პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"სულ ნასვამები არიან, ქართულ სამზარეულოს თავიანთად ასაღებენ" - რუსი ტურისტების მწვავე კრიტიკა აფხაზეთზე, რომელიც სტატისტიკის მიხედვით, მათთვის ფავორიტი ადგილია?
"სულ ნასვამები არიან, ქართულ სამზარეულოს თავიანთად ასაღებენ" - რუსი ტურისტების მწვავე კრიტიკა აფხაზეთზე, რომელიც სტატისტიკის მიხედვით, მათთვის ფავორიტი ადგილია?

ბოლო ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი რუ­სე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, რუ­სულ­მა ФСБ-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტის­ტი­კა, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ივ­ლი­სი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი­დან გა­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 70% აფხა­ზე­თის, თურ­ქე­თის, ყა­ზა­ხე­თის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ფი­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავრნენ.

"ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­კორ­დი მოხ­სნა რუ­სე­თი­დან ყა­ზა­ხე­თის, სომ­ხე­თის, ყირ­გი­ზე­თის, ტა­ჯი­კე­თის მონ­ღო­ლე­თი­სა და აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დი­ნე­ბამ" - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ში.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მხო­ლოდ აგ­ვის­ტო­ში, აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზით ჩას­ვლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, 25 %-ით გა­ი­ზარ­და.

"ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა მოგ­ზა­უ­რე­ბის მიერ ტუ­რე­ბის და­ჯავ­შნის­თვის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად ტოპ-ათე­ულ­ში შე­ვი­და" - წერს ekhokavkaza.com.

ФСБ-ს ცნო­ბით, ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­შია ყა­ზა­ხე­თიც, რო­მელ­საც ივ­ლი­სი­დან სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 1,3 მი­ლი­ონ­ჯერ ეწ­ვივ­ნენ.

"ოქ­ტომ­ბერ­ში რუ­სე­თის ტუ­რო­პე­რა­ტო­რებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რის­ტე­ბის­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს, მათ შო­რის არის ეგ­ვიპ­ტე, თა­ვად რუ­სე­თი, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი და ტა­ი­ლან­დი" - წერს РИА Новости.

აფხა­ზე­ბის თქმით, თუ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ვი­თა­რე­ბას გა­დავ­ხე­დავთ, ძნე­ლი გა­მო­საც­ნო­ბი არ არის, რომ აფხა­ზე­თი რუ­სე­თის ფა­ვო­რი­ტია, ოღონდ მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბის­თვის კი არა, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის­თვი­საც.

მა­თი­ვე თქმით, მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიმ­რავ­ლე აშ­კა­რად თვალ­ში­სა­ცე­მი იყო. ზა­ფხუ­ლი დას­რულ­და, მაგ­რამ მათი რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც არ მცირ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რაც ზამ­თა­რი ახ­ლოვ­დე­ბა, რე­გი­ონ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად მწვავ­დე­ბა.

"მთე­ლი ზა­ფხუ­ლი გვაყ­ვედ­რიდ­ნენ, რომ სა­ში­ნე­ლი პი­რო­ბე­ბი გვქონ­და, ძარ­ცვა­ვენ, აყა­ჩა­ღე­ბენ, ატყუ­ე­ბენ, ამ­ცი­რე­ბენ, შე­ზღუდ­ვებს უწე­სე­ბენ; წუხ­დნენ, რომ არ აქვთ წყა­ლი, დენი, კომ­ფორ­ტი, უსაფრ­თხო­ე­ბა, მაგ­რამ მა­ინც მო­დი­ან და მო­დი­ან... ფსო­უს სა­ზღვარ­ზე მათი ნა­კა­დი არ წყდე­ბო­და, ახ­ლაც გრძელ­დე­ბა, ისე­ვე, რო­გორც კრი­ტი­კა მათი მხრი­დან. თურ­მე სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­ექ­მნათ და ამი­ტო­მაც დას­დეს პა­ტი­ვი აფხა­ზეთს. აქამ­დე, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ით­ვლე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სოდ... ანუ რა ვქნათ, სხვა­გან არ გვიშ­ვე­ბენ, თო­რემ აქ რა გვინ­დაო, გვე­უბ­ნე­ბი­ან" - მი­აჩ­ნია ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ ალი­ას აბხაზს.

"ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, მაგ­რამ სხვა რა გი­თხრათ - იგი­ვე დამ­ხვდა რაც ხუთი წლის წინ იყოო... მი­თხრა ჩემ­მა დამ­სვე­ნე­ბელ­მა. ორი კვი­რა იყ­ვნენ და მთე­ლი ოჯა­ხი ცხვი­რაბ­ზუ­ე­ბუ­ლი და­დი­ო­და უშუ­ქო­ბა­ზე, წყლის გრა­ფიკ­ზე, ინ­ტერ­ნე­ტის და­ბალ სიხ­ში­რე­ზე... ღამე ვერ ვსე­ირ­ნობთ, სა­ში­ში­აო, არ ვუყ­ვარ­ვარ­თო. მაგ­რამ რო­გორც აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ისევ მო­მად­გნენ - სხვა­გან ვერ მივ­დი­ვარ­თო. გა­მე­ცი­ნა. ფული რომ არ მნდო­მო­და, არც შე­მო­ვუშ­ვებ­დი" - წერს ანა ფი­ლია.

  • ერთ-ერთი რუ­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ფო­რუმ­ზე eva.ru-ზე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ად­გი­ლობ­რი­ვი წლე­ვან­დე­ლი დას­ვე­ნე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე მო­ყო­ლი­სას აქ­ცენტს აკე­თებს, რო­გორ არ ღირს აფხა­ზეთ­ში ფუ­ლის ხარ­ჯვა, არც დას­ვე­ნე­ბის­თვის, არც ბიზ­ნე­სის­თვის და მით უფრო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად.

"რამ­დე­ნი­მე დღით შე­იძ­ლე­ბა ჩას­ვლა, თუმ­ცა ვერ მო­ას­წრებთ მათი თვი­სე­ბე­ბის გაც­ნო­ბას, მაგ­რამ ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე დიდ­ხანს ვი­ყა­ვით, ღმერ­თო ყვე­ლა და­ი­ფა­რე იმის­გან, რაც ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ... სულ ახ­ლა­ხან დავ­ბრუნ­დი იქი­დან და ვცდი­ლობთ, გონს მო­ვი­დეთ. ბუ­ნე­ბა მარ­თლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, მაგ­რამ თა­ვად აფხა­ზე­ბი... ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი იყო... სულ ნას­ვა­მე­ბი, ჩვენ გვე­ძახ­დნენ ლო­თებს, არა­და სა­ჭეს­თან ფხი­ზე­ლი მძღო­ლი არ მი­ნა­ხავს. ყო­ველ­დღე სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ მეს­მო­და. მე­ხუ­თე წე­ლია აფხა­ზეთ­ში დავ­დი­ვართ, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ. მე­უღ­ლეს ას­თმა აქვს და სხვა გზა არ გვაქვს. ყო­ველ ჯერ­ზე მიმ­ტკიც­დე­ბა აზრი, რომ ვერ გვი­ტა­ნენ. წელს იცოდ­ნენ, რომ დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ გვქონ­და და ბო­ლომ­დე წარ­მო­ა­ჩი­ნეს თა­ვი­ან­თი თავი... მა­ტყუ­ა­რე­ბი, ძუნ­წე­ბი, ჭო­რი­კა­ნე­ბი, ამა­ყო­ბენ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან. სა­შინ­ლად მა­ღა­ლი ფა­სე­ბი აქვთ. საკ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად, ვა­და­გა­სუ­ლი, რო­მელ­შიც ხან რას ვპო­უ­ლობ­დით, ხან რას... ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს თა­ვი­ან­თად ასა­ღე­ბენ" - წერს როზა ფი­ლი­პენ­კა.

