­ვე­ბი. 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით საფ­რან­გეთ­ში მა­რო­კოს 755 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს, მა­რო­კო­ზე მეტი მხო­ლოდ ალ­ჟი­რე­ლე­ბი არი­ან - 807 ათა­სი.

დე­მოგ­რა­ფია ფეხ­ბურთზეც მოქ­მე­დებს. 2018 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მა­რო­კოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი 10 ფეხ­ბურ­თე­ლი ას­პა­რე­ზობ­და. 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ასე­თი მხო­ლოდ ორია, თუმ­ცა 5 ფეხ­ბურ­თე­ლი ფრან­გულ კლუბ­ში თა­მა­შობს.

  • სა­ი­დან გაჩ­ნდნენ მა­რო­კო­ე­ლე­ბი საფ­რან­გეთ­ში და ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან თუ არა ამ კავ­ში­რით?

ევ­რო­პე­ლე­ბი დიდი მიზ­ნე­ბი­თა და ამ­ბი­ცი­ე­ბით აფ­რი­კა­ში ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნე­ში გა­მოჩ­ნდნენ. კონ­ტი­ნენ­ტი მათ­თვის ბევ­რი რა­მით იყო მიმ­ზიდ­ვე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით.

1870 წელს ევ­რო­პე­ლე­ბი უცხო მი­წე­ბის 10%-ს აკონ­ტრო­ლებ­დნენ, 1914-ში უკვე - 90%-ს. და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი დარ­ჩნენ ეთი­ო­პია (1960 წლამ­დე) და ლი­ბე­რია. ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის დროს, ერ­თმა­ნეთ­ში რომ არ მოს­ვლო­დათ კონ­ფლიქ­ტი, 1884 წელს ევ­რო­პე­ლებ­მა ბელ­გი­ის კონ­ფე­რენ­ცია მო­იწ­ვი­ეს. იქ გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი გან­სა­ზღვრეს და კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის პრინ­ცი­პებ­ზე შე­თან­ხმდნენ.

აფ­რი­კის და­პატ­რო­ნე­ბა­ზე 7 სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­და პრე­ტენ­ზია, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი საფ­რან­გე­თი აღ­მოჩ­ნდა. 1830 წელს მან ალ­ჟი­რი, 1881 წელს - ტუ­ნი­სი და­ი­პყრო. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის წინ კი მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ხმელ­თა­შუა ზღვი­დან ან­გო­ლამ­დე იყო გა­და­ჭი­მუ­ლი. ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი ნა­წი­ლი მა­რო­კო იყო, თუმ­ცა საკ­მა­ოდ რთუ­ლად მო­უ­წი­ათ მათი და­მორ­ჩი­ლე­ბა.

  • ჯერ საფ­რან­გე­თი მა­რო­კოს "ფლო­ბა­ზე“ სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს შე­უ­თან­ხმდა გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, ფრან­გებ­მა ინ­გლი­სე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი აღი­ა­რეს ეგ­ვიპ­ტე­ზე, იტა­ლი­ე­ლე­ბის - ლი­ბი­ის ერთ-ერთ პრო­ვინ­ცია, ეს­პა­ნე­ლე­ბის კი მა­რო­კოს ჩრდი­ლო სა­ნა­პი­როს ქა­ლა­ქებ­ზე.

შემ­დეგ საფ­რან­გეთ­მა მა­რო­კო ფი­ნან­სუ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ხა­და. ად­გი­ლობ­რივ სულ­თა­ნი უზარ­მა­ზა­რი პრო­ცენ­ტით სეს­ხუ­ლობ­და ფულს, შემ­დეგ სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის 60%-ს ითხოვ­და, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის შე­მო­სავ­ლის უდი­დე­სი ნა­წი­ლი იყო.

ქვე­ყა­ნა სულ უფრო და უფრო ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და საფ­რან­გე­თის გავ­ლე­ნას. 1905 წელს ფრან­გე­ბი მა­რო­კო­ში ჩა­ვიდ­ნენ, სურ­დათ სა­კუ­თა­რი ბან­კის და­არ­სე­ბა, უნ­დო­დათ შე­ექ­მნათ სა­პორ­ტო პო­ლი­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი და რკი­ნიგ­ზის გაყ­ვა­ნა­ზე მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ უფ­ლე­ბე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ად­გი­ლობ­რი­ვი ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბის კონ­ტრო­ლის­თვის იყო მი­მარ­თუ­ლი.

ფრან­გე­ბი ეფექ­ტი­ა­ნად მოქ­მე­დებ­დნენ, თუმ­ცა გერ­მა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და მათ ან­გა­რი­ში არ გა­უ­წი­ეს. ვილ­ჰელმ მე­ო­რემ მა­რო­კოს სულ­თანს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და და თავ­დაც­ვი­თი კავ­ში­რის შექ­მნა შეს­თა­ვა­ზა. ევ­რო­პა­ში აფ­რი­კის გა­ნა­წი­ლე­ბის გამო, კი­ნა­ღამ ომი და­ი­წყო. ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის მოწ­ვე­ვა მო­უ­წი­ათ.

