საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს... ძებნაში ვარ. შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ, მაგრამ..." - რას წერს ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელი?
"დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს... ძებნაში ვარ. შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ, მაგრამ..." - რას წერს ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელი?

და­მაკ­ნი­ნეს, თაღ­ლი­თი შე­მარ­ქვეს, გამ­ძარ­ცვეს - ხალ­ხს მა­ინც ვერ შე­აყ­რით თვა­ლებ­ში ნა­ცარს, ფაქ­ტე­ბი ჩემს გვერ­დზე დევს და უკვე ათა­სო­ბით მო­წყო­ბი­ლო­ბა­შია ჩა­წე­რი­ლი,- ამის შე­სა­ხებ ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია "მე­ლა­ძის“ მფლო­ბე­ლი, ვაჟა მე­ლა­ძე, რო­მე­ლიც დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ძებ­ნა­შია, "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" წერს.

მისი თქმით, ყვე­ლა და­ის­ჯე­ბა, ვინც მის წი­ნა­აღ­მდეგ ან­ტი­კამ­პა­ნი­ა­შია გა­რე­უ­ლი.

"ძებ­ნა­ში ვარ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მგო­ნი, ბევ­რი დაბ­ნე­უ­ლია ამ ფაქ­ტით, ცოტა მეც დაბ­ნე­უ­ლი ვარ, მაგ­რამ ვე­გუ­ე­ბი.

და­მაკ­ნი­ნეს, თაღ­ლი­თი შე­მარ­ქვეს, გამ­ძარ­ცვეს, ჩემი ყვე­ლა უფ­ლე­ბა "და­ი­კი­დეს“, ჩემს შვილ­თან ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბიც წა­მარ­თვეს, "რი­ჟი­კაც“ შე­მარ­ქვეს ზოგ ეთერ­ში, მაგ­რამ არა­უ­შავს.

გპირ­დე­ბით, ყვე­ლას სა­თა­ნა­დო პა­სუხს გაგ­ცემთ, გჯე­რო­დეთ თი­თე­უ­ლი პირი, ვინც ჩემს ანტი-კამ­პა­ნი­ა­შია გა­რე­უ­ლი და ყალ­ბი ბრალ­დე­ბის შედ­გე­ნა­შია მო­ნა­წი­ლე, და­ის­ჯე­ბით, თქვენ­თვის ყვე­ლა ნაც­ნო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბით. ამის პი­რო­ბას გაძ­ლევთ და ვინც მიც­ნობს, იცის, რომ სი­ტყვას ყო­ველ­თვის ვას­რუ­ლებ.

შე­იძ­ლე­ბა და­მი­ჭი­როთ, გა­მა­ნად­გუ­როთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მა­შინ ვიქ­ნე­ბი, მი­წას­თან გას­წო­რე­ბულს რომ და­მი­ნა­ხავთ.

თუმ­ცა­ღა, მი­ხა­რია, რომ ჩემი სი­ტყვის თქმა მო­ვას­წა­რი. ზოგი ისე გა­ის­ტუმ­რეთ იმ ქვეყ­ნად, ხმის ამო­ღე­ბაც ვერ მო­ას­წრეს, რამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა შე­ი­წი­რა თქვენ­მა ბინ­ძურ­მა სის­ტე­მამ, ათა­სო­ბით, მაგ­რამ მოვა დრო და მოვა ჩემი თა­ო­ბა თქვენს საფ­ლავს ზე­დაც არ და­ვა­ფურ­თხებთ, თქვენ იქ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე მი­ვი­წყე­ბუ­ლი ბნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო­ე­ბი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მთავ­რო­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ძლი­ერ ცდი­ლობ­დნენ თავი გა­მო­ი­დონ და სა­ხალ­ხო სკან­და­ლად მაქ­ცი­ეს, მაგ­რამ ისევ უშე­დე­გოდ. ხალ­ხს მა­ინც ვერ შე­აყ­რით თვა­ლებ­ში ნა­ცარს, ფაქ­ტე­ბი ჩემს გვერ­დზე დევს და უკვე ათა­სო­ბით მო­წყო­ბი­ლო­ბა­შია ჩა­წე­რი­ლი, ამი­ტომ თქვენს ბედს ვერ და­ე­მა­ლე­ბით.

როცა წყა­ლი იმა­ტებს, თევ­ზე­ბი ჭა­მენ ჭი­ან­ჭვე­ლებს, როცა წყა­ლი იკ­ლებს, ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი - თევ­ზებს - ეს გახ­სოვ­დეთ“,- წერს მე­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია "მე­ლა­ძის“ მფლო­ბე­ლის, ვაჟა მე­ლა­ძის მი­მართ ძებ­ნა დღეს გა­მო­ა­ცხა­და. უწყე­ბის ცნო­ბით, ვაჟა მე­ლა­ძეს ბრა­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნეს.

ვაჟა მე­ლა­ძეს­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია კი­დევ ორი პირი, მათ შო­რის, მისი მე­უღ­ლე. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა მე­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან და კი­დევ ერთ პირ­თან ერ­თად ავე­ჯის დამ­ზა­დე­ბის პი­რო­ბით, 26 მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ 473 252 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
3

გადადგეს კალაძე

ნერაძური
2

თუ მართალი ხარ რას გარბიხარ და იმალები, დაამტკიცე უდანაშაულობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს... ძებნაში ვარ. შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ, მაგრამ..." - რას წერს ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელი?

"დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს... ძებნაში ვარ. შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ, მაგრამ..." - რას წერს ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელი?

დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს - ხალხს მაინც ვერ შეაყრით თვალებში ნაცარს, ფაქტები ჩემს გვერდზე დევს და უკვე ათასობით მოწყობილობაშია ჩაწერილი,- ამის შესახებ ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელი, ვაჟა მელაძე, რომელიც დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ძებნაშია, "ფეისბუქგვერდზე" წერს.

მისი თქმით, ყველა დაისჯება, ვინც მის წინააღმდეგ ანტიკამპანიაშია გარეული.

"ძებნაში ვარ ოფიციალურად, მგონი, ბევრი დაბნეულია ამ ფაქტით, ცოტა მეც დაბნეული ვარ, მაგრამ ვეგუები.

დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, ჩემი ყველა უფლება "დაიკიდეს“, ჩემს შვილთან ბედნიერი წუთებიც წამართვეს, "რიჟიკაც“ შემარქვეს ზოგ ეთერში, მაგრამ არაუშავს.

გპირდებით, ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ, გჯეროდეთ თითეული პირი, ვინც ჩემს ანტი-კამპანიაშია გარეული და ყალბი ბრალდების შედგენაშია მონაწილე, დაისჯებით, თქვენთვის ყველა ნაცნობი საშუალებით. ამის პირობას გაძლევთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.

შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ, მაგრამ ყველაზე საშიში მაშინ ვიქნები, მიწასთან გასწორებულს რომ დამინახავთ.

თუმცაღა, მიხარია, რომ ჩემი სიტყვის თქმა მოვასწარი. ზოგი ისე გაისტუმრეთ იმ ქვეყნად, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრეს, რამდენი ახალგაზრდა შეიწირა თქვენმა ბინძურმა სისტემამ, ათასობით, მაგრამ მოვა დრო და მოვა ჩემი თაობა თქვენს საფლავს ზედაც არ დავაფურთხებთ, თქვენ იქნებით ყველაზე მივიწყებული ბნელი საქართველოს სიმბოლოები.

საზოგადოების აზრის ცვლილებებისთვის მთავრობის ტელევიზიები ძლიერ ცდილობდნენ თავი გამოიდონ და სახალხო სკანდალად მაქციეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ხალხს მაინც ვერ შეაყრით თვალებში ნაცარს, ფაქტები ჩემს გვერდზე დევს და უკვე ათასობით მოწყობილობაშია ჩაწერილი, ამიტომ თქვენს ბედს ვერ დაემალებით.

როცა წყალი იმატებს, თევზები ჭამენ ჭიანჭველებს, როცა წყალი იკლებს, ჭიანჭველები - თევზებს - ეს გახსოვდეთ“,- წერს მელაძე.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა დღეს გამოაცხადა. უწყების ცნობით, ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს.

ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

იხილეთ ასევე: