სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლი უზარმაზარი კრედიტით ვიყიდე, წლები ქირით ვცხოვრობდი... გულშემატკივარმა იცის, რომ ჩემს შესახებ სიცრუე გამოქვეყნდა" - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე მასზე აგორებულ სკანდალზე?
"სახლი უზარმაზარი კრედიტით ვიყიდე, წლები ქირით ვცხოვრობდი... გულშემატკივარმა იცის, რომ ჩემს შესახებ სიცრუე გამოქვეყნდა" - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე მასზე აგორებულ სკანდალზე?

"ღა­მის შოუს ბენ­დის" ერთ-ერთი წევ­რი ბაბი კირ­კი­ტა­ძე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, მას შემ­დეგ რაც გა­ირ­კვა, რომ კას­პის მე­რი­ამ ბაბი კირ­კი­ტა­ძეს 12 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა. მე­რი­ის ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" "ღა­მის შოუს ბენ­დის" მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო მი­ი­ღო... 23 ოქ­ტომ­ბერს ბენდმა კას­პში "კას­პო­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით იმ­ღე­რა, რის­თვი­საც მე­რი­ის­გან 12 ათა­სი ლარი მი­ი­ღო.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ღა­მის შოუს ბენ­დი" ქა­რელ­ში, 5 ნო­ემ­ბერს "ქა­რე­ლო­ბის" დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ცერ­ტზე ბი­უ­ჯე­ტის­გან 17 000 ლარს მი­ი­ღებ­და. "ღა­მის შოუს" ბენ­დი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს“ აფორ­მებს მუ­სი­კა­ლუ­რად. მისი სო­ლის­ტი ბაბი კირ­კი­ტა­ძე "პოსტ ტვ-ის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. ბენ­დს ხში­რად იწ­ვე­ვენ ამა თუ იმ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ხდა­რის გამო, კირ­კი­ტა­ძე ამ­ბობს, რომ თუ ცნო­ბი­ლი ხარ, ყვე­ლას ვერ ეყ­ვა­რე­ბი, მაგ­რამ მათი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის გამო, ტა­ლახ­საც აი­ტანს...

მომ­ღერ­ლის თქმით, მისი ოჯა­ხი წლე­ბი ცხოვ­რობ­და ქი­რით და ცოტა ხნის წინ, ბინა კრე­დი­ტით შე­ი­ძი­ნა...

- ცოტა ხნის წინ, ახალ სახ­ლში გა­დახ­ვე­დით, ამით ალ­ბათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის დიდი ოც­ნე­ბა აის­რუ­ლეთ.

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნაა, რო­მე­ლიც ოც­ნე­ბა­ზე მე­ტად სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და ჩემ­თვის. ჩემს ოჯახს თბი­ლის­ში სახ­ლი არ ჰქონ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. ქი­რა­ში გა­დახ­დი­ლი ფული გა­დაყ­რი­ლია. ძა­ლი­ან გვინ­დო­და სახ­ლი გვქო­ნო­და, სა­დაც მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თად ვი­ცხოვ­რებ­დით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სახ­ლი უზარ­მა­ზა­რი კრე­დი­ტით არის ნა­ყი­დი, მა­ინც ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რად­გან ვი­ცით, რომ ყო­ველ­თვე გა­დახ­დი­ლი თან­ხა, ჰა­ერ­ში არ იკარ­გე­ბა. დე­და­ჩე­მი ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლია, რომ მარ­ტო ამი­ტომ ღირ­და ეს ნა­ბი­ჯი გა­დაგ­ვედ­გა. ამ სახ­ლმა ჩვენს ოჯახ­ში ძა­ლი­ან დიდი სიმ­შვი­დე შე­მო­ი­ტა­ნა და ეს უკვე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის თქვენ­თვის გად­მო­რი­ცხუ­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­უ­ბა­რია ათა­სო­ბით ლარ­ზე, რა­მაც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. რას ეტყო­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რას უპა­სუ­ხებ­დით ამ სკან­დალს?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არც მა­შინ გა­მი­კე­თე­ბია. ერ­თა­დერ­თი კო­მენ­ტა­რი ბენ­დის სა­ხე­ლით გა­ვა­კე­თე. და იქ და­ვას­რუ­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი. ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა დრო­ის ფუჭი კარ­გვაა. ჩვენ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ ის რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა, იყო სიც­რუე. ერ­თა­დერ­თი ზუს­ტად ვიცი, რომ „ღა­მის შოუს ბენ­დი“ აბ­სო­ლუ­ტუ­რი გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს.

ჩავ­დი­ვართ უმარ­ვა ქა­ლაქ­ში, ვა­ტა­რებთ კონ­ცერ­ტებს და დიდ სი­ხა­რულს ვჩუქ­ნით ხალ­ხს. თუ ვინ­მე გა­და­წყვეტს, რომ გვეს­რო­ლოს ტა­ლა­ხი, ავი­ტანთ, რად­გან გვი­ღირს, იმ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­ხა­რე­ბა, რო­მელ­თაც ჩვე­ნი სიმ­ღე­რე­ბით ვა­ნი­ჭებთ სი­ა­მოვ­ნე­ბას. სა­ერ­თოდ რო­დე­საც ცნო­ბი­ლი სახე ხარ, იმის­თვი­საც მზად უნდა იყო, რომ სულ კარ­გს ვერ იტყვი­ან...