გერ­მა­ნი­ამ იქ ვერ მი­აღ­წია დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მა­ტე­ბას, საფ­რან­გეთ­მა და გერ­მა­ნი­ამ კი თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნეს და მა­რო­კოს პორ­ტე­ბის და­ბეგ­ვრა გა­აგ­რძე­ლეს. შე­თან­ხმე­ბა­ში ასე­ვე გან­სა­ზღვრუ­ლი იყო, რომ მა­რო­კო­ში და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის თა­ნას­წო­რო­ბა. მა­რო­კოს და­პყრო­ბა დრო­ე­ბით გა­და­ი­დო.

1907 წელს მა­რა­კეშ­ში გა­აფ­თრე­ბულ­მა ბრბომ ფრან­გი ექი­მი ემილ მო­შა­ნა მოკ­ლა. მთავ­რო­ბამ შეჭ­რი­სა და ჯა­რის შეყ­ვა­ნის ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ი­ღო. ჯა­რის­კა­ცე­ბი თა­ვი­დან მა­რო­კოს ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში შე­ვიდ­ნენ.

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, მა­რო­კო­ე­ლე­ბი კო­ლო­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით კი­დევ უფრო უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი იყ­ვნენ და 9 ფრან­გი მუშა მოკ­ლეს, რომ­ლე­ბიც რკი­ნიგ­ზის გაყ­ვა­ნა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. ევ­რო­პე­ლებ­მა კა­საბ­ლან­კის და­ბომბვით უპა­სუ­ხეს. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გე­მე­ბით ქა­ლაქ­ზე იე­რი­ში გრძელ­დე­ბო­და, რა­საც 1.5 ათა­სი­დან 7 ათა­სი მშვი­დო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. კა­საბ­ლან­კას და­მორ­ჩი­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­ლაქ­სა და რე­გი­ონ­ში ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბი შე­ვიდ­ნენ.

ქვეყ­ნის დიდი ნა­წი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა საფ­რან­გე­თი მას ფი­ნან­სურ მა­ხე­ში იქ­ცევ­და. მა­გა­ლი­თად, ახალ სულ­თანს მო­რი­გი ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვა. იმ მო­მენ­ტის­თვის მთავ­რო­ბას არ შე­ეძ­ლო გა­დახ­და, სულ­თან­მა გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბის მიზ­ნით, ად­გი­ლობ­რივ ტო­მებს და­უ­წე­სა გა­და­სა­ხა­დე­ბი. 1911 წელს მო­სახ­ლე­ო­ბამ ფე­სე­ში ამ­ბო­ხი მო­ა­წყო. საფ­რან­გე­თი ზუს­ტად ამ მო­მენტს ელო­და. რო­გორც ჩვენს ჩრდი­ლო­ელ "ძმას“ სჩ­ვე­ვია, ფრან­გებ­მაც, "სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით“ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა და ფესი და­ი­პყრო, შემ­დეგ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი მი­ა­ყო­ლა.

გერ­მა­ნი­ას ისევ არ მო­ე­წო­ნა საფ­რან­გე­თის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა და სამ­ხედ­რო გემი მა­რო­კოს სა­ნა­პი­რო­ე­ბის­კენ დაძ­რა, თუმ­ცა ინ­გლი­სის ჩა­რე­ვით, გერ­მა­ნე­ლებ­მა აღი­ა­რეს მა­რო­კო­ზე საფ­რან­გე­თის პრო­ტექ­ტო­რა­ტი და სა­ნაც­ვლოდ, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ნა­წი­ლი მი­ი­ღეს. თუმ­ცა შეც­დნენ. გა­უ­ვა­ლი ტრო­პი­კე­ბი უსარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდა და ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მა­რო­კო­ზე საფ­რან­გე­თის პრო­ტექ­ტო­რა­ტი 1912 წელს და­წეს­და. ფორ­მა­ლუ­რად ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლად რჩე­ბო­და, სულ­თა­ნი მისი მმარ­თვე­ლი იყო. ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლი ეს­პა­ნეთ­მაც მი­ი­ღო. მხა­რე­ე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თავს იკა­ვებ­დნენ.

