ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელი, რომელიც დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ძებნაშია, შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდეს.
პროკურატურის განცხადებამდე ერთი დღით ადრე მელაძემ "პალიტრავიდეოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ბრალდებული ამბობს, რომ დამნაშავედ გრძნობს თავს მხოლოდ ერთ ნაწილში, რომელიც ეხება სხვა ადამიანების პერსონალური მონაცემების უკანონოდ გასაჯაროებას.
"დანაშაული არის კი, ჩემი მხრიდან დანაშაული არის რა თქმა უნდა კონკრეტულ ფაქტზე, რაც ეხება პირად ინფორმაციებს ხალხის" - ამბობს ბრალდებული.
რაც შეეხება მეუღლეს, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით ასევე ჩართული იყო თაღლითურ სქემაში და ძებნაშია, ვაჟა მელაძე ამბობს, რომ მისი ადგილსამყოფელი არ იცის.
"რა თქმა უნდა, არც ჩემი მეუღლე იმყოფება მანდ, ღმერთმა დაიფაროს მანდ იყოს. რეალურად რომ გითხრათ, მეც არ ვიცი სადაა, მისივე უსაფრთხოებისთვის" - განაცხადა ვაჟა მელაძემ.
"ჩემი ბრალი პროკურატურის საქმეში მხოლოდ მოწმეების ჩვენებით არის არგუმენტირებული. სხვა რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, არ არსებობს თანხის მითვისება და აღება, არ არსებობს რაიმე ტრანზაქცია დაზარალებული ხალხის. არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ და ფრთები მაქვს, მაგრამ არავის ფულის მოპარვა დამიჯერეთ, არ დამჭირდებოდა. ამას მიხვდებოდა ყველა ვინც მიცნობს" - განაცხადა მელაძემ "პალიტრავიდეოსთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა დღეს გამოაცხადა. უწყების ცნობით, ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს.
ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. განომოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
ნახეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო:
ფრანს-ლორენცო ხაირაპეტიანების მხეხავი, ჯამასპიშვილების ხურდის დამთვლელი, აგაფონოვის მკვდარზე ვენოკი და დებ კარდაშუანების ჩამბანავი,,,
ვააა, მისტერ ზარბაზან? „აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგოო უი უი უი ვააააიიიი
ლანონის თანახმად დაკლამენ, ჩამოკიდებენ, გაატყავებენ, გაპარსავენ და იმხელა ტაშდახოხოლას მოარგებენ, რომ ასავალ დასავალშშოც ვერ გაახვიოს,, ეხლა ხომ იცით რა ზუსტი აპარატურა აქვთ, აგე ჯემალას ჟირაფის კისრის სიმსხო და გამოუტანეს სროკი, ბეღურას კისრის მალების რაოდენობის მიხედვით „„ჟირაფს კისერზე 7 მალა აქვს, ბეღურას კი, 9,““ ანუ ცხრა წელი გამოუტანეს, აბღაბლდა ხალხოოო! ხალხი არა ხაართ? ამოტენასა ვერ გადავიტანო. იმოტელა იყო, რომ ესპანურ შპალიერშიც ვერ გაახვიეს, მაგრამ ისე შეუპამპალეს, წყნარად დინჯად, მერე რო იცოდეთ როგორ მოერგო და სხვა რა გზა აქვს როო? წყნარათა ზის და იხდის სასჯელსა..
წვერიც იმიტომ მოუშვია, გაიპარსავს და მერე წადი და ეძებეეე...