საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანიკა აფხაზეთის სკოლებში - "გაჩნდა ანონიმური შეტყობინება ტერორისტულ აქტზე, რომელიც საქართველოდან დაფინანსდა": სოხუმში თვლიან, რომ ეს "ხელისუფლების" ხრიკია
პანიკა აფხაზეთის სკოლებში - "გაჩნდა ანონიმური შეტყობინება ტერორისტულ აქტზე, რომელიც საქართველოდან დაფინანსდა": სოხუმში თვლიან, რომ ეს "ხელისუფლების" ხრიკია

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გამ­ნაღმვე­ლებ­მა სო­ხუ­მის ზო­გი­ერ­თი სკო­ლა შე­ა­მოწ­მეს. abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, ტე­ლეგ­რამ-არხზე გაჩ­ნდა ანო­ნი­მუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­ღა­ცამ სა­ქარ­თვე­ლო­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი და­ა­ფი­ნან­სა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­აფრ­თხი­ლეს და მო­უ­წო­დეს, არ აჰ­ყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს, სიმ­შვი­დე და სიფრ­თხი­ლე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ... თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კა მა­ინც და­ი­წყო და მშობ­ლე­ბის ნა­წილ­მა ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში არ გა­უშ­ვა.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წილ­მა ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა და ზო­გა­დად, ახა­ლი საფრ­თხე მო­რიგ, არა­სე­რი­ო­ზულ ნა­ბი­ჯად და პრობ­ლე­მე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­სა­ტან თე­მად მი­იჩ­ნია.

არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის და­ყე­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა, რათა ყვე­ლა სა­ეჭ­ვო პი­რის კონ­ტრო­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს, თუმ­ცა მა­შინ­ვე მათ შე­ახ­სე­ნეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია, ზოგ­ჯერ დღე-ღა­მე­ში მხო­ლოდ 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­წო­დე­ბა და კა­მე­რე­ბის და­ყე­ნე­ბა­საც აზრი არ აქვს.

აფხა­ზე­თის ე.წ. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, სკო­ლებ­ში თა­ვად მშობ­ლე­ბი თე­სა­ვენ პა­ნი­კას. "თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, სიფრ­თხი­ლე სა­ჭი­როა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს, რა­საც ირო­ნი­უ­ლი გა­მოს­ვლე­ბი კი არა, მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა" - ამ­ბობს სო­ხუ­მის გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ას­ტან­და ტარ­კი­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მე-2 სკო­ლა­ში სას­წავ­ლო გან­გა­შის გა­მარ­თვა იგეგ­მე­ბა, რა­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც და­ეს­წრე­ბი­ან, რათა ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში ქცე­ვის წე­სებს გა­ეც­ნონ.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა ჯან­სუღ ად­ლე­ი­ბამ, რო­მელ­მაც ად­გი­ლობ­რი­ვებს თავი საწ­ვა­ვის ფა­სის გამო ერ­თკა­ცი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა, რო­მე­ლიც შემ­დეგ, საკ­მა­ოდ მწვა­ვე პრო­ტეს­ტში გა­და­ი­ზარ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე და­წე­რა, რომ ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხრი­კი, რათა ხალ­ხს ყუ­რა­დღე­ბა პრობ­ლე­მე­ბი­დან სხვა რა­მე­ზე გა­და­ა­ტა­ნი­ნონ და ისე წარ­მო­ა­ჩი­ნონ, თით­ქოს უფრო გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბიც არ­სე­ბობს და ამას არი­დე­ბენ...

"გე­ყო­ფათ უკვე ხალ­ხის და­ზაფრ­ვა! ნუ ამ­ყო­ფებთ ხალ­ხს შიშ­ში! მშობ­ლე­ბი პა­ნი­კა­ში არი­ან, ეში­ნი­ათ, რომ შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში გა­უშ­ვან... უკაც­რა­ვად, მაგ­რამ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პი­რე­ბის სა­სახ­ლე­ე­ბის გარ­შე­მო შე­მოვ­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ლი გა­ლავ­ნე­ბიც ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხეა?!" - წერს აფხა­ზი ად­ლე­ი­ბა.