მა­რო­კო­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ეცად­ნენ ფე­სე­ზე კონ­ტრო­ლის დაბ­რუ­ნე­ბას და მო­ღა­ლა­ტე-სულ­თნის დას­ჯას. 5 ათას­მა ად­გი­ლობ­რივ­მა 1500 სამ­ხედ­როს­გან შემ­დგარ ფრან­გულ გარ­ნი­ზონს შე­უ­ტია, თუმ­ცა 2 დღე­ში და­ნებ­დნენ. ფრან­გებ­მა 66 ადა­მი­ა­ნი და­კარ­გეს, მა­რო­კო­ე­ლებ­მა - და­ახ­ლო­ე­ბით 600. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა შეც­დო­მით 42 მა­რო­კო­ე­ლი ებ­რა­ე­ლი მოკ­ლეს, თა­ნაც ისე რომ არ გა­ერ­კვნენ, ვის მხა­რეს იყ­ვნენ ისი­ნი და ვის უჭერ­დნენ მხარს.

აჯან­ყე­ბის შემ­დეგ, ფრან­გებ­მა დე­და­ქა­ლა­ქი რა­ბათ­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

მი­უ­ხე­და­ვად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი­სა, ფრან­გებ­მა კო­ლო­ნი­ა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი უფ­ლე­ბე­ბი შე­ზღუ­დეს. მა­რო­კო­ე­ლებს აკერ­ძა­ლათ მსხვილ პო­ლი­ტი­კურ კრე­ბებ­ზე დას­წრე­ბა, არა­ბულ გა­ზე­თებს არ შე­ეძ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბა.

თან­და­თან, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფრან­გებს აღიქ­ვამ­დნენ არა რო­გორც დამ­პყრობ­ლებს, არა­მედ რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მათ ეკო­ნო­მი­კურ აღ­მავ­ლო­ბას შე­უ­წყობ­და ხელს. რე­ა­ლუ­რად, ევ­რო­პე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად უწყობ­დნენ ხელს ეკო­ნო­მი­კის აღ­მას­ვლას, აშე­ნებ­დნენ სარ­კი­ნიგ­ზო გზებს, ავი­თა­რებ­დნენ ქა­ლა­ქებს, ეძებ­დნენ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის წი­ა­ღებს. თუმ­ცა რა თქმა უნდა, მა­რო­კო­დან უფრო მეტი გაჰ­ქონ­დათ და ამ ქვეყ­ნის­გან უფრო მეტს იღებ­დნენ, ვიდ­რე იქ ხარ­ჯავ­დნენ.

მა­რო­კოს თით­ქმის ყვე­ლა სიმ­დიდ­რე­სა და მი­წებს ფრან­გე­ბი და­ე­პატ­რო­ნენ. "მა­რო­კოს გე­ნე­რა­ლუ­რი კომ­პა­ნია“ ფაქ­ტობ­რი­ვად ქვეყ­ნის მფლო­ბე­ლი გახ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რობ­დნენ ფოს­ფო­რი­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში. ფრან­გე­ბი ოც­ნე­ბობ­დნენ მა­რო­კო ევ­რო­პა­ში მარ­ცვლე­უ­ლის მთა­ვარ მომ­წო­დებ­ლად გა­და­ექ­ცი­ათ.

თუმ­ცა ეს არ გა­მო­უ­ვი­დათ. ისი­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი კლი­მა­ტის სა­კი­თხებ­ში სა­თა­ნა­დოდ არ გა­ერ­კვნენ და გვალ­ვი­ან რა­ი­ო­ნებ­შიც და­თე­სეს მარ­ცვლე­უ­ლი, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მა­ლურ მო­სა­ვალს იღებ­დნენ, ხოლო 1930 წელს კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვის შემ­დეგ, სა­ერ­თოდ გა­ნად­გურ­და. 1912 წელს საფ­რან­გე­თი ძი­რი­თა­დად მა­რო­კოს სა­ნა­პი­რო ზოლს აკონ­ტრო­ლებ­და და ეტა­პობ­რი­ვად მი­ი­წევ­და სიღ­რმე­ებ­ში.

წინსვლა საკ­მა­ოდ გა­ჭირ­და, პე­რი­ო­დუ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი ტო­მე­ბი ამ­ბოხს აწყობ­დნენ, ხში­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეს­ხმოდ­ნენ თავს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ფრან­გე­ბის წარ­მა­ტე­ბას აჭი­ა­ნუ­რებ­და.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შე­ტა­კე­ბა 1914 წელს ელ-ჰე­რის­თან მოხ­და. ბრძო­ლას ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც საფ­რან­გე­თის სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა დრო­ის უმ­ძი­მეს მარ­ცხს.

ქვე­მე­ხე­ბი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღით აღ­ჭურ­ვილ­მა ფრან­გებ­მა პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის 60% და­კარ­გეს. 600-ზე მეტი მებ­რძო­ლი შე­წი­რა შე­ტა­კე­ბას, 170 და­იჭ­რა. ტო­მე­ბის და­ნა­კარ­გი და­ახ­ლო­ე­ბით, 200 ადა­მი­ა­ნი იყო.

