საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ნაგავს არ ვტოვებთ!" - კატარში იაპონელი ფანების საქციელმა ბევრი გააკვირვა, არადა, სისუფთავე იაპონური კულტურის ნაწილია - რას და როგორ ასწავლიან სკოლაში?
"ჩვენ ნაგავს არ ვტოვებთ!" - კატარში იაპონელი ფანების საქციელმა ბევრი გააკვირვა, არადა, სისუფთავე იაპონური კულტურის ნაწილია - რას და როგორ ასწავლიან სკოლაში?

კა­ტა­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ია­პო­ნე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ყო­ვე­ლი თა­მა­შის შემ­დეგ, ტრი­ბუ­ნებს ალა­გე­ბენ. გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებ­თან მატ­ჩის შემ­დეგ, ერთ-ერ­თმა ფან­მა აღ­ნიშ­ნა:

"ჩვენ ია­პო­ნე­ლე­ბი ვართ, ამი­ტომ ჩვენს შემ­დეგ ნა­გავს არ ვტო­ვებთ. ამ ად­გილს პა­ტივს ვცემთ“.

ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბას მა­ინც გვა­ო­ცებს, თუმ­ცა ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის და­ლე­გე­ბა და გა­რე­მოს და­სუფ­თა­ვე­ბა ნორ­მაა.

ია­პო­ნუ­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს სი­სუფ­თა­ვე წარ­მო­ად­გენს: სი­სუფ­თა­ვე - სი­კე­თეა, სი­ბინ­ძუ­რე - ბო­რო­ტე­ბა. სი­სუფ­თა­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო - კე­გა­რეა. ეს არის ია­პო­ნუ­რი ცნე­ბა ბუ­დიზმსა და სინ­ტო­იზ­მში, რაც ჭუ­ჭყი­ანს, უსუფ­თა­ოს, უწ­მინ­დურს ნიშ­ნავს... მას მი­ე­კუთ­ვნე­ბა ასე­ვე სიკ­ვდი­ლი, და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სხვა ცუდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ყოფა. იმი­სათ­ვის, რომ მას ადა­მი­ან­მა თავი აა­რი­დოს, სა­ჭი­როა რი­ტუ­ა­ლე­ბი, რო­მე­ლიც სუ­ლი­ერ და ფი­ზი­კურ "გა­სუფ­თა­ვე­ბას“ გუ­ლის­ხმობს.

სინ­ტო­ის­ტუ­რი ტაძ­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის დამ­ხმარე კან­და ნო­რი­ა­კი იკე­და ამ­ბობ­და: "თუ ადა­მი­ა­ნი კე­გა­რა­ში იტან­ჯე­ბა, ამან ზი­ა­ნი შე­საძ­ლოა მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­ყე­ნოს. ასე რომ სი­სუფ­თა­ვის დაც­ვა ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ეს თქვენს გან­წმენ­და­ში გეხ­მა­რე­ბათ და ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდ ტრა­გე­დი­ას არი­დებს. აი, რა­ტომ არის ია­პო­ნია ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა“.

ძველ ია­პო­ნე­ლებს სჯე­რო­დათ, რომ ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნებ­სა და გა­რე­მო­ში სუ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. მათი აღი­ა­რე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა სამ­ყა­როს ბუ­ნებ­რი­ვი წეს­რი­გის გა­აზ­რე­ბას ნიშ­ნავ­და. NHK-ს სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ხედ­ვით, ია­პო­ნე­ლე­ბის 60% ათე­ის­ტია, და­ახ­ლო­ე­ბით 35% - ბუ­დის­ტი ან სინ­ტო­ის­ტი. ამას­თა­ნა­ვე, გა­მო­კი­თხულ­თა 74% მი­იჩ­ნევს, რომ ია­პო­ნი­ა­ში სინ­ტო­ის­ტუ­რი ღმერ­თე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