"დღეს ამით გა­და­ა­ტა­ნი­ნებს ხალ­ხს ყუ­რა­დღე­ბას უშუ­ქო­ბა­სა და კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბი­დან, ხვალ სხვა რა­მეს მო­ი­ფიქ­რე­ბენ, იდე­ე­ბი კი აქვთ და პრო­პა­გან­დაც, რა­ღაც ნა­წილ­ში, მა­ინც მუ­შა­ობს... მაგ­რამ ხვალ თუ ზეგ, ხალ­ხი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იღ­ვი­ძებს და მერე პრო­ტეს­ტის­გან, ის მა­ღა­ლი ღო­ბე­ე­ბი ვერ და­ი­ცავს..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მზია ჩუ­კბა­რი.

"მტრე­ბი გვყავ­სო და სა­ქარ­თვე­ლოს­კენ იშ­ვე­რენ ხელს, თა­ვად კი, ოც­და­ა­თი წე­ლია ხალ­ხის ფუ­ლით მარ­თლაც სა­სახ­ლე­ებს იშე­ნე­ბენ, შვი­ლებს ევ­რო­პა­ში ას­წავ­ლი­ან, მათ მო­მა­ვალ­ზე ზრუ­ნა­ვენ, ჩვენ კი, დღე-ღა­მე­ში მხო­ლოდ ორი სა­ა­თი გვაქვს დენი, ან რო­გორ ის­წავ­ლონ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა, რა წა­ი­კი­თხონ, რო­გორ გან­ვი­თარ­დნენ. მეშ­ვი­დე და მერ­ვე სარ­თულ­ზე შე­შას ეზი­დე­ბი­ან... უკ­რა­ი­ნას შუქი არ აქვს, მთე­ლი მსოფ­ლიო გლო­ვობს, ჩვენ­თან მშვი­დო­ბაა, მაგ­რამ ოც­და­ა­თი წე­ლია ასე ვართ. ჩვენს შვი­ლებს მო­მა­ვა­ლი წა­არ­თვეს, ამა­ზე მეტი ტე­რო­რიზ­მი რაღა გინ­დათ?" - წერს აფი­ნა ნან­ბა.

მეტი სან­დო ვე­რა­ფე­რი მო­ი­გო­ნეს?.. ერთი სკო­ლა ჰქონ­დათ ამ ბავ­შვებს, სა­დაც ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თობ­დნენ, რა­ღა­ცას ნა­ხუ­ლობ­დნენ და ესეც ავ­კრძა­ლოთ. სიბ­ნე­ლე­ში ყოფ­ნა არ ჯო­ბია, თქვენ­ზე მეტი ტე­რო­რის­ტე­ბი ამ ქვე­ყა­ნას არ ჰყო­ლია", - მი­აჩ­ნია ლია ად­ლე­ი­ბას.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
koronie
0

ქართველი ტერორისტი არასოდეს ყოფილა !

კიკი
0

ამათაც პუტინის პრიმიტიულობა გადაედოთ თუ რა ხდება

ავტორი:

პანიკა აფხაზეთის სკოლებში - "გაჩნდა ანონიმური შეტყობინება ტერორისტულ აქტზე, რომელიც საქართველოდან დაფინანსდა": სოხუმში თვლიან, რომ ეს "ხელისუფლების" ხრიკია

პანიკა აფხაზეთის სკოლებში - "გაჩნდა ანონიმური შეტყობინება ტერორისტულ აქტზე, რომელიც საქართველოდან დაფინანსდა": სოხუმში თვლიან, რომ ეს "ხელისუფლების" ხრიკია

ოკუპირებულ აფხაზეთში გამნაღმველებმა სოხუმის ზოგიერთი სკოლა შეამოწმეს. abkhaz-auto.ru-ს ცნობით, ტელეგრამ-არხზე გაჩნდა ანონიმური შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც ვიღაცამ საქართველოდან მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტი დააფინანსა.

პარალელურად, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა მოსახლეობა ტერორისტული აქტის მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით გააფრთხილეს და მოუწოდეს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, სიმშვიდე და სიფრთხილე შეინარჩუნონ... თუმცა, მოსახლეობაში პანიკა მაინც დაიწყო და მშობლების ნაწილმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვა.