ქვე­ყა­ნა­ში უსას­ტი­კე­სი რეპ­რე­სი­ე­ბი და­ი­წყო, გარ­და ამი­სა, გახ­შირ­და მკვლე­ლო­ბე­ბი, გა­ტა­ცე­ბე­ბი და წა­მე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ამას და­ე­მა­ტა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი, სა­დაც ფრან­გებ­მა იძუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს აფ­რი­კე­ლე­ბი. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, პირ­ველ მსოფ­ლიო ომში 9-15 ათა­სი მა­რო­კო­ე­ლი და­ი­ღუ­პა.

1930 წელს, სულ­თნის ბრძა­ნე­ბით, მა­რო­კო და­ი­ყო ბერ­ბე­რე­ბად და არა­ბე­ბად. ორი­ვე ჯგუ­ფის­თვის სხვა­დას­ხვა კა­ნო­ნე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი ამოქ­მედ­და. კო­ლო­ნის­ტე­ბის აზ­რით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბა ორად უნდა გა­ეხ­ლი­ჩა, თუმ­ცა პი­რი­ქით, გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ერში ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბი აა­მაღ­ლა.

ქვე­ყა­ნა­ში მღელ­ვა­რე­ბა და­ი­წყო, აქ­ტი­ვის­ტე­ბი ია­ტაკ­ქვე­შა ჯგუ­ფე­ბად გა­ერ­თი­ან­დნენ, ერთ-ერთი იყო - მა­რო­კოს მოქ­მე­დე­ბე­ბის კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ია­ტაქ­ვე­შეთს გას­ცდა და სა­ჯა­როდ ითხოვ­და რე­ფორ­მებს.

  • რე­ფორ­მე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ზარ­და ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა, ხოლო 1943 წელს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პარ­ტია ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც გა­ფორმ­და. ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი ფრანკლინ რუზ­ველ­ტის მხარ­და­ჭე­რამ კი­დევ უფრო შთა­ა­გო­ნა. კა­საბ­ლან­კას კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­რო­კომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნდა მი­ი­ღოს.

ქვე­ყა­ნა­ში სწრა­ფად იზ­რდე­ბო­და ან­ტიფ­რან­გუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, ეწყო­ბო­და აქ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც თან ახ­ლდა აფეთ­ქე­ბე­ბი და არე­უ­ლო­ბა. საქ­მე­ში სულ­თა­ნი, მუ­ჰა­მედ V-ც ჩა­ერ­თო, რო­მე­ლიც 1927 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ფრან­გე­ბის მო­რი­ო­ნე­ტად ით­ვლე­ბო­და. 1947 წელს სულ­თანს ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოს­ვლა ჰქონ­და, სა­დაც ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ითხოვ­და. კო­ლო­ნი­ზა­ტო­რებ­მა სე­ნე­გა­ლის ქვე­ი­თებს ქა­ლაქ­ში სა­საკ­ლა­ოს მო­წყო­ბა და­ა­ვა­ლეს, ისი­ნიც და­ე­მორ­ჩილ­ნენ და რამ­დე­ნი­მე დღე ქა­ლაქ­ში სრო­ლის ხმა არ წყდე­ბო­და. ამ შემ­თხვე­ვას 180 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

მუ­ჰა­მედ მე­ხუ­თე

1952 წელს ფრან­გულ­მა დაზ­ვერ­ვამ მა­რო­კოს მხარ­დამ­ჭე­რი - ტუ­ნი­სის პროფ­კავ­ში­რე­ბის მო­ხე­ლე ფარ­ჰატ ჰა­ჩე­დი მოკ­ლა. კა­საბ­ლან­კა­ში ისევ არე­უ­ლო­ბე­ბი და­ი­წყო, რა­საც 100 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

1953 წელს ფრან­გებ­მა რა­დი­კა­ლურ მე­თო­დებს მი­მარ­თეს, მათ სულ­თა­ნი, მუ­ჰა­მედ V და­ა­პა­ტიმ­რეს და კორ­სი­კა­ზე გაგ­ზავ­ნეს, იქი­დან უკვე მა­და­გას­კარ­ში. მის ნაც­ვლად შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი ბენ არა­ფა და­ნიშ­ნეს. ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ი­წუ­ნა, მას­ზე თავ­დას­ხმაც სცა­დეს, ტე­რაქ­ტებ­მა კი­დევ იმა­ტა. რეპ­რე­სი­ე­ბი ვე­ღარ აჩე­რებ­დნენ მა­რო­კო­ე­ლებს. სა­პა­სუ­ხოდ, კო­ლო­ნი­ზა­ტო­რებ­მა 6 ადა­მი­ა­ნი სა­ჯა­როდ მოკ­ლეს, რა­საც ქუ­ჩა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­მოს­ვლა მოჰ­ყვა.

და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს 1955 წელს მი­აღ­წია, რო­დე­საც 2 თვე­ში 1000 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ფრან­გებს პა­რა­ლე­ლუ­რად პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ ტუ­ნის­სა და ალ­ჟირ­ში. ეს ქვეყ­ნე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ითხოვ­დნენ. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის იმე­დად, მათ მუ­ჰა­მედ V და­აბ­რუ­ნეს.

1956 წლის თე­ბერ­ვალ­ში სულ­თან­მა საფ­რან­გეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მოა და პრო­ტექ­ტო­რა­ტი გა­უქ­მდა. აპ­რილ­ში ეს­პა­ნე­თიც შე­უ­ერ­თდა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და აღი­ა­რა მა­რო­კოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. 66 წლის შემ­დეგ, მა­რო­კო საფ­რან­გეთ­თან კვლავ მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მა­რო­კო­ე­ლე­ბის 35% სა­უბ­რობს ფრან­გულ ენა­ზე. მა­რო­კო­ში არის სკო­ლე­ბი, სა­დაც ფრან­გუ­ლად ას­წავ­ლი­ან, არა­ბუ­ლი - ქვე­ყა­ნა­ში მე­ო­რე ენაა. საფ­რან­გე­თი მა­რო­კო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლია.

საფ­რან­გე­თი - მა­რო­კოს ძი­რი­თა­დი კრე­დი­ტო­რი, ინ­ვეს­ტო­რი და სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია. ქვე­ყა­ნა­ში საფ­რან­გე­თის 75 შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა, სა­დაც 80 000 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. უკა­ნას­კნელ 20 წე­ლი­წად­ში ქვეყ­ნე­ბი კი­დევ უფრო და­ახ­ლოვ­დნენ.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
7

ყოჩაღ კარგი სტატიაა. იმპერიალიზმი და კოლონიალიზმის ნიმუში ევროპულად თუმცა აშშ-სთან ახლოს ვერ მოვლენ.

goga
21

იმპერია განმარტების თანახმად არის ბოროტება. თუმცა გარკვეული სხვაობები მაინც არსებობს. არიან ცივილიზებული და მსოფლიო პროგრესის მომტანი იმპერიები და არის კიდევ რუსეთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საფეხბურთო მოედანი, როგორც ბრძოლის ველი - რატომ არის მაროკოელებისთვის ფრანგებთან დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

საფეხბურთო მოედანი, როგორც ბრძოლის ველი - რატომ არის მაროკოელებისთვის ფრანგებთან დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, ევროპის რამდენიმე ქალაქში მაროკოს ფანებმა არეულობა მოაწყვეს. ყველაზე დიდი არეულობა კი პარიზში იყო.

საფრანგეთის დედაქალაქში 20 ათასამდე გულშემატკივარი გამოვიდა. მათი მშვიდობიანი ნაწილი პორტუგალიასთან გამარჯვებას ზეიმობდა, ყვიროდნენ და საყვარელი ფეხბურთელების სახელებს სკანდირებდნენ, უფრო ექსტრემისტულად განწყობილები კი მაღაზიის ვიტრინებს ამსხვრევდნენ და პოლიციას უტევდნენ. საპასუხოდ ძალოვნებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. BFMTV-ის მონაცემებით, პოლიციამ 42 დამნაშავე დააკავა, Le Parisen-ი 70 დაკავებულზე წერდა.

შემთხვევითი არ არის, რომ პარიზი მაროკოელი ფანების გიჟური ზეიმის ცენტრად იქცა. საფრანგეთში მაროკოელების ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრობს. 2012 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ იქ მცხოვრებ 1.5 მილიონ ადამიანს მაროკოდან აქვს ფესვები. 2019 წლის მონაცემებით საფრანგეთში მაროკოს 755 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, მაროკოზე მეტი მხოლოდ ალჟირელები არიან - 807 ათასი.

დემოგრაფია ფეხბურთზეც მოქმედებს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ეროვნულ ნაკრებში საფრანგეთში დაბადებული 10 ფეხბურთელი ასპარეზობდა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი მხოლოდ ორია, თუმცა 5 ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში თამაშობს.

  • საიდან გაჩნდნენ მაროკოელები საფრანგეთში და ბედნიერები არიან თუ არა ამ კავშირით?

ევროპელები დიდი მიზნებითა და ამბიციებით აფრიკაში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გამოჩნდნენ. კონტინენტი მათთვის ბევრი რამით იყო მიმზიდველი, განსაკუთრებით კი ბუნებრივი რესურსებით.

1870 წელს ევროპელები უცხო მიწების 10%-ს აკონტროლებდნენ, 1914-ში უკვე - 90%-ს. დამოუკიდებლები დარჩნენ ეთიოპია (1960 წლამდე) და ლიბერია. ტერიტორიების განაწილების დროს, ერთმანეთში რომ არ მოსვლოდათ კონფლიქტი, 1884 წელს ევროპელებმა ბელგიის კონფერენცია მოიწვიეს. იქ გავლენის სფეროები განსაზღვრეს და კოლონიზაციის პრინციპებზე შეთანხმდნენ.