The New Yorker-ი ხსნის, რომ და­ლა­გე­ბი­სა და სი­სუფ­თა­ვის კულ­ტი წიგნ "ენ­გი­სიკ­თან“ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ეს ია­პო­ნე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის მი­თი­თე­ბე­ბია, რო­მე­ლიც 927 წელს და­ი­წე­რა. წიგნ­ში აღ­წე­რი­ლია კი­ო­ტო­ში, იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლის და­ლა­გე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა, რო­მელ­საც რი­ტუ­ა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და - და­ლა­გე­ბით გა­ნი­დევ­ნე­ბოდ­ნენ ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი და მათ­თან ერ­თად უიღ­ბლო­ბა... XIII სა­უ­კუ­ნი­დან იმა­ვე დად­გე­ნი­ლე­ბით და­ი­წყეს ბუ­დის­ტუ­რი ტაძ­რე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრაქ­ტი­კა უკვე უბ­რა­ლო მო­სახ­ლე­ო­ბა­ზეც გავ­რცელ­და.

ზო­გა­დად, ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჰარ­მო­ნი­ის­კენ მი­ის­წრაფ­ვის. ეს ეროვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. გა­რე­მოს და­სუფ­თა­ვე­ბა სხე­უ­ლი­სა და გო­ნე­ბის გან­წმენ­დის ტოლ­ფა­სია.

ია­პო­ნე­ლე­ბი სკო­ლის და­ლა­გე­ბას ბავ­შვებს პა­ტა­რა ასა­კი­დან აჩ­ვე­ვენ.

და­ლა­გე­ბა - სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში შე­დის. ბავ­შვე­ბი 6-7 წლის ასა­კი­დან იწყე­ბენ მის ათ­ვი­სე­ბას. და­ლა­გე­ბა არ აღიქ­მე­ბა, რო­გორც დას­ჯა, პი­რი­ქით, თა­მა­შის ფორ­მატს იღებს და ჩვე­ვად ყა­ლიბ­დე­ბა. ამას ემა­ტე­ბა მშობ­ლე­ბის გავ­ლე­ნაც, რომ­ლებ­საც სახ­ლი მუდ­მი­ვად სი­სუფ­თა­ვე­ში და წეს­რიგ­ში აქვთ. ასე ნელ-ნელა ბავ­შვი იწყებს ია­პო­ნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას და უყა­ლიბ­დე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის შეგ­ნე­ბა.

და­ლა­გე­ბა ბავ­შვებს მთე­ლი სკო­ლის პე­რი­ო­დი თანსდევს. და­წყე­ბი­თი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, უფ­რო­სი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან.

იუ­ტა­კა ოკი­ჰა­რამ წიგნ "სას­კო­ლო და­ლა­გე­ბა­ში“ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა მიდ­გო­მა:

"არა­ვი­თა­რი სა­მუ­შაო, თუნ­დაც ბინ­ძუ­რი, არ არის სა­თა­კი­ლო ან სა­მარ­ცხვი­ნო. ყვე­ლამ უნდა შე­ას­რუ­ლოს სა­ერ­თო და­ვა­ლე­ბე­ბი; სკო­ლის შე­ნახ­ვა თი­თო­ე­უ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლობაა“.

ჟურ­ნა­ლის­ტი ჰი­რო­კო იოდა, რო­მე­ლიც ია­პო­ნურ სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბა, ყვე­ბო­და:

"ყო­ვე­ლი დღის შემ­დეგ, ჩვენ რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფე­ბად ვი­ყო­ფო­დით, მო­რი­გე­ო­ბით ვწმენ­დდით მერ­ხებს, ია­ტაკს და გაგ­ვქონ­და ნა­გა­ვი. ზუს­ტად მახ­სოვს, ის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­დე­საც ტო­კი­ოს გა­რე­უ­ბან­ში ჩვე­ნი სკო­ლა და­ან­გრი­ეს და ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით აა­შე­ნეს. უნდა გე­ნა­ხათ, რა მო­სა­წყე­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ცე­მენ­ტის ია­ტა­კე­ბი, მდიდ­რულ ხის ია­ტაკ­თან შე­და­რე­ბით, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის წმენ­დის შე­დე­გად, ბრწყი­ნავ­და. ეს მე­გობ­რის და­კარ­გვას ჰგავ­და“.

