მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს
სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, ნიკა გო­გაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სოსო გო­გაშ­ვი­ლის შვილ­მა, ნინი გო­გაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ნიკა გო­გაშ­ვილს 16 ივ­ლისს მათი სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღის გა­სა­ღე­ბას ედა­ვე­ბი­ან, რაც აბ­სურ­დია.

"ია­რა­ღი ჩვენ­თან ჰქონ­და, რად­გან პე­რი­ო­დუ­ლად ჩვენ­თან რჩე­ბო­და ხოლ­მე, თვი­თონ თე­ლავ­ში ცხოვ­რობს. ეს ია­რა­ღე­ბი 16 ივ­ლისს, ჩვე­ნი სახ­ლი­დან ამო­ი­ღეს. ნიკა გო­გაშ­ვი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და­ა­კა­ვეს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს, ეს აბ­სურ­დია, მას თა­ვის სა­ხელ­ზე შე­ძე­ნი­ლი და გა­ფორ­მე­ბუ­ლი 3 ია­რა­ღი ჰქონ­და და არ გა­უ­სა­ღე­ბია. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მი­ზე­ზი, რად­გან ის სოსო გო­გაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია. სწო­რედ, ამის გამო და­ა­კა­ვეს ის, რაც უსა­მარ­თლო­ბა და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბაა.

ნიკა გო­გაშ­ვი­ლი თე­ლავ­ში და­ა­კა­ვეს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო, როცა მას­თან 3 მან­ქა­ნით მი­ვიდ­ნენ. ახლა სუს-ში მოჰ­ყავთ, ჩვენ ეს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, თუ რა­ტომ და­ა­კა­ვეს ის 3 თვის შემ­დეგ და მა­შინ­ვე არა, თუკი რა­ი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ეს მუხ­ლი 6-დან 9-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და ნინო გო­გაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აჰაააჰაააა
1

რა ჯანდაბად უნდოდათ ამდენი იარაღი..უნახავი ყასაბი..მანამდეც რა უნდოდა თანამდებობაზე??

ვოვა
2

ნეტა თუა ვინმე საქართველოში ვისაც ეს ოჯახი ეცოდება

ავტორი:

სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ნიკა გოგაშვილს 16 ივლისს მათი სახლიდან ამოღებული იარაღის გასაღებას ედავებიან, რაც აბსურდია.

"იარაღი ჩვენთან ჰქონდა, რადგან პერიოდულად ჩვენთან რჩებოდა ხოლმე, თვითონ თელავში ცხოვრობს. ეს იარაღები 16 ივლისს, ჩვენი სახლიდან ამოიღეს. ნიკა გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას გულისხმობს, ეს აბსურდია, მას თავის სახელზე შეძენილი და გაფორმებული 3 იარაღი ჰქონდა და არ გაუსაღებია. ეს არის პოლიტიკური დევნის მიზეზი, რადგან ის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილია. სწორედ, ამის გამო დააკავეს ის, რაც უსამართლობა და უკანონო ქმედებაა.

ნიკა გოგაშვილი თელავში დააკავეს, მეგობრებთან ერთად იყო, როცა მასთან 3 მანქანით მივიდნენ. ახლა სუს-ში მოჰყავთ, ჩვენ ეს გამომძიებელმა შეგვატყობინა. აღსანიშნავია, თუ რატომ დააკავეს ის 3 თვის შემდეგ და მაშინვე არა, თუკი რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. ეს მუხლი 6-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - განაცხადა ნინო გოგაშვილმა.