აფრიკის დაპატრონებაზე 7 სახელმწიფოს ჰქონდა პრეტენზია, თუმცა ყველაზე წარმატებული საფრანგეთი აღმოჩნდა. 1830 წელს მან ალჟირი, 1881 წელს - ტუნისი დაიპყრო. პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ კი მისი ტერიტორიები ხმელთაშუა ზღვიდან ანგოლამდე იყო გადაჭიმული. ყველაზე ტკბილი ნაწილი მაროკო იყო, თუმცა საკმაოდ რთულად მოუწიათ მათი დამორჩილება.

  • ჯერ საფრანგეთი მაროკოს "ფლობაზე“ სხვა ევროპულ ქვეყნებს შეუთანხმდა გარკვეულ პირობებზე. მაგალითად, ფრანგებმა ინგლისელების უფლებები აღიარეს ეგვიპტეზე, იტალიელების - ლიბიის ერთ-ერთ პროვინცია, ესპანელების კი მაროკოს ჩრდილო სანაპიროს ქალაქებზე.

შემდეგ საფრანგეთმა მაროკო ფინანსურად დამოკიდებული გახადა. ადგილობრივ სულთანი უზარმაზარი პროცენტით სესხულობდა ფულს, შემდეგ საბაჟო გადასახადის 60%-ს ითხოვდა, რომელიც ქვეყნის შემოსავლის უდიდესი ნაწილი იყო.

ქვეყანა სულ უფრო და უფრო ექვემდებარებოდა საფრანგეთის გავლენას. 1905 წელს ფრანგები მაროკოში ჩავიდნენ, სურდათ საკუთარი ბანკის დაარსება, უნდოდათ შეექმნათ საპორტო პოლიციის სამსახური და რკინიგზის გაყვანაზე მოეპოვებინათ უფლებები. ეს ყველაფერი ადგილობრივი ფინანსური ნაკადების კონტროლისთვის იყო მიმართული.

ფრანგები ეფექტიანად მოქმედებდნენ, თუმცა გერმანიის ინტერესები არ გაითვალისწინეს და მათ ანგარიში არ გაუწიეს. ვილჰელმ მეორემ მაროკოს სულთანს მხარდაჭერა გამოუცხადა და თავდაცვითი კავშირის შექმნა შესთავაზა. ევროპაში აფრიკის განაწილების გამო, კინაღამ ომი დაიწყო. ახალი საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა მოუწიათ.

გერმანიამ იქ ვერ მიაღწია დიპლომატიურ წარმატებას, საფრანგეთმა და გერმანიამ კი თავისი გაიტანეს და მაროკოს პორტების დაბეგვრა გააგრძელეს. შეთანხმებაში ასევე განსაზღვრული იყო, რომ მაროკოში დაცული იქნებოდა ყველა ეროვნების ეკონომიკური საქმიანობის თანასწორობა. მაროკოს დაპყრობა დროებით გადაიდო.

1907 წელს მარაკეშში გააფთრებულმა ბრბომ ფრანგი ექიმი ემილ მოშანა მოკლა. მთავრობამ შეჭრისა და ჯარის შეყვანის ოპტიმალური შესაძლებლობა მიიღო. ჯარისკაცები თავიდან მაროკოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შევიდნენ.

რამდენიმე თვის შემდეგ, მაროკოელები კოლონიზატორების გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო უკმაყოფილოები იყვნენ და 9 ფრანგი მუშა მოკლეს, რომლებიც რკინიგზის გაყვანაზე მუშაობდნენ. ევროპელებმა კასაბლანკის დაბომბვით უპასუხეს. ორი დღის განმავლობაში გემებით ქალაქზე იერიში გრძელდებოდა, რასაც 1.5 ათასიდან 7 ათასი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კასაბლანკას დამორჩილების შემდეგ, ქალაქსა და რეგიონში ფრანგი ჯარისკაცები შევიდნენ.

ქვეყნის დიდი ნაწილი დამოუკიდებელი იყო, თუმცა საფრანგეთი მას ფინანსურ მახეში იქცევდა. მაგალითად, ახალ სულთანს მორიგი ვალის დაბრუნება მოსთხოვა. იმ მომენტისთვის მთავრობას არ შეეძლო გადახდა, სულთანმა გამოსავლის ძიების მიზნით, ადგილობრივ ტომებს დაუწესა გადასახადები. 1911 წელს მოსახლეობამ ფესეში ამბოხი მოაწყო. საფრანგეთი ზუსტად ამ მომენტს ელოდა. როგორც ჩვენს ჩრდილოელ "ძმას“ სჩვევია, ფრანგებმაც, "საკუთარი მოქალაქეების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით“ შეიარაღებული ძალები გამოიყენა და ფესი დაიპყრო, შემდეგ კიდევ რამდენიმე ქალაქი მიაყოლა.