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
0

თავისუფლება ბაბის! (ის მაინც ვიცოდე ვინ არის).

Natela
1

რა ვიცი სულ ვიძახიტ ტალანტები არ ფასდებიანო იმიტომაც გარბიან საქართველოდანო. დაფასდებიან და რა დაიმსახურეს ასეთიო ჩამოყალიბდიტ ხალხებოოოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სახლი უზარმაზარი კრედიტით ვიყიდე, წლები ქირით ვცხოვრობდი... გულშემატკივარმა იცის, რომ ჩემს შესახებ სიცრუე გამოქვეყნდა" - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე მასზე აგორებულ სკანდალზე?

"სახლი უზარმაზარი კრედიტით ვიყიდე, წლები ქირით ვცხოვრობდი... გულშემატკივარმა იცის, რომ ჩემს შესახებ სიცრუე გამოქვეყნდა" - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე მასზე აგორებულ სკანდალზე?

"ღამის შოუს ბენდის" ერთ-ერთი წევრი ბაბი კირკიტაძე რამდენიმე კვირის წინ სკანდალში გაეხვა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა. მერიის ფინანსური სამსახურის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მომღერალმა აღნიშნული თანხა ტელეკომპანია "იმედის" "ღამის შოუს ბენდის" მომსახურების გამო მიიღო... 23 ოქტომბერს ბენდმა კასპში "კასპობასთან" დაკავშირებით იმღერა, რისთვისაც მერიისგან 12 ათასი ლარი მიიღო.

რამდენიმე დღეში ასევე ცნობილი გახდა, რომ "ღამის შოუს ბენდი" ქარელში, 5 ნოემბერს "ქარელობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ კონცერტზე ბიუჯეტისგან 17 000 ლარს მიიღებდა. "ღამის შოუს" ბენდი ტელეკომპანია "იმედს“ აფორმებს მუსიკალურად. მისი სოლისტი ბაბი კირკიტაძე "პოსტ ტვ-ის“ ერთ-ერთი წამყვანია. ბენდს ხშირად იწვევენ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში კონცერტების ჩასატარებლად. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მომხდარის გამო, კირკიტაძე ამბობს, რომ თუ ცნობილი ხარ, ყველას ვერ ეყვარები, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით გულშემატკივრობის გამო, ტალახსაც აიტანს...

მომღერლის თქმით, მისი ოჯახი წლები ცხოვრობდა ქირით და ცოტა ხნის წინ, ბინა კრედიტით შეიძინა...

- ცოტა ხნის წინ, ახალ სახლში გადახვედით, ამით ალბათ თქვენი ცხოვრების დიდი ოცნება აისრულეთ.

- აბსოლუტურად ჩვეულებრივი სამოთახიანი ბინაა, რომელიც ოცნებაზე მეტად საჭიროებას წარმოადგენდა ჩემთვის. ჩემს ოჯახს თბილისში სახლი არ ჰქონდა და წლების განმავლობაში ქირით ვცხოვრობდით. ქირაში გადახდილი ფული გადაყრილია. ძალიან გვინდოდა სახლი გვქონოდა, სადაც მთელი ოჯახი ერთად ვიცხოვრებდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი უზარმაზარი კრედიტით არის ნაყიდი, მაინც ბედნიერები ვართ, რადგან ვიცით, რომ ყოველთვე გადახდილი თანხა, ჰაერში არ იკარგება. დედაჩემი ისეთი გახარებულია, რომ მარტო ამიტომ ღირდა ეს ნაბიჯი გადაგვედგა. ამ სახლმა ჩვენს ოჯახში ძალიან დიდი სიმშვიდე შემოიტანა და ეს უკვე დიდი ბედნიერებაა.

- გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული კონცერტების თქვენთვის გადმორიცხული ძალიან მაღალი ჰონორარების შესახებ. საუბარია ათასობით ლარზე, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რას ეტყოდით საზოგადოებას, რას უპასუხებდით ამ სკანდალს?

- სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე კომენტარი არც მაშინ გამიკეთებია. ერთადერთი კომენტარი ბენდის სახელით გავაკეთე. და იქ დავასრულეთ ყველაფერი. ამაზე ყურადღების მიქცევა დროის ფუჭი კარგვაა. ჩვენმა გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ ის რაც გამოქვეყნდა, იყო სიცრუე. ერთადერთი ზუსტად ვიცი, რომ „ღამის შოუს ბენდი“ აბსოლუტური გულწრფელი სიყვარულით ვაკეთებთ ყველაფერს.

ჩავდივართ უმარვა ქალაქში, ვატარებთ კონცერტებს და დიდ სიხარულს ვჩუქნით ხალხს. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ გვესროლოს ტალახი, ავიტანთ, რადგან გვიღირს, იმ ათასობით ადამიანის გახარება, რომელთაც ჩვენი სიმღერებით ვანიჭებთ სიამოვნებას. საერთოდ როდესაც ცნობილი სახე ხარ, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ სულ კარგს ვერ იტყვიან...