მწე­რა­ლი და­ნი­ელ დე­მეტ­რიუ, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ა­ში 2007 წელს გა­და­ვი­და, აღ­ნიშ­ნავს:

"ხში­რად მშობ­ლებს, (მათ შო­რის მეც) როცა ბავ­შვე­ბი ბა­ღი­დან გა­მოგ­ვყავ­და, გად­მოგ­ვცემ­დნენ პა­კეტ­ში აკუ­რა­ტუ­ლად შე­ფუ­თულ პამ­პერსს, რო­მე­ლიც სახ­ლში უნდა წაგ­ვე­ღო და სა­ნაგ­ვე­ში გა­დაგ­ვეგ­დო. სკო­ლა­შიც ყვე­ლა ბავ­შვს ას­წავ­ლი­ან საკ­ლა­სო ოთა­ხის და­ლა­გებს და საჭ­მლის შემ­დეგ მა­გი­დის ალა­გე­ბას.“

ევ­რო­პე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ია­პო­ნი­ას XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ეწ­ვივ­ნენ, შე­ამ­ჩნი­ეს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს სი­სუფ­თა­ვი­სა და წეს­რი­გის მიდ­რე­კი­ლე­ბა ჰქონ­დათ. ტო­კი­ოს პრე­ფექ­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე ჰი­რო­სი­მა მა­ი­კო ამ­ბობს: "ჩვენ ია­პო­ნე­ლებს, ძა­ლი­ან გვა­დარ­დებს, რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით სხვის თვალ­ში. არ გვინ­და ჩვენ­ზე იფიქ­რონ, თით­ქოს გა­ნათ­ლე­ბა ან აღ­ზრდა გვაკ­ლია..."

მწე­რა­ლი და­ნი­ელ დე­მეტ­რიუ ტო­კი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სუფ­თა ქა­ლა­ქად აღი­ა­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქია, სა­დაც 14 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, აე­რო­პორ­ტებ­ში, ქუ­ჩებ­ში, გა­ჩე­რე­ბებ­სა და სად­გუ­რებ­ზე სი­სუფ­თა­ვეა.

ია­პო­ნი­ის ქუ­ჩებ­ში ნა­გა­ვი და ნაგ­ვის ურ­ნე­ბი თით­ქმის არ არ­სე­ბობს. ნაგ­ვის ურ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ შემ­ცირ­და. 1995 წელს მეტ­რო­ში ტე­რაქ­ტი მოხ­და, მა­შინ 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო რამ­დე­ნი­მე ათა­სი კი მო­ი­წამ­ლა. ამის შემ­დეგ ურ­ნე­ბი მეტ­რო­სად­გუ­რებ­სა და სხვა სა­ზო­გა­დო თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი­დან აი­ღეს, რად­გან ეს ახა­ლი შე­ტე­ვის შე­სა­ნიღ­ბად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ...

ურ­ნე­ბის აღე­ბის შემ­დეგ, თით­ქოს ნაგ­ვის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა გაზ­რდი­ლი­ყო, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ია­პო­ნე­ლებს ნა­გა­ვი სახ­ლში მი­აქვთ და სპე­ცი­ა­ლურ ად­გი­ლას ყრი­ან. ძაღ­ლის პატ­რო­ნე­ბიც კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იქ­ცე­ვი­ან. სა­ი­მონ დე­ნი­ე­რი Washington Post-დან წერს:

"ძაღ­ლე­ბის პატ­რო­ნე­ბი ყო­ველ­თვის, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე, ალა­გე­ბენ მათი ცხოვრლე­ბის ექ­სკრე­მენ­ტებს და ხში­რად წყლით სავ­სე ბოთ­ლიც და­აქვთ, რომ კარ­გად გაწ­მინ­დონ ის ად­გი­ლი“.