გერმანიას ისევ არ მოეწონა საფრანგეთის ასეთი აგრესიული აქტივობა და სამხედრო გემი მაროკოს სანაპიროებისკენ დაძრა, თუმცა ინგლისის ჩარევით, გერმანელებმა აღიარეს მაროკოზე საფრანგეთის პროტექტორატი და სანაცვლოდ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილი მიიღეს. თუმცა შეცდნენ. გაუვალი ტროპიკები უსარგებლო აღმოჩნდა და ფაქტობრივად, ვერაფერში გამოიყენეს.

ოფიციალურად, მაროკოზე საფრანგეთის პროტექტორატი 1912 წელს დაწესდა. ფორმალურად ქვეყანა დამოუკიდებლად რჩებოდა, სულთანი მისი მმართველი იყო. ტერიტორიების ნაწილი ესპანეთმაც მიიღო. მხარეები ხელშეკრულების გასაჯაროებისგან თავს იკავებდნენ.

მაროკოელი სამხედროები ეცადნენ ფესეზე კონტროლის დაბრუნებას და მოღალატე-სულთნის დასჯას. 5 ათასმა ადგილობრივმა 1500 სამხედროსგან შემდგარ ფრანგულ გარნიზონს შეუტია, თუმცა 2 დღეში დანებდნენ. ფრანგებმა 66 ადამიანი დაკარგეს, მაროკოელებმა - დაახლოებით 600. გამარჯვებულებმა შეცდომით 42 მაროკოელი ებრაელი მოკლეს, თანაც ისე რომ არ გაერკვნენ, ვის მხარეს იყვნენ ისინი და ვის უჭერდნენ მხარს.

აჯანყების შემდეგ, ფრანგებმა დედაქალაქი რაბათში გადაიტანეს.

მიუხედავად დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსისა, ფრანგებმა კოლონიაში საკმაოდ ბევრი უფლებები შეზღუდეს. მაროკოელებს აკერძალათ მსხვილ პოლიტიკურ კრებებზე დასწრება, არაბულ გაზეთებს არ შეეძლოთ პოლიტიკური ამბების გაშუქება.

თანდათან, ადგილობრივები ფრანგებს აღიქვამდნენ არა როგორც დამპყრობლებს, არამედ როგორც ადამიანებს, რომლებიც მათ ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყობდა ხელს. რეალურად, ევროპელები ნამდვილად უწყობდნენ ხელს ეკონომიკის აღმასვლას, აშენებდნენ სარკინიგზო გზებს, ავითარებდნენ ქალაქებს, ეძებდნენ ბუნებრივი რესურსების წიაღებს. თუმცა რა თქმა უნდა, მაროკოდან უფრო მეტი გაჰქონდათ და ამ ქვეყნისგან უფრო მეტს იღებდნენ, ვიდრე იქ ხარჯავდნენ.

მაროკოს თითქმის ყველა სიმდიდრესა და მიწებს ფრანგები დაეპატრონენ. "მაროკოს გენერალური კომპანია“ ფაქტობრივად ქვეყნის მფლობელი გახდა. განსაკუთრებულად აქტიურობდნენ ფოსფორიტების მოპოვებაში. ფრანგები ოცნებობდნენ მაროკო ევროპაში მარცვლეულის მთავარ მომწოდებლად გადაექციათ.

თუმცა ეს არ გამოუვიდათ. ისინი ადგილობრივი კლიმატის საკითხებში სათანადოდ არ გაერკვნენ და გვალვიან რაიონებშიც დათესეს მარცვლეული, რამდენიმე წლის განმავლობაში მინიმალურ მოსავალს იღებდნენ, ხოლო 1930 წელს კალიების შემოსევის შემდეგ, საერთოდ განადგურდა. 1912 წელს საფრანგეთი ძირითადად მაროკოს სანაპირო ზოლს აკონტროლებდა და ეტაპობრივად მიიწევდა სიღრმეებში.

წინსვლა საკმაოდ გაჭირდა, პერიოდულად ადგილობრივი ტომები ამბოხს აწყობდნენ, ხშირად მოულოდნელად ესხმოდნენ თავს და ეს ყველაფერი ფრანგების წარმატებას აჭიანურებდა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტაკება 1914 წელს ელ-ჰერისთან მოხდა. ბრძოლას ხშირად მოიხსენიებენ როგორც საფრანგეთის სამხედრო ისტორიაში ყველა დროის უმძიმეს მარცხს.

ქვემეხებითა და თანამედროვე იარაღით აღჭურვილმა ფრანგებმა პირადი შემადგენლობის 60% დაკარგეს. 600-ზე მეტი მებრძოლი შეწირა შეტაკებას, 170 დაიჭრა. ტომების დანაკარგი დაახლოებით, 200 ადამიანი იყო.