"იმე­დია, ეს სტა­ტის­ტი­კა ბო­ლოა და მო­მა­ვა­ლი წლი­დან შე­იც­ვლე­ბა. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს რე­კორ­დი დაგ­ვიმ­ყა­რე­ბია აფხა­ზეთ­ში ვი­ზი­ტე­ბით. ვერც კი და­ვი­ჯე­რე... ამ წელს მთი­ან აფხა­ზეთ­ში სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, რად­გან მარ­თლაც ძა­ლი­ან გყვლეფ­დნენ და გა­უ­საძ­ლი­სი იყო. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, მე­ზობ­ლე­ბი ვერ გვი­ტა­ნენ, ქურ­დე­ბი ხართ, ყვე­ლა­ფერს ით­ვი­სებთ, ახლა ბიჭ­ვინ­თა­ზე გი­ჭი­რავთ თვა­ლიო. ვძულ­ვართ, "მოს­კო­ველ ღო­რე­ბი" - ეს ვართ ჩვენ მათ­თვის. სა­წყა­ლი ტუ­რის­ტე­ბი, ვინც აქ ჩა­მო­დი­ან. პირ­ველ ხა­ნებ­ში ეი­ფო­რია აქვთ, შემ­დეგ თუ დიდ­ხანს დარ­ჩნენ, უკვე ხვდე­ბი­ან, ვის­თან აქვთ საქ­მე. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ყო­ველ­დღე ფუჭ­დე­ბი­ან, უა­რეს­დე­ბი­ან, ლოთ­დე­ბი­ან და ამის­გან იღუ­პე­ბი­ან.

ტუ­რის­ტე­ბი უამ­რა­ვი მი­ზე­ზით იღუ­პე­ბი­ან ან უგზო-უკვლოდ იკარ­გე­ბი­ან. ოღონდ ამას ვე­რა­ვინ იგებს. მე­დი­ას ალ­ბათ სურს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ნე­ბას არ აძ­ლე­ვენ. არც ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა სი­მარ­თლის თქმა, არა­და, რაც ხდე­ბა, რომ გა­მო­აშ­კა­რავ­დეს, მიხ­ვდე­ბით, რომ რე­კორ­დი კი არა, სა­ნამ იქ ჩახ­ვალთ, ას­ჯერ უნდა და­ფიქ­რდეთ" - წერს ბა­ლე­რი სე­ი­დო­ვი.

მთა­ვა­რი ფოტო: სპუტ­ნი­კი

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
1

აფსუები რა ნაძირალა ტომია ეხლა გაიგეს? იქ რომ წერს ერთი რუსი ქალბატონი, ქმარს ასთმა აწუხებს და იმიტომ დავდივართ აფხაზეთშიო, მაქაური სინესტე პირიქით ცუდად მოქმედებს ასთმაზე. განკურნება თუ უნდათ, ცენტრალურ აზიაში უნდა მიბრძანდნენ

ამათზეა ნაქვამი
2

რაც ალხანა,ის ჩალხანა.

ავტორი:

"სულ ნასვამები არიან, ქართულ სამზარეულოს თავიანთად ასაღებენ" - რუსი ტურისტების მწვავე კრიტიკა აფხაზეთზე, რომელიც სტატისტიკის მიხედვით, მათთვის ფავორიტი ადგილია?

"სულ ნასვამები არიან, ქართულ სამზარეულოს თავიანთად ასაღებენ" - რუსი ტურისტების მწვავე კრიტიკა აფხაზეთზე, რომელიც სტატისტიკის მიხედვით, მათთვის ფავორიტი ადგილია?

