მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსალოდნელია თუ არა პურის ფასის ზრდა?
მოსალოდნელია თუ არა პურის ფასის ზრდა?

"პუ­რის მცხო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რის, მალ­ხაზ დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მო­მა­ვა­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პურ­ზე ფა­სის ცვლი­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის, რაც ფქვი­ლის ფა­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ში ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რი ფასი პურს აქვს.

"რომ იძა­ხი­ან ხოლ­მე აუ­წიე, და­უ­წიე - არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ში ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რი ფასი მა­ინც პურს აქვს. მა­სობ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბის პუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1-ნა­ხე­ვა­რი 2 ლა­რის ფარ­გლებ­შია და ამა­ზე მეტი არ არის, ვე­რა­ვინ მე­ტყვის. ჩვენ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ პურპრო­დუქ­ტებ­ზე და­ბა­ლი ფა­სე­ბია, ასე­თი არც აზერ­ბა­ი­ჯან­ში, არც სომ­ხეთ­ში და არც რუ­სეთ­შია,“ - აღ­ნიშ­ნავს დო­ლი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მა­რა­გე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას - რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან სი­ლა­გა­ვა გან­მარ­ტავს, ხორ­ბალ­ზე სა­ექ­სპორ­ტო სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხად­მა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ მო­ი­მა­ტა, თუმ­ცა მო­მა­ვა­ლი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ჟის მა­ტე­ბას არ ელო­დე­ბი­ან, რაც ნიშ­ნავს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ფქვილ­ზე სტა­ბი­ლუ­რი ფა­სე­ბი ნარ­ჩუნ­დე­ბა და პუ­რის მწარ­მო­ებ­ლებს პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ფქვი­ლი 70 ლარ­ზე ნაკ­ლებ ფა­სად მი­ე­წო­დე­ბა.

"პუ­რის ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პურ­ზე მო­მა­ვა­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფას­თა ცვლი­ლე­ბებს არ ელო­დე­ბი­ან. ფაქ­ტობ­რი­ვად, დღეს­დღე­ო­ბით ბა­ზა­რი არის სტა­ბი­ლუ­რი და და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე იქ­ნე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო გრძელ­ვა­დი­ა­ნა­დაც, მაგ­რამ აქ ბო­ლომ­დე პროგ­ნოზს ვერ ვრის­კავთ,“ - აღ­ნიშ­ნავს სი­ლა­გა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე დიდ წის­ქვილ­კომ­ბი­ნატს მუ­შა­ო­ბა კვლავ არ გა­უ­ახ­ლე­ბია, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი წლი­დან ისი­ნიც ამუ­შავ­დე­ბი­ან.

"მცი­რე და სა­შუ­ა­ლო წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი მუ­შა­ობს, ზოგი დი­დიც მუ­შა­ობს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დიდ წის­ქვილს მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ არ გა­ნუ­ახ­ლე­ბია, იმი­ტომ, რომ მა­ინც ელო­დე­ბი­ან სტა­ბი­ლუ­რო­ბის ტრენ­დი რო­გორ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ბა­ზარს ხორ­ბა­ლი არ აკ­ლია, თუმ­ცა დიდ წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებს უფრო დიდი მას­შტა­ბის ხორ­ბლის სტა­ბი­ლუ­რი მი­წო­დე­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი წლი­დან ისი­ნიც გა­ნა­ახ­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ვამ.

ავტორი:

მოსალოდნელია თუ არა პურის ფასის ზრდა?

მოსალოდნელია თუ არა პურის ფასის ზრდა?

"პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, მომავალი ორი თვის განმავლობაში პურზე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის, რაც ფქვილის ფასის სტაბილურობით არის განპირობებული.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კვების პროდუქტებში ყველაზე სტაბილური ფასი პურს აქვს.

"რომ იძახიან ხოლმე აუწიე, დაუწიე - არასერიოზულია. კვების პროდუქტებში ყველაზე სტაბილური ფასი მაინც პურს აქვს. მასობრივი მოხმარების პურის ღირებულება 1-ნახევარი 2 ლარის ფარგლებშია და ამაზე მეტი არ არის, ვერავინ მეტყვის. ჩვენთან საქართველოში რომ პურპროდუქტებზე დაბალი ფასებია, ასეთი არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში და არც რუსეთშია,“ - აღნიშნავს დოლიძე.

რაც შეეხება ხორბლისა და ფქვილის მარაგების კუთხით არსებულ მდგომარეობას - როგორც "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა განმარტავს, ხორბალზე საექსპორტო საბაჟო გადასახადმა უმნიშვნელოდ მოიმატა, თუმცა მომავალი კვირების განმავლობაში ბაჟის მატებას არ ელოდებიან, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სტაბილური სიტუაციაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ფქვილზე სტაბილური ფასები ნარჩუნდება და პურის მწარმოებლებს პირველი ხარისხის ფქვილი 70 ლარზე ნაკლებ ფასად მიეწოდება.

"პურის ასოციაციამ განაცხადა, რომ პურზე მომავალი 2 თვის განმავლობაში ფასთა ცვლილებებს არ ელოდებიან. ფაქტობრივად, დღესდღეობით ბაზარი არის სტაბილური და დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში ასე იქნება. სავარაუდოდ, უფრო გრძელვადიანადაც, მაგრამ აქ ბოლომდე პროგნოზს ვერ ვრისკავთ,“ - აღნიშნავს სილაგავა.

მისივე თქმით, რამდენიმე დიდ წისქვილკომბინატს მუშაობა კვლავ არ გაუახლებია, თუმცა სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ისინიც ამუშავდებიან.

"მცირე და საშუალო წისქვილკომბინატები მუშაობს, ზოგი დიდიც მუშაობს, მაგრამ რამდენიმე დიდ წისქვილს მუშაობა ჯერ კიდევ არ განუახლებია, იმიტომ, რომ მაინც ელოდებიან სტაბილურობის ტრენდი როგორ შენარჩუნდება. ბაზარს ხორბალი არ აკლია, თუმცა დიდ წისქვილკომბინატებს უფრო დიდი მასშტაბის ხორბლის სტაბილური მიწოდება სჭირდება. სავარაუდოდ, ახალი წლიდან ისინიც განაახლებენ მუშაობას,“ - განაცხადა სილაგავამ.