ავტორი:

ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში სპილოებმა ალკოჰოლი იპოვეს და იმდენი დალიეს, რომ დაეძინათ - სვამდნენ მანამ, ვიდრე არ დათვრნენ

ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში სპილოებმა ალკოჰოლი იპოვეს და იმდენი დალიეს, რომ დაეძინათ - სვამდნენ მანამ, ვიდრე არ დათვრნენ

ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ ადამიანებს უყვართ. ალკოჰოლის მოყვარულები სპილოებიც არიან და თან, "ალკოჰოლის მიღება წაქცევამდე" ჰყვარებიათ.

ინდოეთის, სოფელ სალიპდას მაცხოვრებლებმა იპოვეს 20 სპილო, რომლებმაც ადგილობრივების მიერ დამზადებული ალკოჰოლი დალიეს, რის შემდეგაც გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს და დაეძინათ. სპილოები წააწყდნენ სასმელს, რომელსაც ინდოელები "მაჰუას“ უწოდებენ, ეს არის ინდოელთა ტრადიციული სასმელი, ერთგვარი ლიქიორი, რომელსაც მაჰუას ყვავილებისგან ამზადებენ.

ის საკმაოდ ძლიერი ალკოჰოლური სასმელია, იმდენად ძლიერი, რომ სპილოებიც კი უძლურები აღმოჩდნენ. ველური ბუნების მკვლევარი კარტიკ სატიანარაიანი ამბობს, რომ სპილოებს ზოგადად ძალიან უყვართ მაჰუას მირთმევა.

"როდესაც მის სუნს გრძნობენ, დასაგემოვნებლად შეუძლიათ კედლებიც დაანგრიონ", - ამბობს სატიანარაიანი.

სოფელ სალიპდას მაცხოვრებლებმა ალკოჰოლით სავსე დიდი ჭურჭლები ტყესთან ახლოს დაალაგეს დუღილისთვის, სპილოებმა მისი სუნი იგრძნეს და სასმელისკენ გაემართნენ. 20 სპილოს შორი 9 სპლიყვი იყო. ჯუნგლების ბინადრებმა დაკარგეს კონტროლი და ალკოჰოლი სულ დალიეს. სვამდნენ მანამდე, სანამ არ დათვრნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მძინარე სპილოები დასარტყამ ინსტრუმენტებზე ბრახუნის შედეგად გააღვიძეს, რის შემდეგაც ისინი ტყეს დაუბრუნდნენ.

წყარო