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი რუსებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილად მიიჩნევა. ekhokavkaza.com-ის ცნობით, რუსულმა ФСБ-მ გამოაქვეყნა სტატისტიკა, თუ რა მიმართულებით გადაადგილდებოდნენ რუსეთის მოქალაქეები ივლისიდან სექტემბრამდე. უწყების ინფორმაციით, რუსეთიდან გასული მოქალაქეების 70% აფხაზეთის, თურქეთის, ყაზახეთის, საქართველოსა და ფინეთის მიმართულებით გაემგზავრნენ.

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდი მოხსნა რუსეთიდან ყაზახეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის მონღოლეთისა და აფხაზეთის მიმართულებით გადინებამ" - ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო უწყების სტატისტიკაში.

რუსული მედიის ცნობით, მხოლოდ აგვისტოში, აფხაზეთში ტურისტული ვიზით ჩასვლის მსურველთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 25 %-ით გაიზარდა.

"ტუროპერატორების წარმომადგენლების განცხადებით, აფხაზეთის რესპუბლიკა მოგზაურების მიერ ტურების დაჯავშნისთვის ყველაზე მოთხოვნად ტოპ-ათეულში შევიდა" - წერს ekhokavkaza.com.

ФСБ-ს ცნობით, ამ ჩამონათვალშია ყაზახეთიც, რომელსაც ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები 1,3 მილიონჯერ ეწვივნენ.

"ოქტომბერში რუსეთის ტუროპერატორებმა ადგილობრივი ტურისტებისთვის მეტ-ნაკლებად პოპულარული ქვეყნები გამოავლინეს, მათ შორის არის ეგვიპტე, თავად რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ტაილანდი" - წერს РИА Новости.

აფხაზების თქმით, თუ ბოლოდროინდელ ვითარებას გადავხედავთ, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ აფხაზეთი რუსეთის ფავორიტია, ოღონდ მხოლოდ ტურისტებისთვის კი არა, ბიზნესმენებისა და ნარკორეალიზატორებისთვისაც.

მათივე თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე აშკარად თვალშისაცემი იყო. ზაფხული დასრულდა, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც არ მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ რაც ზამთარი ახლოვდება, რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი ყოველდღიურად მწვავდება.

"მთელი ზაფხული გვაყვედრიდნენ, რომ საშინელი პირობები გვქონდა, ძარცვავენ, აყაჩაღებენ, ატყუებენ, ამცირებენ, შეზღუდვებს უწესებენ; წუხდნენ, რომ არ აქვთ წყალი, დენი, კომფორტი, უსაფრთხოება, მაგრამ მაინც მოდიან და მოდიან... ფსოუს საზღვარზე მათი ნაკადი არ წყდებოდა, ახლაც გრძელდება, ისევე, როგორც კრიტიკა მათი მხრიდან. თურმე სანქციების ფონზე, გამოუვალი სიტუაცია შეექმნათ და ამიტომაც დასდეს პატივი აფხაზეთს. აქამდე, ჩვენი ქვეყანა საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ითვლებოდა საინტერესოდ... ანუ რა ვქნათ, სხვაგან არ გვიშვებენ, თორემ აქ რა გვინდაო, გვეუბნებიან" - მიაჩნია ინტერნეტმომხმარებელ ალიას აბხაზს.

"ბუნება ძალიან ლამაზია, მაგრამ სხვა რა გითხრათ - იგივე დამხვდა რაც ხუთი წლის წინ იყოო... მითხრა ჩემმა დამსვენებელმა. ორი კვირა იყვნენ და მთელი ოჯახი ცხვირაბზუებული დადიოდა უშუქობაზე, წყლის გრაფიკზე, ინტერნეტის დაბალ სიხშირეზე... ღამე ვერ ვსეირნობთ, საშიშიაო, არ ვუყვარვართო. მაგრამ როგორც აგვისტოს ბოლოს ისევ მომადგნენ - სხვაგან ვერ მივდივართო. გამეცინა. ფული რომ არ მნდომოდა, არც შემოვუშვებდი" - წერს ანა ფილია.

  • ერთ-ერთი რუსული ტურისტული სააგენტოს ფორუმზე eva.ru-ზე რუსეთის მოქალაქე ადგილობრივი წლევანდელი დასვენების შთაბეჭდილებებზე მოყოლისას აქცენტს აკეთებს, როგორ არ ღირს აფხაზეთში ფულის ხარჯვა, არც დასვენებისთვის, არც ბიზნესისთვის და მით უფრო უძრავი ქონების შესაძენად.

"რამდენიმე დღით შეიძლება ჩასვლა, თუმცა ვერ მოასწრებთ მათი თვისებების გაცნობას, მაგრამ ჩვენ საერთაშორისო შეზღუდვების ფონზე დიდხანს ვიყავით, ღმერთო ყველა დაიფარე იმისგან, რაც ჩვენ გამოვიარეთ... სულ ახლახან დავბრუნდი იქიდან და ვცდილობთ, გონს მოვიდეთ. ბუნება მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ თავად აფხაზები... ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი იყო... სულ ნასვამები, ჩვენ გვეძახდნენ ლოთებს, არადა საჭესთან ფხიზელი მძღოლი არ მინახავს. ყოველდღე სიკვდილის შესახებ მესმოდა. მეხუთე წელია აფხაზეთში დავდივართ, წელიწადში ორჯერ. მეუღლეს ასთმა აქვს და სხვა გზა არ გვაქვს. ყოველ ჯერზე მიმტკიცდება აზრი, რომ ვერ გვიტანენ. წელს იცოდნენ, რომ დიდი არჩევანი არ გვქონდა და ბოლომდე წარმოაჩინეს თავიანთი თავი... მატყუარები, ძუნწები, ჭორიკანები, ამაყობენ, რომ მართლმადიდებლები არიან. საშინლად მაღალი ფასები აქვთ. საკვები ძირითადად, ვადაგასული, რომელშიც ხან რას ვპოულობდით, ხან რას... ქართულ სამზარეულოს თავიანთად ასაღებენ" - წერს როზა ფილიპენკა.

"იმედია, ეს სტატისტიკა ბოლოა და მომავალი წლიდან შეიცვლება. რუსეთის მოქალაქეებს რეკორდი დაგვიმყარებია აფხაზეთში ვიზიტებით. ვერც კი დავიჯერე... ამ წელს მთიან აფხაზეთში სახლი შევიძინეთ, რადგან მართლაც ძალიან გყვლეფდნენ და გაუსაძლისი იყო. გულწრფელად გეტყვით, მეზობლები ვერ გვიტანენ, ქურდები ხართ, ყველაფერს ითვისებთ, ახლა ბიჭვინთაზე გიჭირავთ თვალიო. ვძულვართ, "მოსკოველ ღორები" - ეს ვართ ჩვენ მათთვის. საწყალი ტურისტები, ვინც აქ ჩამოდიან. პირველ ხანებში ეიფორია აქვთ, შემდეგ თუ დიდხანს დარჩნენ, უკვე ხვდებიან, ვისთან აქვთ საქმე. ჩემი დაკვირვებით, ყოველდღე ფუჭდებიან, უარესდებიან, ლოთდებიან და ამისგან იღუპებიან.

ტურისტები უამრავი მიზეზით იღუპებიან ან უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ოღონდ ამას ვერავინ იგებს. მედიას ალბათ სურს საუბარი, მაგრამ ნებას არ აძლევენ. არც ჩვენს ხელისუფლებას სჭირდება სიმართლის თქმა, არადა, რაც ხდება, რომ გამოაშკარავდეს, მიხვდებით, რომ რეკორდი კი არა, სანამ იქ ჩახვალთ, ასჯერ უნდა დაფიქრდეთ" - წერს ბალერი სეიდოვი.

მთავარი ფოტო: სპუტნიკი