2017 წელს, ისრაელში, ლაქიშში, სპილოს ძვლისგან დამზადებული უძველესი სავარცხელი აღმოაჩინეს, რომელი სავარაუდოდ ძვ.წ. 1700 წლით თარიღდება.
ახლახან კი გაირკივა, რომ მასზე ამოტვიფრულია წარწერა, რომელზე ძველიც კაცობრიობის ისტორიაში ამ ეტაპზე არ არსებობს.
ეს არის მსოფლიოში პირველი ანბანით დაწერილი უძველესი წინადადება. სავარცხელზე მკრთალად შემორჩენილი წარწერა გასული წლის დეკემბერში შენიშნეს. დაიწყო კვლევა, რომლის შედეგადაც მეცნიერებმა დადგინეს, რომ ეს ქანაანური დამწერლობით შესრულებული წარწერა იყო.
საინტერესოა, რომ სავარცხელზე დატანილი წარწერა ადამიანურ პრობლემას შეეხება და შეგვიძლია ის ერთგვარ შელოცვადაც მივიჩნიოთ.
მარტივი წინადადება უძველესი ადამიანების იმედებს და შიშებს ასახავს. სავარცხელზე ვკითხულობთ: "დაე, ამ ეშვმა თმიდან ტილები გააქროს."
მკვლევარების თქმით, წარწერა მიანიშნებს, რომ უძველეს დროში ადამიანებისთვის ტილებთან ბრძოლა საკმაოდ რთული გამოწვევა იყო.
"ძალიან ადამიანურია ეს წარწერა",- თქვა პროფესორმა იოსეფ გარფინკელმა, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგმა, რომელიც ლაქიშის გათხრებს ხელმძღვანელობდა.
"შენ გაქვს სავარცხელი და მასზე შენივე სურვილია დატანილი - მოსპო ტილები თმასა და წვერზე. დღეს ამისთვის სპრეი და თანამედროვე მედიცინა გვაქვს, მაგრამ წარსულში მათ არ ჰქონდათ ეს საშუალებები", - ამბობს მეცნიერი.
სავარცხელი გაცვეთილია და კბილებიც დაკარგული აქვს, მაგრამ დარჩენილი ღეროები გვიჩვენებს, რომ ოდესღაც მას 6, ფართო დაცილებების მქონე კბილი ჰქონდა თმის დასავარცხნად, მეორე მხრიდან კი, ტილების მოსაცილებლად, 14 ვიწრო დაშორების კბილი.
სავარცხელზე ამოტვიფრული ასოები შვიდ სიტყვას გამოკვეთენ, რომლებიც ქანაანური დამწერლობით და ქანაანური დიალექტით დაწერილ პირველ სრულად გაშიფრულ წინადადებას ქმნიან.
წყარო:theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
დიდი ამბავი😏ქრისტემდე 1700 წლის წინანდელი ტილის სავარცხელი კი არადა, ქრისტემდე 3.500 წლის წინანდელი უძვირფასესი ოქრომჭედლობის ნიმუშები გვილაგია ,,საგანძურში", უძვირფასესი მართლაც!!! რაც უნდა აყალბონ, მაინც ვერ მოვლენ ჩვენთან!!!
ქანაანი საქართველოა