პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ დღეს ვართ "ნაციონალური უძრაობა“ და არა "ნაციონალური მოძრაობა“ - ირაკლი ნადირაძე
"ჩვენი პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ დღეს ვართ "ნაციონალური უძრაობა“ და არა "ნაციონალური მოძრაობა“ - ირაკლი ნადირაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­ა­რის ნა­წი­ლია ის, რომ თურ­მე ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი მე­ლი­ას უკან დგა­ნან და კე­ზე­რაშ­ვი­ლი მე­ო­რე გუნ­დის უკან დგას, თურ­მე ბრძო­ლა მი­დის კლა­ნებს შო­რის - მე პი­რა­დად, კე­ზე­რაშ­ვილს არ ვიც­ნობ,- ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა, ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ნა­დი­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, იმ ლი­დე­რებს, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ებ­რძვის, არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა, რათა შიდა პარ­ტი­უ­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის იბ­რძო­ლონ.

"ვნა­ხე, რომ მე­ლი­ას უკან ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი დგა­ნან თურ­მე, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს კე­ზე­რაშ­ვი­ლია. ამ ლი­დე­რებს, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ებ­რძვის, არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა, რომ შიდა პარ­ტი­უ­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის იბ­რძო­ლონ. ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცას თუ იც­ნობს, ეს არის ყო­ფი­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტია და შე­იძ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბი არ­სე­ბობ­დეს, არც მა­ლა­ვენ. მე პი­რა­დად კე­ზე­რაშ­ვილს არ ვიც­ნობ. ის, რომ ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი მე­ლი­ას უკან დგა­ნან, ის, რომ თურ­მე კე­ზე­რაშ­ვი­ლი დგას მე­ო­რე გუნ­დის უკან, ეს მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­ა­რის ნა­წი­ლია, რომ თურ­მე ბრძო­ლა მი­დის კლა­ნებს შო­რის. რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს ეს არ­ჩევ­ნე­ბი, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის“,- აღ­ნიშ­ნავს ნა­დი­რა­ძე.

რო­გორც ნა­დი­რა­ძე გან­მარ­ტავს, დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ფიქ­რო­ბენ, რომ პარ­ტია არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, არა­მედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უძ­რა­ო­ბაა“. მი­სი­ვე თქმით, ფაქ­ტია, რომ რაც იყო და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი "ცხე­ლი შე­მოდ­გო­მა“ და აქ­ცი­ე­ბი არ ყო­ფი­ლა.

"ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ დღეს ვართ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უძ­რა­ო­ბა“ და არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. რო­დე­საც პრე­ტენ­ზი­ე­ბი ის­მის, სა­ჭი­როა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ახა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცია. თუ ჩათ­ვლი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, მათ შო­რის, ნიკა მე­ლი­აც და ჩვენც, ეს ადა­მი­ა­ნი დარ­ჩე­ბა. თუ ფიქ­რო­ბენ, რომ ვი­ღა­ცას უკე­თე­სად შე­ეძ­ლო, მო­ის­მე­ნენ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო უკე­თე­სად. მე არ მაქვს ეს პრე­ტენ­ზია, რომ შე­მეძ­ლო რა­ღაც უკე­თე­სად გა­მე­კე­თე­ბი­ნა...

სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ტი­ის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია. დაგ­ვი­ძა­ხეს სად­მე? აქ­ცია ჩა­ა­ტა­რეს? პი­კე­ტი იყო? რამე აქ­ტი­ვო­ბა იყო და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ვი­ღეთ? რო­დე­საც არა­ფე­რი ხდე­ბა და უძ­რა­ო­ბა­ში ვართ, ამი­ტომ ვი­თხოვთ ცვლი­ლე­ბებს. ხვალ, ზეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, პარ­ტია ფორ­მა­ში უნდა ვი­ყოთ, რომ ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მზად იყ­ვნენ გა­მო­სას­ვლე­ლად. ჩემი აზ­რით, პარ­ტია არ არის ფორ­მა­ში. ფაქ­ტია, რომ რაც იყო და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი "ცხე­ლი შე­მოდ­გო­მა“, აქ­ცი­ე­ბი არ ყო­ფი­ლა. არ ვიცი მისი{ნიკა მე­ლი­ას} მო­წო­დე­ბის გამო არ გა­მო­ვი­და, თუ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხის გამო. ამას ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ვის და­ძა­ხე­ბულ­ზე არ გა­მო­დის ხალ­ხი, ან ვის გამო არ არის პარ­ტია აქ­ტი­უ­რი. ამომ­რჩევ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პარ­ტია აქ­ტი­უ­რი უნდა იყოს“,- აღ­ნიშ­ნავს ნა­დი­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
1

