კლინიკა "ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა.
ჩხაიძის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია.
მისივე თქმით, კლინიკა აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც.
"მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია, შესაბამისად გრძელდება მკურნალობა. შემიძლია გითხრათ, რომ წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, მხოლოდ უმნიშვნელო წნევის ცვალებადობა იყო.
რაც შეეხება საკვების მიღებას. მისი დაავადებიდან გამომიდინარე, რა თქმა უნდა, პაციენტს ყველაფერი უკეთდება, ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება, მაგრამ მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი, ამიტომ ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტზეც, ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ - არ.
რატომ ველოდებით უარესს? მდგომარეობა მისი არის საყურადღებო, რა თქმა უნდა, მაგრამ გრძელდება მკურნალობა და შესაბამისად, უკეთდება ყველაფერი, მაგრამ კიდევ გეუბნებით, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც, ეს რთული პროცესია, პაციენტი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად.
მკაფიოდ ვამბობ, კლინიკა აკეთებს ყველაფერს, რაც არის გასაკეთებელი, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. პაციენტს სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ნებისმიერი პაციენტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კლინიკისთვის, ნებისმიერი პაციენტის მკურნალობაზე და მკურნალობის გამოსავალზე კლინიკამ პასუხი უნდა აგოს“,-განაცხადა ჩხაიძემ.