ხალხი შეცდომაში შეჰყავთ, ჰგონიათ, უკრაინაში საქართველომ „დვიჟოკები“ უნდა გააგზავნოს, სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც ჩვენთან არ იწარმოება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, იმის შესახებ, რომ უკრაინამ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
როგორც კობახიძე აცხადებს, ჰუმანიტარული დახმარების პრობლემა საქართველოს არ ჰქონია, პირიქით, "ძალიან ხელგაშლილები ვიყავით".
"საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ამას ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. „დვიჟოკებს“. ხალხს მართლა ასე ჰგონია. მე მეუბნებიან, რა გახდა გენერატორების გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“, ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, მაგალითად, „მადრიდის რეალმა“, რომელიც არის რამდენიმე მილიარდიანი ფულის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას. ხალხს ამაზე გაეცინა, ეგონათ, რომ 20 „დვიჟოკი“ გადასცა. სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არსებობს. ჩვენ შეიძლება ფინანსურად დავეხმაროთ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით და ალბათ იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი დახმარება. ხალხი შეჰყავთ შეცდომაში - ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გააგზავნოს „დვიჟოკები“, რაც არის ტყუილი. სინამდვილეში კი საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც ჩვენთან არ იწარმოება. ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და გავაგზავნოთ უკრაინაში. ჰუმანიტარული დახმარების პრობლემა არ გვქონდა, პირიქით, ძალიან ხელგაშლილები ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ ატყუებს, რომ უკრაინა გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას. ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი არის ძალიან დიდი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებადი ეს თემა. ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ მაქსიმალური ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ ჩვენს უკრაინელ მეგობარ ხალხს. კასიანოვი ბრიფინგზე რომ გამოდის, შეხვდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და იქ გაარკვიოს ასეთი საკითხები. ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის ამბავია. არ შეიძლება ასეთი სპეკულაციები, უნდა კაცს მეორე ფრონტი და უნდოდეს, რა ვქნათ. ჰუმანიტარული დახმარება არის ის, რასაც ვაკეთებდით და ამ მიმართულებით ვიქნებით ხელგაშლილი, არავითარი კითხვის ნიშანი ამაზე არ არის.
სპეკულაციებისთვის არც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უნდა გამოიყენოს ეს თემა და არც რადიკალურმა ოპოზიციამ“, - განაცხადა კობახიძ
არ დამბლოკოთ!
გენერატორების მიწოდებასთან დაკავშირებით ნიშანდობლივია სტატია, რომელიც გამოქვეყნდა უკრაინულ საიტზე დღეს დილით, ანუ 9 დეკემბერს.
ლინკი: В Грузии пояснили, почему не дают Украине генераторы - Korrespondent.net
“საქართველოში განმარტავენ, თუ რატომ არ აძლევენ უკრაინას გენერატორებს
ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს ის გენერატორები და მაღალი სიმძლავრის ტრანსფორმატორები, რომლებსაც კიევი ითხოვს.
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობას არ გააჩნია მაღალი სიმძლავრის გენერატორები და ტრანსფორმატორები, რასაც უკრაინა ითხოვს.
ხალხი ფიქრობს, რომ უკრაინა ითხოვს უბრალო „დვიჟოკებს“, მაგრამ საუბარი მიდის მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რომლებიც ფიზიკურად არ არის საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ. მაგალითად, მან მადრიდის საფეხბურთო კლუბი „რეალი“ მოიყვანა და თქვა, რომ რამდენიმე მილიარდი დოლარის ბრუნვის მქონემ, უკრაინაში მხოლოდ 20 ასეთი გენერატორის გადაცემა შეძლო.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა დასძინა, რომ თეორიულად „საქართველოს შეეძლო გენერატორების შეძენა სხვა ქვეყანაში და მათი გაგზავნა უკრაინაში“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, გაკეთდება თუ არა ეს. ამასთან, მან გაიხსენა, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და „გადაწყვეტილია“ გააგრძელოს ეს.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ თბილისი უკვე ერთი თვეა უგულებელყოფს კიევის მოთხოვნას ენერგეტიკული კრიზისის ფონზე რუსული დაბომბვის შედეგად დახმარების შესახებ. საქართველოს მმართველ პარტიაში საპასუხოდ განაცხადეს, რომ ამის შესახებ პირველად გაიგეს.
მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თბილისი არ მიაწვდის კიევს იარაღს რუსული აგრესიასთან დასაპირისპირებლად, რათა არ გახდეს „ომის მხარე“.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის ოლქის ბახმუტთან გამართულ ბრძოლებში 3 დეკემბერს საქართველოდან ხუთი მოხალისე დაიღუპა, რომლებიც უკრაინის დამცველთა რიგებში იბრძოდნენ.“
ამდენი გამყიდველი და აზროვნების უნარს მოკლებული მოქალაქე რომ გყავს რაც კომენტარებში ფიქსირდება, არ გიკვირს რატომ არის ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში. ელემენტარული დაფიქრების და განსჯის უნარიც აღარ დარჩა ერს. სამწუხაროა რომ ასეთი ხალხი უმრავლესობაშია. ეს გაუნათლებლები არიან დასაქმებულები სსიპებში და საჯარო სამსახურში და მაგიტომაც ეწვით ერთი ადგილი ოღონდ მთავრობა არ შეიცვალოს. არაფრის კეთებაში იღებენ ხელფასს და იციან სხვა რომ მოვიდეს წასვლა მოუწევთ იმიტომ რომ მთელი საქმე რაც იციან კომენტარების დაწერაა მთავრობის მხარდასაჭერად. აი ზუსტად ესენი არიან გამყიდველები და საბჭოთა კავშირის მოტრფიალეები . მაგიტომაცაა განათლება 0-ზე ქვეყანაში რომ გეყოლება ასეთი ცხვრის ფარა და რასაც გინდა იმას ათქმევინებ