სი­სუფ­თა­ვი­სა და წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ია­პო­ნე­ლე­ბის ბევრ ყო­ველ­დღი­ურ სფე­როს შე­ე­ხე­ბა.

ტაქ­სი­ში სა­ვარ­ძლებს თეთ­რი გა­და­საკ­რა­ვე­ბი აქვს, მძღო­ლებს კი თეთ­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბი უკე­თი­ათ. არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნაც კი, კან­დი­და­ტე­ბი აგი­ტა­ცი­ურ ავ­ტო­ბუ­სებ­ზე დგა­ნან და ამომ­რჩე­ველს თეთრ ხელ­თათ­მა­ნებს აჩ­ვე­ნე­ბენ.

ია­პო­ნურ სახ­ლებ­ში, რეს­ტორ­ნებ­სა და სას­ტუმ­რო­ებ­ში, სა­პირ­ფა­რე­შო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფეხ­საც­მე­ლია სა­ჭა­რო. ია­პო­ნე­ლი არას­დროს აუ­რევს ოთა­ხის ფეხ­საც­მელს, სა­პირ­ფა­რე­შოს ფეხ­საც­მელ­ში.

თუ ია­პო­ნე­ლი გა­ცივ­და, სა­ზო­გა­დო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დით ივ­ლის.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Y
0

მაგარი ხალხი და ერი ჭკვიანები

ბარბარე
1

ჩემს ქუჩაზე, სადაც კი მოსასვენებელი სკამია, ყველგან მოფენილია ნაგვით-ნამწვებით, მზესუმზირის ჩენჩოთი, ცარიელი ბოთლებით, ჩიფსის პაკეტებით... ამ დროს ორ ნაბიჯშია ურნაც და ნაგვის კონტეინერიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩვენ ნაგავს არ ვტოვებთ!" - კატარში იაპონელი ფანების საქციელმა ბევრი გააკვირვა, არადა, სისუფთავე იაპონური კულტურის ნაწილია - რას და როგორ ასწავლიან სკოლაში?

"ჩვენ ნაგავს არ ვტოვებთ!" - კატარში იაპონელი ფანების საქციელმა ბევრი გააკვირვა, არადა, სისუფთავე იაპონური კულტურის ნაწილია - რას და როგორ ასწავლიან სკოლაში?

კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონელი გულშემატკივრები ყოველი თამაშის შემდეგ, ტრიბუნებს ალაგებენ. გერმანიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ერთ-ერთმა ფანმა აღნიშნა:

"ჩვენ იაპონელები ვართ, ამიტომ ჩვენს შემდეგ ნაგავს არ ვტოვებთ. ამ ადგილს პატივს ვცემთ“.

ასეთი მაგალითები უმრავლესობას მაინც გვაოცებს, თუმცა იაპონელებისთვის დალეგება და გარემოს დასუფთავება ნორმაა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Tidying up after one of their greatest <a href="https://twitter.com/hashtag/FIFAWorldCup?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#FIFAWorldCup</a> wins 👏 <br><br>Huge respect to these Japanese fans 🙌 <a href="https://twitter.com/hashtag/Qatar2022?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Qatar2022</a> <a href="https://t.co/RVwLwykPeq">pic.twitter.com/RVwLwykPeq</a></p>&mdash; FIFA World Cup (@FIFAWorldCup) <a href="https://twitter.com/FIFAWorldCup/status/1595579520748240897?ref_src=twsrc%5Etfw">November 24, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

იაპონური მსოფლმხედველობის მნიშვნელოვან ნაწილს სისუფთავე წარმოადგენს: სისუფთავე - სიკეთეა, სიბინძურე - ბოროტება. სისუფთავის საწინააღმდეგო - კეგარეა. ეს არის იაპონური ცნება ბუდიზმსა და სინტოიზმში, რაც ჭუჭყიანს, უსუფთაოს, უწმინდურს ნიშნავს... მას მიეკუთვნება ასევე სიკვდილი, დაავადებები და სხვა ცუდი ცხოვრებისეული ყოფა. იმისათვის, რომ მას ადამიანმა თავი აარიდოს, საჭიროა რიტუალები, რომელიც სულიერ და ფიზიკურ "გასუფთავებას“ გულისხმობს.