  • ადგილობრივების ნაწილმა ე.წ. უშიშროების სამსახურების გაფრთხილება და ზოგადად, ახალი საფრთხე მორიგ, არასერიოზულ ნაბიჯად და პრობლემებიდან ყურადღების გადასატან თემად მიიჩნია.

არიან ისეთებიც, ვინც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სათვალთვალო კამერების დაყენება მოითხოვა, რათა ყველა საეჭვო პირის კონტროლი შესაძლებელი იყოს, თუმცა მაშინვე მათ შეახსენეს, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია, ზოგჯერ დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მიეწოდება და კამერების დაყენებასაც აზრი არ აქვს.

აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, სკოლებში თავად მშობლები თესავენ პანიკას. "თუმცა, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, სიფრთხილე საჭიროა და სპეციალისტები ახორციელებენ პრევენციულ ზომებს, რასაც ირონიული გამოსვლები კი არა, მხარდაჭერა სჭირდება" - ამბობს სოხუმის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასტანდა ტარკილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მე-2 სკოლაში სასწავლო განგაშის გამართვა იგეგმება, რასაც მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეებიც დაესწრებიან, რათა ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ქცევის წესებს გაეცნონ.

სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ, რომელმაც ადგილობრივებს თავი საწვავის ფასის გამო ერთკაციანი აქციებით დაამახსოვრა, რომელიც შემდეგ, საკმაოდ მწვავე პროტესტში გადაიზარდა, სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ ეს არის ხელისუფლების ხრიკი, რათა ხალხს ყურადღება პრობლემებიდან სხვა რამეზე გადაატანინონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს უფრო გლობალური საფრთხეებიც არსებობს და ამას არიდებენ...

"გეყოფათ უკვე ხალხის დაზაფრვა! ნუ ამყოფებთ ხალხს შიშში! მშობლები პანიკაში არიან, ეშინიათ, რომ შვილები სკოლაში გაუშვან... უკაცრავად, მაგრამ სახელისუფლებო პირების სასახლეების გარშემო შემოვლებული მაღალი გალავნებიც ტერორიზმის საფრთხეა?!" - წერს აფხაზი ადლეიბა.

"დღეს ამით გადაატანინებს ხალხს ყურადღებას უშუქობასა და კატასტროფულად გაძვირებული ფასებიდან, ხვალ სხვა რამეს მოიფიქრებენ, იდეები კი აქვთ და პროპაგანდაც, რაღაც ნაწილში, მაინც მუშაობს... მაგრამ ხვალ თუ ზეგ, ხალხი აუცილებლად გამოიღვიძებს და მერე პროტესტისგან, ის მაღალი ღობეები ვერ დაიცავს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი მზია ჩუკბარი.

"მტრები გვყავსო და საქართველოსკენ იშვერენ ხელს, თავად კი, ოცდაათი წელია ხალხის ფულით მართლაც სასახლეებს იშენებენ, შვილებს ევროპაში ასწავლიან, მათ მომავალზე ზრუნავენ, ჩვენ კი, დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათი გვაქვს დენი, ან როგორ ისწავლონ ჩვენმა შვილებმა, რა წაიკითხონ, როგორ განვითარდნენ. მეშვიდე და მერვე სართულზე შეშას ეზიდებიან... უკრაინას შუქი არ აქვს, მთელი მსოფლიო გლოვობს, ჩვენთან მშვიდობაა, მაგრამ ოცდაათი წელია ასე ვართ. ჩვენს შვილებს მომავალი წაართვეს, ამაზე მეტი ტერორიზმი რაღა გინდათ?" - წერს აფინა ნანბა.

მეტი სანდო ვერაფერი მოიგონეს?.. ერთი სკოლა ჰქონდათ ამ ბავშვებს, სადაც ერთმანეთთან ურთიერთობდნენ, რაღაცას ნახულობდნენ და ესეც ავკრძალოთ. სიბნელეში ყოფნა არ ჯობია, თქვენზე მეტი ტერორისტები ამ ქვეყანას არ ჰყოლია", - მიაჩნია ლია ადლეიბას.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"