ქვეყანაში უსასტიკესი რეპრესიები დაიწყო, გარდა ამისა, გახშირდა მკვლელობები, გატაცებები და წამების შემთხვევები. ამას დაემატა პირველი მსოფლიო ომი, სადაც ფრანგებმა იძულებით წაიყვანეს აფრიკელები. სხვადასხვა მონაცემებით, პირველ მსოფლიო ომში 9-15 ათასი მაროკოელი დაიღუპა.

1930 წელს, სულთნის ბრძანებით, მაროკო დაიყო ბერბერებად და არაბებად. ორივე ჯგუფისთვის სხვადასხვა კანონები და შეზღუდვები ამოქმედდა. კოლონისტების აზრით, ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობა ორად უნდა გაეხლიჩა, თუმცა პირიქით, გააერთიანა და ერში ნაციონალისტური განწყობები აამაღლა.

ქვეყანაში მღელვარება დაიწყო, აქტივისტები იატაკქვეშა ჯგუფებად გაერთიანდნენ, ერთ-ერთი იყო - მაროკოს მოქმედებების კომიტეტი, რომელიც იატაქვეშეთს გასცდა და საჯაროდ ითხოვდა რეფორმებს.

  • რეფორმები არ განხორციელდა, თუმცა ქვეყანაში გაიზარდა ოპოზიციური მოძრაობა, ხოლო 1943 წელს დამოუკიდებლობის პარტია ოფიციალურადაც გაფორმდა. ნაციონალისტები ფრანკლინ რუზველტის მხარდაჭერამ კიდევ უფრო შთააგონა. კასაბლანკას კონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მაროკომ დამოუკიდებლობა უნდა მიიღოს.

ქვეყანაში სწრაფად იზრდებოდა ანტიფრანგული წინააღმდეგობა, ეწყობოდა აქციები, რომელსაც თან ახლდა აფეთქებები და არეულობა. საქმეში სულთანი, მუჰამედ V-ც ჩაერთო, რომელიც 1927 წლიდან მოყოლებული ფრანგების მორიონეტად ითვლებოდა. 1947 წელს სულთანს ისტორიული გამოსვლა ჰქონდა, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას ითხოვდა. კოლონიზატორებმა სენეგალის ქვეითებს ქალაქში სასაკლაოს მოწყობა დაავალეს, ისინიც დაემორჩილნენ და რამდენიმე დღე ქალაქში სროლის ხმა არ წყდებოდა. ამ შემთხვევას 180 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

მუჰამედ მეხუთე

1952 წელს ფრანგულმა დაზვერვამ მაროკოს მხარდამჭერი - ტუნისის პროფკავშირების მოხელე ფარჰატ ჰაჩედი მოკლა. კასაბლანკაში ისევ არეულობები დაიწყო, რასაც 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1953 წელს ფრანგებმა რადიკალურ მეთოდებს მიმართეს, მათ სულთანი, მუჰამედ V დააპატიმრეს და კორსიკაზე გაგზავნეს, იქიდან უკვე მადაგასკარში. მის ნაცვლად შორეული ნათესავი ბენ არაფა დანიშნეს. ახლად დანიშნული მმართველი მოსახლეობამ დაიწუნა, მასზე თავდასხმაც სცადეს, ტერაქტებმა კიდევ იმატა. რეპრესიები ვეღარ აჩერებდნენ მაროკოელებს. საპასუხოდ, კოლონიზატორებმა 6 ადამიანი საჯაროდ მოკლეს, რასაც ქუჩაში ათასობით ადამიანის გამოსვლა მოჰყვა.

დაძაბულობამ პიკს 1955 წელს მიაღწია, როდესაც 2 თვეში 1000 ადამიანი გარდაიცვალა. ფრანგებს პარალელურად პრობლემები ჰქონდათ ტუნისსა და ალჟირში. ეს ქვეყნებიც დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. სიტუაციის გამოსწორების იმედად, მათ მუჰამედ V დააბრუნეს.

1956 წლის თებერვალში სულთანმა საფრანგეთთან მოლაპარაკებები აწარმოა და პროტექტორატი გაუქმდა. აპრილში ესპანეთიც შეუერთდა გადაწყვეტილებას და აღიარა მაროკოს დამოუკიდებლობა. 66 წლის შემდეგ, მაროკო საფრანგეთთან კვლავ მჭიდროდ არის დაკავშირებული.

მაროკოელების 35% საუბრობს ფრანგულ ენაზე. მაროკოში არის სკოლები, სადაც ფრანგულად ასწავლიან, არაბული - ქვეყანაში მეორე ენაა. საფრანგეთი მაროკოელი სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია.

საფრანგეთი - მაროკოს ძირითადი კრედიტორი, ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია. ქვეყანაში საფრანგეთის 75 შვილობილი კომპანიაა, სადაც 80 000 ადამიანია დასაქმებული. უკანასკნელ 20 წელიწადში ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდნენ.

ავტორი: ანრი კურტანიძე