სინტოისტური ტაძრის სასულიერო პირის დამხმარე კანდა ნორიაკი იკედა ამბობდა: "თუ ადამიანი კეგარაში იტანჯება, ამან ზიანი შესაძლოა მთელ საზოგადოებას მიაყენოს. ასე რომ სისუფთავის დაცვა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. ეს თქვენს განწმენდაში გეხმარებათ და ასევე, საზოგადოებას დიდ ტრაგედიას არიდებს. აი, რატომ არის იაპონია ძალიან ძლიერი ქვეყანა“.

ძველ იაპონელებს სჯეროდათ, რომ ბუნებრივ მოვლენებსა და გარემოში სულები ცხოვრობენ. მათი აღიარება და პატივისცემა სამყაროს ბუნებრივი წესრიგის გააზრებას ნიშნავდა. NHK-ს სოციალური გამოკითხვების მიხედვით, იაპონელების 60% ათეისტია, დაახლოებით 35% - ბუდისტი ან სინტოისტი. ამასთანავე, გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ იაპონიაში სინტოისტური ღმერთები ცხოვრობენ.

The New Yorker-ი ხსნის, რომ დალაგებისა და სისუფთავის კულტი წიგნ "ენგისიკთან“ არის დაკავშირებული - ეს იაპონელი იმპერატორის მითითებებია, რომელიც 927 წელს დაიწერა. წიგნში აღწერილია კიოტოში, იმპერატორის სასახლის დალაგების მოვალეობა, რომელსაც რიტუალის მნიშვნელობა ჰქონდა - დალაგებით განიდევნებოდნენ ბოროტი სულები და მათთან ერთად უიღბლობა... XIII საუკუნიდან იმავე დადგენილებით დაიწყეს ბუდისტური ტაძრების დასუფთავება, მოგვიანებით პრაქტიკა უკვე უბრალო მოსახლეობაზეც გავრცელდა.

ზოგადად, იაპონური კულტურა საზოგადოების ჰარმონიისკენ მიისწრაფვის. ეს ეროვნული მახასიათებელია. გარემოს დასუფთავება სხეულისა და გონების განწმენდის ტოლფასია.

იაპონელები სკოლის დალაგებას ბავშვებს პატარა ასაკიდან აჩვევენ.

დალაგება - სკოლებში სასწავლო პროცესში შედის. ბავშვები 6-7 წლის ასაკიდან იწყებენ მის ათვისებას. დალაგება არ აღიქმება, როგორც დასჯა, პირიქით, თამაშის ფორმატს იღებს და ჩვევად ყალიბდება. ამას ემატება მშობლების გავლენაც, რომლებსაც სახლი მუდმივად სისუფთავეში და წესრიგში აქვთ. ასე ნელ-ნელა ბავშვი იწყებს იაპონურ საზოგადოებაში ინტეგრაციას და უყალიბდება პასუხისმგებლობისა და ურთიერთდახმარების შეგნება.

დალაგება ბავშვებს მთელი სკოლის პერიოდი თანსდევს. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს, უფროსი კლასის მოსწავლეები ეხმარებიან.

იუტაკა ოკიჰარამ წიგნ "სასკოლო დალაგებაში“ ჩამოაყალიბა მიდგომა:

"არავითარი სამუშაო, თუნდაც ბინძური, არ არის სათაკილო ან სამარცხვინო. ყველამ უნდა შეასრულოს საერთო დავალებები; სკოლის შენახვა თითოეულის პასუხისმგებლობაა“.