ნაციონალური ჭირი ხართ

გიო
1

საიდან დაირქვეს ამ უღმერთოებმა ნაციონალური (ე.ი. ეროვნული), როცა მათი ყველა მოქმედება არაეროვნულია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ჩვენი პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ დღეს ვართ "ნაციონალური უძრაობა“ და არა "ნაციონალური მოძრაობა“ - ირაკლი ნადირაძე

"ჩვენი პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ დღეს ვართ "ნაციონალური უძრაობა“ და არა "ნაციონალური მოძრაობა“ - ირაკლი ნადირაძე

"ქართული ოცნების“ პიარის ნაწილია ის, რომ თურმე ძმები ახალაიები მელიას უკან დგანან და კეზერაშვილი მეორე გუნდის უკან დგას, თურმე ბრძოლა მიდის კლანებს შორის - მე პირადად, კეზერაშვილს არ ვიცნობ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

როგორც ნადირაძე აღნიშნავს, იმ ლიდერებს, ვინც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, არავის დახმარება არ სჭირდება, რათა შიდა პარტიული გაძლიერებისთვის იბრძოლონ.

"ვნახე, რომ მელიას უკან ძმები ახალაიები დგანან თურმე, ხოლო მეორე მხარეს კეზერაშვილია. ამ ლიდერებს, ვინც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, არავის დახმარება არ სჭირდება, რომ შიდა პარტიული გაძლიერებისთვის იბრძოლონ. ვიღაცა ვიღაცას თუ იცნობს, ეს არის ყოფილი სახელისუფლებო პარტია და შეიძლება ამ ადამიანებთან კონტაქტები არსებობდეს, არც მალავენ. მე პირადად კეზერაშვილს არ ვიცნობ. ის, რომ ძმები ახალაიები მელიას უკან დგანან, ის, რომ თურმე კეზერაშვილი დგას მეორე გუნდის უკან, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების“ პიარის ნაწილია, რომ თურმე ბრძოლა მიდის კლანებს შორის. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საერთო მიზნისთვის“,- აღნიშნავს ნადირაძე.

როგორც ნადირაძე განმარტავს, დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ პარტია არა "ნაციონალური მოძრაობა“, არამედ "ნაციონალური უძრაობაა“. მისივე თქმით, ფაქტია, რომ რაც იყო დაანონსებული "ცხელი შემოდგომა“ და აქციები არ ყოფილა.

"ჩვენი პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ დღეს ვართ "ნაციონალური უძრაობა“ და არა "ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც პრეტენზიები ისმის, საჭიროა ახალი არჩევნები, ახალი ლეგიტიმაცია. თუ ჩათვლიან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, მათ შორის, ნიკა მელიაც და ჩვენც, ეს ადამიანი დარჩება. თუ ფიქრობენ, რომ ვიღაცას უკეთესად შეეძლო, მოისმენენ თავმჯდომარეობის კანდიდატების პოზიციას რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უკეთესად. მე არ მაქვს ეს პრეტენზია, რომ შემეძლო რაღაც უკეთესად გამეკეთებინა...

სააკაშვილი პარტიისთვის პრიორიტეტია. დაგვიძახეს სადმე? აქცია ჩაატარეს? პიკეტი იყო? რამე აქტივობა იყო და მონაწილეობა არ მივიღეთ? როდესაც არაფერი ხდება და უძრაობაში ვართ, ამიტომ ვითხოვთ ცვლილებებს. ხვალ, ზეგ ბიძინა ივანიშვილმა რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, პარტია ფორმაში უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მხარდამჭერები მზად იყვნენ გამოსასვლელად. ჩემი აზრით, პარტია არ არის ფორმაში. ფაქტია, რომ რაც იყო დაანონსებული "ცხელი შემოდგომა“, აქციები არ ყოფილა. არ ვიცი მისი{ნიკა მელიას} მოწოდების გამო არ გამოვიდა, თუ საორგანიზაციო საკითხის გამო. ამას ჩვენი ამომრჩევლისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი ამომრჩევლისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის დაძახებულზე არ გამოდის ხალხი, ან ვის გამო არ არის პარტია აქტიური. ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია პარტია აქტიური უნდა იყოს“,- აღნიშნავს ნადირაძე.