ჟურნალისტი ჰიროკო იოდა, რომელიც იაპონურ სკოლაში სწავლობა, ყვებოდა:

"ყოველი დღის შემდეგ, ჩვენ რამდენიმე ჯგუფებად ვიყოფოდით, მორიგეობით ვწმენდდით მერხებს, იატაკს და გაგვქონდა ნაგავი. ზუსტად მახსოვს, ის იმედგაცრუება, როდესაც ტოკიოს გარეუბანში ჩვენი სკოლა დაანგრიეს და ახალი, თანამედროვე მასალის გამოყენებით ააშენეს. უნდა გენახათ, რა მოსაწყენად გამოიყურებოდა ცემენტის იატაკები, მდიდრულ ხის იატაკთან შედარებით, რომელიც ჩვენი მოსწავლეების წმენდის შედეგად, ბრწყინავდა. ეს მეგობრის დაკარგვას ჰგავდა“.

მწერალი დანიელ დემეტრიუ, რომელიც იაპონიაში 2007 წელს გადავიდა, აღნიშნავს:

"ხშირად მშობლებს, (მათ შორის მეც) როცა ბავშვები ბაღიდან გამოგვყავდა, გადმოგვცემდნენ პაკეტში აკურატულად შეფუთულ პამპერსს, რომელიც სახლში უნდა წაგვეღო და სანაგვეში გადაგვეგდო. სკოლაშიც ყველა ბავშვს ასწავლიან საკლასო ოთახის დალაგებს და საჭმლის შემდეგ მაგიდის ალაგებას.“

ევროპელებმა, რომლებიც იაპონიას XVIII-XIX საუკუნეებში ეწვივნენ, შეამჩნიეს, რომ ადგილობრივებს სისუფთავისა და წესრიგის მიდრეკილება ჰქონდათ. ტოკიოს პრეფექტურის ხელმძღვანელის მოადგილე ჰიროსიმა მაიკო ამბობს: "ჩვენ იაპონელებს, ძალიან გვადარდებს, როგორ გამოვიყურებით სხვის თვალში. არ გვინდა ჩვენზე იფიქრონ, თითქოს განათლება ან აღზრდა გვაკლია..."

მწერალი დანიელ დემეტრიუ ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ქალაქად აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აეროპორტებში, ქუჩებში, გაჩერებებსა და სადგურებზე სისუფთავეა.

იაპონიის ქუჩებში ნაგავი და ნაგვის ურნები თითქმის არ არსებობს. ნაგვის ურნების რაოდენობა ქიმიური ნივთიერების აფეთქების შემდეგ შემცირდა. 1995 წელს მეტროში ტერაქტი მოხდა, მაშინ 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ათასი კი მოიწამლა. ამის შემდეგ ურნები მეტროსადგურებსა და სხვა საზოგადო თავშეყრის ადგილებიდან აიღეს, რადგან ეს ახალი შეტევის შესანიღბად შეიძლება გამოეყენებინათ...

ურნების აღების შემდეგ, თითქოს ნაგვის რაოდენობა უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. იაპონელებს ნაგავი სახლში მიაქვთ და სპეციალურ ადგილას ყრიან. ძაღლის პატრონებიც კი განსხვავებულად იქცევიან. საიმონ დენიერი Washington Post-დან წერს:

"ძაღლების პატრონები ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, ალაგებენ მათი ცხოვრლების ექსკრემენტებს და ხშირად წყლით სავსე ბოთლიც დააქვთ, რომ კარგად გაწმინდონ ის ადგილი“.

სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა იაპონელების ბევრ ყოველდღიურ სფეროს შეეხება.

ტაქსიში სავარძლებს თეთრი გადასაკრავები აქვს, მძღოლებს კი თეთრი ხელთათმანები უკეთიათ. არჩევნების წინაც კი, კანდიდატები აგიტაციურ ავტობუსებზე დგანან და ამომრჩეველს თეთრ ხელთათმანებს აჩვენებენ.

იაპონურ სახლებში, რესტორნებსა და სასტუმროებში, საპირფარეშოში განსაკუთრებული ფეხსაცმელია საჭარო. იაპონელი არასდროს აურევს ოთახის ფეხსაცმელს, საპირფარეშოს ფეხსაცმელში.

თუ იაპონელი გაცივდა, საზოგადო თავშეყრის ადგილებში აუცილებლად სამედიცინო პირბადით ივლის.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე